სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურია: ჩემი ბავშვობის ყველა ოცნება ამიხდა
ქეთა თოფურია: ჩემი ბავშვობის ყველა  ოცნება ამიხდა

იურ­მა­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რუ­სულ­მა HELLO-მ რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ მომ­ღე­რალ­თან, ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- აკ­ვირ­დე­ბო­დი "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სზე გა­მომ­სვლე­ლებს?

- წელს ცოტა გა­მომ­სვლე­ლი ვნა­ხე, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის მოს­მე­ნა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვენ­მა ქარ­თველ­მა გო­გომ გა­ი­მარ­ჯვა. ის კონ­კურ­სზე ჩვენ­მა მე­გობ­რებ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, ვუ­ლო­ცავ ნუ­ცას, ის ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გო­გოა და სა­უ­ცხოო შე­მოქ­მე­დე­ბით გზას ვუ­სურ­ვებ.

- რო­გორ ფიქ­რობ, რას მის­ცემს ნუ­ცას ეს კონ­კურ­სი? ის ახლა 17 წლი­საა...

- სტარ­ტის კვა­ლო­ბა­ზე ის ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მაგ­რამ თუკი მას ასე­თი კარ­გი სტარ­ტი აქვს, მთა­ვა­რია ეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და წა­ვი­დეს წინ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მის­თვის კონ­კურ­სი დიდი პი­ა­რია - აქ ბევ­რი პრო­დუ­სე­რია, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზოს. გარ­და ამი­სა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შემ­დეგ ხში­რად ეპა­ტი­ჟე­ბი­ან იურ­მა­ლა­ზე, შემ­დეგ წლებ­შიც. ის "ახალ ტალ­ღა­ზე" კი­დევ დიდი ხნით დარ­ჩე­ბა, ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

- ალა პუ­გა­ჩო­ვას სა­ღა­მო­ზე შენ სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შე­კე­რილ ტა­ნი­სა­მოს­ში მოხ­ვე­დი. რო­გორ გა­გიჩ­ნდა იდეა, შე­გე­კე­რა სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნის ტან­საც­მე­ლი და სა­მო­მავ­ლო­დაც თუ წახ­ვალ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- ეს ჯერ მხო­ლოდ ერთი კა­ბაა. იმის­თვის, რომ დავ­ჯდე და გა­ვა­კე­თო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა, ამის­თვის ჯერ მზად არ ვარ. მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ შევ­ქმნა სა­კუ­თა­რი მარ­კა ან კო­ლექ­ცია და ალ­ბათ ოდეს­მე ამას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ კი­დეც, მაგ­რამ არა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

- შენ თით­ქმის ერთი წლის წინ გა­თხოვ­დი, შე­გიძ­ლია გვი­თხრა რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- ამ­ბო­ბენ, რომ შტამ­პი ურ­თი­ერ­თო­ბებს ცვლის. რო­დე­საც გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, თუ რა შე­იც­ვა­ლა, ვპა­სუ­ხობ, რომ არა­ფე­რი და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. იმი­ტომ რომ, რო­დე­საც იწყე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, გარ­ჩე­ვე­ბი, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა აქ ისი­ცაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რომ ჩვენ არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვართ ნაჩ­ქა­რე­ვად. ჩვენ მა­ნამ­დე 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხვდე­ბო­დით, მე ისე­დაც ლე­ვის ცოლი ვი­ყა­ვი. უბ­რა­ოდ, იმის გამო, რომ ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს ჩვე­ნი და­ქორ­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, გა­დავ­წყვი­ტეთ ყვე­ლაფ­რის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე მიგ­ვე­ცა და მათ­თვის დღე­სას­წა­უ­ლი მოგ­ვე­წყო.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა არის ოჯახ­ში პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის შემ­დგომ იჩნს ხოლ­მე თავს?

- დამ­ნა­შა­ვეა ორი­ვე მხა­რე - ცო­ლიც და ქმა­რიც. და­მო­კი­დე­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. ოჯა­ხი - ეს იგი­ვე სამ­სა­ხუ­რია, უნდა იშ­რო­მო ისე, რო­გორც ამას ყო­ველ დღე სამ­სა­ხურ­ში აკე­თებ. ეს რთუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა და იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყოს, უნდა ჩადო დიდი ძა­ლის­ხმე­ვა. მაგ­რამ სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, აქ უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს გულ­წრფე­ლო­ბა.

- ლევს დიდი გოგო ჰყავს, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს. მო­ა­ხერ­ხეთ მას­თან და­მე­გობ­რე­ბა?

- დიახ, ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. სო­ნია - ნი­ჭი­ე­რი, ლა­მა­ზი გო­გოა და სხვა­თა შო­რის კარ­გად უკ­რავს ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. ცოტა ხნის წინ შვე­ი­ცა­რი­ა­ში ვის­ვე­ნებ­დით, ფონ­ზე რო­ი­ა­ლი იდგა და მა­შინ დაგ­ვიკ­რა... როცა ერ­თად მივ­დი­ვართ და­სას­ვე­ნებ­ლად, ისიც ჩვენ­თან ერ­თა­დაა. ერ­თად დავ­დი­ვართ მა­ღა­ზი­ებ­ში, ვურ­ჩევ რა იყი­დოს. 15 წლის ასაკ­ში გვერ­დით გჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და­გა­ყე­ნებს, რათა სა­მო­მავ­ლოდ მან იცო­დეს, რა უხ­დე­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

- ამ დროს არ გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლი გყავ­დეთ?

- გსურს ღმერ­თი გა­ა­ცი­ნო - მო­უ­ყე­ვი მას შენი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. მაგ­რამ, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უკვე დროა. მე უკვე მინ­და ბავ­შვე­ბი.

- მო­მა­ვალ წელს შეს­რულ­დე­ბა 10 წელი, რაც მოს­კოვ­ში გად­მოხ­ვე­დი, რო­გორ ეგცვა­ლეს ამ წლებ­მა?

- მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის რთუ­ლი იყო ყვე­ლაფ­რის მი­ტო­ვე­ბა და აქ გად­მოს­ვლა. მაგ­რამ უკვე მე­სა­მე წელს მოს­კოვს ისე მი­ვეჩ­ვიე, რომ ახლა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი თავი სხვა­გან, სხვა ქა­ლაქ­ში. ბევ­რი რამე შე­იც­ვა­ლა ბოლო 10 წელი ჩემ­ში, ზუს­ტად არ ვიცი აქა­უ­რო­ბამ იმოქ­მე­და ასე, თუ უბ­რა­ლოდ გა­ვი­ზარ­დე. აქ უფრო მე­ტად მკაც­რი და უხე­ში გავ­ხდი, იმი­ტომ რომ ასე­თი თუ არ იქ­ნე­ბი, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი თავ­ზე და­გაჯ­დე­ბა.

- მე­დი­ა­ში შენი ცუდი ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი და­დის...

- რო­დე­საც ჩემ მე­გობ­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ცუდი ხა­სი­ა­თი მაქვს, მათ ამა­ზე ეცი­ნე­ბათ. მაგ­რამ, გვერ­დი­დან თუ შევ­ხე­დავთ, დიახ, მე ხან­და­ხან ვარ მკაც­რი, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მკაც­რიც კი. მაგ­რამ ჩემ­გან უსა­მარ­თლად არა­ვის ხვდე­ბა.

- გახ­სოვს რაზე ოც­ნე­ბობ­დი, რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩე­მო­დანს ალა­გებ­დი?

- 17 წლის ვი­ყა­ვი და მახ­სოვს, რო­გორ კარ­გად ვგრძნობ­დი იმ დროს თავს. მყავ­და მე­გობ­რე­ბი, მქონ­და კა­რი­ე­რა. არ­სად წას­ვლა არ მსურ­და, არ მსურ­და არა­ფე­რი ახა­ლი. მე სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი: "ქეთი, ახლა შენ ეს უნდა გა­ა­კე­თო! პირ­ვე­ლი ორი წელი ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა". ოც­ნე­ბა იყო ისე­თი, რო­გორც ახლა ვარ, ყვე­ლა­ფე­რი ამის­რულ­და.

- ანუ შე­გიძ­ლია სა­კუ­თარ თავს ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უწო­დო?

- დიახ, ყვე­ლას აქვს ცუდი დღე­ე­ბი, მაგ­რამ ეს ნორ­მა­ლუ­რია. ყო­ველ­თვის მხო­ლოდ სუ­ლე­ლებს უხა­რი­ათ, მე კი ბედ­ნი­ე­რი ვარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ქეთა თოფურია: ჩემი ბავშვობის ყველა ოცნება ამიხდა

ქეთა თოფურია: ჩემი ბავშვობის ყველა  ოცნება ამიხდა

იურმალაში გამართული "ახალი ტალღის" კონკურსის დასრულების შემდეგ, რუსულმა HELLO-მ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, ქეთა თოფურიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

- აკვირდებოდი ”ახალი ტალღის” კონკურსზე გამომსვლელებს?

- წელს ცოტა გამომსვლელი ვნახე, მაგრამ მაინც მოვახერხე რამდენიმე მათგანის მოსმენა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ქართველმა გოგომ გაიმარჯვა. ის კონკურსზე ჩვენმა მეგობრებმა ჩამოიყვანეს, ვულოცავ ნუცას, ის ძალიან ნიჭიერი გოგოა და საუცხოო შემოქმედებით გზას ვუსურვებ.

- როგორ ფიქრობ, რას მისცემს ნუცას ეს კონკურსი? ის ახლა 17 წლისაა...

- სტარტის კვალობაზე ის ძალიან პროფესიონალურად გამოიყურება. მაგრამ თუკი მას ასეთი კარგი სტარტი აქვს, მთავარია ეს შეინარჩუნოს და წავიდეს წინ ამ მიმართულებით. მისთვის კონკურსი დიდი პიარია - აქ ბევრი პროდუსერია, რომლებმაც შესაძლოა მას შესანიშნავი წინადადება შესთავაზოს. გარდა ამისა, გამარჯვებულებს შემდეგ ხშირად ეპატიჟებიან იურმალაზე, შემდეგ წლებშიც. ის ”ახალ ტალღაზე” კიდევ დიდი ხნით დარჩება, ეს ძალიან კარგია.

- ალა პუგაჩოვას საღამოზე შენ საკუთარი დიზაინით შეკერილ ტანისამოსში მოხვედი. როგორ გაგიჩნდა იდეა, შეგეკერა საკუთარი დიზაინის ტანსაცმელი და სამომავლოდაც თუ წახვალ ამ მიმართულებით?

- ეს ჯერ მხოლოდ ერთი კაბაა. იმისთვის, რომ დავჯდე და გავაკეთო პროფესიონალური ჩვენება, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. მაქვს შემოთავაზება, რომ შევქმნა საკუთარი მარკა ან კოლექცია და ალბათ ოდესმე ამას განვახორციელებ კიდეც, მაგრამ არა უახლოეს მომავალში.

- შენ თითქმის ერთი წლის წინ გათხოვდი, შეგიძლია გვითხრა რა შეიცვალა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში?

- ამბობენ, რომ შტამპი ურთიერთობებს ცვლის. როდესაც გარშემომყოფები მეკითხებიან, თუ რა შეიცვალა, ვპასუხობ, რომ არაფერი და ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ, როდესაც იწყება ყოველდღიურობა, გარჩევები, ეს ძალიან ცუდია. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ არ დავქორწინებულვართ ნაჩქარევად. ჩვენ მანამდე 4 წლის განმავლობაში ვხვდებოდით, მე ისედაც ლევის ცოლი ვიყავი. უბრაოდ, იმის გამო, რომ ნათესავებს და მეგობრებს ჩვენი დაქორწინება ძალიან უნდოდათ, გადავწყვიტეთ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და მათთვის დღესასწაული მოგვეწყო.

- როგორ ფიქრობ, რა არის ოჯახში პრობლემების მიზეზი, რომელიც ქორწინების შემდგომ იჩნს ხოლმე თავს?

- დამნაშავეა ორივე მხარე - ცოლიც და ქმარიც. დამოკიდებულია სიტუაციაზე. ოჯახი - ეს იგივე სამსახურია, უნდა იშრომო ისე, როგორც ამას ყოველ დღე სამსახურში აკეთებ. ეს რთული მეცნიერებაა და იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს, უნდა ჩადო დიდი ძალისხმევა. მაგრამ სხვა ყველაფერთან ერთად, აქ უნდა შენარჩუნდეს გულწრფელობა.

- ლევს დიდი გოგო ჰყავს, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. მოახერხეთ მასთან დამეგობრება?

- დიახ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სონია - ნიჭიერი, ლამაზი გოგოა და სხვათა შორის კარგად უკრავს ფორტეპიანოზე. ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში ვისვენებდით, ფონზე როიალი იდგა და მაშინ დაგვიკრა... როცა ერთად მივდივართ დასასვენებლად, ისიც ჩვენთან ერთადაა. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვურჩევ რა იყიდოს. 15 წლის ასაკში გვერდით გჭირდება ადამიანი, რომელიც სწორ მიმართულებაზე დაგაყენებს, რათა სამომავლოდ მან იცოდეს, რა უხდება და როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს.

- ამ დროს არ გიჩნდება სურვილი, რომ საკუთარი შვილი გყავდეთ?

- გსურს ღმერთი გააცინო - მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ. მაგრამ, ალბათ, უახლოეს მომავალში უკვე დროა. მე უკვე მინდა ბავშვები.

- მომავალ წელს შესრულდება 10 წელი, რაც მოსკოვში გადმოხვედი, როგორ ეგცვალეს ამ წლებმა?

- მაშინ პატარა ვიყავი და ჩემთვის რთული იყო ყველაფრის მიტოვება და აქ გადმოსვლა. მაგრამ უკვე მესამე წელს მოსკოვს ისე მივეჩვიე, რომ ახლა ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სხვაგან, სხვა ქალაქში. ბევრი რამე შეიცვალა ბოლო 10 წელი ჩემში, ზუსტად არ ვიცი აქაურობამ იმოქმედა ასე, თუ უბრალოდ გავიზარდე. აქ უფრო მეტად მკაცრი და უხეში გავხდი, იმიტომ რომ ასეთი თუ არ იქნები, ყველა დანარჩენი თავზე დაგაჯდება.

- მედიაში შენი ცუდი ხასიათის შესახებ ჭორები დადის...

- როდესაც ჩემ მეგობრებს ეუბნებიან, რომ ცუდი ხასიათი მაქვს, მათ ამაზე ეცინებათ. მაგრამ, გვერდიდან თუ შევხედავთ, დიახ, მე ხანდახან ვარ მკაცრი, ზოგჯერ ძალიან მკაცრიც კი. მაგრამ ჩემგან უსამართლად არავის ხვდება.

- გახსოვს რაზე ოცნებობდი, როდესაც თბილისში ჩემოდანს ალაგებდი?

- 17 წლის ვიყავი და მახსოვს, როგორ კარგად ვგრძნობდი იმ დროს თავს. მყავდა მეგობრები, მქონდა კარიერა. არსად წასვლა არ მსურდა, არ მსურდა არაფერი ახალი. მე საკუთარ თავს ვუთხარი: ”ქეთი, ახლა შენ ეს უნდა გააკეთო! პირველი ორი წელი ძალიან რთული იქნება”. ოცნება იყო ისეთი, როგორც ახლა ვარ, ყველაფერი ამისრულდა.

- ანუ შეგიძლია საკუთარ თავს ბედნიერი ადამიანი უწოდო?

- დიახ, ყველას აქვს ცუდი დღეები, მაგრამ ეს ნორმალურია. ყოველთვის მხოლოდ სულელებს უხარიათ, მე კი ბედნიერი ვარ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება