პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება
კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას კვიპ­როს­ზე მი­წის ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ცა. რო­გორც პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი აშენ­დე­ბა, რაც ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს სა­შუ­ა­ლებს მის­ცემს, კვიპ­როს­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის სა­ეკ­ლე­სიო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა შე­ას­რუ­ლონ.

მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის კვიპ­როს­ზე ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. მისი თქმით, ვი­ზი­ტი კვიპ­რო­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, მისი უნე­ტა­რე­სო­ბა ქრი­ზოს­ტო­მოს მე­ო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვით გა­ი­მარ­თა. პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქსა და დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ღა­ლი­ა­ში მი­სუ­ლიყ­ვნენ, სა­დაც მე­ა­თე სა­უ­კუ­ნი­დან ქარ­თუ­ლი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი არ­სე­ბობ­და და, სა­დაც ახლა მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ იქ სა­მად­ლო­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი და პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ი­ხა­და.

"კვიპ­რო­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, რო­მელ­საც აქვს უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი ხალ­ხის, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას გად­მოს­ცა მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ღა­ლი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. იქ უნდა აშენ­დეს სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი, რათა ქარ­თუ­ლად შეს­რულ­დეს წირ­ვა-ლოც­ვა", - აღ­ნიშ­ნა მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა კვიპ­რო­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სა­დაც 2016 წლის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­კი­თხზეც იყო სა­უ­ბა­რი.

მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძის თქმით, პატ­რი­არ­ქის პო­ზი­ცია იყო, რომ ეს კრე­ბა უნდა გახ­დეს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა ერ­თო­ბი­სა და თან­ხმო­ბის ნი­მუ­ში და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი ამ კრე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი აზ­რით მი­ვიდ­ნენ.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე კვიპ­რო­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს დაბ­რუნ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება

კვიპროსზე ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვიპროსზე მიწის ნაკვეთი გადაეცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს საპატრიარქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამონასტრო კომპლექსი აშენდება, რაც ქართველ სასულიერო პირებს საშუალებს მისცემს, კვიპროსში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის საეკლესიო ღვთისმსახურება შეასრულონ.

მამა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კვიპროსზე ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს მეორის ოფიციალური მიწვევით გაიმართა. პროტოპრესვიტერის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, ღალიაში მისულიყვნენ, სადაც მეათე საუკუნიდან ქართული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა და, სადაც ახლა მხოლოდ ნანგრევებია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქ სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა.

"კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა, რომელსაც აქვს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, საქართველოს პატრიარქის მიმართ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ღალიაში მდებარეობს. იქ უნდა აშენდეს სამონასტრო კომპლექსი, რათა ქართულად შესრულდეს წირვა-ლოცვა", - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა კვიპროსის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციაში, სადაც 2016 წლის საეკლესიო კრების მომზადების საკითხზეც იყო საუბარი.

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, პატრიარქის პოზიცია იყო, რომ ეს კრება უნდა გახდეს მართლმადიდებელთა ერთობისა და თანხმობის ნიმუში და მართლმადიდებელი ეკლესიები ამ კრებაზე შეთანხმებული აზრით მივიდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვიპროსიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია