მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ”
"ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ”

ბო­ლო დროს პე­ნი­ტე­ნციუ­რი სის­ტე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ეპი­ცენ­ტრშია მოქ­ცე­უ­ლი. ამი­სთ­ვის ორი სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს - პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფ ექ­სპრე­მი­ე­რ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ღა­მით სა­პა­ტიმ­რო­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­სი "გა­ტა­ცე­ბი­ს" შე­სა­ხებ და საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვის მოთხ­ოვ­ნით მა­სობ­რი­ვად მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხ­ი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი იმა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ, რომ ცი­ხე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი გა­რე­დან მარ­თუ­ლი­ა, სა­ს­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი კი, თა­ვის მხრივ, მა­ვან­თა მხრი­დან სი­ტუ­ა­ცი­ის ინ­სპი­რა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს.

- ბა­ტო­ნო სო­ზარ, ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბი შიმ­ში­ლო­ბენ და აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­პი­რე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას, კერ­ძოდ, უარს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მომ­ფხვრე­ლი კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე.

- პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მსგავ­სი ფორ­მე­ბი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა მოთხ­ოვ­ნებს, ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა მოთხ­ოვ­ნა­ა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის შექ­მნა­ა. არა­და, კარ­გად უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ ნიშ­ნავს ცი­ხის კა­რე­ბის გა­ღე­ბას და ყვე­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლის ერ­თდრო­უ­ლად გა­რეთ გა­მოშ­ვე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პის მას­შტა­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ნის­ტია გა­მო­ვი­და. არი­ან პა­ტიმ­რე­ბი, ვი­საც 15-20 წე­ლი ჰქონ­და მო­სახ­დე­ლი, ვი­საც ყო­ველ­დღე სცემ­დნენ, აწა­მებ­დნენ, ღირ­სე­ბას ულა­ხავ­დნენ, არ მკურ­ნა­ლობ­დნენ და ხმას არ იღებ­დნენ. დღეს, ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ, მათ მო­სახ­დე­ლი დარ­ჩათ 3-4 წე­ლი, სას­ჯელს იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, აქვთ ბევ­რად უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ჟი­მი, კარ­გი კვე­ბა, კარ­გი მკურ­ნა­ლო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ­თან დი­ა­ლოგ­ზე მი­დის და მათ სწო­რედ დღეს მი­მარ­თეს შიმ­ში­ლო­ბას და პრო­ტეს­ტის სხვა უკი­დუ­რეს ფორ­მებს თა­ვი­ან­თი მოთხ­ოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. თა­ნაც, მუ­შა­ო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ შეწყ­ვე­ტი­ლა და ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა. საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა არ არის მარ­ტი­ვი საქ­მე და ნურც იმას და­ვი­ჯე­რებთ, რომ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი უსა­მარ­თლოდ იხ­დის სას­ჯელს. გე­თან­ხმე­ბით, რომ და­პი­რე­ბა იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და ამ კუთხ­ით ბევ­რი რამ გან­ხორ­ცი­ელ­და: 1. უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ნის­ტი­ა; 2. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და პი­რო­ბე­ბი; 3. ამოქ­მედ­და პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც წე­ლი­წად­სა და ორ თვე­ში 2.500-ზე მე­ტი მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა (შე­ვა­და­როთ, მა­ნა­მ­დე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ 800 კა­ცი გა­თა­ვი­სუფ­ლდა); 4. ამოქ­მედ­და აქ­ტი­რე­ბის კო­მი­სი­ა, რო­მელ­მაც 100-ზე მე­ტი ავად­მყო­ფი და ხან­დაზ­მუ­ლი პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა (შე­ვა­და­როთ - მა­ნამ­დე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 ხან­დაზ­მუ­ლი და არც ერ­თი ავად­მყო­ფი)­. ამ სი­ის გაგ­რძე­ლე­ბა მარ­თლა უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგენ კო­მი­სი­ას, ნამ­დვი­ლად შე­იქ­მნა კა­ნონ­პრო­ექ­ტი, მაგ­რამ რო­ცა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ყვე­ლა შე­ნიშ­ვნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ადა­მი­ან­თა საკ­მა­ოდ ვიწ­რო წრეს შე­ე­ხე­ბა, რი­თაც პრობ­ლე­მა ვერ გა­და­იჭ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვმუ­შა­ობთ უფ­რო სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. შე­საძ­ლოა ეს იყოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა - შე­ის­წავ­ლონ და გა­და­ხე­დონ საქ­მე­ებს. მე­ო­რეც: სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის გაშ­ვე­ბას, არა­მედ ძვე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას - ვხე­დავთ, რომ ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ტიმ­რე­ბის მოთხ­ოვ­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი­ა, ისი­ნი თა­ვი­ან­თი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვას ითხ­ო­ვენ. არც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა და არც კო­მი­სი­ის შექ­მნა კონ­კრე­ტუ­ლად ჩე­მი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტიმ­რებს არც აქვთ პრე­ტენ­ზია სა­მი­ნის­ტროს მი­მართ. ერ­თ-ერ­თი მოთხ­ოვ­ნაა ისიც, რომ ამ­ნის­ტია უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო 260 და 262-ე მუხ­ლე­ბის მი­მართ (ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი), მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტმა გა­მო­ხა­ტა ნე­ბა და მი­ი­ღო კა­ნო­ნი და მი­სი შეც­ვლა შიმ­ში­ლო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი ითხ­ოვს 223-ე პრი­მა მუხ­ლის გა­უქ­მე­ბას (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა). ძა­ლი­ან მკა­ფიოა სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმა­ზე, რომ ეს კა­ნო­ნი არ შე­იც­ვლე­ბა, ეს არის არა სო­ზარ სუ­ბა­რის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შიმ­ში­ლო­ბა აქაც კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი­ა.

- თქვენ გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ ეს პრო­ცე­სი გა­რე­დან იმარ­თე­ბა. თქვე­ნი აზ­რით, ვის უნ­და აძ­ლევ­დეს ხელს ცი­ხე­ებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა?

- მე არ მით­ქვამს, რომ გა­რე­დან იმარ­თე­ბა, უბ­რა­ლოდ, რო­ცა გა­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტუ­ლობს, ეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ში­და პრო­ცე­სებ­ზეც. ეს გავ­ლე­ნა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი­ა. ჩემს კა­ბი­ნეტ­ში იჯ­და ერ­თი უვა­დო პა­ტიმ­რის დე­და, რო­ცა მას და­უ­რე­კეს ერ­თ-ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან და მოს­თხო­ვეს, სას­წრა­ფოდ მი­სუ­ლი­ყო და მი­ე­ღო 300 მო­საწ­ვე­ვი, რომ­ლე­ბიც 15 დე­კემ­ბრის აქ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად უნ­და და­ე­რი­გე­ბი­ნა. მან­ვე მითხ­რა, ყვე­ლა პა­ტიმ­რის მშო­ბელს ურე­კა­ვენ და 300-300 მო­საწ­ვევს აძ­ლე­ვე­ნო. ცხა­დი­ა, ასე­თი რა­მე­ე­ბი პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს. ვი­ღა­ცე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ შიმ­ში­ლო­ბით რა­ღა­ცის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია და აქ­ცი­ე­ბიც გრძელ­დე­ბა. არა­და, პრო­ტეს­ტის ამ­გვა­რი ფორ­მე­ბი უხი­ფა­თო არ არის. ერ­თმა პა­ტი­მარ­მა, რო­მელ­მაც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არა­ერ­თხელ მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, იმ­დე­ნად გა­ი­უ­ა­რე­სა ჯან­მრთე­ლო­ბა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბი­სა, მი­სი სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შევ­ძე­ლით, თუმ­ცა ამის­თვის 60 ათას ლარ­ზე მე­ტი დავ­ხარ­ჯეთ. არა­და, რო­ცა ეს პა­ტი­მა­რი ხე­დავ­და, რომ მის ყო­ველ აქ­ცი­ას ხმა­უ­რი მოჰ­ყვე­ბო­და, უფ­რო მე­ტი შე­მარ­თე­ბით აგ­რძე­ლებ­და ამას. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ შე­საძ­ლო შე­დე­გებ­ზე, ოღონდ კი თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წი­ონ და მზად არი­ან ტყუ­ი­ლი და მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აუ­რი­ონ.

- ისიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბს სცე­მა და კარ­ცერ­ში ჩას­ვა? მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა­საც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ...

- რა თქმა უნ­და, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ა. იყო ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც #7 საპყ­რო­ბი­ლე­ში მსჯავ­რდე­ბულს ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ეს საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­ვგ­ზავ­ნეთ. ისიც ტყუ­ი­ლი­ა, თით­ქოს პა­ტიმ­რებს არ მკურ­ნა­ლო­ბენ. მთე­ლი წე­ლია თავს ვი­წო­ნებთ იმით, რომ პა­ტი­მა­რი არ დავ­ტო­ვეთ, ვი­საც არ ვუმ­კურ­ნა­ლეთ და ამ ერთ კვი­რა­ში შე­ვუწყ­ვი­ტეთ ყვე­ლას მკურ­ნა­ლო­ბა და წამ­ლის მი­ცე­მა? რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერ­თმა პა­ტი­მარ­მა თა­ვი და­ი­ზი­ა­ნა და ამ­ბობ­და, წა­მალს არ მაძ­ლე­ვე­ნო. იმ შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად არ მი­ვე­ცით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წა­მა­ლი, რო­მელ­საც მო­ითხ­ოვ­და, რად­გან ეს არ იყო ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ზო­გა­დად, წელს ცი­ხე­ებ­ში ყო­ველ 1000 პა­ტი­მარ­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 35%-ით შე­ვა­მცი­რეთ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და იმე­დი გვაქვს, კი­დევ უფ­რო შე­ვამ­ცი­რებთ. ასე­ვე, ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ დო­კუ­მენ­ტი - "სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ბა­ზი­სუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნუს­ხა", რო­მელ­შიც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ დამ­ტკი­ცე­ბულ ნუს­ხა­ზე ბევ­რად მე­ტი წა­მა­ლია შე­სუ­ლი, რა­თა არ­ჩე­ვა­ნის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და ამ წამ­ლებს მთლი­ა­ნად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო. ხო­ლო ვინ­მეს თუ კონ­კრე­ტუ­ლი ბრენ­დი უნ­და, მი­სი ყიდ­ვის უფ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო არ და­ა­ფი­ნან­სებს. არ და­ა­ფი­ნან­სებს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სერ­ვი­სებ­საც, მა­გა­ლი­თად, ერ­თმა პა­ტი­მარ­მა არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­ხელ­ზე და ითხ­ოვს, სვი­რინ­გი წა­ვუ­შა­ლოთ, მაგ­რამ ამას სა­ხელ­მწი­ფო არ და­ა­ფი­ნან­სებს, რო­გორც და­ი­წე­რა, ისე წა­ი­შა­ლოს. ჯან­დაც­ვას და ჩვენც გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნე­ბი გვაქვს.

- თქვე­ნი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბამ, რომ მა­ყუ­რებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ აკონ­ტრო­ლონ ცი­ხე­ე­ბი, თო­მას ჰა­მარ­ბერ­გმაც იგი­ვე გა­ნაცხ­ა­და. თქვენ უარ­ყოფთ ამას?

- ჰა­მარ­ბერ­გიც და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც ერ­თი და იმა­ვე კლი­შეს გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცნენ. რა თქმა უნ­და, არი­ან ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი და თუ ვინ­მე ოდეს­მე ამ­ბობ­და, რომ არ არი­ან, ცრუ­ობ­და. რო­ცა ჩვენ მო­ვე­დით, ექიმ­თან რიგს, ქა­ლაქ­ში გა­დაყ­ვა­ნას, პა­ტიმ­რის მი­ერ მი­სა­ღე­ბი წამ­ლის დო­ზა­საც კი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" აკონ­ტრო­ლებ­და. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­პო და ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვე­რა­ვინ ერე­ვა. ასე­ვე, ერ­თ-ერ­თი წყა­რო, რაც აძ­ლი­ე­რებ­და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, იყო მო­სამ­სა­ხუ­რე პა­ტიმ­რე­ბის, ე.წ. აბ­სლუ­გის მი­ერ აკ­რე­ფი­ლი ფუ­ლი. ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც საჭ­მელს არი­გებ­დნენ, ასუფ­თა­ვებ­დნენ ან ნა­გა­ვი გაჰ­ქონ­დათ, ყვე­ლა პა­ტიმ­რის­გან იღებ­დნენ ფულს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ე.წ. ბრი­გა­დი­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს თვე­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჰქონ­დათ. ამ თან­ხის ნა­წი­ლი კი ავ­ტო­რი­ტე­ტებს მიჰ­ქონ­დათ. ჩვენ სა­ერ­თოდ გა­ვა­უქ­მეთ ფუ­ლის აკ­რე­ფა და მომ­სა­ხუ­რე პა­ტიმ­რებს ბი­უ­ჯე­ტი­დან 160-დან 200 ლა­რამ­დე ერი­ცხ­ე­ბათ ბა­რათ­ზე. და, რაც მთა­ვა­რი­ა, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მათ­თვის აღარ არის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი. ასე­ვე, ვა­პი­რებთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია პარ­ლა­მენ­ტში და გუ­ლის­ხმობს პა­ტი­მარ­თა და­ყო­ფას რის­კე­ბის მი­ხედ­ვით. სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ოთხ კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა - ნა­ხევ­რად ღია და და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კი­სა და და­ბა­ლი რის­კის სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი ემა­ტე­ბა. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბულ­ნი და, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვის­ზე მო­ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას.

- რამ­დე­ნი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია ცი­ხე­ში?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს, მგო­ნი 12 თუ 14. ყვე­ლა­ნი ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში - მე-­7-ში არი­ან მო­თავ­სე­ბულ­ნი, ერ­თის გარ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს.

- ბა­ტო­ნო სო­ზარ, მარ­თლა აქვთ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებს ლეპ­ტო­პე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი და "ვა­ი­ფა­ი"?

- თუ ასე­ა, მა­შინ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ფი­ლა, ცი­ხე კი არა. ცხა­დია არა, და ესეც მო­რი­გი ცრუ ბრალ­დე­ბა­ა.

- მარ­თლა გა­იყ­ვა­ნეს თუ არა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მატ­რო­სო­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან და რა­ტომ არ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი?

- ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ­სად გა­უყ­ვა­ნი­ათ. პო­ლი­ტი­კუ­რად ჩვენ­თვის ხელ­საყ­რე­ლი­ა, რომ და­იწყ­ოს ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ არ არ­სე­ბობს ამის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი. მხო­ლოდ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მოთხ­ოვ­ნით გა­მო­ძი­ე­ბა ვერ და­იწყ­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, ამ სფე­როს უშუ­ა­ლოდ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და კონ­კრე­ტუ­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. საქ­მი­სად­მი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ვიწყ­ოთ მოკ­ვლე­ვა და თუ რა­ი­მე სა­ფუძ­ვე­ლი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მა­შინ­ვე გა­დავ­ცემთ მას გა­მო­ძი­ე­ბას.

ესა­უბ­რა ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

"ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ”

"ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ”

ბო­ლო დროს პე­ნი­ტე­ნციუ­რი სის­ტე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ეპი­ცენ­ტრშია მოქ­ცე­უ­ლი. ამი­სთ­ვის ორი სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს - პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფ ექ­სპრე­მი­ე­რ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ღა­მით სა­პა­ტიმ­რო­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­სი "გა­ტა­ცე­ბი­ს" შესახებ და საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვის მოთხ­ოვ­ნით მა­სობ­რი­ვად მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხ­ი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი იმა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ, რომ ცი­ხე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი გა­რე­დან მარ­თუ­ლი­ა, სა­ს­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი კი, თა­ვის მხრივ, მა­ვან­თა მხრი­დან სი­ტუ­ა­ცი­ის ინ­სპი­რა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს.

-  ბა­ტო­ნო სო­ზარ, ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბი შიმ­ში­ლო­ბენ და აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­პი­რე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას, კერ­ძოდ, უარს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მომ­ფხვრე­ლი კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე.

-  პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მსგავ­სი ფორ­მე­ბი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის­თვის.  რაც შე­ე­ხე­ბა მოთხ­ოვ­ნებს, ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა მოთხ­ოვ­ნა­ა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის შექ­მნა­ა. არა­და, კარ­გად უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ ნიშ­ნავს ცი­ხის კა­რე­ბის გა­ღე­ბას და ყვე­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლის ერ­თდრო­უ­ლად გა­რეთ გა­მოშ­ვე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პის მას­შტა­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ნის­ტია გა­მო­ვი­და. არი­ან პა­ტიმ­რე­ბი, ვი­საც 15-20 წე­ლი ჰქონ­და მო­სახ­დე­ლი, ვი­საც ყო­ველ­დღე სცემ­დნენ, აწა­მებ­დნენ, ღირ­სე­ბას ულა­ხავ­დნენ, არ მკურ­ნა­ლობ­დნენ და ხმას არ იღებ­დნენ. დღეს, ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ, მათ მო­სახ­დე­ლი დარ­ჩათ 3-4 წე­ლი, სას­ჯელს იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, აქვთ ბევ­რად უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ჟი­მი, კარ­გი კვე­ბა, კარ­გი მკურ­ნა­ლო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ­თან დი­ა­ლოგ­ზე მი­დის და მათ სწო­რედ დღეს მი­მარ­თეს შიმ­ში­ლო­ბას და პრო­ტეს­ტის სხვა უკი­დუ­რეს ფორ­მებს თავიან­თი მოთხ­ოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. თა­ნაც, მუ­შა­ო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ შეწყ­ვე­ტი­ლა და ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა. საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა არ არის მარ­ტი­ვი საქ­მე და ნურც იმას და­ვი­ჯე­რებთ, რომ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი უსა­მარ­თლოდ იხ­დის სას­ჯელს. გე­თან­ხმე­ბით, რომ და­პი­რე­ბა იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და ამ კუთხ­ით ბევ­რი რამ გან­ხორ­ცი­ელ­და: 1. უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ნის­ტი­ა; 2. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და პი­რო­ბე­ბი; 3. ამოქ­მედ­და პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც წე­ლი­წად­სა და ორ თვე­ში 2.500-ზე მე­ტი მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა (შე­ვა­და­როთ, მა­ნა­მ­დე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ 800 კა­ცი გა­თა­ვი­სუფ­ლდა); 4. ამოქ­მედ­და აქ­ტი­რე­ბის კო­მი­სი­ა, რო­მელ­მაც 100-ზე მე­ტი ავად­მყო­ფი და ხან­დაზ­მუ­ლი პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა (შე­ვა­და­როთ - მა­ნამ­დე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 ხან­დაზ­მუ­ლი და არც ერ­თი ავად­მყო­ფი)­. ამ სი­ის გაგ­რძე­ლე­ბა მარ­თლა უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგენ კო­მი­სი­ას, ნამ­დვი­ლად შე­იქ­მნა კა­ნონ­პრო­ექ­ტი, მაგ­რამ რო­ცა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ყვე­ლა შე­ნიშ­ვნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ადა­მი­ან­თა საკ­მა­ოდ ვიწ­რო წრეს შე­ე­ხე­ბა, რი­თაც პრობ­ლე­მა ვერ გა­და­იჭ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვმუ­შა­ობთ უფ­რო სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. შე­საძ­ლოა ეს იყოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა - შე­ის­წავ­ლონ და გა­და­ხე­დონ საქ­მე­ებს. მე­ო­რეც: სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის გაშ­ვე­ბას, არა­მედ ძვე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას - ვხე­დავთ, რომ ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ტიმ­რე­ბის მოთხ­ოვ­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი­ა, ისი­ნი თავიანთი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვას ითხ­ო­ვენ. არც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა და არც კო­მი­სი­ის შექ­მნა კონ­კრე­ტუ­ლად ჩე­მი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტიმ­რებს არც აქვთ პრე­ტენ­ზია სა­მი­ნის­ტროს მი­მართ. ერ­თ-ერ­თი მოთხ­ოვ­ნაა ისიც, რომ ამ­ნის­ტია უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო 260 და 262-ე მუხ­ლე­ბის მი­მართ (ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი), მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტმა გა­მო­ხა­ტა ნე­ბა და მი­ი­ღო კა­ნო­ნი და მი­სი შეც­ვლა შიმ­ში­ლო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი ითხ­ოვს 223-ე პრი­მა მუხ­ლის გა­უქ­მე­ბას (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა). ძა­ლი­ან მკა­ფიოა სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმა­ზე, რომ ეს კა­ნო­ნი არ შე­იც­ვლე­ბა, ეს არის არა სო­ზარ სუ­ბა­რის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შიმ­ში­ლო­ბა აქაც კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი­ა.

-  თქვენ გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ ეს პრო­ცე­სი გა­რე­დან იმარ­თე­ბა. თქვე­ნი აზ­რით, ვის უნ­და აძ­ლევ­დეს ხელს ცი­ხე­ებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა?

-  მე არ მით­ქვამს, რომ გა­რე­დან იმარ­თე­ბა, უბ­რა­ლოდ, რო­ცა გა­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტუ­ლობს, ეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ში­და პრო­ცე­სებ­ზეც. ეს გავ­ლე­ნა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი­ა. ჩემს კა­ბი­ნეტ­ში იჯ­და ერ­თი უვა­დო პა­ტიმ­რის დე­და, რო­ცა მას და­უ­რე­კეს ერ­თ-ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან და მოს­თხო­ვეს, სას­წრა­ფოდ მი­სუ­ლი­ყო და მი­ე­ღო 300 მო­საწ­ვე­ვი, რომ­ლე­ბიც 15 დე­კემ­ბრის აქ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად უნ­და და­ე­რი­გე­ბი­ნა. მან­ვე მითხ­რა, ყვე­ლა პა­ტიმ­რის მშო­ბელს ურე­კა­ვენ და 300-300 მო­საწ­ვევს აძ­ლე­ვე­ნო. ცხა­დი­ა, ასე­თი რა­მე­ე­ბი პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს. ვი­ღა­ცე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ შიმ­ში­ლო­ბით რა­ღა­ცის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია და აქ­ცი­ე­ბიც გრძელ­დე­ბა. არა­და, პრო­ტეს­ტის ამ­გვა­რი ფორ­მე­ბი უხი­ფა­თო არ არის. ერ­თმა პა­ტი­მარ­მა, რო­მელ­მაც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არა­ერ­თხელ მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, იმ­დე­ნად გა­ი­უ­ა­რე­სა ჯან­მრთე­ლო­ბა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბი­სა, მი­სი სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შევ­ძე­ლით, თუმ­ცა ამის­თვის 60 ათას ლარ­ზე მე­ტი დავ­ხარ­ჯეთ. არა­და, რო­ცა ეს პა­ტი­მა­რი ხე­დავ­და, რომ მის ყო­ველ აქ­ცი­ას ხმა­უ­რი მოჰ­ყვე­ბო­და, უფ­რო მე­ტი შე­მარ­თე­ბით აგ­რძე­ლებ­და ამას. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ შე­საძ­ლო შე­დე­გებ­ზე, ოღონდ კი თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წი­ონ და მზად არი­ან ტყუ­ი­ლი და მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აუ­რი­ონ.

-  ისიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბს სცე­მა და კარ­ცერ­ში ჩას­ვა? მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა­საც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ...

-  რა თქმა უნ­და, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ა. იყო ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც #7 საპყ­რო­ბი­ლე­ში მსჯავ­რდე­ბულს ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ეს საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­ვგ­ზავ­ნეთ. ისიც ტყუ­ი­ლი­ა, თით­ქოს პა­ტიმ­რებს არ მკურ­ნა­ლო­ბენ. მთე­ლი წე­ლია თავს ვი­წო­ნებთ იმით, რომ პა­ტი­მა­რი არ დავ­ტო­ვეთ, ვი­საც არ ვუმ­კურ­ნა­ლეთ და ამ ერთ კვი­რა­ში შე­ვუწყ­ვი­ტეთ ყვე­ლას მკურ­ნა­ლო­ბა და წამ­ლის მი­ცე­მა? რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერ­თმა პა­ტი­მარ­მა თა­ვი და­ი­ზი­ა­ნა და ამ­ბობ­და, წა­მალს არ მაძ­ლე­ვე­ნო. იმ შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად არ მი­ვე­ცით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წა­მა­ლი, რო­მელ­საც მო­ითხ­ოვ­და, რად­გან ეს არ იყო ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ზო­გა­დად, წელს ცი­ხე­ებ­ში ყო­ველ 1000 პა­ტი­მარ­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 35%-ით შე­ვა­მცი­რეთ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და იმე­დი გვაქვს, კი­დევ უფ­რო შე­ვამ­ცი­რებთ. ასე­ვე, ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ დო­კუ­მენ­ტი - "სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ბა­ზი­სუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნუს­ხა", რო­მელ­შიც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ დამ­ტკი­ცე­ბულ ნუს­ხა­ზე ბევ­რად მე­ტი წა­მა­ლია შე­სუ­ლი, რა­თა არ­ჩე­ვა­ნის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და ამ წამ­ლებს მთლი­ა­ნად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო. ხო­ლო ვინ­მეს თუ კონ­კრე­ტუ­ლი ბრენ­დი უნ­და, მი­სი ყიდ­ვის უფ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო არ და­ა­ფი­ნან­სებს. არ და­ა­ფი­ნან­სებს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სერ­ვი­სებ­საც, მა­გა­ლი­თად, ერ­თმა პა­ტი­მარ­მა არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­ხელ­ზე და ითხ­ოვს, სვი­რინ­გი წა­ვუ­შა­ლოთ, მაგ­რამ ამას სა­ხელ­მწი­ფო არ და­ა­ფი­ნან­სებს, რო­გორც და­ი­წე­რა, ისე წა­ი­შა­ლოს. ჯან­დაც­ვას და ჩვენც გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნე­ბი გვაქვს.

-  თქვე­ნი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბამ, რომ მა­ყუ­რებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ აკონ­ტრო­ლონ ცი­ხე­ე­ბი, თო­მას ჰა­მარ­ბერ­გმაც იგი­ვე გა­ნაცხ­ა­და. თქვენ უარ­ყოფთ ამას?

-  ჰა­მარ­ბერ­გიც და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც ერ­თი და იმა­ვე კლი­შეს გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცნენ. რა თქმა უნ­და, არი­ან ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი და თუ ვინ­მე ოდეს­მე ამ­ბობ­და, რომ არ არი­ან, ცრუ­ობ­და. რო­ცა ჩვენ მო­ვე­დით, ექიმ­თან რიგს, ქა­ლაქ­ში გა­დაყ­ვა­ნას, პა­ტიმ­რის მი­ერ მი­სა­ღე­ბი წამ­ლის დო­ზა­საც კი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" აკონ­ტრო­ლებ­და. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­პო და ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვე­რა­ვინ ერე­ვა. ასე­ვე, ერ­თ-ერ­თი წყა­რო, რაც აძ­ლი­ე­რებ­და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, იყო მო­სამ­სა­ხუ­რე პა­ტიმ­რე­ბის, ე.წ. აბ­სლუ­გის მი­ერ აკ­რე­ფი­ლი ფუ­ლი. ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც საჭ­მელს არი­გებ­დნენ, ასუფ­თა­ვებ­დნენ ან ნა­გა­ვი გაჰ­ქონ­დათ, ყვე­ლა პა­ტიმ­რის­გან იღებ­დნენ ფულს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ე.წ. ბრი­გა­დი­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს თვე­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჰქონ­დათ. ამ თან­ხის ნა­წი­ლი კი ავ­ტო­რი­ტე­ტებს მიჰ­ქონ­დათ. ჩვენ სა­ერ­თოდ გა­ვა­უქ­მეთ ფუ­ლის აკ­რე­ფა და მომ­სა­ხუ­რე პა­ტიმ­რებს ბი­უ­ჯე­ტი­დან 160-დან 200 ლა­რამ­დე ერიცხ­ე­ბათ ბა­რათ­ზე. და, რაც მთა­ვა­რი­ა, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მათ­თვის აღარ არის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი. ასე­ვე, ვა­პი­რებთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია პარ­ლა­მენ­ტში და გუ­ლის­ხმობს პა­ტი­მარ­თა და­ყო­ფას რის­კე­ბის მი­ხედ­ვით. სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ოთხ კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა - ნა­ხევ­რად ღია და და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კი­სა და და­ბა­ლი რის­კის სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი ემა­ტე­ბა. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბულ­ნი და, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვის­ზე მო­ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას.

-  რამ­დე­ნი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია ცი­ხე­ში?

-  ზუს­ტად არ მახ­სოვს, მგო­ნი 12 თუ 14. ყვე­ლა­ნი ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში - მე-­7-ში არი­ან მო­თავ­სე­ბულ­ნი, ერ­თის გარ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს.

-  ბა­ტო­ნო სო­ზარ, მარ­თლა აქვთ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებს ლეპ­ტო­პე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი და "ვა­ი­ფა­ი"?

-  თუ ასე­ა, მა­შინ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ფი­ლა, ცი­ხე კი არა. ცხა­დია არა, და ესეც მო­რი­გი ცრუ ბრალ­დე­ბა­ა.

-  მარ­თლა გა­იყ­ვა­ნეს თუ არა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მატ­რო­სო­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან და რა­ტომ არ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი?

-  ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ­სად გა­უყ­ვა­ნი­ათ. პო­ლი­ტი­კუ­რად ჩვენ­თვის ხელ­საყ­რე­ლი­ა, რომ და­იწყ­ოს ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ არ არ­სე­ბობს ამის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი. მხო­ლოდ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მოთხ­ოვ­ნით გა­მო­ძი­ე­ბა ვერ და­იწყ­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, ამ სფე­როს უშუ­ა­ლოდ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და კონ­კრე­ტუ­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. საქ­მი­სად­მი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ვიწყ­ოთ მოკ­ვლე­ვა და თუ რა­ი­მე სა­ფუძ­ვე­ლი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მა­შინ­ვე გა­დავ­ცემთ მას გა­მო­ძი­ე­ბას.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"