კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია შუღლიაშვილი მეუღლეს ჟულიეტ ბინოშში აერია
ია შუღლიაშვილი მეუღლეს ჟულიეტ ბინოშში აერია

15 თე­ბერ­ვალს, მირ­ქმას, ია შუღ­ლი­აშ­ვი­ლი ბე­ბია გახ­და. ირაკ­ლი მისი პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლია. მისი მშობ­ლე­ბი დათო თა­ვა­ძე და ნინო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი არი­ან. მსა­ხი­ობს ამ და სხვა მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გა­ვე­სა­უბ­რეთ...

- უპირ­ვე­ლე­სად გი­ლო­ცავთ შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას. ქალ­ბა­ტო­ნო ია, თუ არ ვცდე­ბი, თქვე­ნი უფ­რო­სი შვი­ლი დათო მუ­სი­კო­სია...

- არა, დათო პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, უბ­რა­ლოდ, მუ­სი­კას ბავ­შვო­ბი­დან ემ­სა­ხუ­რე­ბა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად ჯგუ­ფიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ამ­ჟა­მად ორი ჯგუ­ფის წევ­რია ერთს "ვინ­დოუ", ანუ "ფან­ჯა­რა" ჰქვია და მე­ო­რეა "თბი­ლი-სი". ორი­ვე ჯგუფ­ში ის ფლე­ი­ტა­ზე უკ­რავს.

- რო­გო­რი ბი­ჭია თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი ირაკ­ლი?

- კარ­გი ზნის ბავ­შვია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი და მო­უს­ვე­ნა­რი თა­ო­ბა მო­დის, მგო­ნი, ირაკ­ლი ასე­თი არ იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ჰგავს და­თოს, მა­მა­მისს. რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ისე "ში­ნა­არ­სი­თაც", ხა­სი­ათს ვგუ­ლის­ხმობ (იღი­მის). ალ­ბათ ყვე­ლა ბე­ბი­ის­თვის თა­ვი­სი შვი­ლიშ­ვი­ლია საყ­ვა­რე­ლი და მეც არ ვიქ­ნე­ბი გა­მო­ნაკ­ლი­სი, თუ იმა­ვეს ვი­ტყვი. ირაკ­ლი ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლია და პირ­ვე­ლი გან­ცდე­ბი მა­კავ­ში­რებს. შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს მის მი­მართ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ერ­თად ცხოვ­რობთ?

- არა. დათო და ნინო ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ. ნინო სტუ­დენ­ტია და ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მე ყო­ველ­დღე მივ­დი­ვარ მათ­თან და ბავ­შვს ვნა­ხუ­ლობ. რო­გორც კი დრო მაქვს, მათ­თან გავ­რბი­ვარ. ამის გამო მე­გობ­რე­ბის წრეს მოვ­წყდი და ისი­ნი მო­ვიმ­დუ­რე.

- დე­დათ­ქვე­ნი, ინო­ლა გურ­გუ­ლია რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 10 წლის იყა­ვით და შე­სა­ბა­მი­სად, თქვე­ნი შვი­ლე­ბი ბე­ბი­ას ვერ მო­ეს­წრნენ...

- დიახ. სამ­წუ­ხა­როდ უნდა ვთქვა, რომ ინო­ლა ბე­ბი­ო­ბას სა­ერ­თოდ ვერ მო­ეს­წრო. უფრო რომ და­ვა­კონ­კრე­ტო, გე­ტყვით, როცა ჩემს უფ­როს ძმას, მა­მუ­კას, პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­უჩ­ნდა, დედა ორ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ჩემი აზ­რით, ინო­ლა ძა­ლი­ან კარ­გი ბე­ბია იქ­ნე­ბო­და, ისე­თი­ვე მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან, რო­გო­რიც ჩვენ­თან იყო. მგო­ნია, რომ მათ უფრო მე­ტად შე­აყ­ვა­რებ­და სიმ­ღე­რას. დღეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან ჩარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა­ში, ვიდ­რე ჩვენ. რო­გორც ჩანს, ამა­ში ინო­ლას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღო­და.

- თა­ვად თუ უმ­ღე­რით შვი­ლიშ­ვილს?

- დიახ, ვუმ­ღე­რი და მი­ცი­ნის ხოლ­მე. შე­ვეც­დე­ბი, ირაკ­ლის მუ­სი­კა შე­ვაყ­ვა­რო. და­თოს უყ­ვარ­და და პა­ტა­რა­ო­ბი­დან მღე­რო­და. 4 წლის იყო, როცა პირ­ვე­ლად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო­ში. ჩემს უმ­ცროს შვილ ან­დრი­ას, რო­მე­ლიც 9 წლი­საა, სიმ­ღე­რა არ უყ­ვარს. მას სპორ­ტი იტა­ცებს. გან­სა­კუთ­რე­ბით კა­რა­ტე მოს­წონს და ბიძა გეგ­მავს, რომ ირაკ­ლი დიდ კა­რა­ტის­ტად გა­ზარ­დოს (იღი­მის).

იხი­ლეთ სრუ­ლად

ია შუღლიაშვილი მეუღლეს ჟულიეტ ბინოშში აერია

ია შუღლიაშვილი მეუღლეს ჟულიეტ ბინოშში აერია

15 თებერვალს, მირქმას, ია შუღლიაშვილი ბებია გახდა. ირაკლი მისი პირველი შვილიშვილია. მისი მშობლები დათო თავაძე და ნინო ბოჭორიშვილი არიან. მსახიობს ამ და სხვა მიმდინარე სიახლეების შესახებ გავესაუბრეთ...

- უპირველესად გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას. ქალბატონო ია, თუ არ ვცდები, თქვენი უფროსი შვილი დათო მუსიკოსია...

- არა, დათო პროფესიით ეკონომისტია, უბრალოდ, მუსიკას ბავშვობიდან ემსახურება და მოგვიანებით რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯგუფიც ჩამოაყალიბა. ამჟამად ორი ჯგუფის წევრია ერთს ''ვინდოუ'', ანუ ''ფანჯარა'' ჰქვია და მეორეა ''თბილი-სი''. ორივე ჯგუფში ის ფლეიტაზე უკრავს.

- როგორი ბიჭია თქვენი შვილიშვილი ირაკლი?

- კარგი ზნის ბავშვია. მოგეხსენებათ, დღეს ჰიპერაქტიური და მოუსვენარი თაობა მოდის, მგონი, ირაკლი ასეთი არ იქნება. ძალიან ჰგავს დათოს, მამამისს. როგორც გარეგნულად, ისე ''შინაარსითაც'', ხასიათს ვგულისხმობ (იღიმის). ალბათ ყველა ბებიისთვის თავისი შვილიშვილია საყვარელი და მეც არ ვიქნები გამონაკლისი, თუ იმავეს ვიტყვი. ირაკლი ჩემი პირველი შვილიშვილია და პირველი განცდები მაკავშირებს. შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა მაქვს მის მიმართ, მაგრამ ძალიან მიყვარს.

- ერთად ცხოვრობთ?

- არა. დათო და ნინო ცალკე ცხოვრობენ. ნინო სტუდენტია და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მე ყოველდღე მივდივარ მათთან და ბავშვს ვნახულობ. როგორც კი დრო მაქვს, მათთან გავრბივარ. ამის გამო მეგობრების წრეს მოვწყდი და ისინი მოვიმდურე.

- დედათქვენი, ინოლა გურგულია რომ გარდაიცვალა, 10 წლის იყავით და შესაბამისად, თქვენი შვილები ბებიას ვერ მოესწრნენ...

- დიახ. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ინოლა ბებიობას საერთოდ ვერ მოესწრო. უფრო რომ დავაკონკრეტო, გეტყვით, როცა ჩემს უფროს ძმას, მამუკას, პირველი შვილი გაუჩნდა, დედა ორ კვირაში გარდაიცვალა. ჩემი აზრით, ინოლა ძალიან კარგი ბებია იქნებოდა, ისეთივე მოსიყვარულე შვილიშვილებთან, როგორიც ჩვენთან იყო. მგონია, რომ მათ უფრო მეტად შეაყვარებდა სიმღერას. დღეს ჩვენი შვილები ნაკლებად არიან ჩართული სიმღერაში, ვიდრე ჩვენ. როგორც ჩანს, ამაში ინოლას დიდი წვლილი მიუძღოდა.

- თავად თუ უმღერით შვილიშვილს?

- დიახ, ვუმღერი და მიცინის ხოლმე. შევეცდები, ირაკლის მუსიკა შევაყვარო. დათოს უყვარდა და პატარაობიდან მღეროდა. 4 წლის იყო, როცა პირველად მიიღო მონაწილეობა საახალწლო საღამოში. ჩემს უმცროს შვილ ანდრიას, რომელიც 9 წლისაა, სიმღერა არ უყვარს. მას სპორტი იტაცებს. განსაკუთრებით კარატე მოსწონს და ბიძა გეგმავს, რომ ირაკლი დიდ კარატისტად გაზარდოს (იღიმის).

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება