სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე, რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რამდენად აუცილებელია ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა?
რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე, რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რამდენად აუცილებელია ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა?

წმინ­და ხა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებს, ქვე­მო ბეთ­ლე­მის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, ალექ­სან­დრე ბოლ­ქვა­ძე გან­გვი­მარ­ტავს.

- ლოც­ვი­სას, თი­თო­ე­უ­ლი ხა­ტის ტრო­პარს წარ­მოვ­თქვამთ ან უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით მივ­მარ­თავთ; ვკი­თხუ­ლობთ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნილ ლოც­ვებს და და­უჯ­დომ­ლებს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ადა­მი­ანს წინ იმ­დე­ნად ბევ­რი ხატი აქვს, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

- ეკ­ლე­სი­ა­ში ანა­ლო­ღი­ა­ზე ყო­ველ­თვის დას­ვე­ნე­ბუ­ლია აღ­დგო­მის ხატი, ხოლო თუ რო­მე­ლი­მე დიდი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლია - ბზო­ბა, ხა­რე­ბა შობა და სხვა, - აღ­დგო­მის ხატი ამ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტით იც­ვლე­ბა. თუ რო­მე­ლი­მე წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბაა, აღ­დგო­მის ხა­ტის გვერ­დით იმ ხატს და­აბ­რძა­ნე­ბენ, რო­მელ­ზე ასა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბის დღე­ცაა იმ დღეს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, გა­მოვ­ყოთ სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში ცალ­კე ად­გი­ლი, სა­დაც აღ­დგო­მის ხატს და­ვაბ­რძა­ნებთ, მის გვერ­დით კი ის ხატი გა­მო­ვაბ­რძა­ნოთ, რო­მელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბა­ცაა იმ დღეს (თუკი, რა თქმა უნდა, ასე­თი ხატი გვაქვს) და ლოც­ვით მივ­მარ­თოთ, მაგ­რამ არი­ან ისე­თი წმინ­და­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად მივ­მარ­თავთ შემ­წე­ო­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად: წმ. გი­ორ­გის, წმ. ნი­ნოს, წმ. ბარ­ბა­რეს, წმ. ნი­კო­ლოზს და ა.შ. ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ამ წინ­დან­თა ხა­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვცეთ თაყ­ვა­ნი, რაც მცი­რე მე­ტა­ნი­ით და პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნი­ლი ლოც­ვე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის კი­თხვას, სუ­ლი­ერ მო­ძღვარ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მისი მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ვი­კი­თხოთ.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, შინ ხა­ტე­ბის წინ ვაკ­მი­ოთ საკ­მე­ვე­ლი?

- ხა­ტე­ბის წინ, საკ­მე­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა შინ ყო­ველ­დღი­უ­რად ვაკ­მი­ოთ. საკ­მე­ველს ვუნ­თებთ ღმერ­თს კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბის­თვის, რათა გარ­და­მოგ­ვივ­ლი­ნოს სუ­ლიწ­მი­დის მად­ლი, ამას­თა­ნა­ვე საკ­მე­ველს ვან­თებთ იმის­თვი­საც, რომ განვდევ­ნოთ ეშ­მა­კი, რად­გან საკ­მევ­ლის სუნი მის­თვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია.

- რო­გორ იკურ­თხე­ბა ხა­ტე­ბი და რა ძალა აქვს ნა­კურთხ ხატს?

- სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვის სხვა­დას­ხვა წესი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, იე­რუ­სა­ლიმ­ში ხა­ტე­ბი ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ არ იკურ­თხე­ბა, რად­გან იე­რუ­სა­ლი­მი წმინ­და მი­წაა და იქ ხა­ტე­ბი თვით უფ­ლის მიერ იკურ­თხე­ბა. სა­ბერ­ძნეთ­ში, ათო­ნის მთა­ზე და სხვა წმინ­და ად­გი­ლებ­ში, ხატს, შექ­მნის შემ­დეგ, ორ­მო­ცი დღით სა­კურ­თხე­ველ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ და შემ­დეგ, ხატი ნა­კურ­თხად ით­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვა ხდე­ბა ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ხატ­თა კურ­თხე­ვის ლოც­ვის წარ­მოთ­ქმი­თა და ნა­კურ­თხი წყლის სხუ­რე­ბით აკურ­თხებს ხა­ტებს. კურ­თხე­ვით ხატი ღვთი­უ­რი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

- რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხა­ტე­ბის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვა?

- ხა­ტე­ბის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ თუკი ადა­მი­ანს ხა­ტის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვის სურ­ვი­ლი აქვს, შე­იძ­ლე­ბა აკურ­თხე­ბი­ნოს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ ხა­ტის წი­ნა­შე სხვას არ შე­უძ­ლია ლოც­ვა. ადა­მი­ანს არ ეკ­რძა­ლე­ბა აგ­რეთ­ვე, თა­ვის სა­ხელ­ზე ნა­კურ­თხი ხა­ტის გა­ჩუ­ქე­ბა.

- ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით, ხატი, რომ­ლის წი­ნა­შეც ვლო­ცუ­ლობთ, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით უნდა იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რად­გან სხვა შემ­თხვვა­ში, მას ლოც­ვი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. რო­გორ შე­მუ­შავ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კა და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ან­მა გა­არ­კვი­ოს არის თუ არა ხატი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი?

- მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტის კა­ნო­ნი­კა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, წმინ­და წე­რილ­ზე, სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მებ­სა და წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მუ­შავ­და. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხატი, პირ­ველ რიგ­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ყო­ველ­გვა­რი მი­წი­ე­რის­გან; წინა პლან­ზე სუ­ლი­ე­რე­ბაა წა­მო­წე­უ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კა­ნო­ნი­კურ ნიშ­ნებს, ღვთის­მშობ­ლის ხატი შე­იძ­ლე­ბა, შემ­დე­გი ნიშ­ნე­ბით გა­ვარ­ჩი­ოთ: ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს ხელ­ზე საღ­მრთო ყრმა ჰყავს გა­მო­სა­ხუ­ლი, იგი იშ­ვი­ა­თად, მარ­ტოც გა­მო­ი­სა­ხე­ბა. გარ­და ამი­სა, ღვთის­მშო­ბელს გა­მო­სა­ხუ­ლი აქვს სამი ვარ­სკვლა­ვი შუბლსა და მხრებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი იყო ქალ­წუ­ლი - შო­ბამ­დე, შო­ბის დროს და შო­ბის შემ­დეგ. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი აქვს აგ­რეთ­ვე წმინ­დან­თა ხა­ტებ­საც. მო­ცი­ქუ­ლებ­სა და ღმერ­თის სი­ტყვის მქა­და­გებ­ლებს სა­ხა­რე­ბა ან ქარ­ტია უპყრია ხელთ, მო­წა­მე­ებს - ჯვა­რი, მკურ­ნა­ლებს - წამ­ლის ყუთი და ა.შ. სა­ერ­თოდ, ხატს აქვს უამ­რა­ვი დე­ტა­ლი და ყვე­ლა დე­ტალს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ რო­მე­ლი­მე ხატი ჩვენ­ში ეჭვს გა­მო­იწ­ვევს, იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა ის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, უმ­ჯო­ბე­სია, კა­ნო­ნი­კის მცოდ­ნე ადა­მი­ანს შე­ვა­მოწ­მე­ბი­ნოთ.

- აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, ადა­მი­ანს ხა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნის უფ­ლე­ბა არა აქვს - ხა­ტის და­ხატ­ვა იქ­ნე­ბა ეს, და­ქარ­გვა თუ სხვა...

- ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ან­მა ხატი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ უნდა შექ­მნას. უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ხა­ტე­ბი იქ­მნე­ბა ხატმწერ­თა მიერ. ხა­ტის შექ­მნამ­დე ხატმწე­რი ბევ­რს ლო­ცუ­ლობ­და და მარ­ხუ­ლობ­და. ეს წესი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია დღე­საც, რო­დე­საც ხატი იქ­მნე­ბა, მო­ძღვა­რი ხატმწერს აძ­ლევს ლოც­ვით კა­ნონს, უნიშ­ნავს მარ­ხვას და სხვა, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით, ხატმწე­რი ძა­ლი­ან ცო­ტაა და ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის ხატმწე­რი ხატს ვერ შექ­მნის, ამი­ტომ დაშ­ვე­ბუ­ლია ლი­თოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ნი - რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი.

- რა უნდა ვი­ცო­დეთ მი­რონ­მდი­ნარ ხა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- დღეს ამ სა­კი­თხმა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ი­ღო. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი შე­ი­ძენს ხატს, და­აბ­რძა­ნებს შინ და ელო­დე­ბა რო­დის და­ი­წყებს იქი­დან მი­რო­ნი დე­ნას. ეკ­ლე­სი­უ­რი სწვა­ლე­ბით, არ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა იმას, იც­ვლის თუ არა სა­ხეს ხატი. ხდე­ბა თუ არა რა­ი­მე გა­მო­ცხა­დე­ბა ხა­ტის წინ ლოც­ვის დროს და ა.შ. ეს ხა­ტე­ბის მი­მართ არას­წო­რი მიდ­გო­მაა. თუკი რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­დე­ბა, ღვთის გან­გე­ბით ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ცხად­დე­ბა. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, დავ­დგეთ ხა­ტის წინ, ვი­ლო­ცოთ, ვე­ამ­ბო­როთ და შემ­წე­ო­ბა ვთხო­ვოთ.

- რო­გორ მო­ვე­პყროთ და­ზი­ა­ნე­ბულ ხა­ტებს?

- და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ტა­ნოთ და ტაძ­რის ღუ­მელ­ში დავ­წვათ, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი ში­ნაც და­იწ­ვას და სუფ­თა ად­გი­ლას და­ი­მარ­ხოს. თუ ადა­მი­ანს სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხატი შე­უძ­ლია ხე­ლახ­ლა და­ა­ხატ­ვი­ნოს, აკურ­თხე­ბი­ნოს და სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში და­აბ­რძა­ნოს.

- ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი რე­ლი­გი­ურ და სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში მო­თავ­სე­ბულ ხა­ტებს, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად თუ უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო ვერ მი­ა­გებს სა­თა­ნა­დო პა­ტივს, ხში­რად რე­ლი­გი­ურ გა­ზე­თებს ან სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის იმ გვერდს, სა­დაც ხა­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი, ყო­ფი­თი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. სჩა­დის თუ არა ცოდ­ვას ადა­მი­ა­ნი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

- ბუ­ნებ­რი­ვია, სიწ­მინ­დე­ე­ბი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბა ადა­მი­ანს ცოდ­ვად ეთ­ვლე­ბა, ამი­ტომ თუ ადა­მი­ა­ნი რე­ლი­გი­ურ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­სა თუ სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში და­ბეჭ­დი­ლი ხა­ტე­ბის მი­მართ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნას ვერ მო­ა­ხერ­ხებს, უმ­ჯო­ბე­სია, ისი­ნი და­იწ­ვას და სუფ­თა ად­გი­ლას და­ი­მარ­ხოს.

- რა ასა­კი­დან უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ ბავ­შვე­ბი ხა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

- ბავ­შვი მო­ი­ნათ­ლე­ბა თუ არა, უნდა ვე­ცა­დოთ, რომ მი­ვაჩ­ვი­ოთ ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბას, ხა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არსენა
86

ევროპაში ხალხის განვითარების მაღალი დონეა და მოსახლეობის უმრავლესობას აღარ ჯერა ეკლესიის გაქსუებული მსახურების კეთილსინდისიერების,რომლებიც მხოლოდ პირადი სარგებლობის მიზნით ცდილობს ხალხის დამორჩილებას და სულაც არ აწუხებს ხალხის წუხილი და სადარდებელი.იგივეა ეკლესიის პოზიცია საქართველოშიც.ხალხისათვის შეწირული მილიონებით და წართმეული მიწებით მდიდრდება და კისერზე მოაჯდა გლეხობას გადიდგულებული აზნაურებივით.

იონა
55

სანთლების და ხატების და საფლავების კურთხევას ვერ გაცდა თქვენი რწმენა და აჰა შედეგიც სახეზეა, თუ არა და გადახედეთ საქართველოს და ჯერ სად ხართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე, რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რამდენად აუცილებელია ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა?

რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე, რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რამდენად აუცილებელია ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა?

წმინდა ხატებთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, ქვემო ბეთლემის ტაძრის დეკანოზი, ალექსანდრე ბოლქვაძე განგვიმარტავს.

- ლოცვისას, თითოეული ხატის ტროპარს წარმოვთქვამთ ან უბრალოდ, ჩვენივე სიტყვებით მივმართავთ; ვკითხულობთ სპეციალურად ამა თუ იმ ხატისთვის შექმნილ ლოცვებს და დაუჯდომლებს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს წინ იმდენად ბევრი ხატი აქვს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

- ეკლესიაში ანალოღიაზე ყოველთვის დასვენებულია აღდგომის ხატი, ხოლო თუ რომელიმე დიდი საეკლესიო დღესასწაულია - ბზობა, ხარება შობა და სხვა, - აღდგომის ხატი ამ საეკლესიო დღესასწაულის ამსახველი ხატით იცვლება. თუ რომელიმე წმინდანის ან წმინდა მოვლენის ხსენებაა, აღდგომის ხატის გვერდით იმ ხატს დააბრძანებენ, რომელზე ასახული წმინდანის ან წმინდა მოვლენის ხსენების დღეცაა იმ დღეს. ასევე შეიძლება, გამოვყოთ სალოცავ კუთხეში ცალკე ადგილი, სადაც აღდგომის ხატს დავაბრძანებთ, მის გვერდით კი ის ხატი გამოვაბრძანოთ, რომელზე გამოსახული წმინდანის ან წმინდა მოვლენის მოხსენიებაცაა იმ დღეს (თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი ხატი გვაქვს) და ლოცვით მივმართოთ, მაგრამ არიან ისეთი წმინდანები, რომლებსაც ხშირად მივმართავთ შემწეობისთვის, მაგალითად: წმ. გიორგის, წმ. ნინოს, წმ. ბარბარეს, წმ. ნიკოლოზს და ა.შ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ წინდანთა ხატებს ყოველდღიურად ვცეთ თაყვანი, რაც მცირე მეტანიით და პირჯვრის გამოსახვითაც შეიძლება გამოვხატოთ. რაც შეეხება ამა თუ იმ ხატისთვის შექმნილი ლოცვებისა და დაუჯდომლების კითხვას, სულიერ მოძღვართან შეთანხმებითა და მისი მითითებების გათვალისწინებით უნდა ვიკითხოთ.

- შეიძლება თუ არა, შინ ხატების წინ ვაკმიოთ საკმეველი?

- ხატების წინ, საკმეველი შეიძლება შინ ყოველდღიურად ვაკმიოთ. საკმეველს ვუნთებთ ღმერთს კეთილსურნელებისთვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმიდის მადლი, ამასთანავე საკმეველს ვანთებთ იმისთვისაც, რომ განვდევნოთ ეშმაკი, რადგან საკმევლის სუნი მისთვის მომაკვდინებელია.

- როგორ იკურთხება ხატები და რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს?

- სხვადასხვა ქვეყანაში ხატების კურთხევის სხვადასხვა წესი არსებობს. მაგალითად, იერუსალიმში ხატები ღვთისმსახურის მიერ არ იკურთხება, რადგან იერუსალიმი წმინდა მიწაა და იქ ხატები თვით უფლის მიერ იკურთხება. საბერძნეთში, ათონის მთაზე და სხვა წმინდა ადგილებში, ხატს, შექმნის შემდეგ, ორმოცი დღით საკურთხეველში დაასვენებენ და შემდეგ, ხატი ნაკურთხად ითვლება. რაც შეეხება საქართველოს, ხატების კურთხევა ხდება ღვთისმსახურის მიერ, რომელიც სპეციალური ხატთა კურთხევის ლოცვის წარმოთქმითა და ნაკურთხი წყლის სხურებით აკურთხებს ხატებს. კურთხევით ხატი ღვთიური მადლის მატარებელი ხდება.

- რამდენად აუცილებელია ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა?

- ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ თუკი ადამიანს ხატის საკუთარ სახელზე კურთხევის სურვილი აქვს, შეიძლება აკურთხებინოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხატის წინაშე სხვას არ შეუძლია ლოცვა. ადამიანს არ ეკრძალება აგრეთვე, თავის სახელზე ნაკურთხი ხატის გაჩუქება.

- ეკლესიური სწავლებით, ხატი, რომლის წინაშეც ვლოცულობთ, მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვით უნდა იყოს შესრულებული, რადგან სხვა შემთხვვაში, მას ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია. როგორ შემუშავდა მართლმადიდებლური კანონიკა და რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანმა გაარკვიოს არის თუ არა ხატი მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვით შესრულებული?

- მართლმადიდებლური ხატის კანონიკა საუკუნეების მანძილზე, წმინდა წერილზე, საეკლესიო გადმოცემებსა და წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით შემუშავდა. მართლმადიდებლური ხატი, პირველ რიგში თავისუფლდება ყოველგვარი მიწიერისგან; წინა პლანზე სულიერებაა წამოწეული. რაც შეეხება სხვა კანონიკურ ნიშნებს, ღვთისმშობლის ხატი შეიძლება, შემდეგი ნიშნებით გავარჩიოთ: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ხელზე საღმრთო ყრმა ჰყავს გამოსახული, იგი იშვიათად, მარტოც გამოისახება. გარდა ამისა, ღვთისმშობელს გამოსახული აქვს სამი ვარსკვლავი შუბლსა და მხრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი იყო ქალწული - შობამდე, შობის დროს და შობის შემდეგ. დამახასიათებელი ნიშნები აქვს აგრეთვე წმინდანთა ხატებსაც. მოციქულებსა და ღმერთის სიტყვის მქადაგებლებს სახარება ან ქარტია უპყრია ხელთ, მოწამეებს - ჯვარი, მკურნალებს - წამლის ყუთი და ა.შ. საერთოდ, ხატს აქვს უამრავი დეტალი და ყველა დეტალს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ყველა დეტალზე საუბარი შეუძლებელია. თუ რომელიმე ხატი ჩვენში ეჭვს გამოიწვევს, იმის გასარკვევად, არის თუ არა ის მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვით შესრულებული, უმჯობესია, კანონიკის მცოდნე ადამიანს შევამოწმებინოთ.

- აქედან გამომდინარე, ცხადია, ადამიანს ხატების დამოუკიდებლად შექმნის უფლება არა აქვს - ხატის დახატვა იქნება ეს, დაქარგვა თუ სხვა...

- ბუნებრივია, ადამიანმა ხატი დამოუკიდებლად არ უნდა შექმნას. უძველესი დროიდან ხატები იქმნება ხატმწერთა მიერ. ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა. ეს წესი შენარჩუნებულია დღესაც, როდესაც ხატი იქმნება, მოძღვარი ხატმწერს აძლევს ლოცვით კანონს, უნიშნავს მარხვას და სხვა, მაგრამ დღესდღეობით, ხატმწერი ძალიან ცოტაა და ყველა მორწმუნისათვის ხატმწერი ხატს ვერ შექმნის, ამიტომ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებანი - რეპროდუქციები.

- რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარ ხატებთან დაკავშირებით?

- დღეს ამ საკითხმა არასწორი მიმართულება მიიღო. ზოგჯერ ადამიანი შეიძენს ხატს, დააბრძანებს შინ და ელოდება როდის დაიწყებს იქიდან მირონი დენას. ეკლესიური სწვალებით, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, იცვლის თუ არა სახეს ხატი. ხდება თუ არა რაიმე გამოცხადება ხატის წინ ლოცვის დროს და ა.შ. ეს ხატების მიმართ არასწორი მიდგომაა. თუკი რაიმე განსაკუთრებული მოხდება, ღვთის განგებით ეს აუცილებლად გაცხადდება. ჩვენი მოვალეობაა, დავდგეთ ხატის წინ, ვილოცოთ, ვეამბოროთ და შემწეობა ვთხოვოთ.

- როგორ მოვეპყროთ დაზიანებულ ხატებს?

- დაზიანებული ხატები შეიძლება მივიტანოთ და ტაძრის ღუმელში დავწვათ, ასევე შეიძლება დაზიანებული ხატები შინაც დაიწვას და სუფთა ადგილას დაიმარხოს. თუ ადამიანს სურვილი და შესაძლებლობა აქვს, დაზიანებული ხატი შეუძლია ხელახლა დაახატვინოს, აკურთხებინოს და სალოცავ კუთხეში დააბრძანოს.

- ზოგჯერ ადამიანი რელიგიურ და საერო ჟურნალ-გაზეთებში მოთავსებულ ხატებს, გაუცნობიერებლად თუ უყურადღებობის გამო ვერ მიაგებს სათანადო პატივს, ხშირად რელიგიურ გაზეთებს ან საერო ჟურნალ-გაზეთების იმ გვერდს, სადაც ხატია გამოსახული, ყოფითი საჭიროებისთვის იყენებენ. სჩადის თუ არა ცოდვას ადამიანი ასეთ შემთხვევაში?

- ბუნებრივია, სიწმინდეებისადმი უყურადღებობა ადამიანს ცოდვად ეთვლება, ამიტომ თუ ადამიანი რელიგიურ ჟურნალ-გაზეთებსა თუ საერო ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ხატების მიმართ სათანადო ყურადღების გამოჩენას ვერ მოახერხებს, უმჯობესია, ისინი დაიწვას და სუფთა ადგილას დაიმარხოს.

- რა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვები ხატებთან ურთიერთობას?

- ბავშვი მოინათლება თუ არა, უნდა ვეცადოთ, რომ მივაჩვიოთ ქრისტიანულ ცხოვრებას, ხატებთან ურთიერთობა იქნება ეს თუ სხვა.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"