ლეგენდარული დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერი სიმსივნეს 2006 წლიდან ებრძოდა.
დე ლა რენტას ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ჯორჯ კლუნის მეუღლის საქორწილო კაბაა, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაამზადა. მისი ულამაზესი კაბები მრავალ ცნობილ ადამიანს ეცვა. განსაკუთრებული პოპულარობით დე ლა რენტა პირველ ქალბატონებში სარგებლობდა - ნენსი რეიგანი, ლორა ბუში, ჰილარი კლინტონი, მიშელ ობამა, ყველა მათგანი ატარებდა დე ლა რენტას კაბებს.
დომინიკის რესპუბლიკაში დაბადებული დიზაინერი ხელობას ისეთი ოსტატებისგან სწავლობდა, როგორიც იყო ესპანელი კრისტობალ ბალენსიაგა და პარიზში ლანვინის სახლის ხელმძღვანელი, ანტონიო კასტილო. მის სტილში იგრძნობოდა პარიზული და ლათინური გავლენა. მისი მუდმივი კლიენტები იყვნენ სარა ჯესიკა პარკერი, ლეა მიშელი, ემა უოთსონი და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.