საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ვარსკვლავების იდეალური სხეულის საიდუმლო
ჰოლივუდის ვარსკვლავების იდეალური სხეულის საიდუმლო

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ათი­დან 8 ქალი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლოა და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის მო­შო­რე­ბა უნდა. ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი დი­ე­ტე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი წო­ნა­ში კლე­ბის­თვის - რა ხერ­ხე­ბით აღ­წე­ვენ ცნო­ბი­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბი თა­ვი­ანთ შე­სა­შურ ტა­ნა­დო­ბას? ამ სტა­ტი­ა­ში მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ პა­სუ­ხებს.

 

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, 39 წლის

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი სა­კუ­თარ თავს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. მისი ფი­გუ­რა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ვარ­ჯი­შის და დი­ე­ტის შე­დე­გია. ჯო­ლის მწვრთნე­ლი ამ­ბობს, რომ მსა­ხი­ობ­მა ასეთ შე­დეგს და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი დი­ე­ტით მი­აღ­წია. ამ დი­ე­ტის არსი შემ­დე­გია: 70% ნახ­შირ­წყა­ლი, 30% ცილა, გა­მო­რი­ცხუ­ლია ცხი­მი­ა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ალ­კოჰო­ლი.

მე­გან ფოქ­სი, 28 წლის

მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­და, შე­სა­შუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. 163 სმ სი­მაღ­ლის მე­გა­ნი 52 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. მისი კვე­ბის რე­ჟი­მი არის "ხუთი ფაქ­ტო­რის სის­ტე­მა", რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს დღე­ში ხუთ­ჯერ ჭა­მას. კვი­რა­ში ერთხელ მე­გა­ნი აძ­ლევს თავს უფ­ლე­ბას, ჭა­მოს, რაც გა­უ­ხარ­დე­ბა. მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­დღე ვარ­ჯი­შობს. მის ვარ­ჯიშ­ში შე­დის კარ­დი­ო­ვარ­ჯი­შე­ბი, მძი­მე წო­ნის აწე­ვა და ვე­ლოტ­რე­ნა­ჟო­რი.

დრიუ ბე­რი­მო­რი, 39 წლის

დრიუ ბე­რი­მორ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­დე­ლის პა­რა­მეტ­რე­ბი მისი მი­ზა­ნი არაა. ზედ­მე­ტი წო­ნის მას არ ცხვე­ნია და რო­დე­საც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ იმა­ტებს, არც ცდი­ლობს ამის და­მალ­ვას. მსა­ხი­ობ­მა, რომ­ლის სი­მაღ­ლეც 164 სან­ტი­მეტ­რია შე­იძ­ლე­ბა 10 კი­ლომ­დეც მო­ი­მა­ტოს, მაგ­რამ რო­დე­საც შე­ამ­ჩნევს, რომ შარ­ვალ­ში ვე­ღარ ეტე­ვა, და­ი­წყოს სხე­ულ­ზე ზრუნ­ვა. ის დარ­ბის, და­დის ვე­ლო­სი­პე­დით, ბევ­რს და­დის ფე­ხით, ცუ­რავს, ცეკ­ვავს და თა­მა­შობს გოლფს.

გვი­ნეტ პელტროუ, 41 წლის

მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლია და ამი­ტომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მშვე­ნივ­რად. მისი სი­მაღ­ლე 175 სან­ტი­მეტ­რია, წონა 56 კი­ლოგ­რა­მი. მისი პი­რა­დი ინ­სტრუქ­ტო­რი ყვე­ბა, რომ გვი­ნე­ტი დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათს ხარ­ჯავს ვარ­ჯიშ­ში. კვი­რა­ში ექ­ვსი დღე ის ყო­ველ დი­ლით დიდი დატ­ვირ­თვით ვარ­ჯი­შობს. გვი­ნე­ტი ხორცს უკვე 20 წე­ლია არ ჭამს. მის მე­ნი­უ­ში უხ­ვა­დაა მწვა­ნე ბოსტნე­უ­ლი.

კრის­ტი­ნა აგი­ლე­რა, 33 წლის

შარ­შან აგი­ლე­რამ ყვე­ლა გა­ა­ო­ცა: მომ­ღე­რალ­მა 15 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი და­იკ­ლო და 45 კი­ლოგ­რამ წო­ნას მი­აღ­წია. მისი სი­მაღ­ლე 157 სან­ტი­მეტ­რია. აგი­ლე­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს შე­დე­გი სა­კუ­თა­რი რკი­ნის ნე­ბის­ყო­ფის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ბი­ონ­სე, 32 წლის

ბი­ონ­სე არა­ერ­თხელ მოხ­ვედ­რი­ლა ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლე­ბის სი­ა­ში. მომ­ღე­რა­ლი იშ­ვი­ა­თად და­დის სპორტდარ­ბაზ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და ცეკ­ვე­ბი აძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. მისი აზ­რით, სწო­რედ ცეკ­ვე­ბია ქა­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო ვარ­ჯი­ში. ტკბი­ლე­ულს ბი­ონ­სე ხი­ლით ანაც­ვლებს, იკ­ვე­ბე­ბა ბოსტნე­უ­ლით და ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბით. მხო­ლოდ კვი­რა დღეს აძ­ლევს სა­კუ­თარ თავს ისე­თი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს.

ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი, 23 წლის

ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი მსა­ხი­ო­ბია ჰო­ლი­ვუდ­ში. მას არ უყ­ვარს სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი. მშვიდ ვარ­ჯი­შებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას - იო­გას ან პი­ლა­ტესს. ის ხში­რად იღებს აბა­ზა­ნას ინ­გლი­სუ­რი მა­რი­ლით. "ინ­გლი­სუ­რი მა­რი­ლის აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ვიწ­რო კა­ბა­შიც კი ვე­ტე­ვი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი, 45 წლის

სუ­ლის და სხე­უ­ლის ჰარ­მო­ნია მსა­ხი­ობ­მა იო­გის დახ­მა­რე­ბით მო­ი­პო­ვა. მე­დი­ტა­ცი­ას სწო­რი კვე­ბის რა­ცი­ონს უმა­ტებს - ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, არა­ნა­ი­რი ალ­კოჰო­ლი და შა­ქა­რი. ჯე­ნი­ფე­რი არ ჭამს პურს, კარ­ტო­ფილს, ბრინჯს, მა­კა­რონს, კო­ფე­ინს და კონ­სერ­ვან­ტე­ბის შემ­ცველ საკ­ვებს.

კე­ი­ტი პერი, 29 წლის

თავს არი­დებს ფასტ-ფუ­დებს და ხში­რად იკ­ვე­ბე­ბა მწვა­ნე ბოსტნე­უ­ლით. ყვე­ლა­ზე ხში­რად სახ­ტუ­ნა­ო­თი ვარ­ჯი­შობს, ხან­და­ხან კონ­ცერ­ტებ­ზეც კი. ძა­ლი­ან უყ­ვარს ფე­ხით სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი. კე­ი­ტი აღი­ა­რებს, რომ ტკბი­ლე­უ­ლის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე არ შე­უძ­ლია. თუმ­ცა ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მი­ირ­თმევს. თავს არი­დებს ცხი­მი­ან საკ­ვებს.

ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი, 40 წლის

Spice girls-ს ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი იცავს კვე­ბის და ვარ­ჯი­შის დე­ტა­ლურ სის­ტე­მას, და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. რაც შე­ე­ხე­ბა დი­ე­ტას, ვიქ­ტო­რია მი­ირ­თმევს თეთრ თევზს, ბოსტნე­ულს და გა­ყი­ნულ ყუ­რძენს. დე­ვიდ ბექ­ჰე­მის მე­უღ­ლე ცოტა ხნის წინ ახა­ლი ფიტ­ნეს სის­ტე­მით და­კავ­და, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ახ­ლე­ბურ ვე­ლოტ­რე­ნა­ჟორ­ზე ვარ­ჯიშს.

რი­ა­ნა, 26 წლის

ოდეს­ღაც რი­ა­ნას პი­ლა­ტე­სი მო­წონ­და, მაგ­რამ შემ­დეგ იმე­დი გა­უც­რუვ­და - იქ­ნევ ფე­ხებს, მაგ­რამ შე­დე­გი არ აქ­ვსო. ამის შემ­დეგ მან იდე­ა­ლურ ვარ­ჯი­შად ყო­ველ­დღი­უ­რი სირ­ბი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამას­თან, ტურ­ში მუ­დამ თან ახ­ლავს პი­რა­დი მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც არ აძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მომ­ღე­რა­ლის თქმით, ვარ­ჯი­ში­სას მის გვერ­დით მუ­დამ უნდა იყოს ვინ­მე, ფიტ­ნე­სით მარ­ტო და­კა­ვე­ბა მის­თვის ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნია. "ვერ ვი­ტან ბოსტნე­ულს, მაგ­რამ რას ვი­ზამ? მი­წევს თავს ძალა და­ვა­ტა­ნო", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი. დი­ე­ტო­ლო­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მომ­ღე­რა­ლი ყო­ველ­დღე 2-3 პორ­ცია ახალ ბოსტნე­ულს მი­ირ­თმევს.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

ჰოლივუდის ვარსკვლავების იდეალური სხეულის საიდუმლო

ჰოლივუდის ვარსკვლავების იდეალური სხეულის საიდუმლო

სტატისტიკის მიხედვით, ათიდან 8 ქალი საკუთარი სხეულით უკმაყოფილოა და ზედმეტი კილოგრამების მოშორება უნდა. ყოველდღიური ვარჯიში, გაუთავებელი დიეტები, მედიკამენტები წონაში კლებისთვის - რა ხერხებით აღწევენ ცნობილი ლამაზმანები თავიანთ შესაშურ ტანადობას? ამ სტატიაში მიიღებთ სასურველ პასუხებს.

 

ანჯელინა ჯოლი, 39 წლის

ანჯელინა ჯოლი საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მისი ფიგურა მრავალწლიანი ვარჯიშის და დიეტის შედეგია. ჯოლის მწვრთნელი ამბობს, რომ მსახიობმა ასეთ შედეგს დაბალცხიმიანი დიეტით მიაღწია. ამ დიეტის არსი შემდეგია: 70% ნახშირწყალი, 30% ცილა, გამორიცხულია ცხიმიანი პროდუქტები, ტკბილეული და რასაკვირველია, ალკოჰოლი.

მეგან ფოქსი, 28 წლის

მსახიობი, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა, შესაშურად გამოიყურება. 163 სმ სიმაღლის მეგანი 52 კილოგრამს იწონის. მისი კვების რეჟიმი არის ”ხუთი ფაქტორის სისტემა”, რომელიც გულისხმობს დღეში ხუთჯერ ჭამას. კვირაში ერთხელ მეგანი აძლევს თავს უფლებას, ჭამოს, რაც გაუხარდება. მსახიობი ყოველდღე ვარჯიშობს. მის ვარჯიშში შედის კარდიოვარჯიშები, მძიმე წონის აწევა და ველოტრენაჟორი.

დრიუ ბერიმორი, 39 წლის

დრიუ ბერიმორმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოდელის პარამეტრები მისი მიზანი არაა. ზედმეტი წონის მას არ ცხვენია და როდესაც მშობიარობის შემდეგ იმატებს, არც ცდილობს ამის დამალვას. მსახიობმა, რომლის სიმაღლეც 164 სანტიმეტრია შეიძლება 10 კილომდეც მოიმატოს, მაგრამ როდესაც შეამჩნევს, რომ შარვალში ვეღარ ეტევა, დაიწყოს სხეულზე ზრუნვა. ის დარბის, დადის ველოსიპედით, ბევრს დადის ფეხით, ცურავს, ცეკვავს და თამაშობს გოლფს.

გვინეტ პელტროუ, 41 წლის

მსახიობი ძალიან დისციპლინირებულია და ამიტომ გამოიყურება მშვენივრად. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია, წონა 56 კილოგრამი. მისი პირადი ინსტრუქტორი ყვება, რომ გვინეტი დღეში რამდენიმე საათს ხარჯავს ვარჯიშში. კვირაში ექვსი დღე ის ყოველ დილით დიდი დატვირთვით ვარჯიშობს. გვინეტი ხორცს უკვე 20 წელია არ ჭამს. მის მენიუში უხვადაა მწვანე ბოსტნეული.

კრისტინა აგილერა, 33 წლის

შარშან აგილერამ ყველა გააოცა: მომღერალმა 15 კილოგრამზე მეტი დაიკლო და 45 კილოგრამ წონას მიაღწია. მისი სიმაღლე 157 სანტიმეტრია. აგილერამ განაცხადა, რომ ეს შედეგი საკუთარი რკინის ნებისყოფის დამსახურებაა.

ბიონსე, 32 წლის

ბიონსე არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე სექსუალური ქალების სიაში. მომღერალი იშვიათად დადის სპორტდარბაზში, ყოველდღიური რეპეტიციები და ცეკვები აძლევენ საშუალებას, რომ იდეალური ფორმები შეინარჩუნოს. მისი აზრით, სწორედ ცეკვებია ქალისთვის საუკეთესო ვარჯიში. ტკბილეულს ბიონსე ხილით ანაცვლებს, იკვებება ბოსტნეულით და ცილოვანი პროდუქტებით. მხოლოდ კვირა დღეს აძლევს საკუთარ თავს ისეთი საკვების მიღების უფლებას, რომელიც ძალიან უყვარს.

ჯენიფერ ლოურენსი, 23 წლის

ჯენიფერ ლოურენსი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია ჰოლივუდში. მას არ უყვარს სატრენაჟორო დარბაზში სიარული. მშვიდ ვარჯიშებს ანიჭებს უპირატესობას - იოგას ან პილატესს. ის ხშირად იღებს აბაზანას ინგლისური მარილით. ”ინგლისური მარილის აბაზანის მიღების შემდეგ ყველაზე ვიწრო კაბაშიც კი ვეტევი”, - ამბობს მსახიობი.

ჯენიფერ ენისტონი, 45 წლის

სულის და სხეულის ჰარმონია მსახიობმა იოგის დახმარებით მოიპოვა. მედიტაციას სწორი კვების რაციონს უმატებს - ახალი ხილი და ბოსტნეული, არანაირი ალკოჰოლი და შაქარი. ჯენიფერი არ ჭამს პურს, კარტოფილს, ბრინჯს, მაკარონს, კოფეინს და კონსერვანტების შემცველ საკვებს.

კეიტი პერი, 29 წლის

თავს არიდებს ფასტ-ფუდებს და ხშირად იკვებება მწვანე ბოსტნეულით. ყველაზე ხშირად სახტუნაოთი ვარჯიშობს, ხანდახან კონცერტებზეც კი. ძალიან უყვარს ფეხით სწრაფად სიარული. კეიტი აღიარებს, რომ ტკბილეულის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით მიირთმევს. თავს არიდებს ცხიმიან საკვებს.

ვიქტორია ბექჰემი, 40 წლის

Spice girls-ს ყოფილი სოლისტი ვიქტორია ბექჰემი იცავს კვების და ვარჯიშის დეტალურ სისტემას, და შედეგიც სახეზეა. რაც შეეხება დიეტას, ვიქტორია მიირთმევს თეთრ თევზს, ბოსტნეულს და გაყინულ ყურძენს. დევიდ ბექჰემის მეუღლე ცოტა ხნის წინ ახალი ფიტნეს სისტემით დაკავდა, რომელიც გულისხმობს ახლებურ ველოტრენაჟორზე ვარჯიშს.

რიანა, 26 წლის

ოდესღაც რიანას პილატესი მოწონდა, მაგრამ შემდეგ იმედი გაუცრუვდა - იქნევ ფეხებს, მაგრამ შედეგი არ აქვსო. ამის შემდეგ მან იდეალურ ვარჯიშად ყოველდღიური სირბილი აღმოაჩინა. ამასთან, ტურში მუდამ თან ახლავს პირადი მწვრთნელი, რომელიც არ აძლევს მოდუნების საშუალებას. მომღერალის თქმით, ვარჯიშისას მის გვერდით მუდამ უნდა იყოს ვინმე, ფიტნესით მარტო დაკავება მისთვის ძალიან მოსაწყენია. ”ვერ ვიტან ბოსტნეულს, მაგრამ რას ვიზამ? მიწევს თავს ძალა დავატანო”, - ამბობს მომღერალი. დიეტოლოგის ხელმძღვანელობით მომღერალი ყოველდღე 2-3 პორცია ახალ ბოსტნეულს მიირთმევს.

 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს