მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავარჩიოთ შავი პური საღებავით შეფერილისგან
როგორ გავარჩიოთ შავი პური საღებავით შეფერილისგან

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის შავი და რუხი პური იყი­დე­ბა, თუმ­ცა, მათი სიმ­რავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­ხმა­რე­ბელს მა­ინც უჭირს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ რთულ­დე­ბა, როცა ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მის ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ნამ­დვილ ჭვა­ვის პურს ეძე­ბენ მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე.

რა მე­თო­დე­ბით შეგ­ვიძ­ლია და­ვად­გი­ნოთ შავი პური ხე­ლოვ­ნუ­რი და­ნა­მა­ტე­ბი­თა და სა­ღე­ბა­ვით არის თუ არა შე­ფე­რი­ლი, რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შავი პუ­რის არ­ჩე­ვა­ნი და რა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს მას? ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე Ambebi.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი, ეთერ სარ­ჯვე­ლა­ძე ესა­უბ­რა.

- რა გან­სხვა­ვე­ბაა შავ და რუხ პურს შო­რის და რო­გორ გა­ვი­გოთ, აქვს თუ არა პურს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ემულ­გა­ტო­რე­ბი და სა­ღე­ბა­ვი?

- ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობს რო­გორც შავი, ისე რუხი პური. ჭვა­ვის პური შე­და­რე­ბით შა­ვია, ჭვავ-ხორ­ბლის კი უფრო ღია ფე­რი­საა. რუხი პური კან­გა­უც­ლე­ლი მთლი­ა­ნი ხორ­ბლის დაფ­ქვით მი­ი­ღე­ბა. ჭვა­ვის ფქვი­ლი­სა­გან ცომს ამ­ზა­დე­ბენ მჟა­ვე მე­თო­დით – სა­ფუ­ა­რის ნაც­ვლად იყე­ნე­ბენ მჟა­ვე სა­ფუ­არს, რო­მე­ლიც სა­ფუ­ა­რა სო­კო­ე­ბის გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს რძემ­ჟა­ვა ბაქ­ტე­რი­ებს. რძემ­ჟა­ვა კარ­გად მოქ­მე­დებს ცი­ლე­ბის გა­ჯირ­ჯვე­ბა­ზე, ცომს ნაკ­ლე­ბად წებ­ვადს ხდის, აუმ­ჯო­ბე­სებს რბი­ლო­ბის ელას­ტი­უ­რო­ბას და გე­მოს.

ზოგ­ჯერ მწარ­მო­ე­ბე­ლი მუქი ფე­რის მი­სა­ცე­მად ხე­ლოვ­ნურ და­ნა­მატს იყე­ნებს, რაც პურს მო­ყა­ვის­ფრო შე­ფე­რი­ლო­ბას აძ­ლევს და მყიდ­ვე­ლი ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა შეც­დეს რუხი პუ­რის შერ­ჩე­ვის დროს. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში რუხი პუ­რის შე­სა­მოწ­მებ­ლად არ­სე­ბობს ერთი მარ­ტი­ვი მე­თო­დი: მცი­რე ნა­წი­ლა­კე­ბად და­ფხვნი­ლი პური უნდა ჩა­ყა­როთ თბილ წყალ­ში ( რო­მე­ლიც ხელს ოდ­ნავ წვავს) და და­ე­ლო­დეთ 3-5 წუთი. თუ წყა­ლი მუ­ქად შე­ი­ფე­რა, ე.ი. შე­ღე­ბი­ლია.

- რა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს რუხ პურს და ვის­თვის არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მისი მი­ღე­ბა?

-ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ მი­ვირ­თვათ ჭვა­ვის პური, რო­გოც კი­ბოს და დი­ა­ბე­ტის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო - პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ჭვა­ვის პური შე­ი­ცავს მი­ნე­რა­ლებს, ვი­ტა­მი­ნე­ბის ჯგუფს: B, PP, E მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს, ღე­რო­ვან უჯრე­დი­სებს, ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ამი­ნომ­ჟა­ვებს - ლი­ზინს, მარ­გა­ნეცს, ცინკს, და 30%-ით მეტ რკი­ნას, ვიდ­რე ხორ­ბლის ფქვი­ლი, ასე­ვე 1,5-2 -ჯერ მეტ მაგ­ნი­უმს და კა­ლი­უმს. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ტუ­რად იკ­ვე­ბე­ბი­ან ჭვა­ვის პუ­რით, ავი­ტა­მი­ნო­ზი არ ემუქ­რე­ბათ. ამ პრო­დუქტს ორ­გა­ნიზ­მი­დან შლა­კე­ბი, მა­რი­ლე­ბი და ტოქ­სი­ნე­ბი გა­მოჰ­ყავს.

ხა­რის­ხი­ა­ნი ჭვა­ვის პური ცხვე­ბა სა­ფუ­ა­რის და ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე, ამი­ტომ მისი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას, ამ­ცი­რებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს.

ჭვა­ვის პუ­რით კვე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მათ­თვის, ვი­საც კუ­ჭის წყლუ­ლი აწუ­ხებს. თუმ­ცა მათ შე­უძ­ლი­ათ მი­ირ­თვან ჭვავ-ხორ­ბლის ფქვი­ლის ნა­ზა­ვი პური. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მის რე­კო­მენ­და­ცია.

- რო­გორ პი­რო­ბებ­ში უნდა ინა­ხე­ბო­დეს პური, რა­ტომ არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რუხი და თეთ­რი პუ­რის ერ­თად შე­ნახ­ვა?

- პური უნდა ინა­ხე­ბო­დეს სუფ­თა, მშრალ სა­თავ­სო­ში 20-25 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სით ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. ხორ­ბლის პუ­რის შე­ნახ­ვის ვადა 24 სა­ა­თი, ჭვა­ვის პუ­რის - 36 სა­ა­თია. ვი­ნა­ი­დან ჭვა­ვის პუ­რის ტე­ნი­ა­ნო­ბა მე­ტია ხორ­ბლის პუ­რის ტე­ნი­ა­ნო­ბა­ზე, ამი­ტომ მათი ერ­თად შე­ნახ­ვა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

Ambebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

როგორ გავარჩიოთ შავი პური საღებავით შეფერილისგან

როგორ გავარჩიოთ შავი პური საღებავით შეფერილისგან

ქართულ ბაზარზე უამრავი სახეობის შავი და რუხი პური იყიდება, თუმცა, მათი სიმრავლის მიუხედავად, მომხმარებელს მაინც უჭირს არჩევანის გაკეთება. შერჩევის პროცესი განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა ჭარბი წონის პრობლემის ან შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანები ექიმის რეკომენდაციით, მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ ჭვავის პურს ეძებენ მაღაზიის დახლებზე.

რა მეთოდებით შეგვიძლია დავადგინოთ შავი პური ხელოვნური დანამატებითა და საღებავით არის თუ არა შეფერილი, რამდენად მრავალფეროვანია ქართულ ბაზარზე შავი პურის არჩევანი და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას? ამ და სხვა საინტერესო თემებზე Ambebi.ge-ს საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, ეთერ სარჯველაძე ესაუბრა.

- რა განსხვავებაა შავ და რუხ პურს შორის და როგორ გავიგოთ, აქვს თუ არა პურს შემადგენლობაში ემულგატორები და საღებავი?

- ქართულ ბაზარზე არსებობს როგორც შავი, ისე რუხი პური. ჭვავის პური შედარებით შავია, ჭვავ-ხორბლის კი უფრო ღია ფერისაა. რუხი პური კანგაუცლელი მთლიანი ხორბლის დაფქვით მიიღება. ჭვავის ფქვილისაგან ცომს ამზადებენ მჟავე მეთოდით – საფუარის ნაცვლად იყენებენ მჟავე საფუარს, რომელიც საფუარა სოკოების გარდა მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს. რძემჟავა კარგად მოქმედებს ცილების გაჯირჯვებაზე, ცომს ნაკლებად წებვადს ხდის, აუმჯობესებს რბილობის ელასტიურობას და გემოს.

ზოგჯერ მწარმოებელი მუქი ფერის მისაცემად ხელოვნურ დანამატს იყენებს, რაც პურს მოყავისფრო შეფერილობას აძლევს და მყიდველი ადვილად შეიძლება შეცდეს რუხი პურის შერჩევის დროს. სახლის პირობებში რუხი პურის შესამოწმებლად არსებობს ერთი მარტივი მეთოდი: მცირე ნაწილაკებად დაფხვნილი პური უნდა ჩაყაროთ თბილ წყალში ( რომელიც ხელს ოდნავ წვავს) და დაელოდეთ 3-5 წუთი. თუ წყალი მუქად შეიფერა, ე.ი. შეღებილია.

- რა სასარგებლო თვისებები აქვს რუხ პურს და ვისთვის არ არის რეკომენდებული მისი მიღება?

-ექიმები გვირჩევენ მივირთვათ ჭვავის პური, როგოც კიბოს და დიაბეტის საპროფილაქტიკო - პრევენციული საშუალება.

ჭვავის პური შეიცავს მინერალებს, ვიტამინების ჯგუფს: B, PP, E მიკრო და მაკროელემენტებს, ღეროვან უჯრედისებს, ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს - ლიზინს, მარგანეცს, ცინკს, და 30%-ით მეტ რკინას, ვიდრე ხორბლის ფქვილი, ასევე 1,5-2 -ჯერ მეტ მაგნიუმს და კალიუმს. ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად იკვებებიან ჭვავის პურით, ავიტამინოზი არ ემუქრებათ. ამ პროდუქტს ორგანიზმიდან შლაკები, მარილები და ტოქსინები გამოჰყავს.

ხარისხიანი ჭვავის პური ცხვება საფუარის და ქიმიური დანამატების გარეშე, ამიტომ მისი ყოველდღიური გამოყენება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ჭვავის პურით კვება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც კუჭის წყლული აწუხებს. თუმცა მათ შეუძლიათ მიირთვან ჭვავ-ხორბლის ფქვილის ნაზავი პური. თუმცა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია.

- როგორ პირობებში უნდა ინახებოდეს პური, რატომ არ არის რეკომენდებული რუხი და თეთრი პურის ერთად შენახვა?

- პური უნდა ინახებოდეს სუფთა, მშრალ სათავსოში 20-25 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურაზე. ხორბლის პურის შენახვის ვადა 24 საათი, ჭვავის პურის - 36 საათია. ვინაიდან ჭვავის პურის ტენიანობა მეტია ხორბლის პურის ტენიანობაზე, ამიტომ მათი ერთად შენახვა არ არის რეკომენდებული.

სალომე შიხაშვილი

Ambebi.ge

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე აქცია ჰიმნით დასრულდა დასრულდა

რა ვითარებაა რუსთაველზე, სადაც აქცია მიმდინარეობს - LIVE ადგილიდან