სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს დაღუპულის ოჯახი ლაფანყურის ტრაგედიაზე
რას ამბობს დაღუპულის ოჯახი ლაფანყურის ტრაგედიაზე

"ჩა­მო­ვიდ­ნენ, დაგ­ვკი­თხეს, ცხედ­რე­ბის ექ­სჰუ­მა­ცი­აც ჩა­ა­ტა­რეს... ამ­დე­ნი ხანი გა­ვი­და და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას კი საშ­ვე­ლი არ და­ად­გა. აქ ხომ ბევ­რი ჩეჩ­ნუ­რი ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არის ჩარ­თუ­ლი, ამი­ტომ ადრე თუ გვი­ან ეს ამ­ბა­ვი გა­იხ­სნე­ბა, არა­ფე­რი და­ი­მა­ლე­ბა..." - 2012 წლის 28 აგ­ვის­ტოს ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ბა­ჰა­უ­დინ ალ­და­მო­ვის დედა ას­მათ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ იმედ­გაც­რუ­ე­ბას არ მა­ლავს.

ამ­ბობს, რომ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო­დან ლა­მის ყო­ველ თვე საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ელო­დე­ბა, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ ჩანს.

მა­საც, რო­გორც პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივს სჯე­რა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ჩეჩ­ნეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე მა­შინ­დე­ლი შს სა­მი­ნის­ტრო ზრუ­ნავ­და, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ მოხ­და ახალ­გაზ­რდე­ბის ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში გაგ­ზავ­ნა, იქ კი "რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და", "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბი­ჭებს უღა­ლა­ტა" და მათი ლიკ­ვი­და­ცი­აც ამი­ტომ გან­ხორ­ცი­ელ­და. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი 7 პირი სო­ფელ დუ­ის­შია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა ას­მათ ქავ­თა­რაშ­ვი­ლის 26 წლის შვი­ლის საფ­ლა­ვიც.

ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის 28 აგ­ვის­ტოს შსს-მ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლა­ფან­ყურ­თან ე.წ. ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია ლა­ფან­ყუ­რის ტყი­დან 25 აგ­ვის­ტოს 5 ახალ­გაზ­რდის გა­ტა­ცე­ბის გამო და­ი­წყო. შსს ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თა და ახალ­გაზ­რდე­ბი მძევ­ლე­ბად აიყ­ვა­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ი­ღუ­პა შსს-ს ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და სამ­ხედ­რო ექი­მი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის 7 წევ­რი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე – 22 წლის ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლი და 26 წლის – ბა­ჰა­უ­დინ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი. სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას შსს-ს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს.

16 იან­ვარს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თა­ვის პირ­ველ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დეა მიყ­ვა­ნი­ლი და შს სა­მი­ნის­ტრო და პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მეს ერ­თობ­ლი­ვად გა­ა­სა­ჯა­რო­ე­ბენ. თე­ბერ­ვალ­ში­ვე ანონსდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ საქ­მის შეს­წავ­ლი­სათ­ვის ომ­ბუდსმე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში შექ­მნი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნის გაჟ­ღე­რე­ბაც.

რო­გორც კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რი, კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე აცხა­დებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ჩეჩ­ნებს შო­რის "სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლე­ბია" და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ლა­ფან­ყუ­რის საქ­მე არ გა­იხ­სნას და რომ ლა­ფან­ყურ­ში "რა­ღაც სხვა მოხ­და". ფიქ­რობს, რომ დას­კვნა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა.

მა­მუ­კა არე­ში­ძე: "დღეს ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რას­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა. ცოტა უნდა მო­ით­მი­ნოთ! ხუთი დღე კი­დევ გვა­ცა­ლეთ. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ცე­მა პი­რა­დად მე შე­მეძ­ლე­ბა.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ლა­ფან­ყურ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა და ჩვენც ალ­ბათ ამ დრო­ის­თვის დავ­დებთ დას­კვნა­საც. იცით, რომ დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლის უფ­ლე­ბა არ მაქვს, უბ­რა­ლოდ გე­ტყვით, რომ იმ დროს მოვ­ლე­ნე­ბი ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­რი­მარ­თა. ჩვენ გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­და­ვა­მოწ­მეთ ზო­გი­ერ­თი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც ისე­დაც ცნო­ბი­ლი იყო. ის ხაზი, რაც ომ­ბუდსმე­ნის დას­კვნა­შია მოყ­ვა­ნი­ლი, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამის გარ­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დღეს მოხ­და კი­დევ სხვა რამ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რაც ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემ­თვის ბო­ლომ­დე ცნო­ბი­ლი არ არის. გეგ­მა იყო სხვა და, რო­გორც ჩანს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და ჩეჩ­ნე­ბი თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, ამ უკა­ნას­კნე­ლებ­მა, ეტყო­ბა, თა­ვი­სი თა­მა­ში წა­მო­ი­წყეს. ვფიქ­რობ, ფი­ნა­ლი ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა".

არე­ში­ძის თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლიც გა­მო­იკ­ვე­თოს და კვა­ლი მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრის­კე­ნაც მი­დის.

"გა­მო­ძი­ე­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცია არ გვაქვს. დას­კვნას შს სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუგ­ზავ­ნით... ბაჩო ახა­ლა­ია ამ პრო­ცე­სებ­ში მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლეა, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იმ დღეს ეს საქ­მე ახა­ლა­ი­ას მე­რა­ბიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად "გა­უ­ჩა­ლი­ჩა". მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რიც იკ­ვე­თე­ბა და ახა­ლა­ი­ას მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბაც და დაბ­ნე­უ­ლო­ბაც. ამას­თან გე­ტყვით, რომ გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის, სან­დრო ამი­რი­ძის და ბევ­რი სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სქა­ცი­ე­ლი უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში ჩანს. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რის ზო­გი­ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი ცდი­ლობს ხელი აშშ-ს შე­აწ­მინ­დოს", - ამ­ბობს არე­ში­ძე და დას­ძენს, რომ საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა ვინ­მეს საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, ვის შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლი წა­რედ­გი­ნოს, ეს იქ­ნე­ბა თუ არა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ან კი­დევ სხვა ვინ­მე.

რო­გორც არე­ში­ძე გან­მარ­ტავს, პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დას­კვნა იქ­ნე­ბა ისე­თი, რომ არ და­ზა­რალ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი. უსაფრ­თხო­ე­ბა­ში კი იმი­ჯიც იგუ­ლის­ხმე­ბა და, რო­გორც ჩანს, სხვა არა­ქარ­თუ­ლი ძა­ლე­ბის ჩა­რე­ვაც იკ­ვე­თე­ბა.

"რუ­სე­თი იკ­ვე­თე­ბა თუ სხვა, ამა­ზე ჯერ კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. მხო­ლოდ ერთ დე­ტალს ვი­ტყვი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დას­კვნის გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბა – თურ­ქეთ­ში ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან 3 თვე­ში და­ა­პა­ტიმ­რეს რუს­ლან პა­პა­ს­ქი­რი, მეტ­სა­ხე­ლად "ზონა" და მას გრუ-ს აგენ­ტო­ბა და "კავ­კა­სი­უ­რი იმა­რა­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად. ამ პი­როვ­ნე­ბას და კი­დევ ორ სხვა პირს ჰქონ­დათ ქარ­თველ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მათი მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­და ევ­რო­პა­ში ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბი­სათ­ვის ჩე­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა. პა­პა­ს­ქირს სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­ბუ­თი ჰქონ­და. თუ მას გრუ-ს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­უმ­ტკიც­და, მა­შინ ლა­ფან­ყურ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფი­გუ­რა­ცია იკ­ვე­თე­ბა", - ამ­ბობს არე­ში­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­მი­სი­ის შექ­მნამ­დე ლა­ფან­ყუ­რის საქ­მე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­შიც მოხ­ვდა. ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სწო­რედ შსს-ს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­თი­თე­ბით 2012 წლის მარ­ტი­დან და­ი­წყო ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ ჩეჩ­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა, წვრთნა, აღ­ჭურ­ვა და ჩეჩ­ნეთ­ში გა­დას­ვლის­თვის ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბის შექ­მნა. სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 120 კავ­კა­სი­უ­რი წარ­მო­შო­ბის მებ­რძო­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ინ­ფორ­მი­რე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბის ჯგუფ­თან უშუ­ა­ლო კავ­ში­რი ჰქონ­დათ და მათ­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა სა­კითხს აწეს­რი­გებ­დნენ შსს-ს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, და სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სან­დრო ამი­რი­ძე და ზუ­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე.

"2012 წლის მარ­ტი­დან ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბის წვრთნა და­გეგ­მილ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, რა­მაც ჯგუ­ფის წევ­რებ­ში თა­ვი­დან­ვე უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ისი­ნი ჩეჩ­ნეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლად შე­პი­რე­ბუ­ლი კო­რი­დო­რის მი­ცე­მას ითხოვ­დნენ. ჩეჩ­ნე­ბის ნა­წი­ლი თან­და­თან კარ­გავ­და ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­მართ. ახ­ლოვ­დე­ბო­და 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა თან­და­თან იძა­ბე­ბო­და და ჩე­ჩენ მებ­რძო­ლებ­ში გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა, და­გეგ­მილ­ზე მეტი ხნით სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი გა­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო არ­ჩევ­ნებ­თან და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში რა­ი­მე სა­ხით მათ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნევს იმ ფაქტსაც, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ აძ­ლევ­დნენ გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რებს.

ომ­ბუდსმე­ნის დას­კვნის გარ­და სა­კუ­თა­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი "ჩე­ჩენ პრეს­ში" ჩეჩ­ნურ­მა მხა­რემ, იჩ­ქე­რი­ის დევ­ნი­ლო­ბა­ში მყოფ­მა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ა­მაც გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი ჰქონ­და და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა და­ღეს­ტნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლად უნდა წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

დას­კვნის მი­ხედ­ვით, ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა კი ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­გეგ­მა.

ბა­ჰა­უ­დინ ალ­და­მო­ვის დედა, ას­მათ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბას და კო­მი­სი­ის დას­კვნას მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა, "რე­ზო­ნანსთან" იმ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი შვი­ლიც არ ატი­რეს, და­საფ­ლა­ვე­ბამ­დე ჭიშ­კა­რიც არ გა­ა­ღე­ბი­ნეს, "ყვე­ლას ნუ გა­ა­გე­ბი­ნებ­თო".

ას­მათ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი: "ოთხი შვი­ლი მყავ­და, უფ­რო­სი გო­გოა, მე­ო­რე იყო ბა­ჰა­უ­დი­ნი. მას ცოლი და 11 თვის შვი­ლი ჰყავ­და, შემ­დეგ მე­ო­რე ბი­ჭიც შე­ე­ძი­ნა. სახ­ლი­დან ისე წა­ვი­და, არა­ვინ აზ­რზე არ ვი­ყა­ვით. ბა­ჰა­უ­დინ ბა­ღა­კაშ­ვი­ლი ჩემი შვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლი იყო. თურ­მე მე­გობ­რობ­დნენ. მისი ოჯა­ხი ავ­სტრი­ა­ში ცხოვ­რობს, დუ­ის­ში კი ბი­ძის სახ­ლი და ბევ­რი ნა­თე­სა­ვი ჰყავს. ავ­სტრი­ი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, როცა სო­ფელ­ში იყო, ჩემს შვილს თით­ქმის ყო­ველ­დღე ხვდე­ბო­და თურ­მე, არც ერთს ისე­თი არა­ფე­რი უთ­ქვამს, რომ ეჭვი ამე­ღო. თბი­ლის­ში ამ­ზა­დებ­დნე­ნო საბ­რძოლ­ვე­ლად, ეს მე არ ვიცი. ჩემი შვი­ლი თბი­ლის­ში არ ყო­ფი­ლა, აქ დუ­ის­ში იყო. ბოლო დღე­ებ­ში მხო­ლოდ ორი დღით იყო წა­სუ­ლი. ამ­ბობ­და, რომ შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და ამ ახალ­გაზ­რდებს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და­თო, მაგ­რამ მე არა­ფე­რი ვიცი. ლო­პო­ტა­ში წას­ვლამ­დე, წინა დღით, ბა­ღა­კაშ­ვი­ლი მო­ვი­და, ამა­ღამ თურ­ქეთ­ში მივ­დი­ვარ, იქი­დან ავ­სტრი­ა­ში უნდა გა­დავფრინ­დეო. შემ­დეგ, გვი­ან მან­ქა­ნით ისევ მო­ვი­და. შვილ­მა მი­თხრა, სპორ­ტუ­ლი დარ­ჩე­ნია და გა­ვუ­ტა­ნო. მან­ქა­ნა რომ წა­ვი­და, მე­გო­ნა, ჩემი შვი­ლი სახ­ლში შე­მობ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ არ შე­მო­ვი­და, გა­რეთ გა­ვე­დი და იქაც არ დამ­ხვდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი 26 აგ­ვის­ტოს ხდე­ბა.

ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლი კი ამათ­ზე უმ­ცრო­სი იყო, ის არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. მარ­გოშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბიჭი იყო, თბი­ლის­ში სწავ­ლობ­და. რო­გორც ვი­ცით, სა­ზღვარ­გა­რე­თაც იყო წა­სუ­ლი. ამ­ბობ­და, ფი­ნეთ­ში ვი­ყა­ვიო, მაგ­რამ არა­ბეთ­ში ყო­ფი­ლა თურ­მე. იქი­დან რომ ჩა­მო­სუ­ლა, დედ-მა­მა­საც არ სცოდ­ნია. მისი სახ­ლი აქვე, სოფ­ლის ბო­ლო­შია. ახლა მამა და­ე­ღუ­პა".

ბა­ჰა­უ­დინ ალ­და­მო­ვის დედა გვე­უბ­ნე­ბა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ ნო­ემ­ბერ­ში ჩა­სუ­ლი, რაც იცო­და, მო­უყ­ვა კი­დეც, მათ­გან და­პი­რე­ბაც მი­ი­ღო, "ორ თვე­ში საქ­მის დას­კვნაც და­ი­დე­ბაო, მაგ­რამ აგერ რამ­დე­ნი ხანი გა­ვი­და და არა­ფე­რი არ ჩანს".

"ექ­სჰუ­მა­ცი­აც ჩა­ტარ­და, რა ვიცი, რა უნდა და­ედ­გი­ნათ. ბევ­რზე უკ­ნი­დან იყო ნას­რო­ლი. არ ვიცი, ჩემს შვი­ლის­თვის სად არის ნას­რო­ლი. 9 თვის შემ­დეგ, ისე­დაც რა უნდა მე­ნა­ხა?! გა­მო­ძი­ე­ბას მალე და­ვას­რუ­ლებ­თო და ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია", - ამ­ბობს ას­მათ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­შია.

ას­მათ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი: "როცა ამ­ბო­ბენ, და­ღეს­ტან­ში უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნე­ნო, ისე­თი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ჯარი დგას, ეს რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, არ მეს­მის. ამი­ტო­მაც ყვე­ლას სჯე­რა, რომ მათ შს სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­რე­ბო­და. სო­ფელ­ში ყვე­ლას სჯე­რა, რომ ბაჩო ახა­ლა­ია იყო ჩარ­თუ­ლი, აბა, სხვა ვინ?! ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხალ­ხია დამ­ნა­შა­ვე იმი­ტომ, რომ აქე­დან რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით ია­რა­ღი აჩ­ვე­ნეს, იმას პა­ტა­რა მან­ქა­ნით კი არა, ტრა­ი­ლე­რით ვერ წა­ი­ღებ­დნენ. ამი­ტო­მაც დად­გე­ნი­ლია, რომ ია­რა­ღი სწო­რედ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იყო. ასე­ვე ის, რომ სამ­ხედ­რო ფორ­მა მათ­თვის თბი­ლის­ში შე­ი­კე­რა. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ ამ­დე­ნი ია­რა­ღი მან­ქა­ნით გა­და­ე­ტა­ნათ და არა­ვის შე­უ­ნიშ­ნავს?! ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში რა­ტომ მი­იყ­ვა­ნეს და ალ­ყა­ში რა­ტომ მო­აქ­ცი­ეს?! ეტყო­ბა, რა­ღაც ჩა­ნა­ფიქ­რი ჰქონ­დათ და რა, არ ვი­ცით. 17 კაცს სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სამი რკა­ლი შე­მო­არ­ტყეს თურ­მე. მათ­გან 7 და­ი­ღუ­პა, 10-მა კი თავი და­აღ­წია.

"7 გარ­დაც­ვლი­ლი­დან, 3 ჩვე­ნი სოფ­ლი­დან იყო, და­ნარ­ჩე­ნი - ჩა­მო­სუ­ლი ჩე­ჩე­ნი. მათ­გან ერთი ავ­სტრი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი. სამს ამ დრომ­დე პატ­რო­ნიც არ გა­მოს­ჩე­ნია. აქა­უ­რე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ. გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში წა­ვიდ­ნენ. ჩვენ რაც ვი­ცით, მათ­გან მხო­ლოდ ერ­თია ჩვე­ნი სოფ­ლი­დან, მარ­გოშ­ვი­ლი. ერთი იყო ჩეჩ­ნე­თი­დან, რო­მელ­საც სო­ფელ ჯო­ყო­ლო­დან ჰყავ­და ცოლი და სი­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა. ცოლ­თან რომ სამ­ძი­მარ­ზე მი­ვიდ­ნენ, იქი­დან გა­ვი­გეთ".

ეკა­ტე­რი­ნე ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას ამბობს დაღუპულის ოჯახი ლაფანყურის ტრაგედიაზე

რას ამბობს დაღუპულის ოჯახი ლაფანყურის ტრაგედიაზე

"ჩამოვიდნენ, დაგვკითხეს, ცხედრების ექსჰუმაციაც ჩაატარეს... ამდენი ხანი გავიდა და გამოძიების დასრულებას კი საშველი არ დაადგა. აქ ხომ ბევრი ჩეჩნური ევროპული ორგანიზაცია არის ჩართული, ამიტომ ადრე თუ გვიან ეს ამბავი გაიხსნება, არაფერი დაიმალება..." - 2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ბაჰაუდინ ალდამოვის დედა ასმათ ქავთარაშვილი გამოძიების მიმართ იმედგაცრუებას არ მალავს.

ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოდან ლამის ყოველ თვე საქმის დეტალებზე ინფორმაციას ელოდება, მაგრამ პასუხი არ ჩანს.

მასაც, როგორც პანკისის ხეობაში ყველა ადგილობრივს სჯერა, რომ ახალგაზრდების საქართველოს გავლით ჩეჩნეთში გადაყვანაზე მაშინდელი შს სამინისტრო ზრუნავდა, ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მიერ მოხდა ახალგაზრდების ლოპოტას ხეობაში გაგზავნა, იქ კი "რაღაც გაუგებრობა მოხდა", "ხელისუფლებამ ბიჭებს უღალატა" და მათი ლიკვიდაციაც ამიტომ განხორციელდა. სპეცოპერაციის დროს დაღუპული 7 პირი სოფელ დუისშია დასაფლავებული. მათ შორისაა ასმათ ქავთარაშვილის 26 წლის შვილის საფლავიც.

ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის 28 აგვისტოს შსს-მ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 25 აგვისტოს 5 ახალგაზრდის გატაცების გამო დაიწყო. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. საბოლოოდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი და შეიარაღებული დაჯგუფების 7 წევრი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე – 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის – ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.

16 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიება ბოლომდეა მიყვანილი და შს სამინისტრო და პროკურატურა საქმეს ერთობლივად გაასაჯაროებენ. თებერვალშივე ანონსდება სპეციალურად ამ საქმის შესწავლისათვის ომბუდსმენის ინიციატივით გასული წლის ოქტომბერში შექმნილი საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის დასკვნის გაჟღერებაც.

როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, როგორც საქართველოში, ისე ჩეჩნებს შორის "სერიოზული ძალებია" დაინტერესებული იმაში, რომ ლაფანყურის საქმე არ გაიხსნას და რომ ლაფანყურში "რაღაც სხვა მოხდა". ფიქრობს, რომ დასკვნა ყველასთვის მოულოდნელი იქნება.

მამუკა არეშიძე: "დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ფიგურასთან მქონდა შეხვედრა. ცოტა უნდა მოითმინოთ! ხუთი დღე კიდევ გვაცალეთ. საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება, მაგრამ რაღაც ინფორმაციის მოცემა პირადად მე შემეძლება.

"პრემიერ-მინისტრის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ლაფანყურთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ჩვენც ალბათ ამ დროისთვის დავდებთ დასკვნასაც. იცით, რომ დეტალების გამხელის უფლება არ მაქვს, უბრალოდ გეტყვით, რომ იმ დროს მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად წარიმართა. ჩვენ გარკვეულწილად გადავამოწმეთ ზოგიერთი ფაქტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც ისედაც ცნობილი იყო. ის ხაზი, რაც ომბუდსმენის დასკვნაშია მოყვანილი, შენარჩუნებულია, მაგრამ ამის გარდა სპეცოპერაციის დღეს მოხდა კიდევ სხვა რამ, ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ჯერჯერობით ჩემთვის ბოლომდე ცნობილი არ არის. გეგმა იყო სხვა და, როგორც ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ქართული სპეცსამსახურები და ჩეჩნები თანამშრომლობდნენ, ამ უკანასკნელებმა, ეტყობა, თავისი თამაში წამოიწყეს. ვფიქრობ, ფინალი ყველასთვის მოულოდნელი იქნება".

არეშიძის თქმით, არ არის გამორიცხული ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულიც გამოიკვეთოს და კვალი მაშინდელი შს მინისტრისკენაც მიდის.

"გამოძიებასთან კონსულტაცია არ გვაქვს. დასკვნას შს სამინისტროსა და პროკურატურას აუცილებლად გავუგზავნით... ბაჩო ახალაია ამ პროცესებში მთავარი მონაწილეა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იმ დღეს ეს საქმე ახალაიას მერაბიშვილმა სპეციალურად "გაუჩალიჩა". მერაბიშვილის ნამუშევარიც იკვეთება და ახალაიას მოუმზადებლობაც და დაბნეულობაც. ამასთან გეტყვით, რომ გია ლორთქიფანიძის, სანდრო ამირიძის და ბევრი სხვა მაღალჩინოსნის სქაციელი უარყოფით კონტექსტში ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სპეცსამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი ცდილობს ხელი აშშ-ს შეაწმინდოს", - ამბობს არეშიძე და დასძენს, რომ საბრალდებო დასკვნა ვინმეს საბრალდებო დასკვნის საფუძველს არ იძლევა, გამოძიება დაადგენს, ვის შეიძლება ბრალი წარედგინოს, ეს იქნება თუ არა მერაბიშვილი, ან კიდევ სხვა ვინმე.

როგორც არეშიძე განმარტავს, პრემიერმა განაცხადა, რომ დასკვნა იქნება ისეთი, რომ არ დაზარალდეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხი. უსაფრთხოებაში კი იმიჯიც იგულისხმება და, როგორც ჩანს, სხვა არაქართული ძალების ჩარევაც იკვეთება.

"რუსეთი იკვეთება თუ სხვა, ამაზე ჯერ კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ერთ დეტალს ვიტყვი, რომელიც ცნობილია და აქედან გამომდინარე დასკვნის გაკეთებაც შეიძლება – თურქეთში ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 3 თვეში დააპატიმრეს რუსლან პაპასქირი, მეტსახელად "ზონა" და მას გრუ-ს აგენტობა და "კავკასიური იმარატის" წარმომადგენლის მკვლელობა ედება ბრალად. ამ პიროვნებას და კიდევ ორ სხვა პირს ჰქონდათ ქართველ სპეცსამსახურებთან ურთიერთობა. მათი მეშვეობით ხდებოდა ევროპაში ზარების განხორციელება და საქართველოში შეიარაღებული დაჯგუფებისათვის ჩეჩენი ახალგაზრდების ჩამოყვანა. პაპასქირს საქართველოს შს სამინისტროს საბუთი ჰქონდა. თუ მას გრუ-ს თანამშრომლობა დაუმტკიცდა, მაშინ ლაფანყურთან დაკავშირებით საინტერესო კონფიგურაცია იკვეთება", - ამბობს არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ კომისიის შექმნამდე ლაფანყურის საქმე სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, სწორედ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითებით 2012 წლის მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნების ჩამოყვანა, წვრთნა, აღჭურვა და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობის შექმნა. საუბარია დაახლოებით 120 კავკასიური წარმოშობის მებრძოლის ჩამოყვანაზე.

სახალხო დამცველი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აწესრიგებდნენ შსს-ს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, და სამინისტროს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე.

"2012 წლის მარტიდან ჩეჩენი მებრძოლების წვრთნა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც ჯგუფის წევრებში თავიდანვე უარყოფითი შეფასება გამოიწვია. ისინი ჩეჩნეთში გადასასვლელად შეპირებული კორიდორის მიცემას ითხოვდნენ. ჩეჩნების ნაწილი თანდათან კარგავდა ნდობას საქართველოს ხელისუფლებისა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ. ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, სახალხო დამცველი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ აძლევდნენ გარდაცვლილთა ცხედრებს.

ომბუდსმენის დასკვნის გარდა საკუთარი გამოძიების შედეგი "ჩეჩენ პრესში" ჩეჩნურმა მხარემ, იჩქერიის დევნილობაში მყოფმა სამთავრობო კომისიამაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, საქართველოს წინა ხელისუფლებას არჩევნებამდე პოლიტიკური მიზნები ჰქონდა და შეიარაღებული პირების გამოჩენა დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლად უნდა წარმოჩენილიყო.

დასკვნის მიხედვით, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფებების მომზადება თავდაპირველად რუსული სპეცსამსახურების ინიციატივით მოხდა. შეიარაღებული დაჯგუფების განადგურება კი ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა.

ბაჰაუდინ ალდამოვის დედა, ასმათ ქავთარაშვილი, რომელიც გამოძიებას და კომისიის დასკვნას მოუთმენლად ელოდება, "რეზონანსთან" იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მიცვალებული შვილიც არ ატირეს, დასაფლავებამდე ჭიშკარიც არ გააღებინეს, "ყველას ნუ გააგებინებთო".

ასმათ ქავთარაშვილი: "ოთხი შვილი მყავდა, უფროსი გოგოა, მეორე იყო ბაჰაუდინი. მას ცოლი და 11 თვის შვილი ჰყავდა, შემდეგ მეორე ბიჭიც შეეძინა. სახლიდან ისე წავიდა, არავინ აზრზე არ ვიყავით. ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი ჩემი შვილის თანაკლასელი იყო. თურმე მეგობრობდნენ. მისი ოჯახი ავსტრიაში ცხოვრობს, დუისში კი ბიძის სახლი და ბევრი ნათესავი ჰყავს. ავსტრიიდან ჩამოსვლის შემდეგ, როცა სოფელში იყო, ჩემს შვილს თითქმის ყოველდღე ხვდებოდა თურმე, არც ერთს ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ეჭვი ამეღო. თბილისში ამზადებდნენო საბრძოლველად, ეს მე არ ვიცი. ჩემი შვილი თბილისში არ ყოფილა, აქ დუისში იყო. ბოლო დღეებში მხოლოდ ორი დღით იყო წასული. ამბობდა, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და ამ ახალგაზრდებს მათთან ურთიერთობა ჰქონდათო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. ლოპოტაში წასვლამდე, წინა დღით, ბაღაკაშვილი მოვიდა, ამაღამ თურქეთში მივდივარ, იქიდან ავსტრიაში უნდა გადავფრინდეო. შემდეგ, გვიან მანქანით ისევ მოვიდა. შვილმა მითხრა, სპორტული დარჩენია და გავუტანო. მანქანა რომ წავიდა, მეგონა, ჩემი შვილი სახლში შემობრუნდებოდა, მაგრამ არ შემოვიდა, გარეთ გავედი და იქაც არ დამხვდა. ეს ყველაფერი 26 აგვისტოს ხდება.

ასლან მარგოშვილი კი ამათზე უმცროსი იყო, ის არასოდეს მინახავს. მარგოშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, თბილისში სწავლობდა. როგორც ვიცით, საზღვარგარეთაც იყო წასული. ამბობდა, ფინეთში ვიყავიო, მაგრამ არაბეთში ყოფილა თურმე. იქიდან რომ ჩამოსულა, დედ-მამასაც არ სცოდნია. მისი სახლი აქვე, სოფლის ბოლოშია. ახლა მამა დაეღუპა".

ბაჰაუდინ ალდამოვის დედა გვეუბნება, რომ საგამოძიებო კომისიის წევრებიც იყვნენ ნოემბერში ჩასული, რაც იცოდა, მოუყვა კიდეც, მათგან დაპირებაც მიიღო, "ორ თვეში საქმის დასკვნაც დაიდებაო, მაგრამ აგერ რამდენი ხანი გავიდა და არაფერი არ ჩანს".

"ექსჰუმაციაც ჩატარდა, რა ვიცი, რა უნდა დაედგინათ. ბევრზე უკნიდან იყო ნასროლი. არ ვიცი, ჩემს შვილისთვის სად არის ნასროლი. 9 თვის შემდეგ, ისედაც რა უნდა მენახა?! გამოძიებას მალე დავასრულებთო და ჯერჯერობით არაფერია", - ამბობს ასმათ ქავთარაშვილი და ბევრ კითხვაზე პასუხის მოლოდინშია.

ასმათ ქავთარაშვილი: "როცა ამბობენ, დაღესტანში უნდა გადასულიყვნენო, ისეთი გაძლიერებული რუსული ჯარი დგას, ეს როგორ უნდა მომხდარიყო, არ მესმის. ამიტომაც ყველას სჯერა, რომ მათ შს სამინისტრო ეხმარებოდა. სოფელში ყველას სჯერა, რომ ბაჩო ახალაია იყო ჩართული, აბა, სხვა ვინ?! ძველი ხელისუფლების ხალხია დამნაშავე იმიტომ, რომ აქედან რაც ტელევიზიით იარაღი აჩვენეს, იმას პატარა მანქანით კი არა, ტრაილერით ვერ წაიღებდნენ. ამიტომაც დადგენილია, რომ იარაღი სწორედ ძველი ხელისუფლების იყო. ასევე ის, რომ სამხედრო ფორმა მათთვის თბილისში შეიკერა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამდენი იარაღი მანქანით გადაეტანათ და არავის შეუნიშნავს?! ლოპოტას ხეობაში რატომ მიიყვანეს და ალყაში რატომ მოაქციეს?! ეტყობა, რაღაც ჩანაფიქრი ჰქონდათ და რა, არ ვიცით. 17 კაცს სპეცრაზმელების სამი რკალი შემოარტყეს თურმე. მათგან 7 დაიღუპა, 10-მა კი თავი დააღწია.

"7 გარდაცვლილიდან, 3 ჩვენი სოფლიდან იყო, დანარჩენი - ჩამოსული ჩეჩენი. მათგან ერთი ავსტრიიდან ჩამოსული. სამს ამ დრომდე პატრონიც არ გამოსჩენია. აქაურები რომ ყოფილიყვნენ, გამოჩნდებოდნენ. გადარჩენილები კი თურქეთსა და სირიაში წავიდნენ. ჩვენ რაც ვიცით, მათგან მხოლოდ ერთია ჩვენი სოფლიდან, მარგოშვილი. ერთი იყო ჩეჩნეთიდან, რომელსაც სოფელ ჯოყოლოდან ჰყავდა ცოლი და სირიაში დაიღუპა. ცოლთან რომ სამძიმარზე მივიდნენ, იქიდან გავიგეთ".

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია