სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაბახუსევის დამარცხების რეცეპტები მთელი მსოფლიოდან
ნაბახუსევის დამარცხების რეცეპტები მთელი მსოფლიოდან

ალ­ბათ, რამ­დე­ნი და­ემ­სგავ­სე­ბო­და ამ დღე­ებ­ში "ხორ­ვე­ლის ან­გე­ლოზს"?!, ჰო, სჩ­ვე­ვია, ზო­გა­დად, ადა­მი­ანს (არამ­ხო­ლოდ ქარ­თველს!) გა­და­ჭარ­ბე­ბა სმა­ში და ლო­გი­კუ­რი შე­დე­გიც იქ­ვეა - "პახ­მე­ლია".

არ გვი­თხრათ ახლა, აქამ­დე სად იყა­ვი, პირ­ველ­სა და ორში გვინ­დო­და დახ­მა­რე­ბაო, მაგ­რამ არც თა­ვად გვად­გა კარ­გი დღე. ესეც რომ არ იყოს, ჯერ საჭ­მელ-სას­მე­ლი იმ­დე­ნია დარ­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი და ჩვე­ნი ნა­თე­სავ-მე­გობ­რე­ბის ოჯა­ხებ­ში, კი­დევ მი­ნი­მუმ ორ­ჯერ მოგ­ვი­წევს ნა­ბა­ხუ­სევ­თან გამ­კლა­ვე­ბა, ხოლო ძვე­ლით ახალ წელს ხომ ნამ­დვი­ლად გა­მო­წე­რი­ლია "ხორ­ვე­ლის ან­გე­ლო­ზო­ბა"...

მო­გიყ­ვე­ბით ნა­ბა­ხუ­სე­ვის და­მარ­ცხე­ბის რე­ცეპ­ტებ­ზე, რო­მელ­თაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში იყე­ნე­ბენ და ერთი-ორ ცნო­ბილ მე­თოდს თუ არ ჩავ­თვლით, უმ­რავ­ლე­სო­ბა საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი და უცხოა:

რუ­სე­თი - მწნი­ლის წვე­ნი

ალ­ბათ, ეს მე­თო­დი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში იცი­ან და ყვე­ლას სა­კუ­თა­რი ჰგო­ნია, თუმ­ცა რუ­სე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, "პახ­მე­ლი­ის" მწნი­ლის წვე­ნით მკურ­ნა­ლო­ბა "იმენ­ნა" ჩვე­ნი­აო.

მოკ­ლედ, მწნი­ლის წვე­ნის მოქ­მე­დე­ბის სა­ი­დუმ­ლო ისაა, რომ ის ერ­თდრო­უ­ლად "ორ ფრონტზე იბ­რძვის": უტევს გა­უ­წყლო­ე­ბას და აღად­გენს მა­რილ-ელექტრო­ლი­ტე­ბის და­ნა­კარგს. თუმ­ცა "წამ­ლის" დოზა ზო­მი­ე­რი უნდა იყოს: მაქ­სი­მუმ 1 ჭიქა.

გარ­და ამი­სა, უნდა დარ­წმუნ­დეთ, რომ სვამთ მწნი­ლის წვენს და არა მა­რი­ნა­დი­სას.

ჰო­ლან­დია - ლუდი

ასე­ვე, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­თო­დი, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი, რო­გორც ჩანს, ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი ყო­ფი­ლან. გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ას ისი­ნი ცივ ლა­გე­რებს აძ­ლე­ვენ, რი­თიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ძვე­ლი რომი - ლო­კო­კი­ნე­ბი

თუ არ მოგ­წონთ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი და ორი­გი­ნა­ლუ­რი სი­ახ­ლე გსურთ, აგერ, ბა­ტო­ნო, ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბის მე­თოდს მო­გარ­თმევთ.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, წინა დღით გა­მობ­რუ­ჟუ­ლი რო­მა­ე­ლე­ბი დი­ლით ლო­კო­კი­ნებს იჭერ­დნენ, ხე­ლის გუ­ლით სრეს­დნენ და რაც ზედ რჩე­ბო­დათ, შუბ­ლზე იზელ­დნენ. თურ­მე, თა­ვის ტკი­ვი­ლი მა­შინ­ვე უამ­დე­ბო­დათ, მაგ­რამ რწყე­ვას კი აშ­კა­რად ვერ შე­ი­კა­ვებ­დნენ, მით უმე­ტეს, ხე­ლებ­ზე მი­ჭყლე­ტილ ლო­კო­კი­ნებს თუ გა­ვიხ­სე­ნებთ...

იტა­ლია - ყავა

დავ­ბრუნ­დეთ ჩვენს ეპო­ქა­ში - ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე იტა­ლი­ე­ლე­ბი უძ­ვე­ლე­სი წი­ნაპ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შემ­დეგ წესს იცა­ვენ: "ნე­ბის­მი­ერ გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ლი­ეთ ყავა"...

ჰოდა, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ნა­ბა­ხუ­სე­ვია, რო­მელ­თან ბრძო­ლის­თვი­საც იტა­ლი­ა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ერთი ჭიქა მა­გა­რი ესპრე­სოს ან რის­ტრე­ტოს და­ლე­ვა. თუმ­ცა ერთი ჭიქა რა­ტომ, რამ­დე­ნიც გინ­დათ, იმ­დე­ნი...

გერ­მა­ნია - და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ქა­შა­ყი

გერ­მა­ნე­ლე­ბი ქა­შა­ყის­გან რუ­ლე­ტებს ამ­ზა­დე­ბენ, რომ­ლის შიგ­თავსშიც სხვა­დას­ხვა მა­რი­ნადს იყე­ნე­ბენ. სა­ხე­ლად ქა­შა­ყის რუ­ლეტს როლ­მოპსს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა მეტ­სა­ხე­ლი ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მრავ­ლის­მე­ტყვე­ლია - "ლო­თა­ო­ბის შემ­დგო­მი სა­უზ­მე".

ნორ­ვე­გია - ნა­ღე­ბი

ნა­ბა­ხუ­სევ­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნორ­ვე­გი­უ­ლი მე­თო­დი წარ­მო­უდ­გენ­ლად მარ­ტი­ვია, თუმ­ცა არ­ცთუ ისე ცნო­ბი­ლი - იქ "რთუ­ლი ღა­მის" შემ­დეგ ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, "ჟან­გი­ან ხა­ხან­ში" ცხი­მი­ა­ნი ნა­ღე­ბით სავ­სე ჭიქა ჩა­უშ­ვან.

მთა­ვა­რია, მე­გობ­რე­ბო ის, რომ ნორ­ვე­გი­ულ მე­თოდს არ უნდა შე­ერ­წყას გერ­მა­ნუ­ლი, თო­რემ ჰოი, რო­გორ შე­დე­გებს მო­იმ­კით...

თურ­ქე­თი - კო­კო­რე­ბი

მო­დით, ჯერ ის ვთქვათ, რომ გვე­ეჭ­ვე­ბა, თა­ვად თურ­ქე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის იქ­ნე­ბა უც­ნო­ბი ნა­ბა­ხუ­სე­ვი, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ალ­კოჰო­ლი იქ არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლია. თუმ­ცა ამ უსი­ა­მოვ­ნე­ბის დაძ­ლე­ვის მე­თო­დი ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­შიც სცოდ­ნი­ათ და ახ­ლა­ვე გე­ტყვით, რა­შია მისი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა:

კო­კო­რეჩს თურ­ქე­თის ქუ­ჩის სამ­ზა­რე­უ­ლოს მე­ფეს უწო­დე­ბენ. სა­უ­ბა­რია კერძზე, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით შა­ურ­მის პრინ­ცი­პით მზად­დე­ბა, თუმ­ცა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცხვრის გული, ფილ­ტვე­ბი და ასე შემ­დეგ.

მონ­ღო­ლე­თი - ტო­მა­ტის წვე­ნი სი­ურპრი­ზით

ეს რე­ცეპ­ტი მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმათ გა­მო­ად­გე­ბათ, ვინც ზი­ზღი­ა­ნი არ არის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ასე გვგო­ნია და აი, რა­ტომ: ცხვრის თვა­ლი თავ­სდე­ბა ტო­მა­ტის წვე­ნით სავ­სე ჭი­ქა­ში და ერ­თბა­შად იც­ლე­ბა.

რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს მე­თო­დი, ვერ გე­ტყვით და არც გვაქვს სურ­ვი­ლი, ოდეს­მე გა­მოვ­ცა­დოთ!..

ამე­რი­კა - ტო­მა­ტის წვე­ნი კვერ­ცხის გულ­თან ერ­თად

ამ შემ­თხვე­ვა­ში ამე­რი­კე­ლებ­მა უფრო მე­ტად და­ინ­დეს ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო და ტო­მა­ტის წვენ­ში მხო­ლოდ კვერ­ცხის გუ­ლის გა­რე­ვა მო­ი­ფიქ­რეს.

გარ­და ამი­სა, წვენ­ში უმა­ტე­ბენ: მა­რილს, წი­წა­კას, ტა­ბას­კო­სა და ვუს­ტერ­ში­რის სო­უ­სებს და ამ­ჯე­რა­დაც სას­მი­სი "პა­ცი­ენ­ტმა" ერ­თბა­შად, შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე უნდა გა­მო­ცა­ლოს.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი - სენდვი­ჩი ბე­კო­ნით

ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში თა­ვი­ან­თი უც­ნა­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბით ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი არც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ი­კოჭ­ლე­ბენ და ნა­ბა­ხუ­სევ­ზეც საკ­მა­ოდ უფიქ­რი­ათ. ასე მა­გა­ლი­თად, 2009 წელს ნი­უ­კას­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ნა­ბა­ხუ­სე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა არის სენდვი­ჩი ბე­კო­ნით. საქ­მე ისაა, რომ, რო­გორც ისი­ნი გან­მარ­ტა­ვენ, ქონი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ამი­ნომ­ჟა­ვებს შე­ი­ცავს, ხოლო პური და კეტ­ჩუ­პი და­სუს­ტე­ბულ ორ­გა­ნიზმს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნახ­შირ­წყლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ჩი­ნე­თი - მა­გა­რი მწვა­ნე ჩაი

ჩი­ნეთ­ში ალ­კოჰო­ლის მოყ­ვა­რუ­ლებს ურ­ჩე­ვენ პრობ­ლე­მებს ჟენ­შე­ნის, სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის ნა­ყე­ნი­თა და რაღა თქმა უნდა, ჩაით შე­ებ­რძო­ლონ.

ჰო - რაც მა­გა­რი იქ­ნე­ბა ჩაი, მით უკე­თე­სი­აო.

საფ­რან­გე­თი - ხა­მანწკე­ბი

დე­ლი­კა­ტესს უწო­დე­ბენ ამ უც­ნა­ურ საკ­ვებს და ჯან­და­ბას, ჩვენც ასე მო­ვიხ­სე­ნი­ოთ - თქვე­ნი ნა­ბა­ხუ­სე­ვის დამ­რა­ცხე­ბა, ჩემო ბა­ტო­ნო, დე­ლი­კა­ტე­სი­თაც შე­იძ­ლე­ბა: ხა­მანწკა შე­ი­ცავს უამ­რავ ვი­ტა­მინს, მათ შო­რის, B1 და B2-ს ჯგუ­ფე­ბი­დან, ასე­ვე A და ჩ ვი­ტა­მი­ნებს.

ია­პო­ნია - და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ქლი­ა­ვი

უი მე, ბოშო! ქლი­ა­ვის და­კონ­სერ­ვე­ბა რა­ღას ნიშ­ნავს, ქვე შენი ჭი­რი­მე?

ია­პო­ნე­ლებს თუ ჰკი­თხავთ, გი­პა­სუ­ხე­ბენ. და­კონ­სერ­ვე­ბულ ქლი­ავს უმე­ბო­ში ჰქვია და მის­წრე­ბაა ნა­ბა­ხუ­სევ­ზეო...

ამ კერ­ძის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბამ ცოტა დაგ­ვაბ­ნია - ეტყო­ბა, ჩვე­ნი "პახ­მე­ლი­აა" დამ­ნა­შა­ვე და ლო­გი­კუ­რი დას­კვნა ვე­რაფ­რით გა­მო­ვი­ტა­ნეთ. საქ­მე ისაა, რომ უმე­ბო­ში ითარ­გმნე­ბა, რო­გორც "გა­მომშრა­ლი ია­პო­ნუ­რი ქლი­ა­ვი", მაგ­რამ მზად­დე­ბა პრუ­ნუს მუ­მეს ჯი­შის გარ­გა­რის­გან.

კა­ცოო! თუ გარ­გა­რის­გან მზად­დე­ბა, ქლი­ა­ვი რა­ტომ­ღა ჰქვია და თუ და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ქლი­ა­ვია, გარ­გა­რი რაღა შუ­ა­შია?!

გას­კდა! გას­კდა! გას­კდა თავი!!!

ჰა­ი­ტი - ვუ­დუს რი­ტუ­ა­ლი

ახლა, მთლად თო­ჯი­ნებს არ ჩხვლე­ტენ ხოლ­მე აქა­უ­რე­ბის ცო­ლე­ბი, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ისე­თი პი­რით იწყევ­ლე­ბა, ვუ­დუს რი­ტუ­ა­ლე­ბი "პას­კა-პას­კა გა­მო­ცხვის" თა­მაშს ჰგავს...

მოკ­ლედ, თუ ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ­მა არც ერ­თმა მე­თოდ­მა არ გა­ა­მარ­თლა, ჩემო ბა­ტო­ნო, უკი­დუ­რეს ზო­მებს უნდა მივ­მარ­თოთ - ჰა­ი­ტი­ზე "პახ­მე­ლია"-ს სწო­რედ ვუ­დუს რი­ტუ­ა­ლით ებ­რძვი­ან: ეძე­ბენ წინა სა­ღა­მოს თუ ღა­მეს გა­მოც­ლილ ბოთლს, რო­მელ­საც სა­ცობს არ­ჭო­ბენ, ხოლო სა­ცობ­ში 13 ცალ შავ­თა­ვი­ან ქინ­ძის­თავს უყ­რი­ან.

ამ­ბო­ბენ, ვი­საც სჯე­რა, მე­თო­დი მას­ზე 100 პრო­ცენ­ტით მოქ­მე­დებ­სო, მაგ­რამ სხვებს კი გა­რის­კვას არ ვურ­ჩევ­დით - ვუდუ არა შმუ­დუ!..

მი­ხე­ილ სახ­ვა­ძე

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

ნაბახუსევის დამარცხების რეცეპტები მთელი მსოფლიოდან

ნაბახუსევის დამარცხების რეცეპტები მთელი მსოფლიოდან

ალბათ, რამდენი დაემსგავსებოდა ამ დღეებში "ხორველის ანგელოზს"?!, ჰო, სჩვევია, ზოგადად, ადამიანს (არამხოლოდ ქართველს!) გადაჭარბება სმაში და ლოგიკური შედეგიც იქვეა - "პახმელია".

არ გვითხრათ ახლა, აქამდე სად იყავი, პირველსა და ორში გვინდოდა დახმარებაო, მაგრამ არც თავად გვადგა კარგი დღე. ესეც რომ არ იყოს, ჯერ საჭმელ-სასმელი იმდენია დარჩენილი ჩვენი და ჩვენი ნათესავ-მეგობრების ოჯახებში, კიდევ მინიმუმ ორჯერ მოგვიწევს ნაბახუსევთან გამკლავება, ხოლო ძველით ახალ წელს ხომ ნამდვილად გამოწერილია "ხორველის ანგელოზობა"...

მოგიყვებით ნაბახუსევის დამარცხების რეცეპტებზე, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ და ერთი-ორ ცნობილ მეთოდს თუ არ ჩავთვლით, უმრავლესობა საკმაოდ უცნაური და უცხოა:

რუსეთი - მწნილის წვენი

ალბათ, ეს მეთოდი ბევრ ქვეყანაში იციან და ყველას საკუთარი ჰგონია, თუმცა რუსები ამტკიცებენ, "პახმელიის" მწნილის წვენით მკურნალობა "იმენნა" ჩვენიაო.

მოკლედ, მწნილის წვენის მოქმედების საიდუმლო ისაა, რომ ის ერთდროულად "ორ ფრონტზე იბრძვის": უტევს გაუწყლოებას და აღადგენს მარილ-ელექტროლიტების დანაკარგს. თუმცა "წამლის" დოზა ზომიერი უნდა იყოს: მაქსიმუმ 1 ჭიქა.

გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ სვამთ მწნილის წვენს და არა მარინადისას.

ჰოლანდია - ლუდი

ასევე, ძალიან ცნობილი და პოპულარული მეთოდი, რომლის ავტორები, როგორც ჩანს, ჰოლანდიელები ყოფილან. განსაკუთრებულ რეკომენდაციას ისინი ცივ ლაგერებს აძლევენ, რითიც მოგეხსენებათ, ქვეყანა ძალიან პოპულარულია.

ძველი რომი - ლოკოკინები

თუ არ მოგწონთ ფართოდ გავრცელებული მეთოდები და ორიგინალური სიახლე გსურთ, აგერ, ბატონო, ძველი რომაელების მეთოდს მოგართმევთ.

როგორც ამბობენ, წინა დღით გამობრუჟული რომაელები დილით ლოკოკინებს იჭერდნენ, ხელის გულით სრესდნენ და რაც ზედ რჩებოდათ, შუბლზე იზელდნენ. თურმე, თავის ტკივილი მაშინვე უამდებოდათ, მაგრამ რწყევას კი აშკარად ვერ შეიკავებდნენ, მით უმეტეს, ხელებზე მიჭყლეტილ ლოკოკინებს თუ გავიხსენებთ...

იტალია - ყავა

დავბრუნდეთ ჩვენს ეპოქაში - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თანამედროვე იტალიელები უძველესი წინაპრებისგან განსხვავებით, შემდეგ წესს იცავენ: "ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში დალიეთ ყავა"...

ჰოდა, გამონაკლისი არც ნაბახუსევია, რომელთან ბრძოლისთვისაც იტალიაში რეკომენდებულია ერთი ჭიქა მაგარი ესპრესოს ან რისტრეტოს დალევა. თუმცა ერთი ჭიქა რატომ, რამდენიც გინდათ, იმდენი...

გერმანია - დამარილებული ქაშაყი

გერმანელები ქაშაყისგან რულეტებს ამზადებენ, რომლის შიგთავსშიც სხვადასხვა მარინადს იყენებენ. სახელად ქაშაყის რულეტს როლმოპსს უწოდებენ, თუმცა მეტსახელი ბევრად უფრო საინტერესო და მრავლისმეტყველია - "ლოთაობის შემდგომი საუზმე".

ნორვეგია - ნაღები

ნაბახუსევთან ბრძოლის ყველაზე პოპულარული ნორვეგიული მეთოდი წარმოუდგენლად მარტივია, თუმცა არცთუ ისე ცნობილი - იქ "რთული ღამის" შემდეგ ამჯობინებენ, "ჟანგიან ხახანში" ცხიმიანი ნაღებით სავსე ჭიქა ჩაუშვან.

მთავარია, მეგობრებო ის, რომ ნორვეგიულ მეთოდს არ უნდა შეერწყას გერმანული, თორემ ჰოი, როგორ შედეგებს მოიმკით...

თურქეთი - კოკორები

მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რომ გვეეჭვება, თავად თურქების უდიდესი ნაწილისთვის იქნება უცნობი ნაბახუსევი, რადგან, მოგეხსენებათ, ალკოჰოლი იქ არც ისე პოპულარულია. თუმცა ამ უსიამოვნების დაძლევის მეთოდი ჩვენს სამეზობლოშიც სცოდნიათ და ახლავე გეტყვით, რაშია მისი თავისებურება:

კოკორეჩს თურქეთის ქუჩის სამზარეულოს მეფეს უწოდებენ. საუბარია კერძზე, რომელიც დაახლოებით შაურმის პრინციპით მზადდება, თუმცა გამოიყენება ცხვრის გული, ფილტვები და ასე შემდეგ.

მონღოლეთი - ტომატის წვენი სიურპრიზით

ეს რეცეპტი მხოლოდ და მხოლოდ იმათ გამოადგებათ, ვინც ზიზღიანი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვგონია და აი, რატომ: ცხვრის თვალი თავსდება ტომატის წვენით სავსე ჭიქაში და ერთბაშად იცლება.

რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი, ვერ გეტყვით და არც გვაქვს სურვილი, ოდესმე გამოვცადოთ!..

ამერიკა - ტომატის წვენი კვერცხის გულთან ერთად

ამ შემთხვევაში ამერიკელებმა უფრო მეტად დაინდეს ცხოველთა სამყარო და ტომატის წვენში მხოლოდ კვერცხის გულის გარევა მოიფიქრეს.

გარდა ამისა, წვენში უმატებენ: მარილს, წიწაკას, ტაბასკოსა და ვუსტერშირის სოუსებს და ამჯერადაც სასმისი "პაციენტმა" ერთბაშად, შესვენების გარეშე უნდა გამოცალოს.

დიდი ბრიტანეთი - სენდვიჩი ბეკონით

ნებისმიერ სფეროში თავიანთი უცნაური აღმოჩენებით ცნობილი ბრიტანელი მეცნიერები არც ამ მიმართულებით მოიკოჭლებენ და ნაბახუსევზეც საკმაოდ უფიქრიათ. ასე მაგალითად, 2009 წელს ნიუკასლის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ნაბახუსევის საწინააღმდეგო ყველაზე საუკეთესო საშუალება არის სენდვიჩი ბეკონით. საქმე ისაა, რომ, როგორც ისინი განმარტავენ, ქონი დიდი რაოდენობით ამინომჟავებს შეიცავს, ხოლო პური და კეტჩუპი დასუსტებულ ორგანიზმს აუცილებელი ნახშირწყლებით უზრუნველყოფს.

ჩინეთი - მაგარი მწვანე ჩაი

ჩინეთში ალკოჰოლის მოყვარულებს ურჩევენ პრობლემებს ჟენშენის, სხვადასხვა მცენარის ნაყენითა და რაღა თქმა უნდა, ჩაით შეებრძოლონ.

ჰო - რაც მაგარი იქნება ჩაი, მით უკეთესიაო.

საფრანგეთი - ხამანწკები

დელიკატესს უწოდებენ ამ უცნაურ საკვებს და ჯანდაბას, ჩვენც ასე მოვიხსენიოთ - თქვენი ნაბახუსევის დამრაცხება, ჩემო ბატონო, დელიკატესითაც შეიძლება: ხამანწკა შეიცავს უამრავ ვიტამინს, მათ შორის, B1 და B2-ს ჯგუფებიდან, ასევე A და ჩ ვიტამინებს.

იაპონია - დაკონსერვებული ქლიავი

უი მე, ბოშო! ქლიავის დაკონსერვება რაღას ნიშნავს, ქვე შენი ჭირიმე?

იაპონელებს თუ ჰკითხავთ, გიპასუხებენ. დაკონსერვებულ ქლიავს უმებოში ჰქვია და მისწრებაა ნაბახუსევზეო...

ამ კერძის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებამ ცოტა დაგვაბნია - ეტყობა, ჩვენი "პახმელიაა" დამნაშავე და ლოგიკური დასკვნა ვერაფრით გამოვიტანეთ. საქმე ისაა, რომ უმებოში ითარგმნება, როგორც "გამომშრალი იაპონური ქლიავი", მაგრამ მზადდება პრუნუს მუმეს ჯიშის გარგარისგან.

კაცოო! თუ გარგარისგან მზადდება, ქლიავი რატომღა ჰქვია და თუ დაკონსერვებული ქლიავია, გარგარი რაღა შუაშია?!

გასკდა! გასკდა! გასკდა თავი!!!

ჰაიტი - ვუდუს რიტუალი

ახლა, მთლად თოჯინებს არ ჩხვლეტენ ხოლმე აქაურების ცოლები, თუმცა ზოგიერთი ისეთი პირით იწყევლება, ვუდუს რიტუალები "პასკა-პასკა გამოცხვის" თამაშს ჰგავს...

მოკლედ, თუ ზემოჩამოთვლილმა არც ერთმა მეთოდმა არ გაამართლა, ჩემო ბატონო, უკიდურეს ზომებს უნდა მივმართოთ - ჰაიტიზე "პახმელია"-ს სწორედ ვუდუს რიტუალით ებრძვიან: ეძებენ წინა საღამოს თუ ღამეს გამოცლილ ბოთლს, რომელსაც საცობს არჭობენ, ხოლო საცობში 13 ცალ შავთავიან ქინძისთავს უყრიან.

ამბობენ, ვისაც სჯერა, მეთოდი მასზე 100 პროცენტით მოქმედებსო, მაგრამ სხვებს კი გარისკვას არ ვურჩევდით - ვუდუ არა შმუდუ!..

მიხეილ სახვაძე

გაზეთი "ქრონიკა"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს