კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უკ­რი­ა­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი არ­სენ ავა­კო­ვი Facebook-ში თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს. "უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კლა­ნის სამი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ცდი­ლობ­და უკ­რა­ი­ნა­ში გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი გა­და­ე­წყვი­ტა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოპე­რა­ტი­ულ­მა მუ­შა­კებ­მა ხელი შე­უ­შა­ლეს ქურ­დე­ბის შეხ­ვედ­რას და ყვე­ლა მათ­გა­ნის დე­პორ­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში არ იქ­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც მათ არ იქ­ნე­ბათ გავ­ლე­ნა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. ჩვენ არ მივ­ცემთ "ბან­დი­ტებს" პა­რა­ზი­ტო­ბის უფ­ლე­ბას, რათა ხელი მო­ით­ბონ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე", - წერს ავა­კო­ვი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქურ­დე­ბის შეკ­რე­ბა" ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის მიერ. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყ­ვნენ ქუ­თა­ი­სის მკვიდ­რი, 38 წლის ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მეტ­სა­ხე­ლად "ვა­ტია", 33 წლის "ლა­ვა­ს­ოღ­ლი ბა­თუმსკი", რო­მე­ლიც ბოლო წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 4-ჯერ და­ა­კა­ვეს, ასე­ვე ე.წ. სო­ხუ­მის კლა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, 43 წლის "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მეტ­სა­ხე­ლად "გუგა".

იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. "უკრაინაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანის სამი "კანონიერი ქურდი" ცდილობდა უკრაინაში გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხი გადაეწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა მუშაკებმა ხელი შეუშალეს ქურდების შეხვედრას და ყველა მათგანის დეპორტირება მოხდება. "კანონიერი ქურდების" ხელისუფლება უკრაინაში არ იქნება, ისევე როგორც მათ არ იქნებათ გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ არ მივცემთ "ბანდიტებს" პარაზიტობის უფლებას, რათა ხელი მოითბონ უკრაინაში არსებულ სირთულეებზე", - წერს ავაკოვი.

მისივე ინფორმაციით, "ქურდების შეკრება" ორგანიზებული იყო მერაბ ჯანგველაძის მიერ. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ქუთაისის მკვიდრი, 38 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "ვატია", 33 წლის "ლავასოღლი ბათუმსკი", რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 4-ჯერ დააკავეს, ასევე ე.წ. სოხუმის კლანის წარმომადგენელი, 43 წლის "კანონიერი ქურდი" მეტსახელად "გუგა".

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ