საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?
რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

მამა პა­ი­სი ათო­ნელს სთხო­ვეს: მა­მაო, ერთ ქალს ათი წლის წინ ბავ­შვი გარ­და­ეც­ვა­ლა. ახლა გთხოვთ, რომ მის­თვის ილო­ცოთ, რათა იქ­ნებ ძილ­ში ნა­ხოს შვი­ლი და ინუ­გე­შოს.

- ბავ­შვი მა­შინ რამ­დე­ნი წლის იყო? ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ პა­ტა­რა იყო და დე­დაც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის ხილ­ვით სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს არ და­კარ­გავს, მა­შინ გა­მო­ე­ცხა­დე­ბა. ბავ­შვი რომ არ ესიზ­მრე­ბა, ამის მი­ზე­ზი თვი­თონ დე­დაა.

- მა­მაო, შე­უძ­ლია ბავ­შვს, რომ დე­დას კი არ გა­მო­ე­ცხა­დოს, არა­მედ სხვას?

- რა თქმა უნდა, ღმერ­თი ხომ ყვე­ლა­ფერს ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ მო­ა­წყობს ხოლ­მე. როცა მე­უბ­ნე­ბი­ან ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდილს, ვწუხ­ვარ ძა­ლი­ან, მაგ­რამ ვწუხ­ვარ ადა­მი­ა­ნუ­რად, ხოლო თუ საგ­ნებს სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მო­ვიკ­ვლევთ, ვნა­ხავთ, რომ ადა­მი­ანს ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ცოდ­ვე­ბიც უგ­როვ­დე­ბა და უფრო მე­ტად უწევს სუ­ლის ხსნის­თვის ბრძო­ლა. ამა სოფ­ლის მკვიდ­რნი რაც უფრო დიდ­ხანს ცო­ცხლო­ბენ, სა­კუ­თა­რი სუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მა­გივ­რად იუ­ა­რე­სე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას ათას­გვა­რი საზ­რუ­ნა­ვით, უსა­მარ­თლო­ბით და სხვა ამ­გვა­რით. ამი­ტო­მაც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ღმერ­თი ამ ცხოვ­რე­ბი­დან ბავ­შვო­ბი­სას ანდა სიყ­მაწ­ვი­ლე­ში წა­იყ­ვანს, უფრო მეტს შე­ი­ძე­ნენ, ვიდ­რე და­კარ­გა­ვენ.

- მა­მაო, რა­ტომ უშ­ვებს ღმერ­თი ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდილს?

- უფალს ყო­ვე­ლი კაცი მისი სი­ცო­ცხლის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რელ წუთს გაჰ­ყავს, გაჰ­ყავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ამ კა­ცის სუ­ლის ხსნის­თვის, გა­მო­სა­დე­გი სა­შუ­ა­ლე­ბით. თუ ღმერ­თი ხე­დავს, რომ ადა­მი­ა­ნი უკე­თე­სი გახ­დე­ბა, მას ცო­ცხალს და­ტო­ვებს. მაგ­რამ თუ ჭვრეტს, რომ მო­მა­ვალ­ში უა­რე­სი შე­იქ­ნე­ბა, მა­შინ მისი ცხო­ნე­ბის­თვის ამ ქვეყ­ნი­დან გაჰ­ყავს. ზო­გი­ერ­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იმი­ტომ მიჰ­ყავს თა­ვის­თან, რომ სა­მო­თხე­შიც სა­ჭი­როა ყვა­ვი­ლის კოკ­რე­ბი. რა თქმა უნდა, მშობ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ამის გა­გე­ბა ად­ვი­ლი არ არის. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი ქრის­ტეს მიჰ­ყავს თა­ვის­თან, ვი­თარ­ცა პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი. ეს ხომ სა­სი­ხა­რუ­ლოა? მშობ­ლე­ბი კი ამის მა­გივ­რად გო­დე­ბენ. მათ ხომ არ იცი­ან, ვინ გახ­დე­ბო­და მათი შვი­ლი დი­დო­ბა­ში, შეძ­ლებ­და კი სუ­ლის ცხო­ნე­ბას? 1924 წელს, როცა ჩემი ოჯა­ხი მცი­რე აზი­ი­დან ხო­მალ­დით წა­მო­ვი­და სა­ბერ­ძნეთ­ში, ჩვი­ლი ვი­ყა­ვი. ხო­მალ­დზე უამ­რა­ვი ლტოლ­ვი­ლი იყო. შეხ­ვე­უ­ლი გემ­ბან­ზე და­ვეწ­ვი­ნე დე­დას. ერ­თმა მე­ზღვა­ურ­მა შემ­თხვე­ვით ფეხი და­მად­გა. დე­დამ იფიქ­რა, მოკ­ვდაო და ტი­რი­ლი და­ი­წყო. მე­ზო­ბელ­მა ქალ­მა სახ­ვე­ვე­ბი გახ­სნა - საღ-სა­ლა­მა­თი დავ­ხვდი. მა­შინ რომ მოვმკვდა­რი­ყა­ვი, ნამ­დვი­ლად სა­მო­თხე­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი წელი გა­ვი­და, რამ­დე­ნი ვიღ­ვა­წე სუ­ლის ხსნის­თვის, მაგ­რამ არ ვიცი, სა­მო­თხე­ში მოვ­ხვდე­ბი თუ არა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

მამა პაისი ათონელს სთხოვეს: მამაო, ერთ ქალს ათი წლის წინ ბავშვი გარდაეცვალა. ახლა გთხოვთ, რომ მისთვის ილოცოთ, რათა იქნებ ძილში ნახოს შვილი და ინუგეშოს.

- ბავშვი მაშინ რამდენი წლის იყო? ამას მნიშვნელობა აქვს. თუ პატარა იყო და დედაც იმ მდგომარეობაშია, რომ გარდაცვლილი შვილის ხილვით სულიერ სიმშვიდეს არ დაკარგავს, მაშინ გამოეცხადება. ბავშვი რომ არ ესიზმრება, ამის მიზეზი თვითონ დედაა.

- მამაო, შეუძლია ბავშვს, რომ დედას კი არ გამოეცხადოს, არამედ სხვას?

- რა თქმა უნდა, ღმერთი ხომ ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ მოაწყობს ხოლმე. როცა მეუბნებიან ახალგაზრდის სიკვდილს, ვწუხვარ ძალიან, მაგრამ ვწუხვარ ადამიანურად, ხოლო თუ საგნებს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ადამიანს ასაკის მატებასთან ერთად ცოდვებიც უგროვდება და უფრო მეტად უწევს სულის ხსნისთვის ბრძოლა. ამა სოფლის მკვიდრნი რაც უფრო დიდხანს ცოცხლობენ, საკუთარი სულის გაუმჯობესების მაგივრად იუარესებენ მდგომარეობას ათასგვარი საზრუნავით, უსამართლობით და სხვა ამგვარით. ამიტომაც ის ადამიანები, რომელთაც ღმერთი ამ ცხოვრებიდან ბავშვობისას ანდა სიყმაწვილეში წაიყვანს, უფრო მეტს შეიძენენ, ვიდრე დაკარგავენ.

- მამაო, რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

- უფალს ყოველი კაცი მისი სიცოცხლის ყველაზე ხელსაყრელ წუთს გაჰყავს, გაჰყავს განსაკუთრებული, მხოლოდ ამ კაცის სულის ხსნისთვის, გამოსადეგი საშუალებით. თუ ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, მას ცოცხალს დატოვებს. მაგრამ თუ ჭვრეტს, რომ მომავალში უარესი შეიქნება, მაშინ მისი ცხონებისთვის ამ ქვეყნიდან გაჰყავს. ზოგიერთი კარგი ადამიანი იმიტომ მიჰყავს თავისთან, რომ სამოთხეშიც საჭიროა ყვავილის კოკრები. რა თქმა უნდა, მშობლებისა და ახლობლებისთვის ამის გაგება ადვილი არ არის. გარდაცვლილი ბავშვი ქრისტეს მიჰყავს თავისთან, ვითარცა პატარა ანგელოზი. ეს ხომ სასიხარულოა? მშობლები კი ამის მაგივრად გოდებენ. მათ ხომ არ იციან, ვინ გახდებოდა მათი შვილი დიდობაში, შეძლებდა კი სულის ცხონებას? 1924 წელს, როცა ჩემი ოჯახი მცირე აზიიდან ხომალდით წამოვიდა საბერძნეთში, ჩვილი ვიყავი. ხომალდზე უამრავი ლტოლვილი იყო. შეხვეული გემბანზე დავეწვინე დედას. ერთმა მეზღვაურმა შემთხვევით ფეხი დამადგა. დედამ იფიქრა, მოკვდაო და ტირილი დაიწყო. მეზობელმა ქალმა სახვევები გახსნა - საღ-სალამათი დავხვდი. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, ნამდვილად სამოთხეში მოვხვდებოდი. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, რამდენი ვიღვაწე სულის ხსნისთვის, მაგრამ არ ვიცი, სამოთხეში მოვხვდები თუ არა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"