კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუშეთში - 3, თიანეთსა და ყაზბეგში კი 2 სკოლა დაიხურა
დუშეთში - 3, თიანეთსა და ყაზბეგში კი 2 სკოლა დაიხურა

2014 წელს დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში - ყვა­ვი­ლის სა­ბა­ზო სკო­ლა, გუ­და­მა­ყარ­ში - მა­ქარ­თას და­წყე­ბი­თი სკო­ლა და თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში თრა­ნის და­წყე­ბი­თი სკო­ლა და­ი­ხუ­რა. მი­ზე­ზი ყველ­გან ერ­თია. სო­ფელ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი აღარ არი­ან. სკო­ლე­ბის და­ხურ­ვის შემ­დეგ კი მთა­ში სოფ­ლე­ბიც იც­ლე­ბა. მათ ის ოჯა­ხე­ბიც ტო­ვე­ბენ, ვი­საც ჯერ სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვი არ ჰყავს.

ყვა­ვი­ლის სკო­ლას, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი სამი სოფ­ლი­დან - ყვა­ვი­ლი­დან, მეზვრი­ანთკა­რი­დან და თა­ნი­ანთკა­რი­დან და­დი­ოდ­ნენ, 2011 წელს 12 მოს­წავ­ლე და 11 მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­და. 2012-2013 სას­წავ­ლო წელს სკო­ლა­ში 5 მოს­წავ­ლე, 2013-2014 სას­წავ­ლო წელს კი მხო­ლოდ 1 მოს­წავ­ლე დარ­ჩა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ შე­ნო­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ა­ფი­ნან­სა. შე­იც­ვა­ლა სა­ხუ­რა­ვი და კარ-ფან­ჯა­რა. ერთ მოს­წავ­ლე­ზე სკო­ლას 4 პე­და­გო­გი და 2 და­რა­ჯი, დამ­ლა­გე­ბე­ლი და ბუ­ღალ­ტე­რი ჰყავ­და.

"16 წლის წინ, კლას­ში 10 მოს­წავ­ლე იყო. 6–7 წლის წინ წა­ვი­და 2 ბავ­შვი, მერე იმათ მი­ბა­ძეს სხვებ­მა და კი­დევ წა­ვი­და ორი-სამი. შარ­შან­წინ უკვე 5 მოს­წავ­ლე­ღა გვყავ­და. იქი­დან ერ­თმა 9 კლა­სი და­ამ­თავ­რა და თა­ვის­თა­ვად უნდა წა­სუ­ლი­ყო. სამი ბავ­შვი გა­და­ვი­და და 2013 წელს დარ­ჩა - ერთი. მერე იმა­საც მო­ბეზ­რდა მარ­ტო ყოფ­ნა და წა­ვი­და, დუ­შე­თის სკო­ლა­ში გა­და­ვი­და. სოფ­ლის გა­და­სახ­ვე­ვამ­დე ავ­ტო­ბუ­სი მო­დის. ბავ­შვი იქამ­დე ფე­ხით ადის. მერე ავ­ტო­ბუსს მიყ­ვე­ბა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ისევ ავ­ტო­ბუსს მოჰ­ყავს სხვა სოფ­ლის ბავ­შვებ­თან ერ­თად", - ამ­ბობს სო­ფელ ყვა­ვი­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ვა­ლია ჯი­ო­ე­ვა.

წელს გუ­და­მაყ­რის ხე­ო­ბა­ში, მა­ქარ­თას და­წყე­ბი­თი სკო­ლაც და­ი­ხუ­რა. გა­სულ წელს სკო­ლას მხო­ლოდ ერთი მოს­წავ­ლე, ბაჩო წიკ­ლა­უ­რი ჰყავ­და. ბა­ჩომ ოთხი კლა­სი და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა გუ­და­მაყ­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა, რო­მე­ლიც სო­ფელ ზან­დუკ­შია.

2 წე­ლია ზარი აღარ და­რე­კი­ლა დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხან­დოს სკო­ლა­ში.

2012 წელს სკო­ლა­ში 16 მოს­წავ­ლე ირი­ცხე­ბო­და. ხან­დო­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც სწავ­ლას ფა­სა­ნა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში აგ­რძე­ლე­ბენ, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა. ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯებს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ანა­ზღა­უ­რებს. თუმ­ცა ცენ­ტრა­ლუ­რი გზი­დან, ხან­დოს გა­და­სახ­ვე­ვი­დან სოფ­ლამ­დე 1 კი­ლო­მეტრზე მე­ტია. რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი ხე­ო­ბის სიღ­რმე­ში ცხოვ­რობს, გა­და­სახ­ვე­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით. ისი­ნი ამ გზას ყო­ველ­დღე ფე­ხით გა­დი­ან. გზა მდი­ნა­რის და ტყის პი­რას გა­დის და სა­ხი­ფა­თოა.

იხი­ლეთ ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დუშეთში - 3, თიანეთსა და ყაზბეგში კი 2 სკოლა დაიხურა

დუშეთში - 3, თიანეთსა და ყაზბეგში კი 2 სკოლა დაიხურა

2014 წელს დუშეთის რაიონში - ყვავილის საბაზო სკოლა, გუდამაყარში - მაქართას დაწყებითი სკოლა და თიანეთის რაიონში თრანის დაწყებითი სკოლა დაიხურა. მიზეზი ყველგან ერთია. სოფელში მოსწავლეები აღარ არიან. სკოლების დახურვის შემდეგ კი მთაში სოფლებიც იცლება. მათ ის ოჯახებიც ტოვებენ, ვისაც ჯერ სასკოლო ასაკის ბავშვი არ ჰყავს.

ყვავილის სკოლას, რომელშიც მოსწავლეები სამი სოფლიდან - ყვავილიდან, მეზვრიანთკარიდან და თანიანთკარიდან დადიოდნენ, 2011 წელს 12 მოსწავლე და 11 მასწავლებელი ჰყავდა. 2012-2013 სასწავლო წელს სკოლაში 5 მოსწავლე, 2013-2014 სასწავლო წელს კი მხოლოდ 1 მოსწავლე დარჩა. ამის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა. შეიცვალა სახურავი და კარ-ფანჯარა. ერთ მოსწავლეზე სკოლას 4 პედაგოგი და 2 დარაჯი, დამლაგებელი და ბუღალტერი ჰყავდა.

"16 წლის წინ, კლასში 10 მოსწავლე იყო. 6–7 წლის წინ წავიდა 2 ბავშვი, მერე იმათ მიბაძეს სხვებმა და კიდევ წავიდა ორი-სამი. შარშანწინ უკვე 5 მოსწავლეღა გვყავდა. იქიდან ერთმა 9 კლასი დაამთავრა და თავისთავად უნდა წასულიყო. სამი ბავშვი გადავიდა და 2013 წელს დარჩა - ერთი. მერე იმასაც მობეზრდა მარტო ყოფნა და წავიდა, დუშეთის სკოლაში გადავიდა. სოფლის გადასახვევამდე ავტობუსი მოდის. ბავშვი იქამდე ფეხით ადის. მერე ავტობუსს მიყვება და გაკვეთილების შემდეგ ისევ ავტობუსს მოჰყავს სხვა სოფლის ბავშვებთან ერთად", - ამბობს სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ვალია ჯიოევა.

წელს გუდამაყრის ხეობაში, მაქართას დაწყებითი სკოლაც დაიხურა. გასულ წელს სკოლას მხოლოდ ერთი მოსწავლე, ბაჩო წიკლაური ჰყავდა. ბაჩომ ოთხი კლასი დაამთავრა და სწავლა გუდამაყრის საჯარო სკოლაში გააგრძელა, რომელიც სოფელ ზანდუკშია.

2 წელია ზარი აღარ დარეკილა დუშეთის რაიონის სოფელ ხანდოს სკოლაში.

2012 წელს სკოლაში 16 მოსწავლე ირიცხებოდა.  ხანდოში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც სწავლას ფასანაურის საჯარო სკოლაში აგრძელებენ, მიკროავტობუსი ემსახურება. ტრანსპორტირების ხარჯებს განათლების სამინისტრო ანაზღაურებს. თუმცა ცენტრალური გზიდან, ხანდოს გადასახვევიდან სოფლამდე 1 კილომეტრზე მეტია. რამდენიმე ბავშვი ხეობის სიღრმეში ცხოვრობს, გადასახვევიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით. ისინი ამ გზას ყოველდღე ფეხით გადიან. გზა მდინარის და ტყის პირას გადის და სახიფათოა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა