პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თქვენი ბიოლოგიური ასაკის გამოთვლის უჩვეულო მეთოდი
თქვენი ბიოლოგიური ასაკის გამოთვლის უჩვეულო მეთოდი

პას­პორ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი ასა­კი, შე­საძ­ლოა, არ ემ­თხვე­ო­დეს ნამ­დვილ, ბი­ო­ლო­გი­ურ ასაკს. და საქ­მე მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბა­ში არ არის, არა­მედ ორ­გა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა­ზე.

ვი­ღა­ცას 40 წლის ასაკ­ში 60 წლის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი აქვს, ვი­ღა­ცას კი პი­რი­ქით - 35-ისას 50 წლის.

მოდი, გა­ვარ­კვი­ოთ, რამ­დე­ნად უმ­ცრო­სი ან უფ­რო­სია თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი ასა­კი.

1. კანი

მო­უ­ჭი­რეთ ხე­ლის­გუ­ლის კანს მე­ო­რე ხე­ლის ცერა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თე­ბი 5 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახლა გა­უშ­ვით და და­ი­ნიშ­ნეთ დრო, რამ­დენ ხან­ში გას­წორ­დე­ბა ხე­ლის­გულ­ზე კანი?

ა) 5 წა­მი­დან - თქვე­ნი კანი 20 წლის არის;

ბ) 6-8 წამი - 30 წლის;

გ) 9-12 წამი - 40 წლის;

დ) 13-15 წამი - 50 წლის;

ე) 16-19 წამი - 60 წლის;

ვ) 19 წამ­ზე მეტი - 70 წლის და მე­ტის.

2. ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა

სთხო­ვეთ ვინ­მეს, თქვენ წინ და­ი­ჭი­როს 50 სმ-ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­კო­ლო სა­ხა­ზა­ვი. უნდა ეჭი­როს ვერ­ტი­კა­ლუ­რად, ციფ­რი 0-ით დაბ­ლა. თქვე­ნი ხელი კი უნდა მდე­ბა­რე­ობ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 10 სმ-ით ქვე­მოთ სა­ხა­ზა­ვი­დან. დამ­ხმა­რე უშ­ვებს ხელს სა­ხა­ზავს, თქვენ კი უნდა მო­ას­წროთ და და­ი­ჭი­როთ ის ცერა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თე­ბით. და­ი­ჭი­რეთ? ახლა შე­ხე­დეთ, რამ­დენ სან­ტი­მეტრზე და­ფიქ­სირ­და თქვე­ნი თი­თე­ბი სა­ხა­ზავ­ზე?

ა) 20 სმ-მდე - თქვე­ნი ნერ­ვე­ბი 20 წლი­საა;

ბ) 30 სმ - 30 წლის;

გ) 35 სმ - 40 წლის;

დ) 40 სმ - 50 წლის;

ე) 45 სმ - 60 წლის;

ვ) სა­ერ­თოდ ვერ მო­ას­წა­რით და­ჭე­რა - 70 წლის და მე­ტის.

3. გული და სის­ხლძარ­ღვე­ბი

ფეხ­ზე მდგომ­მა გა­ი­სინ­ჯეთ პულ­სი, და­ით­ვა­ლეთ, რამ­დენ­ჯერ და­არ­ტყა. ახლა 20-ჯერ ჩა­ბუქ­ნის (საკ­მა­ოდ სწრა­ფად) შემ­დეგ გა­ი­სინ­ჯეთ და კვლავ და­ით­ვა­ლეთ: რამ­დე­ნით მო­ი­მა­ტა გუ­ლის­ცე­მამ?

ა) 10 დარ­ტყმამ­დე - თქვე­ნი გულ-სის­ხლძარ­ღვე­ბი 20 წლი­საა;

ბ) 10 -20 დარ­ტყმით მეტი - 30 წლის;

გ) 20-30 დარ­ტყმით მეტი - 40 წლის;

დ) 30-40 დარ­ტყმით მეტი - 50 წლის;

ე) 40 და მეტი დარ­ტყმით მეტი - 60 წლის.

ვ) ვერ შე­ძე­ლით ბუქ­ნის 20-ჯერ გა­კე­თე­ბა - 70 წლის და მე­ტის.

4. კუნ­თე­ბის ძალა

მყარ ზე­და­პირ­ზე ზურ­გით და­წო­ლილ­მა მო­ა­შო­რეთ მხრე­ბი და იდაყ­ვე­ბი ია­ტაკს ისე, რომ წელი ია­ტაკ­ზე დარ­ჩეს. შე­გიძ­ლი­ათ, ხე­ლე­ბით და ფე­ხე­ბით რა­ი­მეს და­ეყ­რდნოთ. რამ­დენ­ჯერ შეძ­ლებთ ამის გა­კე­თე­ბას?

ა) 40-ჯერ - კუნ­თე­ბის ძა­ლის მი­ხედ­ვით, თქვენ 20 წლის ხართ;

ბ) 35-ჯერ - 30 წლის;

გ) 28-ჯერ - 40 წლის;

დ) 23-ჯერ - 50 წლის;

ე) 15-ჯერ - 60 წლის;

ვ) 12-ზე ნაკ­ლე­ბი - 65 წელ­ზე მე­ტის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

თქვენი ბიოლოგიური ასაკის გამოთვლის უჩვეულო მეთოდი

თქვენი ბიოლოგიური ასაკის გამოთვლის უჩვეულო მეთოდი

პასპორტში მითითებული ასაკი, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნამდვილ, ბიოლოგიურ ასაკს. და საქმე მხოლოდ გარეგნობაში არ არის, არამედ ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მუშაობაზე.

ვიღაცას 40 წლის ასაკში 60 წლის ადამიანის ორგანიზმი აქვს, ვიღაცას კი პირიქით - 35-ისას 50 წლის.

მოდი, გავარკვიოთ, რამდენად უმცროსი ან უფროსია თქვენი რეალური ასაკი.

1. კანი

მოუჭირეთ ხელისგულის კანს მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითები 5 წამის განმავლობაში. ახლა გაუშვით და დაინიშნეთ დრო, რამდენ ხანში გასწორდება ხელისგულზე კანი?

ა) 5 წამიდან - თქვენი კანი 20 წლის არის;

ბ) 6-8 წამი - 30 წლის;

გ) 9-12 წამი - 40 წლის;

დ) 13-15 წამი - 50 წლის;

ე) 16-19 წამი - 60 წლის;

ვ) 19 წამზე მეტი - 70 წლის და მეტის.

2. ნერვული სისტემა

სთხოვეთ ვინმეს, თქვენ წინ დაიჭიროს 50 სმ-ის ჩვეულებრივი სასკოლო სახაზავი. უნდა ეჭიროს ვერტიკალურად, ციფრი 0-ით დაბლა. თქვენი ხელი კი უნდა მდებარეობდეს დაახლოებით 10 სმ-ით ქვემოთ სახაზავიდან. დამხმარე უშვებს ხელს სახაზავს, თქვენ კი უნდა მოასწროთ და დაიჭიროთ ის ცერა და საჩვენებელი თითებით. დაიჭირეთ? ახლა შეხედეთ, რამდენ სანტიმეტრზე დაფიქსირდა თქვენი თითები სახაზავზე?

ა) 20 სმ-მდე - თქვენი ნერვები 20 წლისაა;

ბ) 30 სმ - 30 წლის;

გ) 35 სმ - 40 წლის;

დ) 40 სმ - 50 წლის;

ე) 45 სმ - 60 წლის;

ვ) საერთოდ ვერ მოასწარით დაჭერა - 70 წლის და მეტის.

3. გული და სისხლძარღვები

ფეხზე მდგომმა გაისინჯეთ პულსი, დაითვალეთ, რამდენჯერ დაარტყა. ახლა 20-ჯერ ჩაბუქნის (საკმაოდ სწრაფად) შემდეგ გაისინჯეთ და კვლავ დაითვალეთ: რამდენით მოიმატა გულისცემამ?

ა) 10 დარტყმამდე - თქვენი გულ-სისხლძარღვები 20 წლისაა;

ბ) 10 -20 დარტყმით მეტი - 30 წლის;

გ) 20-30 დარტყმით მეტი - 40 წლის;

დ) 30-40 დარტყმით მეტი - 50 წლის;

ე) 40 და მეტი დარტყმით მეტი - 60 წლის.

ვ) ვერ შეძელით ბუქნის 20-ჯერ გაკეთება - 70 წლის და მეტის.

4. კუნთების ძალა

მყარ ზედაპირზე ზურგით დაწოლილმა მოაშორეთ მხრები და იდაყვები იატაკს ისე, რომ წელი იატაკზე დარჩეს. შეგიძლიათ, ხელებით და ფეხებით რაიმეს დაეყრდნოთ. რამდენჯერ შეძლებთ ამის გაკეთებას?

ა) 40-ჯერ - კუნთების ძალის მიხედვით, თქვენ 20 წლის ხართ;

ბ) 35-ჯერ - 30 წლის;

გ) 28-ჯერ - 40 წლის;

დ) 23-ჯერ - 50 წლის;

ე) 15-ჯერ - 60 წლის;

ვ) 12-ზე ნაკლები - 65 წელზე მეტის.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს