მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთის გამგებელმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტს აგინა
ოზურგეთის გამგებელმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტს აგინა

ოზურ­გე­თის გამ­გე­ბელ­მა კონ­სტან­ტი­ნე შა­რა­შე­ნი­ძემ "გუ­რია ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლისტს, ჟანა მეგ­რე­ლიშ­ვილს სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. გამ­გე­ბელ­თან მი­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი შე­ე­ცა­და, მი­ე­ღო კო­მენ­ტა­რი გამ­გებ­ლის გუ­რი­ის გუ­ბე­ნა­ტორ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე და­ი­წყო თუ არა სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 2013 წელს გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სოფ­ლის პრო­ექ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა სწო­რედ გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­თხოვ­ნით.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი ჟანა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, შა­რა­შე­ნი­ძე ილან­ძღე­ბო­და და ბო­ლოს გი­ნე­ბა­ზეც გა­და­ვი­და.

"შა­რა­შე­ნი­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მთხოვ­და, დიქ­ტო­ფო­ნი არ ჩა­მერ­თო, მიყ­ვი­რო­და, რა­ტომ მი­წერ ასეთ რა­ღა­ცე­ებს, რას ახა­რებ ამ "ნა­გავ ხალ­ხს", ან რა გინ­და ამ სოფ­ლებ­ში რომ და­დი­ხარ, რას ეძებ, მე რომ ცუდი და­მე­მარ­თოს, გა­გი­ხარ­დე­ბა. რას ეძებ ამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­სო - ხმა­მაღ­ლა მე­სა­უბ­რე­ბო­და და დიქ­ტო­ფო­ნის ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. როცა და­ი­ნა­ხა, რომ დიქ­ტო­ფო­ნის ჩარ­თვა მო­ვა­ხერ­ხე, უკვე და­კარ­გა ყო­ველ­გვა­რი კონ­ტრო­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე და ღიად, დიქ­ტო­ფონ­ზე და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად შე­მა­გი­ნა უშ­ვე­რად. რად­გა­ნაც უკვე შე­იქ­მნა სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ შა­რა­შე­ნი­ძეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც შე­იძ­ლე­ბო­და მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ვე­ცა­დე, სას­წრა­ფოდ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა მისი კა­ბი­ნე­ტი" ,- აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, შა­რა­შე­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლისტსა და გა­მო­ცე­მას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"მე სრუ­ლად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ჩემი ქმე­დე­ბის სიმ­ძი­მე, რა­საც არა­ნა­ი­რად არ ამარ­თლებს ის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, რაც ამ ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბას უძღო­და. მათ შო­რის, არც ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ამ გა­მოთ­ქმე­ბის ად­რე­სა­ტი ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ე.წ. წყა­როა და ნამ­დვი­ლად არ არის კონ­კრე­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, მით უმე­ტეს, რე­დაქ­ცია. არც ის ფაქ­ტი, რომ ეს მხო­ლოდ ამო­ნა­რი­დია საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი და ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რი­სა, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზე ამ ეტაპ­ზე ჩემი მხრი­დან სა­უ­ბა­რი უზ­ნე­ო­ბად მი­მაჩ­ნია. კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვამ ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მას ზო­გა­დად მე­დი­ის, მათ შო­რის "გუ­რია ნი­უ­სის", მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის მი­მართ და ბო­დიშს ვიხ­დი ჩემი, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლის არა­ე­თი­კუ­რი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლის გამო", - ნათ­ქვა­მია გამ­გებ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­სტან­ტი­ნე შა­რა­შე­ნი­ძის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეს პირ­ვე­ლი ინ­ცი­დენ­ტი არ არის, ანა­ლო­გი­ურ შემ­ხვე­ვებ­ზე გა­მო­ცე­მა ად­რეც წერ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" შა­რა­შე­ნი­ძე ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ვრცლად"გუ­რია ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ოზურგეთის გამგებელმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტს აგინა

ოზურგეთის გამგებელმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტს აგინა

ოზურგეთის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ "გურია ნიუსის" ჟურნალისტს, ჟანა მეგრელიშვილს საკუთარ კაბინეტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამგებელთან მისული ჟურნალისტი შეეცადა, მიეღო კომენტარი გამგებლის გურიის გუბენატორთან დაპირისპირების შესახებ და ასევე დაიწყო თუ არა სპეციალურმა კომისიამ მუნიციპალიტეტში 2013 წელს გახორციელებული სოფლის პროექტების შემოწმება სწორედ გუბერნატორის მოთხოვნით.

როგორც ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი ამბობს, შარაშენიძე ილანძღებოდა და ბოლოს გინებაზეც გადავიდა.

"შარაშენიძე კატეგორიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მთხოვდა, დიქტოფონი არ ჩამერთო, მიყვიროდა, რატომ მიწერ ასეთ რაღაცეებს, რას ახარებ ამ "ნაგავ ხალხს", ან რა გინდა ამ სოფლებში რომ დადიხარ, რას ეძებ, მე რომ ცუდი დამემართოს, გაგიხარდება.  რას ეძებ ამ გაჭირვებულებსო - ხმამაღლა მესაუბრებოდა და დიქტოფონის ჩართვის საშუალებას არ მაძლევდა. როცა დაინახა, რომ დიქტოფონის ჩართვა მოვახერხე, უკვე დაკარგა ყოველგვარი კონტროლი საკუთარ თავზე და ღიად, დიქტოფონზე დასაფიქსირებლად შემაგინა უშვერად. რადგანაც უკვე შეიქმნა საშიშროება, რომ შარაშენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც შეიძლებოდა მოეყენებინა, ვეცადე, სასწრაფოდ დამეტოვებინა მისი კაბინეტი" ,- აცხადებს ჟურნალისტი.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, შარაშენიძემ ჟურნალისტსა და გამოცემას ბოდიში მოუხადა.

"მე სრულად მაქვს გააზრებული ჩემი ქმედების სიმძიმე, რასაც არანაირად არ ამართლებს ის წინაპირობები, რაც ამ ჩანაწერის გაკეთებას უძღოდა. მათ შორის, არც ის გარემოება, რომ ამ გამოთქმების ადრესატი ჟურნალისტის მიერ დასახელებული ე.წ. წყაროა და ნამდვილად არ არის კონკრეტული ჟურნალისტი, მით უმეტეს, რედაქცია. არც ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ამონარიდია საკმაოდ ემოციური და ხანგრძლივი საუბრისა, რომლის დეტალებზე ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან საუბარი უზნეობად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას ზოგადად მედიის, მათ შორის "გურია ნიუსის", მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მიმართ და ბოდიშს ვიხდი ჩემი, როგორც საჯარო მოხელის არაეთიკური, არაადეკვატური საქციელის გამო", - ნათქვამია გამგებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, კონსტანტინე შარაშენიძის სახელთან დაკავშირებული ეს პირველი ინციდენტი არ არის, ანალოგიურ შემხვევებზე გამოცემა ადრეც წერდა. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნებისთვის" შარაშენიძე ხელშეუხებელია.

იხილეთ ვრცლად ”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა