მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გესიზმრებათ გარდაცვლილი ადამიანი?
რატომ გესიზმრებათ გარდაცვლილი ადამიანი?

ჯერ კი­დევ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ სჯე­რო­დათ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის სიზ­მარ­ში ნახ­ვა საფრ­თხეს, პრობ­ლე­მებ­სა და გან­საც­დელს მო­ას­წა­ვებ­და. ას­ტრო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ სიზ­მრე­ბი სხვა სამ­ყა­რო­ებ­თან გვა­კავ­ში­რებს, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი გვაძ­ლე­ვენ. თუ თქვენ გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბია, ბა­ბუა, მშობ­ლე­ბი, შვი­ლი, და-ძმა, მე­უღ­ლე ან მე­გო­ბა­რი და­გე­სიზ­მრათ, ნუ შე­შინ­დე­ბით, არ ჩათ­ვა­ლოთ, რომ სულ მალე თქვენც მათ შე­უ­ერ­თდე­ბით. მკვდრე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო გვე­სიზ­მრე­ბი­ან, გთა­ვა­ზობთ მათ ჩა­მო­ნათ­ვალს:

შეც­დო­მას უშ­ვებთ და ვერ ხვდე­ბით

გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან მა­შინ, როცა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბას ვა­პი­რებთ ან უფსკრუ­ლის კი­დეს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, რო­მელ­ში გა­და­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­შიც, ყვე­ლა­ფე­რი რის­თვი­საც ვიღწ­ვო­დით და ვშრო­მობ­დით, წყალ­ში ჩაგ­ვეყ­რე­ბა.

და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა გა­წუ­ხებთ

შე­საძ­ლოა ვინ­მეს გული ატ­კი­ნეთ ან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად არ მო­ი­ქე­ცით, ნა­მუ­სი გა­წუ­ხებს, ბორ­გავთ. ხვდე­ბით, რომ თქვე­ნი ნა­ბი­ჯი სა­ა­მა­ყო ნამ­დვი­ლად არ იყო.

დეპ­რე­სია გე­წყე­ბათ

ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც ხვდე­ბი­ან, რომ დეპ­რე­სი­ა­ში არი­ან და ფიქ­რო­ბენ, რომ უბ­რა­ლოდ უგუ­ნე­ბო­ბა დას­ჩემ­დათ.

თუ გარ­დაც­ვლილ­მა ადა­მი­ან­მა სიზ­მრებ­ში მო­გა­კი­თხათ, დიდი ალ­ბა­თო­ბით დეპ­რე­სია გე­წყე­ბათ ან უკვე დიდი ხა­ნია მისი ფსკე­რის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბით და დროა ზე­და­პირ­ზე ამო­ცუ­როთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დე­ბით.

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გაკ­ლი­ათ

რო­გორც კი თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის შკა­ლა­ზე ნიშ­ნუ­ლი დაბ­ლა ეცე­მა, თქვენ­ში კი კომ­პლექ­სე­ბის ბუდე წარ­მო­ი­შო­ბა, დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბათ. ვინ­მემ სილა უნდა გა­გაწ­ნათ, რომ გა­მო­გა­ფხიზ­ლოთ და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე კონ­ტრო­ლი არ და­კარ­გოთ! სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა არა­ფერს გარ­გებთ. მხო­ლოდ შე­ა­ფერ­ხებს მუ­შა­ო­ბას, სწავ­ლას და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს.

გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­თან სიზ­მარ­ში სა­უ­ბა­რი მო­ას­წა­ვებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს, ახა­ლი ამ­ბის გა­გე­ბას. თუ და­გა­მახ­სოვ­რდათ, რომ ის მო­წყე­ნი­ლი ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია , გა­და­უ­ხა­დეთ პა­რაკ­ლი­სი, რად­გან შე­საძ­ლოა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დეს სა­სუ­ფე­ველ­ში სიმ­შვი­დის მო­სა­პო­ვებ­ლად. ხში­რად ადა­მი­ა­ნებს ავი­წყდე­ბათ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის­თვის ლოც­ვე­ბის წა­კი­თხვა, მა­შინ როცა მათ­ზე ზრუნ­ვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­სა­ხა­ტად, ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

თუ გარ­დაც­ვლი­ლი კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი და­ქორ­წინ­დე­ბა, მაგ­რამ ეს კავ­ში­რი ბედ­ნი­ე­რე­ბას არ მო­უ­ტანს და მა­ლე­ვე და­ენგრე­ვა. შე­საძ­ლოა ოჯა­ხის ქა­ლე­ბი­დან ერთ-ერთი (ან თა­ვად ის, ვი­საც მკვდა­რი სიზ­მრებ­ში ეწ­ვია) და­ორ­სულ­დეს, მაგ­რამ ბავ­შვი სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბით და­ი­ბა­დე­ბა ან სე­რი­ო­ზუ­ლი თან­და­ყო­ლი­ლი პრობ­ლე­მით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კლარა
22

სიზმარში დამიძახა ა კალა ქალის ხმა იყო ვეღარ მოვასწარი გამეღვიძატქო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რატომ გესიზმრებათ გარდაცვლილი ადამიანი?

რატომ გესიზმრებათ გარდაცვლილი ადამიანი?

ჯერ კიდევ საუკუნეების წინ სჯეროდათ, რომ გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა საფრთხეს, პრობლემებსა და განსაცდელს მოასწავებდა. ასტროლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ სიზმრები სხვა სამყაროებთან გვაკავშირებს, ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა მინიშნებები, რომლებსაც ისინი გვაძლევენ. თუ თქვენ გარდაცვლილი ბებია, ბაბუა, მშობლები, შვილი, და-ძმა, მეუღლე ან მეგობარი დაგესიზმრათ, ნუ შეშინდებით, არ ჩათვალოთ, რომ სულ მალე თქვენც მათ შეუერთდებით. მკვდრები რამდენიმე მიზეზის გამო გვესიზმრებიან, გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

შეცდომას უშვებთ და ვერ ხვდებით

გარდაცვლილი ადამიანები გვიკავშირდებიან მაშინ, როცა გამოუსწორებელი შეცდომის დაშვებას ვაპირებთ ან უფსკრულის კიდეს ვუახლოვდებით, რომელში გადავარდნის შემთხვევაშიც, ყველაფერი რისთვისაც ვიღწვოდით და ვშრომობდით, წყალში ჩაგვეყრება.

დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ

შესაძლოა ვინმეს გული ატკინეთ ან კეთილსინდისიერად არ მოიქეცით, ნამუსი გაწუხებს, ბორგავთ. ხვდებით, რომ თქვენი ნაბიჯი საამაყო ნამდვილად არ იყო.

დეპრესია გეწყებათ

ხშირად ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ დეპრესიაში არიან და ფიქრობენ, რომ უბრალოდ უგუნებობა დასჩემდათ.

თუ გარდაცვლილმა ადამიანმა სიზმრებში მოგაკითხათ, დიდი ალბათობით დეპრესია გეწყებათ ან უკვე დიდი ხანია მისი ფსკერისკენ მიექანებით და დროა ზედაპირზე ამოცუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დაზარალდებით.

თავდაჯერებულობა გაკლიათ

როგორც კი თქვენი თავდაჯერებულობის შკალაზე ნიშნული დაბლა ეცემა, თქვენში კი კომპლექსების ბუდე წარმოიშობა, დახმარება გჭირდებათ. ვინმემ სილა უნდა გაგაწნათ, რომ გამოგაფხიზლოთ და მიმდინარე მოვლენებზე კონტროლი არ დაკარგოთ! საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არაფერს გარგებთ. მხოლოდ შეაფერხებს მუშაობას, სწავლას და განვითარების პროცესს.

გარდაცვლილ ადამიანთან სიზმარში საუბარი მოასწავებს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს, ახალი ამბის გაგებას. თუ დაგამახსოვრდათ, რომ ის მოწყენილი ან გაბრაზებულია , გადაუხადეთ პარაკლისი, რადგან შესაძლოა თქვენი დახმარება სჭირდებოდეს სასუფეველში სიმშვიდის მოსაპოვებლად. ხშირად ადამიანებს ავიწყდებათ გარდაცვლილებისთვის ლოცვების წაკითხვა, მაშინ როცა მათზე ზრუნვისა და სიყვარულის გამოსახატად, ეს საუკეთესო საშუალებაა.

თუ გარდაცვლილი კარგ ხასიათზე იყო, ოჯახის რომელიმე წევრი დაქორწინდება, მაგრამ ეს კავშირი ბედნიერებას არ მოუტანს და მალევე დაენგრევა. შესაძლოა ოჯახის ქალებიდან ერთ-ერთი (ან თავად ის, ვისაც მკვდარი სიზმრებში ეწვია) დაორსულდეს, მაგრამ ბავშვი სუსტი ჯანმრთელობით დაიბადება ან სერიოზული თანდაყოლილი პრობლემით.