კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩამოიხრჩო თავი საქართველოს საელჩოს მძღოლმა?
რატომ ჩამოიხრჩო თავი საქართველოს საელჩოს მძღოლმა?

რა­ტომ ინარ­ჩუ­ნე­ბენ დღემ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებს სა­ელ­ჩო­ებ­ში? რა­ტომ არ ინ­ტე­რეს­დე­ბა ამით სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი? რა­ტომ უნდა გან­თა­ვი­სუფ­ლდნენ უცხო­ე­თის სა­ელ­ჩო­ე­ბი­დან, პირ­ველ რიგ­ში, დამ­ლა­გებ­ლე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი?

ამ სა­კი­თხებ­ზე "ალი­ას" პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პირ­ვე­ლი შტა­ბის შემ­ქმნე­ლი ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე ესა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რო­გორც ვიცი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თეთ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის მოხ­სნის თხოვ­ნით. რას ერ­ჩით, რა­ტომ ითხოვთ მის მოხ­სნას?

- 2010 წლი­დან პორ­ტუ­გა­ლი­ის სა­ელ­ჩო და ელჩი გოგა გორ­გი­ლა­ძე ვერ ახერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვას. ერთი მა­გა­ლი­თი, ერთი შემ­თხვე­ვა არ მახ­სოვს, რომ სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქის დაც­ვა მო­ა­ხერ­ხა. მა­გა­ლით­საც მო­გიყ­ვე­ბით. გა­ა­ჩე­რეს სა­ელ­ჩოს მან­ქა­ნა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიპ­ლო­მა­ტი­ურ­ნომ­რი­ან მან­ქა­ნას იმუ­ნი­ტე­ტი იცავს. მძღო­ლი ნას­ვა­მი იყო და პო­ლი­ცი­ას­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და. სა­ელ­ჩომ რომ ვერ მო­ა­ხერ­ხა მძღო­ლის დაც­ვა, მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან. მი­უ­სა­ჯეს 5 წელი. 6 იან­ვარს გა­და­წყდა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ელ­ჩოს 6 იან­ვრამ­დე არ მო­უ­კი­თხავს ეს ადა­მი­ა­ნი. პრო­ცე­დუ­რე­ბი დას­რულ­და, დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­იგ­ზავ­ნა და 6 იან­ვარს ეს ადა­მი­ა­ნი აე­რო­პორ­ტის სა­დე­პორ­ტო­ში, სა­დაც უნდა ჩა­ეს­ვათ თვითმფრი­ნავ­ში, ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

- თავი რა­ტომ მო­იკ­ლა, ხომ არ გა­გირ­კვე­ვი­ათ?

- ამ ადა­მი­ა­ნის მგე­ობ­რებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა მი­თხრეს, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი მას თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბის არ ჰქონ­დაო. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ან მოკ­ლუ­ლია იქ პა­ტიმ­რე­ბის მიერ, ან ისე­თი რამ მოხ­და, რა­საც პო­ლი­ცია მა­ლავ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ნამ ჩემი მე­გო­ბა­რი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ად­ვო­კა­ტი არ მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში და ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ა­კე­თა გა­ნა­ცხა­დი, არ უთხრეს, რომ ეს მძღო­ლი 21 იან­ვარს ნა­ხეს ჩა­მომ­ხრჩვა­ლი. 6 იან­ვარს ჩა­მომ­ხრჩვალ ადა­მი­ან­ზე 21-ში თქვეს, გარ­და­იც­ვა­ლაო. ამის შემ­დეგ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს იგებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ჩვენ­გან და იმის მა­გივ­რად, რომ ელჩმა რა­ი­მე მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვას, ამ­ბობს, ამ მძღოლს ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და და თავი იმი­ტომ მო­იკ­ლაო.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ ინარ­ჩუ­ნებს ეს ადა­მი­ა­ნი დღემ­დე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას?

- არა­ერ­თხელ მივ­მარ­თე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ და ვწერ­დი მი­ზეზს, რა­ტომ უნდა გა­დამ­დგა­რი­ყო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ეს ადა­მი­ა­ნი, ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბაა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვა, მაგ­რამ, ამ მხრივ, არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. პი­რა­და­დაც კი შევ­ხვდი მაია ფან­ჯი­კი­ძეს, ვე­სა­უბ­რე, ვთხო­ვე, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ არის ეს გორ­გი­ლა­ძე, სა­ელ­ჩო ქმე­დი­თუ­უ­ნა­როა და გა­და­ა­ყე­ნე-მეთ­ქი.

- რა გი­პა­სუ­ხათ?

- თავს არი­დებს კონ­კრე­ტულ პა­სუხს და ამ­ბობს, ცოტა დრო დარ­ჩა ისე­და­ცო. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, რომ ამ ადა­მი­ანს უწევ­და რო­ტა­ცია და ვი­ფიქ­რე, რომ ფან­ჯი­კი­ძე ამას ელო­დე­ბო­და, მაგ­რამ დღეს ამა­ზე გა­ჩე­რე­ბა და თვა­ლის და­ხუჭ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, დები, დე­დე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მათ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად აი­სა­ხე­ბა გორ­გი­ლა­ძის თავ­ნე­ბო­ბე­ბი.

- პი­რად სა­უ­ბარ­ში მი­თხა­რით, გორ­გი­ლა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" საქ­მეს აკე­თებ­და პორ­ტუ­გა­ლი­ა­შიო. კონ­კრე­ტუ­ლად რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს საქ­მის კე­თე­ბა?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" დას­ვეს ეს ელჩი, რო­მე­ლიც გა­მოდ­გა უუ­ნა­რო და არაფ­რის მაქ­ნი­სი, სა­მა­გი­ე­როდ, ის იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­ტო­კო­ლის უფ­რო­სი, მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი, რო­მელ­მაც მთე­ლი პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხუ­რი წა­მო­იყ­ვა­ნა პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში და აქეთ და­მი­წყო ბრძო­ლა.

- რა­ტომ გებ­რძოდ­ნენ?

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამომ­რჩევ­ლებს არ მა­რე­გის­ტრი­რებ­დნენ. ამ ადა­მი­ა­ნებს ხე­ლის შეშ­ლის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ამათ გამო ჩვენ ვერ მი­ვი­ღეთ ვერც გა­ე­რო­ში პორ­ტუ­გა­ლი­ის მხარ­და­ჭე­რა, ვერც ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, მხო­ლოდ ჩვენს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მი­ე­სალ­მა, ამ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხეთ. სა­ელ­ჩო სრუ­ლად არის ჩა­ვარ­დნი­ლი. მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც საქ­მის კურ­სშია და ფან­ჯი­კი­ძეც.

- ბევრ სა­ელ­ჩო­შია ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა, სავ­სეა ძვე­ლი კად­რე­ბით...

- პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა ახალ კონ­სულ­სა და ელჩს ვურ­ჩევ და მო­ვუ­წო­დებ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ მძღო­ლე­ბი და დამ­ლა­გებ­ლე­ბი. ესე­ნი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ჟიმს. ეს დამ­ლა­გებ­ლე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ ელჩზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია, ხე­დავ­დნენ ბევრ რა­მეს და ექ­ნე­ბათ მო­ტი­ვი, კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლონ ძველ ელ­ჩებ­თან. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, ელ­ჩე­ბო, რად­გან ეს ის ხალ­ხია, არ­ჩევ­ნე­ბის დროს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე" რომ მუ­შა­ობ­დნენ, ემიგ­რანტ ქარ­თვე­ლებს სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ხმის მი­ცე­მას სთხოვ­დნენ, არა­ლე­გა­ლებს და­ჭე­რით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ხმას არ მის­ცემ­დნენ. ეს კა­ტე­გო­რი­აა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ახალ­მა ელჩმა უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს, თო­რემ და­ი­ღუ­პე­ბი­ან. ვინ­მემ იცის, რა ინ­ფორ­მა­ცი­ებს აწ­ვდი­ან სა­ელ­ჩო­ე­ბი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და მათ­გან რა და­ვა­ლე­ბებს იღე­ბენ?

- ახალ ელ­ჩებ­ზე რას იტყვით?

- კარ­გს ვე­რა­ფერს, ჩვენ გვყავს ერთი ელჩი, პა­ტა­რი­ძე, რო­მე­ლიც ახლა ყა­ზა­ხე­თის ელ­ჩია და რო­მე­ლიც "ზონ­დერობ­და" "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სა­ხე­ლით. თურ­ქეთ­ში იყო კონ­სუ­ლი, "ზონ­დერობ­და" სა­კუ­თარ ხალ­ხზე, ამოჰ­ყავ­და ხალ­ხი გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში, აში­ნებ­და და ემუქ­რე­ბო­და. ეს ადა­მი­ა­ნი კი არ მოხ­სნეს, პი­რი­ქით, და­ა­წი­ნა­უ­რეს. არის კი­დევ ერთი ელჩი, გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში დეს­პა­ნია. ეს ის ადა­მი­ა­ნია, უტა ივა­ნიშ­ვილ­მა რომ "ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რი ჩა­იც­ვა და ერთი ამ­ბა­ვი ატე­ხა, ლა­მის საფ­რან­გეთ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი და­ხუ­რეს. აი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ად­გე­ნენ დღეს ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ას. თა­ვად სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც ბევ­რი არა­ვინ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა და ისევ ძვე­ლი კად­რე­ბი­თაა სავ­სე. იქ არის მთა­ვა­რი "ზონ­დე­რი", გელა ბუ­კია, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი ფი­ნან­სის­ტია. მან მო­ტყუ­ე­ბით გა­მახ­სნე­ვი­ნა სა­ელ­ჩო პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ჩემი სახ­სრე­ბით და მერე არ ამი­ნა­ზღა­უ­რა. ვთხოვ ფან­ჯი­კი­ძეს, კად­რებს გა­და­ხე­დოს.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

რატომ ჩამოიხრჩო თავი საქართველოს საელჩოს მძღოლმა?

რატომ ჩამოიხრჩო თავი საქართველოს საელჩოს მძღოლმა?

რატომ ინარჩუნებენ დღემდე "ნაციონალები" წამყვან პოზიციებს საელჩოებში? რატომ არ ინტერესდება ამით საგარეო საქმეთა მინისტრი? რატომ უნდა განთავისუფლდნენ უცხოეთის საელჩოებიდან, პირველ რიგში, დამლაგებლები და მომღერლები?

ამ საკითხებზე "ალიას" პორტუგალიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი და "ქართული ოცნების" პირველი შტაბის შემქმნელი ირაკლი ბარამიძე ესაუბრა:

- ბატონო ირაკლი, როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეთ პორტუგალიაში საქართველოს ელჩის მოხსნის თხოვნით. რას ერჩით, რატომ ითხოვთ მის მოხსნას?

- 2010 წლიდან პორტუგალიის საელჩო და ელჩი გოგა გორგილაძე ვერ ახერხებს საქართველოს მოქალაქეების დაცვას. ერთი მაგალითი, ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ საელჩომ საქართველოს რომელიმე მოქალაქის დაცვა მოახერხა. მაგალითსაც მოგიყვებით. გააჩერეს საელჩოს მანქანა, მოგეხსენებათ, დიპლომატიურნომრიან მანქანას იმუნიტეტი იცავს. მძღოლი ნასვამი იყო და პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა. საელჩომ რომ ვერ მოახერხა მძღოლის დაცვა, მარტივი გამოსავალი იპოვა და გაათავისუფლა სამსახურიდან. მიუსაჯეს 5 წელი. 6 იანვარს გადაწყდა, რომ ეს ადამიანი ექსტრადირებული უნდა ყოფილიყო საქართველოში. დარწმუნებული ვარ, საელჩოს 6 იანვრამდე არ მოუკითხავს ეს ადამიანი. პროცედურები დასრულდა, დოკუმენტები გადაიგზავნა და 6 იანვარს ეს ადამიანი აეროპორტის სადეპორტოში, სადაც უნდა ჩაესვათ თვითმფრინავში, ჩამომხრჩვალი იპოვეს.

- თავი რატომ მოიკლა, ხომ არ გაგირკვევიათ?

- ამ ადამიანის მგეობრებმა და ახლობლებმა მითხრეს, არანაირი საფუძველი მას თავის ჩამოხრჩობის არ ჰქონდაო. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ან მოკლულია იქ პატიმრების მიერ, ან ისეთი რამ მოხდა, რასაც პოლიცია მალავდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სანამ ჩემი მეგობარი პორტუგალიელი ადვოკატი არ მივიდა პოლიციაში და ოფიციალურად არ გააკეთა განაცხადი, არ უთხრეს, რომ ეს მძღოლი 21 იანვარს ნახეს ჩამომხრჩვალი. 6 იანვარს ჩამომხრჩვალ ადამიანზე 21-ში თქვეს, გარდაიცვალაო. ამის შემდეგ გარდაცვალების ფაქტს იგებს საქართველოს საელჩო ჩვენგან და იმის მაგივრად, რომ ელჩმა რაიმე მწუხარება გამოთქვას, ამბობს, ამ მძღოლს ინტერპოლი ეძებდა და თავი იმიტომ მოიკლაო.

- როგორ ფიქრობ, რატომ ინარჩუნებს ეს ადამიანი დღემდე ამ თანამდებობას?

- არაერთხელ მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ადამიანის შესახებ და ვწერდი მიზეზს, რატომ უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან ეს ადამიანი, ელჩის მოვალეობაა საკუთარი მოქალაქეების დაცვა, მაგრამ, ამ მხრივ, არაფერი გაუკეთებია. პირადადაც კი შევხვდი მაია ფანჯიკიძეს, ვესაუბრე, ვთხოვე, კეთილსინდისიერი ადამიანი არ არის ეს გორგილაძე, საელჩო ქმედითუუნაროა და გადააყენე-მეთქი.

- რა გიპასუხათ?

- თავს არიდებს კონკრეტულ პასუხს და ამბობს, ცოტა დრო დარჩა ისედაცო. გავითვალისწინე, რომ ამ ადამიანს უწევდა როტაცია და ვიფიქრე, რომ ფანჯიკიძე ამას ელოდებოდა, მაგრამ დღეს ამაზე გაჩერება და თვალის დახუჭვა შეუძლებელია. პორტუგალიაში ჩვენი მეგობრები, დები, დედები ცხოვრობენ და მათზე ყოველდღიურად აისახება გორგილაძის თავნებობები.

- პირად საუბარში მითხარით, გორგილაძე "ნაციონალების" საქმეს აკეთებდა პორტუგალიაშიო. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს საქმის კეთება?

- "ნაციონალებმა" დასვეს ეს ელჩი, რომელიც გამოდგა უუნარო და არაფრის მაქნისი, სამაგიეროდ, ის იყო სააკაშვილის პროტოკოლის უფროსი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელმაც მთელი პროტოკოლის სამსახური წამოიყვანა პორტუგალიაში და აქეთ დამიწყო ბრძოლა.

- რატომ გებრძოდნენ?

- "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს არ მარეგისტრირებდნენ. ამ ადამიანებს ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ამათ გამო ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც გაეროში პორტუგალიის მხარდაჭერა, ვერც ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მხოლოდ ჩვენს ნატოში გაწევრიანებას მიესალმა, ამდენი მოვახერხეთ. საელჩო სრულად არის ჩავარდნილი. მიზეზების შესახებ ღარიბაშვილიც საქმის კურსშია და ფანჯიკიძეც.

- ბევრ საელჩოშია ანალოგიური ვითარება, სავსეა ძველი კადრებით...

- პირველ რიგში, ყველა ახალ კონსულსა და ელჩს ვურჩევ და მოვუწოდებ, გაათავისუფლონ მძღოლები და დამლაგებლები. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ "ნაციონალების" რეჟიმს. ეს დამლაგებლები არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ელჩზე მეტი ინფორმაცია, ხედავდნენ ბევრ რამეს და ექნებათ მოტივი, კავშირი გააგრძელონ ძველ ელჩებთან. ყველას მოგიწოდებთ, ელჩებო, რადგან ეს ის ხალხია, არჩევნების დროს "ნაციონალებზე" რომ მუშაობდნენ, ემიგრანტ ქართველებს სააკაშვილისთვის ხმის მიცემას სთხოვდნენ, არალეგალებს დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ "ნაციონალებს" ხმას არ მისცემდნენ. ეს კატეგორიაა, რომელიც ყველა ახალმა ელჩმა უნდა გაათავისუფლოს, თორემ დაიღუპებიან. ვინმემ იცის, რა ინფორმაციებს აწვდიან საელჩოებიდან "ნაციონალებს" და მათგან რა დავალებებს იღებენ?

- ახალ ელჩებზე რას იტყვით?

- კარგს ვერაფერს, ჩვენ გვყავს ერთი ელჩი, პატარიძე, რომელიც ახლა ყაზახეთის ელჩია და რომელიც "ზონდერობდა" "ნაციონალების" სახელით. თურქეთში იყო კონსული, "ზონდერობდა" საკუთარ ხალხზე, ამოჰყავდა ხალხი გენერალურ საკონსულოში, აშინებდა და ემუქრებოდა. ეს ადამიანი კი არ მოხსნეს, პირიქით, დააწინაურეს. არის კიდევ ერთი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი, რომელიც საფრანგეთის საელჩოში დესპანია. ეს ის ადამიანია, უტა ივანიშვილმა რომ "ოცნების" მაისური ჩაიცვა და ერთი ამბავი ატეხა, ლამის საფრანგეთში საარჩევნო უბანი დახურეს. აი, ეს ადამიანები შეადგენენ დღეს ქართულ დიპლომატიას. თავად საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ბევრი არავინ განთავისუფლებულა და ისევ ძველი კადრებითაა სავსე. იქ არის მთავარი "ზონდერი", გელა ბუკია, რომელიც მთავარი ფინანსისტია. მან მოტყუებით გამახსნევინა საელჩო პორტუგალიაში ჩემი სახსრებით და მერე არ ამინაზღაურა. ვთხოვ ფანჯიკიძეს, კადრებს გადახედოს.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ