პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება თუ არა არათითზე ბეჭდის ტარება?
შეიძლება თუ არა არათითზე ბეჭდის ტარება?

ალ­ბათ ბევ­რმა თქვენ­გან­მა არ იცის, რომ ბე­ჭე­დი თით­ზე ააქ­ტი­უ­რებს ში­ნა­გან ენერ­გე­ტი­კას და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ველ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ბედ­სა და მის ცხოვ­რე­ბა­ზე. ბეჭ­დის გავ­ლე­ნა შე­საძ­ლოა იყოს ნე­გა­ტი­უ­რიც და პო­ზი­ტი­უ­რიც. გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ხელ­ზე უკე­თია ამა თუ იმ ადა­მი­ანს ბე­ჭე­დი.

მარ­ჯვე­ნა ხელი , ეზო­თე­რი­კო­სე­ბის აზ­რით, ე.წ. მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი ხე­ლია. ამი­ტომ ქა­ლის­თვის ამ ხელ­ზე ბეჭ­დის ტა­რე­ბა მის ხა­სი­ათ­ში მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას იწ­ვევს (სი­მა­მა­ცე, შემ­ტე­ვო­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა, ბრძო­ლის უნა­რი და ა.შ.).

მარ­ცხე­ნა ხელი ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის სიმ­ბო­ლოა, რაღა თქმა უნდა, სა­პი­რის­პი­რო ქმე­დე­ბის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რია - ამი­ტომ იგი ადა­მი­ანს სირ­ბი­ლეს, შემ­წყნა­რებ­ლო­ბა­სა და სიმ­შვი­დის უნარს ანი­ჭებს თუკი ბე­ჭე­დი ინ­ტენ­სი­უ­რად გვი­კე­თია ზუს­ტად ამ ხე­ლის რო­მე­ლი­მე თით­ზე.

თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­დია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ასე­ვე ის, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ თით­ზე გვი­კე­თია ბე­ჭე­დი და რა სა­ხის მე­ტა­ლის­გა­ნაა იგი დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ოქრო მა­გა­ლი­თად ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას მა­ტებს ადა­მი­ანს, თუმ­ცა გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე დო­მი­ნი­რე­ბის უნარ­საც ანი­ჭებს ამას­თან ერ­თად.

მარ­ჯვე­ნა ხე­ლის, ცერი თითი მა­მა­კა­ცურ ენერ­გე­ტი­კას­თან, ლო­გი­კურ უნარ-ჩვე­ვებ­თან და გო­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამი­ტომ კა­რი­ე­რის­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლია ამ თით­ზე ოქ­როს ან მოყ­ვი­თა­ლო-ოქ­როს­ფე­რი ქვე­ბით გა­წყო­ბი­ლი ბეჭ­დის ტა­რე­ბა. ხოლო ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლი ამ თით­ზე იძ­ლე­ვა ძლი­ერ ინ­ტუ­ი­ცი­ას და ხელს უწყობს ადა­მი­ან­ში ექ­სტრა­სენ­სო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

თუკი მარ­ცხე­ნა ხე­ლის ცერ­ზე ატა­რებთ ოქ­როს ბე­ჭედს, ეს კარ­გია ლექ­ტო­რის ან ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სი­ის ასათ­ვი­სებ­ლად.

საჩ­ვე­ნე­ბელ თით­ზე ბეჭ­დის ტა­რე­ბა ადა­მი­ანს აძ­ლევს უნარს, სა­კუ­თარ თავ­ში სუ­ლი­ე­რე­ბის დონე გა­ნა­ვი­თა­როს. ამი­ტომ ამ თით­ზე მხო­ლოდ ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლის ტა­რე­ბაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

შუ­ა­თი­თი ბე­დის­წე­რა­ზე აგებს პა­სუხს. იგი ე.წ. კარ­მუ­ლი დატ­ვირ­თვის მქო­ნე თი­თად ით­ვლე­ბა. ამი­ტომ შუა თით­ზე აჯო­ბებს ატა­როთ საგ­ვა­რე­უ­ლო ბეჭ­დე­ბი, რო­მე­ლიც გე­ნე­ტი­კუ­რად დაგ­რო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რაც თა­ვის მხრივ ბეჭ­დის მფლო­ბე­ლი წი­ნაპ­რე­ბის­გან გერ­გოთ "სა­ჩუქ­რად".

ამას­თან, თუ ბეჭ­დის წარ­მო­შო­ბა და მისი ად­რინ­დე­ლი მფლო­ბე­ლის ცხოვ­რე­ბის გზა თქვენ­თვის უც­ნო­ბია, აჯო­ბებს ბე­ჭე­დი მარ­ცხე­ნა ხე­ლის შუ­ა­თით­ზე ატა­როთ. ასე წი­ნა­მორ­ბე­დის მიერ ჩა­დე­ნილ შეც­დო­მებს ად­ვი­ლად აა­რი­დებთ თავს. რისი გა­მე­ო­რე­ბის შანსსაც ამ­გვა­რი ბე­ჭე­დი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში.

არა­თი­თი ოჯა­ხურ ჰარ­მო­ნი­ა­ზე აგებს პა­სუხს. იგი ასე­ვე უწყობს ხელს პი­როვ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სო­ცი­უმ­ში. ამ თით­ზე ოქ­როს ბეჭ­დის ტა­რე­ბაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, იგი მფლო­ბელს პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბა­სა და დიდ სიყ­ვა­რულს ჰპირ­დე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბე­ჭე­დი სა­ქორ­წი­ნოა, მაგ­რამ ვერ­ცხლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, გა­მო­იწ­ვევს მე­უღ­ლე­ებს შო­რის ცივ, ოფი­ცი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ამი­ტომ არა­თით­ზე ვერ­ცხლის ბეჭ­დის ტა­რე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. ამას­თან ერ­თად, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­თვის დაბ­რუ­ნე­ბა. ასე სა­ბო­ლო­ოდ შე­გიძ­ლი­ათ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბის ცუდი ენერ­გე­ტი­კის­გან და სა­მო­მავ­ლოდ თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში ახალ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­უ­ღოთ კარი.

ნეკ­ზე ბეჭ­დის ტა­რე­ბა, ადა­მი­ა­ნის ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია ამ თით­ზე ოქ­როს ბე­ჭე­დი ატა­როთ. ასე ბე­ჭე­დი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიმ­რავ­ლე­საც შე­უ­წყობს ხელს. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მარ­ჯვე­ნა ხე­ლის ნეკ­ზე ვერ­ცხლის ბე­ჭედს გა­ი­კე­თებთ, ცხოვ­რე­ბა­ში მშვი­დი პე­რი­ო­დი და­გიდ­გე­ბათ და დრო გექ­ნე­ბათ სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო და­სარ­ჩე­ნად. მთლად უკე­თე­სი, თუ ბე­ჭე­დი მწვა­ნეთ­ვლი­ა­ნია (ზურ­მუხ­ტით ან სა­ფი­რო­ნით გა­წყო­ბი­ლი) ხელი სწავ­ლის პრო­ცეს­ში მო­გე­მარ­თე­ბათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

შეიძლება თუ არა არათითზე ბეჭდის ტარება?

შეიძლება თუ არა არათითზე ბეჭდის ტარება?

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ბეჭედი თითზე ააქტიურებს შინაგან ენერგეტიკას და საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ბიოველში. ეს ყველაფერი კი შესაბამისად მოქმედებს ადამიანის ბედსა და მის ცხოვრებაზე. ბეჭდის გავლენა შესაძლოა იყოს ნეგატიურიც და პოზიტიურიც. გამომდინარე იქედან, თუ კონკრეტულად რომელ ხელზე უკეთია ამა თუ იმ ადამიანს ბეჭედი.

მარჯვენა ხელი , ეზოთერიკოსების აზრით, ე.წ. მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელი ხელია. ამიტომ ქალისთვის ამ ხელზე ბეჭდის ტარება მის ხასიათში მამაკაცური თვისებების გააქტიურებას იწვევს (სიმამაცე, შემტევობა, აქტიურობა, ბრძოლის უნარი და ა.შ.).

მარცხენა ხელი ქალური ენერგეტიკის სიმბოლოა, რაღა თქმა უნდა, საპირისპირო ქმედების ეკვივალენტურია - ამიტომ იგი ადამიანს სირბილეს, შემწყნარებლობასა და სიმშვიდის უნარს ანიჭებს თუკი ბეჭედი ინტენსიურად გვიკეთია ზუსტად ამ ხელის რომელიმე თითზე.

თუმცა, ეს ყველაფერი როდია. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ის, თუ კონკრეტულად რომელ თითზე გვიკეთია ბეჭედი და რა სახის მეტალისგანაა იგი დამზადებული. ოქრო მაგალითად ამბიციურობას მატებს ადამიანს, თუმცა გარშემო მყოფებზე დომინირების უნარსაც ანიჭებს ამასთან ერთად.

მარჯვენა ხელის, ცერი თითი მამაკაცურ ენერგეტიკასთან, ლოგიკურ უნარ-ჩვევებთან და გონიერებასთან ასოცირდება. ამიტომ კარიერისტი ადამიანებისთვის სასურველია ამ თითზე ოქროს ან მოყვითალო-ოქროსფერი ქვებით გაწყობილი ბეჭდის ტარება. ხოლო ვერცხლის სამკაული ამ თითზე იძლევა ძლიერ ინტუიციას და ხელს უწყობს ადამიანში ექსტრასენსორული თვისებების გამომუშავებას.

თუკი მარცხენა ხელის ცერზე ატარებთ ოქროს ბეჭედს, ეს კარგია ლექტორის ან ფსიქოლოგის პროფესიის ასათვისებლად.

საჩვენებელ თითზე ბეჭდის ტარება ადამიანს აძლევს უნარს, საკუთარ თავში სულიერების დონე განავითაროს. ამიტომ ამ თითზე მხოლოდ ვერცხლის სამკაულის ტარებაა მიზანშეწონილი.

შუათითი ბედისწერაზე აგებს პასუხს. იგი ე.წ. კარმული დატვირთვის მქონე თითად ითვლება. ამიტომ შუა თითზე აჯობებს ატაროთ საგვარეულო ბეჭდები, რომელიც გენეტიკურად დაგროვილი ინფორმაციის გადამუშავებაში დაგეხმარებათ, იმ ინფორმაციისა, რაც თავის მხრივ ბეჭდის მფლობელი წინაპრებისგან გერგოთ "საჩუქრად".

ამასთან, თუ ბეჭდის წარმოშობა და მისი ადრინდელი მფლობელის ცხოვრების გზა თქვენთვის უცნობია, აჯობებს ბეჭედი მარცხენა ხელის შუათითზე ატაროთ. ასე წინამორბედის მიერ ჩადენილ შეცდომებს ადვილად აარიდებთ თავს. რისი გამეორების შანსსაც ამგვარი ბეჭედი აუცილებლად მოიტანს თქვენ ცხოვრებაში.

არათითი ოჯახურ ჰარმონიაზე აგებს პასუხს. იგი ასევე უწყობს ხელს პიროვნების რეალიზაციას სოციუმში. ამ თითზე ოქროს ბეჭდის ტარებაა მიზანშეწონილი, იგი მფლობელს პროფესიულ წარმატებასა და დიდ სიყვარულს ჰპირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ბეჭედი საქორწინოა, მაგრამ ვერცხლისგან დამზადებული, გამოიწვევს მეუღლეებს შორის ცივ, ოფიციალურ დამოკიდებულებას. ამიტომ არათითზე ვერცხლის ბეჭდის ტარება კატეგორიულად დაუშვებელია. ამასთან ერთად, განქორწინების შემთხვევაში აუცილებელია ნიშნობის ბეჭდის, ყოფილი მეუღლისთვის დაბრუნება. ასე საბოლოოდ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ უიღბლო ქორწინების ცუდი ენერგეტიკისგან და სამომავლოდ თქვენ ცხოვრებაში ახალ ურთიერთობას გაუღოთ კარი.

ნეკზე ბეჭდის ტარება, ადამიანის ქარიზმატულობას უსვამს ხაზს. ამიტომ სასურველია ამ თითზე ოქროს ბეჭედი ატაროთ. ასე ბეჭედი თაყვანისმცემლების სიმრავლესაც შეუწყობს ხელს. იმ შემთხვევაში თუ მარჯვენა ხელის ნეკზე ვერცხლის ბეჭედს გაიკეთებთ, ცხოვრებაში მშვიდი პერიოდი დაგიდგებათ და დრო გექნებათ საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად. მთლად უკეთესი, თუ ბეჭედი მწვანეთვლიანია (ზურმუხტით ან საფირონით გაწყობილი) ხელი სწავლის პროცესში მოგემართებათ.