მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიარაღების რბოლა" - მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე
"შეიარაღების რბოლა" - მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე

2009 წლის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზის­მა მძი­მე დარ­ტყმა არა­ერ­თი ქვეყ­ნის სამ­ხედ­როს ბი­უ­ჯეტს მი­ა­ყე­ნა. ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის­თვის გან­კუთ­ვნილ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად, ბევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ სხვა­დას­ხვა პერ­სპექ­ტი­ულ სამ­ხედ­რო პრო­ექ­ტზეც თქვა უარი.

ბოლო დროს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბის ზრდა­ზე ალა­პა­რა­კედ­ნენ და ახა­ლი "შე­ი­ა­რა­ღე­ბის რბო­ლის" და­წყე­ბა­საც პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. მათ შო­რი­საა კომ­პა­ნია IHS (Jane's Annual Defence Budgets Review). მისი ან­გა­რი­შით, სამ­ხედ­რო ხარ­ჯე­ბის ზრდა­ში ლო­მის წილი ჩი­ნეთ­სა და რუ­სეთ­ზე მო­დის. ამ გა­რე­მო­ე­ბა­ზე ის ფაქ­ტიც მე­ტყვე­ლებს, რომ ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი თავ­დაც­ვი­თი ბი­უ­ჯე­ტის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, რუ­სეთ­მა მე–5 პო­ზი­ცი­ი­დან მე­სა­მე­ზე გად­მო­ი­ნაც­ვლა. NATO-ს ექ­სპერ­ტე­ბი ამ სა­კი­თხზე შეშ­ფო­თე­ბას უკვე დიდი ხა­ნია გა­მო­ხა­ტა­ვენ. რუსი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ და­კარ­გუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის აღ­დგე­ნას ცდი­ლობს. IHS-ის თქმით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თავ­დაც­ვით ხარ­ჯებს რუ­სე­თი 44 %-ით გაზ­რდის. თუ 2013 წელს ამ სფე­რო­ში 68,9 მლრდ დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა, 2016 წლის­თვის ეს ციფ­რი 98 მლრდ-მდე გა­იზ­რდე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი თავ­დაც­ვი­თი ბი­უ­ჯე­ტის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის ხუ­თე­ულ­ში, შუა პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვედ­რილ­მა რუ­სეთ­მა უკან დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ია­პო­ნია ჩა­მო­ი­ტო­ვა. წინ - აშშ და ჩი­ნე­თი არი­ან.

რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის გარ­და, და­სავ­ლეთს სპარ­სე­თის ყუ­რე­ში მიმ­დი­ნა­რე "სამ­ხედ­რო რბო­ლაც" აფიქ­რებს. "დამ­ნა­შა­ვედ" ამა­ში ირა­ნი ით­ვლე­ბა. ომა­ნი და სა­უ­დის არა­ბე­თი, თე­ი­რან­თან შე­საძ­ლო ომის­თვის ია­რაღ­დე­ბი­ან. თავ­დაც­ვა­ზე ხარ­ჯებს არც ამა­ვე რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე ის­რა­ე­ლი იშუ­რებს, რომ­ლის მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ია­რა­ნი­სად­მი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. თა­ვად ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა კი ყო­ველ­მხრი­ვი სამ­ხედ­რო სან­ქცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­მა­მუ­ლო წარ­მო­ე­ბის ხარ­ჯზე ცდი­ლობს.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის მკვეთ­რი ზრდის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე გა­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის მხრივ, აბ­სო­ლუ­ტურ ლი­დე­რად კვლავ აშშ რჩე­ბა. ბი­უ­ჯე­ტის 1,3 %-ით შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წელს თავ­დაც­ვა­ზე ამე­რი­კა 578 მლრდ დო­ლარს და­ხარ­ჯავს. გარ­კვე­ულ წი­ლად ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა, ავ­ღა­ნეთ­ში სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის დას­რუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ხუ­თე­უ­ლის და­ნარ­ჩენ წევ­რებს, აშშ-ს და­წე­ვა, რბი­ლად რომ ვთქვათ, გა­უ­ჭირ­დე­ბათ. შე­და­რე­ბის­თვის, ჩი­ნე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ბი­უ­ჯე­ტი 139,2 მლრდ, რუ­სე­თის კი - 68,9 მლრდ დო­ლა­რია.

მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის­კენ პა­ტა­რა ქვეყ­ნებს დიდი თა­ნა­მოძ­მე­ე­ბი უბიძ­გე­ბენ. ამე­რი­კის ხელ­შე­წყო­ბით, პირ­ვე­ლად 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბი ია­პო­ნი­ა­მაც გა­ზარ­და. ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზი კო­მუ­ნის­ტუ­რი კო­რეა და დი­ნა­მი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ჩი­ნე­თია. წლი­უ­რი 56,8 მლრდ-ით, IHS-ის სი­ა­ში ია­პო­ნია მე­ხუ­თე ად­გილ­ზე მოხ­ვდა და უკან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მფლო­ბე­ლი საფ­რან­გე­თიც ჩა­მო­ი­ტო­ვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

"შეიარაღების რბოლა" - მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე

"შეიარაღების რბოლა" - მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე

2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა არაერთი ქვეყნის სამხედროს ბიუჯეტს მიაყენა. ქვეყნის თავდაცვისთვის განკუთვნილ ხარჯების შემცირებასთან ერთად, ბევრმა სახელმწიფომ სხვადასხვა პერსპექტიულ სამხედრო პროექტზეც თქვა უარი.

ბოლო დროს ვითარება შეიცვალა და უკანასკნელი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიოში თავდაცვითი ხარჯების ზრდაზე ალაპარაკედნენ და ახალი "შეიარაღების რბოლის" დაწყებასაც პროგნოზირებენ. მათ შორისაა კომპანია IHS (Jane's Annual Defence Budgets Review). მისი ანგარიშით, სამხედრო ხარჯების ზრდაში ლომის წილი ჩინეთსა და რუსეთზე მოდის. ამ გარემოებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ყველაზე მსხვილი თავდაცვითი ბიუჯეტის მქონე ქვეყნების სიაში, რუსეთმა მე–5 პოზიციიდან მესამეზე გადმოინაცვლა. NATO-ს ექსპერტები ამ საკითხზე შეშფოთებას უკვე დიდი ხანია გამოხატავენ. რუსი ანალიტიკოსების თქმით, ქვეყანა მხოლოდ სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაკარგული პოტენციალის აღდგენას ცდილობს. IHS-ის თქმით, უახლოეს მომავალში თავდაცვით ხარჯებს რუსეთი 44 %-ით გაზრდის. თუ 2013 წელს ამ სფეროში 68,9 მლრდ დოლარი დაიხარჯა, 2016 წლისთვის ეს ციფრი 98 მლრდ-მდე გაიზრდება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის მქონე ქვეყნების ხუთეულში, შუა პოზიციაზე მოხვედრილმა რუსეთმა უკან დიდი ბრიტანეთი და იაპონია ჩამოიტოვა. წინ - აშშ და ჩინეთი არიან.

რუსეთისა და ჩინეთის გარდა, დასავლეთს სპარსეთის ყურეში მიმდინარე "სამხედრო რბოლაც" აფიქრებს. "დამნაშავედ" ამაში ირანი ითვლება. ომანი და საუდის არაბეთი, თეირანთან შესაძლო ომისთვის იარაღდებიან. თავდაცვაზე ხარჯებს არც ამავე რეგიონში მდებარე ისრაელი იშურებს, რომლის მტრული დამოკიდებულება იარანისადმი ყველასთვის ცნობილია. თავად ისლამური რესპუბლიკა კი ყოველმხრივი სამხედრო სანქციების პირობებში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას სამამულო წარმოების ხარჯზე ცდილობს.

სხვადასხვა ქვეყნებში, თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, შეიარაღების შესყიდვაზე გაღებული თანხების მხრივ, აბსოლუტურ ლიდერად კვლავ აშშ რჩება. ბიუჯეტის 1,3 %-ით შემცირების მიუხედავად, წელს თავდაცვაზე ამერიკა 578 მლრდ დოლარს დახარჯავს. გარკვეულ წილად ხარჯების შემცირება, ავღანეთში სამხედრო კამპანიის დასრულებას უკავშირდება.

ხუთეულის დანარჩენ წევრებს, აშშ-ს დაწევა, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდებათ. შედარებისთვის, ჩინეთის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 139,2 მლრდ, რუსეთის კი - 68,9 მლრდ დოლარია.

მილიტარიზაციისკენ პატარა ქვეყნებს დიდი თანამოძმეები უბიძგებენ. ამერიკის ხელშეწყობით, პირველად 10 წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯები იაპონიამაც გაზარდა. ამომავალი მზის ქვეყნის შემთხვევაში, მილიტარიზაციის მიზეზი კომუნისტური კორეა და დინამიურად განვითარებადი ჩინეთია. წლიური 56,8 მლრდ-ით, IHS-ის სიაში იაპონია მეხუთე ადგილზე მოხვდა და უკან ბირთვული იარაღის მფლობელი საფრანგეთიც ჩამოიტოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე