სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიკლოთ წონაში - ნატა გაგუას ოქროს რჩევები
როგორ დავიკლოთ წონაში - ნატა გაგუას ოქროს რჩევები

ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი დი­ე­ტა, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა სწრა­ფი მე­თო­დით - ამ სა­თა­უ­რე­ბით სტა­ტი­ებს ყო­ველ­დღე უამ­რავ ინ­ტერ­ნეტ­სა­იტ­სა თუ ჟურ­ნალ­ში ამო­ი­კი­თხავთ. რე­ა­ლუ­რად წო­ნის პრობ­ლე­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში დგას, მაგ­რამ ცოტა თუ მო­ი­ფიქ­რებს, რომ ექიმ-ნუტ­რი­ცი­ო­ლოგს მი­ა­კი­თხოს.

ნატა გა­გუა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. მის პა­ცი­ენ­ტებს შო­რის უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სა­ხეა, მაგ­რამ მათ­ზე სა­უ­ბარს პრე­სას­თან თავს არი­დებს და პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბებს ბო­ლომ­დე იცავს. მისი რჩე­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და დახ­მა­რე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სთხოვს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნატა, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ წო­ნის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, უბ­რა­ლოდ, კომ­პლექ­სი მო­ეხ­სნათ თუ ახლა დად­გა ეს პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში?

- დღეს ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვე­ნი პი­რა­დი კა­პი­ტა­ლია, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იყო ჯან­მრთე­ლი, თუნ­დაც იმი­სათ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლო. ჯან­სა­ღი კვე­ბი­სა და ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის გა­რე­შე ჯან­მრთე­ლო­ბის დიდ­ხანს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ სა­უბ­რო­ბენ წო­ნის პრობ­ლე­მებ­ზე ასე აქ­ტი­უ­რად და გულ­წრფე­ლად.

- პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა მო­დუ­რი დი­ე­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი სა­ხის რჩე­ვე­ბი, რა­საც ყვე­ლა აი­ტა­ცებს ხოლ­მე. რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ყვე­ლამ ერთი სა­ხის დი­ე­ტა აკე­თოს?

- წო­ნის მა­ტე­ბას ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს, ბრმად სხვი­სი დი­ე­ტის "მორ­გე­ბამ" შე­იძ­ლე­ბა, შე­დე­გი არ მოგ­ცეთ, უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა, ორ­გა­ნიზ­მში არა­სა­სურ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, ჩემი აზ­რით, დი­ე­ტა უნდა იყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი.

- რა­ტომ სუქ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი?

- მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­სა­ზღვრით, სიმ­სუქ­ნე წარ­მო­ად­გენს ორ­გა­ნიზ­მში ჭარ­ბი ცხი­მის დაგ­რო­ვე­ბას. სიმ­სუქ­ნე არა მარ­ტო მძი­მე, ქრო­ნი­კუ­ლი, კერ­ძოდ, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ძვალ-სახ­სრო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კფაქ­ტორს შე­ი­ცავს, არა­მედ სე­რი­ო­ზუ­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მაა. ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისევ და ისევ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის უკ­მა­რი­სო­ბა, არას­წო­რი და და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბაა. ასე­ვე არ­სე­ბობს ჭარ­ბი წო­ნის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზე­ბი, და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი... თუ გა­ცხი­მოვ­ნე­ბა ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დის­ბა­ლან­სით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ორ­გა­ნიზ­მის ჰორ­მო­ნუ­ლი წო­ნას­წო­რო­ბის აღ­დგე­ნა მკურ­ნა­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ა­ში ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რგო­ლია, კომ­პლექ­სუ­რად, სწორ კვე­ბით ქცე­ვა­სა და ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას­თან ერ­თად.

- ბოლო დროს გა­აქ­ტი­ურ­და წყლის და­ლე­ვის პრო­პა­გან­და. დღე­ში რამ­დე­ნი წყა­ლი უნდა დავ­ლი­ოთ და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ონ­კა­ნის იყოს?

- ზო­გა­დად, 450 გრამ სხე­უ­ლის მა­სა­ზე უნდა მი­ვი­ღოთ მი­ნი­მუმ 14 გრა­მი წყა­ლი, ანუ დღე-ღა­მე­ში ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს 2-2,5 ლიტ­რი წყა­ლი, აქე­დან 3/4 - მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყა­ლი და 1/4 - ჩაი, ხი­ლის უშაქ­რო წვე­ნი, ყავა. ონ­კა­ნის წყა­ლი, თუ კარ­გი გა­ფილტრუ­ლია, და­საშ­ვე­ბია.

- უკავ­შირ­დე­ბა თუ არა სიმ­სუქ­ნე უშ­ვი­ლო­ბას?

- დღეს სიმ­სუქ­ნე ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­ზე­ზად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა ეს ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან­ვე იყო ცნო­ბი­ლი. ჯერ კი­დევ ჰი­პოკ­რა­ტე აღ­ნიშ­ნავ­და კავ­შირს სიმ­სუქ­ნე­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვას შო­რის. სიმ­სუქ­ნე ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­ში გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მენსტრუ­ა­ლუ­რი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა, ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სხვა.

არ­სე­ბობს მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ საკ­ვერ­ცხე­ე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი სინ­დრო­მის მქო­ნე ქა­ლე­ბის 60% ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია. პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბი კი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი უშ­ვი­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია. სხე­უ­ლის მა­სის მკვეთრ მა­ტე­ბას თან სდევს მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვე­ბი, რაც ხში­რად პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რა­დი უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზია. ევ­რო­პა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ჭარ­ბწო­ნი­ან ქა­ლებს შო­რის, უშ­ვი­ლო­ბა 2,7-ჯერ უფრო ხში­რია, ვიდ­რე ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის მქო­ნე ქა­ლებ­ში. ამ­რი­გად, სიმ­სუქ­ნე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბა გი­ნე­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­საც წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

როგორ დავიკლოთ წონაში - ნატა გაგუას ოქროს რჩევები

როგორ დავიკლოთ წონაში - ნატა გაგუას ოქროს რჩევები

ყველაზე ეფექტური დიეტა, წონაში დაკლება სწრაფი მეთოდით - ამ სათაურებით სტატიებს ყოველდღე უამრავ ინტერნეტსაიტსა თუ ჟურნალში ამოიკითხავთ. რეალურად წონის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, მაგრამ ცოტა თუ მოიფიქრებს, რომ ექიმ-ნუტრიციოლოგს მიაკითხოს.

ნატა გაგუა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროფესიონალია. მის პაციენტებს შორის უამრავი ცნობილი სახეა, მაგრამ მათზე საუბარს პრესასთან თავს არიდებს და პაციენტის უფლებებს ბოლომდე იცავს. მისი რჩევები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და დახმარებას უამრავი ადამიანი სთხოვს.

- ქალბატონო ნატა, ბოლო რამდენიმე წელია ცნობილი სახეები ხშირად საუბრობენ წონის პრობლემების შესახებ, უბრალოდ, კომპლექსი მოეხსნათ თუ ახლა დადგა ეს პრობლემა ქვეყანაში?

- დღეს ჯანმრთელობა ჩვენი პირადი კაპიტალია, ცნობილი სახეები მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო ჯანმრთელი, თუნდაც იმისათვის, რომ წარმატებული კარიერის შენარჩუნება შეძლო. ჯანსაღი კვებისა და ნორმალური წონის გარეშე ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელია. ამიტომ საუბრობენ წონის პრობლემებზე ასე აქტიურად და გულწრფელად.

- პერიოდულად ვრცელდება მოდური დიეტები, სხვადასხვა ცნობილი სახის რჩევები, რასაც ყველა აიტაცებს ხოლმე. რამდენად რეკომენდებულია, ყველამ ერთი სახის დიეტა აკეთოს?

- წონის მატებას ბევრი მიზეზი აქვს, ბრმად სხვისი დიეტის "მორგებამ" შეიძლება, შედეგი არ მოგცეთ, უფრო მეტიც, შეიძლება, ორგანიზმში არასასურველი ცვლილებები გამოიწვიოს, ჩემი აზრით, დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალური და დაბალანსებული.

- რატომ სუქდებიან ადამიანები?

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განსაზღვრით, სიმსუქნე წარმოადგენს ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებას. სიმსუქნე არა მარტო მძიმე, ქრონიკული, კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი დაავადებების რისკფაქტორს შეიცავს, არამედ სერიოზული ესთეტიკური პრობლემაა. ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი და დაუბალანსებელი კვებაა. ასევე არსებობს ჭარბი წონის ფსიქოლოგიური მიზეზები, დაბალი იმუნიტეტი, გენეტიკური განწყობა, ენდოკრინული დარღვევები... თუ გაცხიმოვნება ენდოკრინული დისბალანსით არის განპირობებული, ორგანიზმის ჰორმონული წონასწორობის აღდგენა მკურნალობის სტრატეგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, კომპლექსურად, სწორ კვებით ქცევასა და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად.

- ბოლო დროს გააქტიურდა წყლის დალევის პროპაგანდა. დღეში რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და აუცილებელია, ონკანის იყოს?

- ზოგადად, 450 გრამ სხეულის მასაზე უნდა მივიღოთ მინიმუმ 14 გრამი წყალი, ანუ დღე-ღამეში ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა მიიღოს 2-2,5 ლიტრი წყალი, აქედან 3/4 - მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი და 1/4 - ჩაი, ხილის უშაქრო წვენი, ყავა. ონკანის წყალი, თუ კარგი გაფილტრულია, დასაშვებია.

- უკავშირდება თუ არა სიმსუქნე უშვილობას?

- დღეს სიმსუქნე ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევა, თუმცა ეს ურთიერთკავშირი უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა კავშირს სიმსუქნესა და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას შორის. სიმსუქნე ახალგაზრდა ქალებში გინეკოლოგიური დაავადებების განვითარების საშიშროებას ქმნის. ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, ონკოდაავადებები და სხვა.

არსებობს მონაცემები, რომ საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალების 60% ჭარბწონიანია. პოლიკისტოზური საკვერცხეები კი ენდოკრინული უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სხეულის მასის მკვეთრ მატებას თან სდევს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რაც ხშირად პირველადი და მეორადი უშვილობის მიზეზია. ევროპაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიან ქალებს შორის, უშვილობა 2,7-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ქალებში. ამრიგად, სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება გინეკოლოგიურ დაავადებებსაც წაიკითხეთ გაგრძელება

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ

დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!