მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იმატებენ ქალები წონაში გათხოვების შემდეგ?
რატომ იმატებენ ქალები წონაში გათხოვების შემდეგ?

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ქორ­წი­ნე­ბა ასუ­ქებს. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში მა­ტე­ბა გარ­კვე­ულ ფაქ­ტო­რებს უკავ­შირ­დე­ბა. და­ლა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტში 169 ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი ჩარ­თეს. მათ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­ვა­ლეს, ყო­ველ თვე სა­კუ­თა­რი წონა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ. ქორ­წი­ნე­ბი­დან 6 თვე­ში წო­ნა­ში მო­ი­მა­ტეს რო­გორც კა­ცებ­მა, ისე ქა­ლებ­მა.

რო­გორც ექ­სპე­რი­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ექიმ­მა ან­დრეა მელტზერ­მა გა­ნა­ცხა­და, ისი­ნი, ვინც ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, ნაკ­ლე­ბად დარ­დობ­დნენ სა­კუ­თარ ტა­ნა­დო­ბა­ზე და წო­ნა­საც არ აკონ­ტრო­ლებ­დნენ იმ სა­ბა­ბით, რომ პარტნი­ორს ისე­თი უყ­ვარს, რო­გო­რიც არის. ბედ­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი ქა­ლე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ისე­დაც აქვთ და გა­სახ­დო­მად მო­ტი­ვა­ცია სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბათ.

ქა­ლე­ბი კი, რო­მელ­თაც პარტნი­ორ­ში არ გა­უ­მარ­თლათ, ან ქორ­წი­ნე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან, წო­ნა­ში ნაკ­ლე­ბად იმა­ტე­ბენ.

ამ პრობ­ლე­მა­ზე ფარ­თო კვლე­ვა ადე­ლა­ი­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მაც ჩა­ა­ტა­რეს. ისი­ნი 350 პა­ტარ­ძალს და­აკ­ვირ­დნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გო­ნე­ბი სა­ოც­ნე­ბო თეთ­რი კა­ბის­თვის ქორ­წი­ლამ­დე მკაცრ დი­ე­ტას იცა­ვენ და რამ­დე­ნი­მე კი­ლოს იკ­ლე­ბენ. გა­თხო­ვე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე თვე­ში კი დაკ­ლე­ბუ­ლი წონა ორ­მაგ­დე­ბა. გა­მო­კი­თხუ­ლი გო­გო­ნე­ბი­დან ყო­ველ­მა მე­სა­მემ აღი­ა­რა, რომ ქორ­წი­ლამ­დე წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რმა, ან საქმრომ ურ­ჩია. ხოლო ქორ­წი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში 4,5 კი­ლო­თი მო­ი­მა­ტეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

რატომ იმატებენ ქალები წონაში გათხოვების შემდეგ?

რატომ იმატებენ ქალები წონაში გათხოვების შემდეგ?

ცნობილი ფაქტია, რომ ქორწინება ასუქებს. დაოჯახების შემდეგ წონაში მატება გარკვეულ ფაქტორებს უკავშირდება. დალასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტში 169 ახალდაქორწინებული წყვილი ჩართეს. მათ რამდენიმე წლის განმავლობაში დაავალეს, ყოველ თვე საკუთარი წონა შეემოწმებინათ. ქორწინებიდან 6 თვეში წონაში მოიმატეს როგორც კაცებმა, ისე ქალებმა.

როგორც ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანდრეა მელტზერმა განაცხადა, ისინი, ვინც ბედნიერები იყვნენ, ნაკლებად დარდობდნენ საკუთარ ტანადობაზე და წონასაც არ აკონტროლებდნენ იმ საბაბით, რომ პარტნიორს ისეთი უყვარს, როგორიც არის. ბედნიერ ქორწინებაში მყოფი ქალები ამტკიცებდნენ, რომ სიყვარული ისედაც აქვთ და გასახდომად მოტივაცია საერთოდ არ სჭირდებათ.

ქალები კი, რომელთაც პარტნიორში არ გაუმართლათ, ან ქორწინებით უკმაყოფილონი არიან, წონაში ნაკლებად იმატებენ.

ამ პრობლემაზე ფართო კვლევა ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც ჩაატარეს. ისინი 350 პატარძალს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ გოგონები საოცნებო თეთრი კაბისთვის ქორწილამდე მკაცრ დიეტას იცავენ და რამდენიმე კილოს იკლებენ. გათხოვებიდან პირველივე თვეში კი დაკლებული წონა ორმაგდება. გამოკითხული გოგონებიდან ყოველმა მესამემ აღიარა, რომ ქორწილამდე წონაში დაკლება ოჯახის რომელიმე წევრმა, ან საქმრომ ურჩია. ხოლო ქორწილიდან რამდენიმე თვეში 4,5 კილოთი მოიმატეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს