მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უცხო­ეთ­ში მოწ­ვე­ვე­ბი გა­აგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მოწ­ვე­ვე­ბი დღეს გა­იგ­ზავ­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა.

მაია ფან­ჯი­კი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი იქ­ნე­ბა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში პა­რას­კევს და შა­ბათს, ხოლო კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში 9 და 10 ივ­ლისს.

ამას­თან, გა­იხ­სნე­ბა სამ­გლო­ვი­ა­რო წიგ­ნი ჯერ კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ხოლო შემ­დეგ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სამ­გლო­ვი­ა­რო წიგ­ნე­ბი გა­იხ­სნე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ელ­ჩო­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა.

"დღეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­უგ­ზავ­ნა ყვე­ლა სა­ელ­ჩოს და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვერ­ბა­ლუ­რი ნოტა, რო­მელ­შიც არის აღ­წე­რი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მოწ­ვე­უ­ლი არი­ან დე­ლე­გა­ცი­ე­ბი უცხო­ე­თი­დან. დღეს და­იგ­ზავ­ნა ეს მო­საწ­ვე­ვე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვა მოხ­დე­ბა სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით და კვი­რას დრო­შე­ბი და­ეშ­ვე­ბა რო­გორც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ებ­ში.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 7 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს 13 ივ­ლისს დაკ­რძა­ლა­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მოწვევები გააგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მოწვევები დღეს გაიგზავნა, შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის ცნობილი დელეგაციების შემადგენლობა.

მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი იქნება სამების საკათედრო ტაძარში პარასკევს და შაბათს, ხოლო კრწანისის რეზიდენციაში 9 და 10 ივლისს.

ამასთან, გაიხსნება სამგლოვიარო წიგნი ჯერ კრწანისის რეზიდენციაში, ხოლო შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში, სამგლოვიარო წიგნები გაიხსნება ასევე საქართველოს ყველა საელჩოში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც საქართველოს აქვს წარმომადგენლობა.

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუგზავნა ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციას ვერბალური ნოტა, რომელშიც არის აღწერილი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია საქართველოს მეორე პრეზიდენტის გარდაცვალების გამო. მოწვეული არიან დელეგაციები უცხოეთიდან. დღეს დაიგზავნა ეს მოსაწვევები, შესაბამისად, ჯერჯერობით არ ვიცით დელეგაციების შემადგენლობები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვა მოხდება სამხედრო პატივით და კვირას დროშები დაეშვება როგორც მთელ საქართველოში, ასევე საქართველოს საელჩოებში.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს დაკრძალავენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია