მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
AUTO BILD-მა წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა
AUTO BILD-მა წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა

რენჯ რო­ვე­რი, მერ­სე­დე­სი, ბე­ემ­ვე, ტო­ი­ო­ტა, აუდი, მაზ­და, - სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კონ­კურ­სის, "ოქ­როს საჭე 2013"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი უკვე ცნო­ბი­ლია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ექვს კლას­ში გა­მოვ­ლინ­დნენ. წლის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე და­ა­სა­ხე­ლეს. გალა-და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი "აუტო ბილდ სა­ქარ­თვე­ლოს" ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა.

რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კონ­კურ­სი "ოქ­როს საჭე 2013" სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ვი­და.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­კურ­სში 25 ათა­სამ­დე ავ­ტო­მოყ­ვა­რულ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რჩე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" რე­ი­ტინ­გუ­ლი ვებ-გვერ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის კამ­პა­ნი­ა­ში სხვა­დას­ხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო დი­ლე­რე­ბი, ავტო ბრენ­დის ფან კლუ­ბე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დი­ლერ კომ­პა­ნი­ებ­სა და პარტნი­ო­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბიც გა­და­ე­ცათ.

"ჟურ­ნალ­მა "აუტო ბილდმა" კომ­პა­ნია "ვი­სოლ­თან" ერ­თად დღეს გა­ა­ერ­თი­ა­ნა მთე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ქარ­თვე­ლო და შედ­გა გალა-და­ჯილ­დო­ე­ბა იმ ხან­გრძლი­ვი აქ­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვგუ­ლის­ხმობ "ოქ­როს სა­ჭის" გა­მო­კი­თხვას, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნას გუ­ლის­ხმობ­და. გა­მოვ­ლინ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. ჩვენ და­ვა­ჯილ­დო­ვეთ ყვე­ლა კლა­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვფიქ­რობ, ღო­ნის­ძი­ე­ბით ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნალ "აუტო ბილ­დის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა შალ­ვა ბუ­ა­ჩი­ძემ.

სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტოს­პორ­ტსმე­ნე­ბიც გა­მოვ­ლინ­დნენ. ავ­ტომრბო­ლე­ლე­ბი მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით და­ჯილ­დოვ­დნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცია კი წლის ავ­ტოს­პორ­ტსმე­ნის გა­მოვ­ლე­ნა იყო. წლის ავ­ტოს­პორ­ტსმე­ნი მრბო­ლე­ლი დათა ქა­ჯა­ია გახ­და. პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რი იყო კომ­პა­ნია "ვი­სო­ლი".

"კომ­პა­ნია "ვი­სო­ლი" მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხა­რი ედგა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოხ­დეს სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლის შერ­ჩე­ვა, რად­გან დღე­ვან­დე­ლი ავ­ტო­ინ­დუსტრია აწარ­მო­ებს უამ­რა­ვი მა­ღა­ლი კლა­სის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლებს და თა­ვის­თა­ვად მა­ღა­ლი კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­თხოვს მა­ღა­ლი კლა­სის საწ­ვავს", - გა­ნა­ცხა­და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე "ვი­სო­ლის" გე­ნე­რა­ლურ­მას დი­რექ­ტორ­მა ვა­სილ ხო­რა­ვამ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბა "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლოს­თან" ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სპორ­ტის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­უ­წია. მხარ­დამ­ჭე­რი "ივენთ კომ­პა­ნია დე­ლი­კა­ტო" იყო. აუტო ბილ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თუ­ლი "ოქ­როს საჭე 2013" ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით დას­რულ­და.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

AUTO BILD-მა წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა

AUTO BILD-მა წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა

რენჯ როვერი, მერსედესი, ბეემვე, ტოიოტა, აუდი, მაზდა, - საავტომობილო კონკურსის, "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. გამარჯვებული ავტომობილები ექვს კლასში გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო ავტომობილები რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაასახელეს. გალა-დაჯილდოების ცერემონიალი "აუტო ბილდ საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პრესტიჟული საავტომობილო კონკურსი "ოქროს საჭე 2013" საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოვიდა.

მათი ინფორმაციით, კონკურსში 25 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიის" რეიტინგული ვებ-გვერდების საშუალებით მიმდინარეობდა.

საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართულები. საზეიმო ღონისძიებაზე დილერ კომპანიებსა და პარტნიორებს სპეციალური პრიზებიც გადაეცათ.

"ჟურნალმა "აუტო ბილდმა" კომპანია "ვისოლთან" ერთად დღეს გააერთიანა მთელი საავტომობილო საქართველო და შედგა გალა-დაჯილდოება იმ ხანგრძლივი აქციისა, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვგულისხმობ "ოქროს საჭის" გამოკითხვას, რომელიც საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩვენ დავაჯილდოვეთ ყველა კლასის გამარჯვებულის წარმომადგენლობას საქართველოში. ვფიქრობ, ღონისძიებით ყველა კმაყოფილია", - განაცხადა ჟურნალ "აუტო ბილდის" მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო ავტოსპორტსმენებიც გამოვლინდნენ. ავტომრბოლელები მთელი სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების კულმინაცია კი წლის ავტოსპორტსმენის გამოვლენა იყო. წლის ავტოსპორტსმენი მრბოლელი დათა ქაჯაია გახდა. პროექტის პარტნიორი იყო კომპანია "ვისოლი".

"კომპანია "ვისოლი" მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარი ედგა ამ ღონისძიებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს საუკეთესო მოდელის შერჩევა, რადგან დღევანდელი ავტოინდუსტრია აწარმოებს უამრავი მაღალი კლასის მქონე ავტომობილებს და თავისთავად მაღალი კლასის ავტომობილი მოითხოვს მაღალი კლასის საწვავს", - განაცხადა ღონისძიებაზე "ვისოლის" გენერალურმას დირექტორმა ვასილ ხორავამ.

ღონისძიებას ორგანიზატორობა "AUTO BILD საქართველოსთან" ერთად, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციამ გაუწია. მხარდამჭერი "ივენთ კომპანია დელიკატო" იყო. აუტო ბილდის ორგანიზებით გამართული "ოქროს საჭე 2013" ფოიერვერკებით დასრულდა.

მინდია აფციაური

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია