კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი და­ვით ბაქ­რა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს - ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გან­ზრახ არას­წო­რი მო­ნა­ცე­მის შე­ტა­ნა, უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 795 ათას ლარ­ზე. HCBS ბან­კის ინ­გლი­სის ოფის­ში გახ­სნი­ლი ეს ან­გა­რი­ში და­ვით ბაქ­რა­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სის ბო­ლოს და­ხუ­რეს, თუმ­ცა თან­ხა ბაქ­რა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, და­ვით ბაქ­რა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ფული კა­ნო­ნი­ე­რად არის მი­ღე­ბუ­ლი. და­ვით ბაქ­რა­ძის თქმით, 2002 წელს მის­მა სი­მამრმა სა­კუ­თა­რი სახ­ლი 400 ათას დო­ლა­რად მიჰ­ყი­და შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უცხო­უ­რი ბან­კის ან­გა­რიშ­ზე კი მის­მა მე­უღ­ლემ, მაკა მეტ­რე­ველ­მა შე­ი­ტა­ნა.

ამა­ვე სა­კი­თხზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ უკვე და­კი­თხა და­ვით ბაქ­რა­ძის სი­მამ­რი.

გარ­და ამი­სა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბაქ­რა­ძის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­დი­ა­ში მოხ­ვედ­რაც გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს.

დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს - ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანა, უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. საუბარია დაახლოებით 795 ათას ლარზე. HCBS ბანკის ინგლისის ოფისში გახსნილი ეს ანგარიში დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დახურეს, თუმცა თანხა ბაქრაძის დეკლარაციაში შეტანილი არ ყოფილა.

ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ფული კანონიერად არის მიღებული. დავით ბაქრაძის თქმით, 2002 წელს მისმა სიმამრმა საკუთარი სახლი 400 ათას დოლარად მიჰყიდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, უცხოური ბანკის ანგარიშზე კი მისმა მეუღლემ, მაკა მეტრეველმა შეიტანა.

ამავე საკითხზე პროკურატურამ უკვე დაკითხა დავით ბაქრაძის სიმამრი.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბაქრაძის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მედიაში მოხვედრაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ