კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაქ­ცე­უ­ლი, ფეთხუ­მი, უგუ­ლო პა­ტარ­ძ­ლე­ბი და ეგო­ის­ტი სი­ძე­ე­ბი
გაქ­ცე­უ­ლი, ფეთხუ­მი, უგუ­ლო პა­ტარ­ძ­ლე­ბი და ეგო­ის­ტი სი­ძე­ე­ბი

ქორ­წი­ლი და თეთ­რი კა­ბა ყვე­ლა ქალ­ბა­ტო­ნის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სე­ბუ­რი მღელ­ვა­რე­ბაც ახ­ლავს თან. წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დი­სი ხომ მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა პა­ტარ­ძ­ლის გა­რეგ­ნო­ბა­სა და იმიჯ­ზე პირ­და­პირ აისა­ხე­ბა. ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ კომ­პა­ნია "მა­რი­გოლ­დის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს - ქალ­ბა­ტონ თა­მარ ნა­დი­რა­ძეს ვეს­ტუმ­რე.

წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დი­სი

- სა­ქორ­წი­ლო კა­ბამ, ვარ­ცხ­ნი­ლო­ბამ და მა­კი­აჟ­მა, პა­ტარ­ძალს შე­იძ­ლე­ბა ასა­კი მო­აკ­ლოს ან მო­უ­მა­ტოს, ამი­ტომ მის სწო­რად შერ­ჩე­ვას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. გო­გო­ნე­ბი თა­ვი­ანთ პირ­ველ ემო­ცი­ებს ჩვენ­თან აფ­რ­ქ­ვე­ვენ. ვინც კარ­გა­დაა აღ­ზ­რ­დი­ლი, ამას ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლად აკე­თებს, მაგ­რამ ზოგს ვერ ვა­ჩუ­მებთ და ვე­უბ­ნე­ბი - ამ­დე­ნი "ვა­ი­მეს" ძა­ხი­ლი არ ვარ­გა, ჯო­ბია, ამ დროს უფ­რო მშვი­დი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყოთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით კარ­გად ჩა­ივ­ლის-მეთ­ქი. დე­დოფ­ლე­ბის­თ­ვის ე.წ. "კო­ნო-თე­რა­პი­ა" მო­ვი­გო­ნეთ. რო­ცა ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, გა­მო­ვი­ღებთ რა­ი­მე კარგ კო­ნი­აკს და "ჩა­ვარ­ტყ­მე­ვი­ნებთ", მე­რე აღა­რა­ფერ­ზე ღე­ლა­ვენ, და­ძა­ბუ­ლო­ბა ეხ­ს­ნე­ბათ და უფ­რო უშუ­ა­ლო­ე­ბი ხდე­ბი­ან. ერ­თხელ, ერ­თ­მა გო­გო­ნამ რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლიც კი და­ლია (ი­ცი­ნის). ზოგ­ჯერ ისე­თი კარ­გი წყვი­ლი შე­მო­დის, ჩვენ თვი­თონ გვიკ­ვირს, ზო­გი კი ისე­თი პრე­ტენ­ზი­უ­ლია, აქე­დან გას­ვ­ლის შემ­დეგ ერ­თ­დ­რო­უ­ლად აღ­მოგ­ვ­ხ­დე­ბა ხოლ­მე, - ეს მტრის ოჯახ­ში შე­ვი­დაო (ი­ცი­ნის).

დღე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პა­ტარ­ძ­ლის უნ­და იყოს

- რო­ცა გო­გო­ნე­ბი სა­დე­დამ­თი­ლოს­თან ერ­თად მო­დი­ან, ვცდი­ლობთ, ისე­თი კა­ბა ავარ­ჩე­ვი­ნოთ, რომ არც ერთს არ ვა­წყე­ნი­ნოთ, რად­გან ფულს სა­დე­დამ­თი­ლო იხ­დის, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად, მო­რი­დე­ბულ გო­გო­ნებს რა­ღაც­ნა­ი­რად ვეხ­მა­რე­ბით ხოლ­მე. ეს მო­თხოვ­ნა ბევ­რს აქვს - მე რაც მომ­წონს, პა­ტარ­ძალ­მა ის უნ­და ჩა­იც­ვა­სო, გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­ლებ­სა და დე­დამ­თი­ლებს. კა­ბის გა­მო დე­და-შვილ­საც კი უჩხუ­ბია. ზოგ­ჯერ კა­ბებს მა­მამ­თი­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ და გო­გო­ნე­ბი ხმას ვერ იღე­ბენ. და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რო­ცა სარ­ძ­ლო­ე­ბი მათ აზ­რ­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ისიც მეს­მის, რომ თან­ხას ისი­ნი იხ­დი­ან, მაგ­რამ და­ჟი­ნე­ბუ­ლად მოს­თხო­ვო, ის კა­ბა ჩა­იც­ვას, რო­მე­ლიც მას თა­ვად არ მოს­წონს, ცოდ­ვაა უბ­რა­ლოდ. ყვე­ლა თა­ო­ბას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბა აქვს და სამ­სა­ხურ­შიც სულ ვა­მა­ტებ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ მა­თი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის გე­მოვ­ნე­ბა ვი­ცო­დე. ერთ რა­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი ყუ­რა­დღე­ბას: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ინც მი­ღე­ბუ­ლია, რომ ცო­ლებს ქმრე­ბი ასე თუ ისე, თა­ვი­ანთ ჭკუ­ა­ზე ატა­რე­ბენ, მა­მა­კა­ცია ლი­დე­რი და ყვე­ლას მინ­და ვუთხ­რა, - და­ქა­ლებ­საც, დე­დებ­საც, დე­დამ­თი­ლებ­საც და საქ­მ­რო­ებ­საც, რომ ის ერ­თა­დერ­თი დღე, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ლა­მა­ზად უნ­და და­ა­მახ­სოვ­რ­დეთ, მა­თი სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­ა­ტა­რე­ბი­ნონ, მათ მის­ცენ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც უნ­დათ, ის გა­ა­კე­თონ.

გაქ­ცე­უ­ლი სა­დე­დოფ­ლო

- ჩვენ გარ­შე­მო ათას­ნა­ი­რი ამ­ბა­ვი ხდე­ბა. ერ­თხელ, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა გვქონ­და: ქორ­წი­ლის დღეს გო­გო­ნა მო­ვი­და, უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი მზად იყო, მა­კი­ა­ჟი და ვარ­ც­ნი­ლო­ბა უნ­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და გვთხო­ვა, ათი წუ­თით გა­ვალ და მა­ლე დავ­ბ­რუნ­დე­ბიო. წა­ვი­და და წა­ვი­და - სხვას გაჰ­ყ­ვა ცო­ლად და ქორ­წი­ლი ჩა­შა­ლა.

უგუ­ლო შვი­ლი და სარ­ძ­ლო

- თა­ვი­დან, რო­დე­საც ეს ბიზ­ნე­სი და­ვი­წყე, მახ­სოვს, ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი შვილ­თან და სარ­ძ­ლოს­თან ერ­თად მო­ვი­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი 40-42 წლი­სა იქ­ნე­ბო­და, ექი­მი, ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტი, კულ­ტუ­რუ­ლი. სარ­ძ­ლო - 19-20 წლის. მარ­თა­ლია, ასეთ ასაკ­ში 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზოგს ბე­ბე­რი ჰგო­ნია, მაგ­რამ თვი­თო­ნაც ხომ გახ­დე­ბი­ან ჩვე­ნი ტო­ლე­ბი და მე­რე მიხ­ვ­დე­ბი­ან, რომ ცდე­ბოდ­ნენ. ის სი­ტუ­ა­ცია არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა... მა­შინ სა­მო­სი სა­დე­დამ­თი­ლო­ე­ბის­თ­ვი­საც გვქონ­და და რო­ცა მა­საც შევ­თა­ვა­ზე, მი­პა­სუ­ხა - მე­რე და ვინ მე­პა­ტი­ჟე­ბაო?!. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ამ გო­გომ კი ირო­ნი­უ­ლად და ცი­ნი­კუ­რად გად­მო­ხე­და. გუ­ლი მო­მიკ­ვ­და. მეც მყავს ბი­ჭი და ასე­თი რძა­ლი ჩემ­თ­ვის ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი. ერ­თი რამ მინ­და ვუთხ­რა ახალ­გაზ­რ­დებს: ისი­ნიც ხომ მოვ­ლენ ჩვენს ასა­კამ­დე, უფა­ლი კარ­გ­საც და ცუდ­საც უკან დაგ­ვიბ­რუ­ნებს და არ შე­იძ­ლე­ბა ასე მოქ­ცე­ვა.

ეგო­ის­ტი მა­მა­კა­ცე­ბი

- ამას წი­ნათ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი წყვი­ლი მო­ვი­და და ეს ბი­ჭი ხუმ­რობ­და, - მე ბრენ­დე­ბი მაც­ვია და ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ მაქ­ცევს, ყვე­ლა ანა­ნოს და მის კა­ბას უყუ­რებ­სო (ი­ცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ამ­ბო­ბენ, ბევრ მა­მა­კაცს ქორ­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეგო­ის­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი აქვს და ისე­დაც, მა­მა­კაც­ზე დი­დი ეგო­ის­ტი არ არ­სე­ბობს, რად­გან რო­დე­საც ოჯახ­ში ბავ­შ­ვე­ბი იბა­დე­ბი­ან, მე­უღ­ლის ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლ­დე­ბათ და ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ.

და­კარ­გუ­ლი ფა­ტა

- ერ­თხელ, კა­ბა და ფა­ტა წა­ი­ღეს ქი­რით, მე­ო­რე დღეს მხო­ლოდ კა­ბა დაგ­ვიბ­რუ­ნეს და რო­ცა ფა­ტა მო­ვი­კი­თხეთ, იმ ქალ­ბა­ტონ­მა ისე­თი საქ­მის გარ­ჩე­ვა დაგ­ვი­წყო, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. ფა­ტა უცხო­ეთ­ში ცალ­კე ბიზ­ნე­სია, ზოგ­ჯერ მი­სი ფა­სი კა­ბის ფას­საც კი აღე­მა­ტე­ბა და რა­ნა­ი­რად ვა­ჩუ­ქებ­დით? ბო­ლოს მითხ­რა, მო­დი, დავ­ს­ხ­დეთ და ეს ამ­ბა­ვი სამ­ში გა­ვარ­ჩი­ო­თო... ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? (ი­ცი­ნის). სა­დაც გინ­და, იქ მი­ჩივ­ლეო. ბედ­ნი­ე­რე­ბის დღე იყო და ასე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა ისევ მათ­თ­ვი­საა ცუ­დი, თო­რემ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­დენ რა­მეს ვკარ­გავთ და ფეხ­ზე ვდგე­ბით, ერ­თი ფა­ტის და­კარ­გ­ვას, რო­გორ­ღაც გა­და­ვი­ტან­დით...

"ფე­თხუ­მი" გო­გო­ნე­ბი

- ჩვენ­თან უცხო­ე­ლე­ბიც ხში­რად მო­დი­ან - აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი, ჩი­ნე­ლე­ბი, ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი და ა.შ. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვე­ნი კა­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­შია გა­ყი­დუ­ლი. სხვა­თა შო­რის, ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ქორ­წი­ლის­თ­ვის შა­ვი კა­ბა მო­უთხო­ვი­ათ. მომ­წონს, რომ შე­მო­ვი­და კა­ბე­ბი "ო­რი ერ­თ­ში", ანუ გრძე­ლი კა­ბაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლი­ათ სიგ­რ­ძე მოხ­ს­ნან და რო­გორც მოკ­ლე სტი­ლის, ისე და­ტო­ვონ. ამას წი­ნათ, სხვა ეროვ­ნე­ბის წყვი­ლის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი და იქი­დან აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი მო­ვე­დი - ნე­ფე-დე­დო­ფალს ორი მეტ­რის რა­დი­უს­ში არა­ვინ ეკა­რე­ბო­და. ეს კარ­გი კულ­ტუ­რაა, თო­რემ რამ­დენ­ჯერ მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ სი­გა­რე­ტით დამ­წ­ვა­რი ან დას­ვ­რი­ლი კა­ბა. მი­ხა­რია, რომ ბო­ლო დროს ეს კულ­ტუ­რა მკვიდ­რ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო და­იხ­ვეწ­ნენ, თო­რემ ად­რე, შე­იძ­ლე­ბო­და კა­ბა­ზე მთე­ლი მე­ნიუ წა­გე­კი­თხა - ტორ­ტის ფე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ამო­იც­ნობ­დი.

ხელ­ზე ამ­ბო­რის ტრა­დი­ცია

- ერ­თი რამ მინ­და და­ვა­მა­ტო: იმის მომ­ხ­რე ვარ, რომ ხელ­ზე ამ­ბო­რის ტრა­დი­ცია აღ­დ­გეს. ეს ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ჟეს­ტია, უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ამა­ყი ხდე­ბი ქა­ლი და ქვეც­ნო­ბი­ე­რად და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. თა­ნაც დე­დოფ­ლის ვარ­ცხ­ნი­ლო­ბას, მა­კი­აჟს უნ­და გა­უფ­რ­თხილ­დე და გა­და­სა­კოც­ნად გი­ჟი­ვით არ და­ე­ტა­კო (ი­ცი­ნის). ამას წყვი­ლებ­საც ვთხოვ ხოლ­მე და ერ­თხელ, ერ­თი მეგ­რე­ლი ბი­ჭი შე­მო­მიტ­რი­ალ­და და მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტით მითხ­რა - რა შე­ნი საქ­მეა, სად ვა­კო­ცებ ჩემს ცოლ­სო? (ი­ცი­ნის).

თეა გუნ­თა­იშ­ვი­ლი, "მა­რი­გოლ­დის" პი­არ-მე­ნე­ჯე­რი:

- სა­მი წე­ლია, თამ­რი­კოს­თან ვმუ­შა­ობ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სამ­სა­ხუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რად დამ­ღ­ლე­ლია, ამა­ვე დროს სა­სი­ა­მოვ­ნო­ცაა, რად­გან ამ­დე­ნი ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ყუ­რე­ბა გვი­ხა­რია და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით ვი­მუხ­ტე­ბით. აქე­დან სა­პა­ტარ­ძ­ლოს გაყ­ვა­ნა მთე­ლი ცე­რე­მო­ნიაა, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტია.

თამ­რი­კო:

- ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ვი­პო­ვეთ. რო­ცა სა­მუ­შა­ოს სიყ­ვა­რუ­ლით უდ­გე­ბი, შე­დეგ­საც შე­სა­ბა­მისს იღებ. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ენა აქვს, თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა, ამას მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით აკე­თებ თუ მთე­ლი გუ­ლით. თუ ადა­მი­ანს ცი­ვი აურა აქვს, სამ­სა­ხურ­ში ვერ ავიყ­ვან... ბუ­ზღუ­ნა გო­გო­ნე­ბი რომ მო­დი­ან, სულ ვე­უბ­ნე­ბი, - მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი ღი­მი­ლით გა­ა­ლა­მა­ზოთ-მეთ­ქი. ზოგს ჰგო­ნია, ცხვი­რა­წე­უ­ლი თუ ივ­ლის, ამით ვინ­მეს­გან და­დე­ბით გან­წყო­ბას მო­ი­პო­ვებს. უშუ­ა­ლო­ბა და თავ­მ­დაბ­ლო­ბა ბევ­რად უფ­რო ალა­მა­ზებს ადა­მი­ანს. სხვა­თა შო­რის, ჩვენ ბევ­რი მო­დე­ლი თუ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ, კადრს მიღ­მა მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წა­მოვ­წი­ოთ წინ და არა - ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე­დაც ყველ­გან ტრი­ა­ლე­ბენ. სხვა­თა შო­რის, ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­რე, ზოგ­მა კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ი­ღო, ზო­გიც და­ო­ჯახ­და. ეტყო­ბა, ფეხ­ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ (ი­ღი­მის).

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

გაქ­ცე­უ­ლი, ფეთხუ­მი, უგუ­ლო პა­ტარ­ძ­ლე­ბი და ეგო­ის­ტი სი­ძე­ე­ბი

გაქ­ცე­უ­ლი, ფეთხუ­მი, უგუ­ლო პა­ტარ­ძ­ლე­ბი და ეგო­ის­ტი სი­ძე­ე­ბი

ქორ­წი­ლი და თეთ­რი კა­ბა ყვე­ლა ქალ­ბა­ტო­ნის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სე­ბუ­რი მღელ­ვა­რე­ბაც ახ­ლავს თან. წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დი­სი ხომ მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა პა­ტარ­ძ­ლის გა­რეგ­ნო­ბა­სა და იმიჯ­ზე პირ­და­პირ აისა­ხე­ბა. ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ კომ­პა­ნია "მა­რი­გოლ­დის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს - ქალ­ბა­ტონ თა­მარ ნა­დი­რა­ძეს ვეს­ტუმ­რე.

წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დი­სი

- სა­ქორ­წი­ლო კა­ბამ, ვარ­ცხ­ნი­ლო­ბამ და მა­კი­აჟ­მა, პა­ტარ­ძალს შე­იძ­ლე­ბა ასა­კი მო­აკ­ლოს ან მო­უ­მა­ტოს, ამი­ტომ მის სწო­რად შერ­ჩე­ვას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. გო­გო­ნე­ბი თა­ვი­ანთ პირ­ველ ემო­ცი­ებს ჩვენ­თან აფ­რ­ქ­ვე­ვენ. ვინც კარ­გა­დაა აღ­ზ­რ­დი­ლი, ამას ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლად აკე­თებს, მაგ­რამ ზოგს ვერ ვა­ჩუ­მებთ და ვე­უბ­ნე­ბი - ამ­დე­ნი "ვა­ი­მეს" ძა­ხი­ლი არ ვარ­გა, ჯო­ბია, ამ დროს უფ­რო მშვი­დი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყოთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით კარ­გად ჩა­ივ­ლის-მეთ­ქი. დე­დოფ­ლე­ბის­თ­ვის ე.წ. "კო­ნო-თე­რა­პი­ა" მო­ვი­გო­ნეთ. რო­ცა ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, გა­მო­ვი­ღებთ რა­ი­მე კარგ კო­ნი­აკს და "ჩა­ვარ­ტყ­მე­ვი­ნებთ", მე­რე აღა­რა­ფერ­ზე ღე­ლა­ვენ, და­ძა­ბუ­ლო­ბა ეხ­ს­ნე­ბათ და უფ­რო უშუ­ა­ლო­ე­ბი ხდე­ბი­ან. ერ­თხელ, ერ­თ­მა გო­გო­ნამ რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლიც კი და­ლია (ი­ცი­ნის). ზოგ­ჯერ ისე­თი კარ­გი წყვი­ლი შე­მო­დის, ჩვენ თვი­თონ გვიკ­ვირს, ზო­გი კი ისე­თი პრე­ტენ­ზი­უ­ლია, აქე­დან გას­ვ­ლის შემ­დეგ ერ­თ­დ­რო­უ­ლად აღ­მოგ­ვ­ხ­დე­ბა ხოლ­მე, - ეს მტრის ოჯახ­ში შე­ვი­დაო (ი­ცი­ნის).

დღე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პა­ტარ­ძ­ლის უნ­და იყოს

- რო­ცა გო­გო­ნე­ბი სა­დე­დამ­თი­ლოს­თან ერ­თად მო­დი­ან, ვცდი­ლობთ, ისე­თი კა­ბა ავარ­ჩე­ვი­ნოთ, რომ არც ერთს არ ვაწყე­ნი­ნოთ, რად­გან ფულს სა­დე­დამ­თი­ლო იხ­დის, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად, მო­რი­დე­ბულ გო­გო­ნებს რა­ღაც­ნა­ი­რად ვეხ­მა­რე­ბით ხოლ­მე. ეს მოთხოვ­ნა ბევრს აქვს - მე რაც მომ­წონს, პა­ტარ­ძალ­მა ის უნ­და ჩა­იც­ვა­სო, გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­ლებ­სა და დე­დამ­თი­ლებს. კა­ბის გა­მო დე­და-შვილ­საც კი უჩხუ­ბია. ზოგ­ჯერ კა­ბებს მა­მამ­თი­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ და გო­გო­ნე­ბი ხმას ვერ იღე­ბენ. და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რო­ცა სარ­ძ­ლო­ე­ბი მათ აზ­რ­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ისიც მეს­მის, რომ თან­ხას ისი­ნი იხ­დი­ან, მაგ­რამ და­ჟი­ნე­ბუ­ლად მოს­თხო­ვო, ის კა­ბა ჩა­იც­ვას, რო­მე­ლიც მას თა­ვად არ მოს­წონს, ცოდ­ვაა უბ­რა­ლოდ. ყვე­ლა თა­ო­ბას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბა აქვს და სამ­სა­ხურ­შიც სულ ვა­მა­ტებ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ მა­თი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის გე­მოვ­ნე­ბა ვი­ცო­დე. ერთ რა­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი ყუ­რადღე­ბას: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ინც მი­ღე­ბუ­ლია, რომ ცო­ლებს ქმრე­ბი ასე თუ ისე, თა­ვი­ანთ ჭკუ­ა­ზე ატა­რე­ბენ, მა­მა­კა­ცია ლი­დე­რი და ყვე­ლას მინ­და ვუთხ­რა, - და­ქა­ლებ­საც, დე­დებ­საც, დე­დამ­თი­ლებ­საც და საქ­მ­რო­ებ­საც, რომ ის ერ­თა­დერ­თი დღე, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ლა­მა­ზად უნ­და და­ა­მახ­სოვ­რ­დეთ, მა­თი სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­ა­ტა­რე­ბი­ნონ, მათ მის­ცენ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც უნ­დათ, ის გა­ა­კე­თონ.

გაქ­ცე­უ­ლი სა­დე­დოფ­ლო

- ჩვენ გარ­შე­მო ათას­ნა­ი­რი ამ­ბა­ვი ხდე­ბა. ერ­თხელ, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა გვქონ­და: ქორ­წი­ლის დღეს გო­გო­ნა მო­ვი­და, უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი მზად იყო, მა­კი­ა­ჟი და ვარ­ც­ნი­ლო­ბა უნ­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და გვთხო­ვა, ათი წუ­თით გა­ვალ და მა­ლე დავ­ბ­რუნ­დე­ბიო. წა­ვი­და და წა­ვი­და - სხვას გაჰ­ყ­ვა ცო­ლად და ქორ­წი­ლი ჩა­შა­ლა.

უგუ­ლო შვი­ლი და სარ­ძ­ლო

- თა­ვი­დან, რო­დე­საც ეს ბიზ­ნე­სი და­ვიწყე, მახ­სოვს, ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი შვილ­თან და სარ­ძ­ლოს­თან ერ­თად მო­ვი­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი 40-42 წლი­სა იქ­ნე­ბო­და, ექი­მი, ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტი, კულ­ტუ­რუ­ლი. სარ­ძ­ლო - 19-20 წლის. მარ­თა­ლია, ასეთ ასაკ­ში 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზოგს ბე­ბე­რი ჰგო­ნია, მაგ­რამ თვი­თო­ნაც ხომ გახ­დე­ბი­ან ჩვე­ნი ტო­ლე­ბი და მე­რე მიხ­ვ­დე­ბი­ან, რომ ცდე­ბოდ­ნენ. ის სი­ტუ­ა­ცია არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა... მა­შინ სა­მო­სი სა­დე­დამ­თი­ლო­ე­ბის­თ­ვი­საც გვქონ­და და რო­ცა მა­საც შევ­თა­ვა­ზე, მი­პა­სუ­ხა - მე­რე და ვინ მე­პა­ტი­ჟე­ბაო?!. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ამ გო­გომ კი ირო­ნი­უ­ლად და ცი­ნი­კუ­რად გად­მო­ხე­და. გუ­ლი მო­მიკ­ვ­და. მეც მყავს ბი­ჭი და ასე­თი რძა­ლი ჩემ­თ­ვის ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი. ერ­თი რამ მინ­და ვუთხ­რა ახალ­გაზ­რ­დებს: ისი­ნიც ხომ მოვ­ლენ ჩვენს ასა­კამ­დე, უფა­ლი კარ­გ­საც და ცუდ­საც უკან დაგ­ვიბ­რუ­ნებს და არ შე­იძ­ლე­ბა ასე მოქ­ცე­ვა.

ეგო­ის­ტი მა­მა­კა­ცე­ბი

- ამას წი­ნათ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი წყვი­ლი მო­ვი­და და ეს ბი­ჭი ხუმ­რობ­და, - მე ბრენ­დე­ბი მაც­ვია და ყუ­რადღე­ბას არა­ვინ მაქ­ცევს, ყვე­ლა ანა­ნოს და მის კა­ბას უყუ­რებ­სო (ი­ცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ამ­ბო­ბენ, ბევრ მა­მა­კაცს ქორ­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეგო­ის­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი აქვს და ისე­დაც, მა­მა­კაც­ზე დი­დი ეგო­ის­ტი არ არ­სე­ბობს, რად­გან რო­დე­საც ოჯახ­ში ბავ­შ­ვე­ბი იბა­დე­ბი­ან, მე­უღ­ლის ყუ­რადღე­ბა აკ­ლ­დე­ბათ და ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ.

და­კარ­გუ­ლი ფა­ტა

- ერ­თხელ, კა­ბა და ფა­ტა წა­ი­ღეს ქი­რით, მე­ო­რე დღეს მხო­ლოდ კა­ბა დაგ­ვიბ­რუ­ნეს და რო­ცა ფა­ტა მო­ვი­კითხეთ, იმ ქალ­ბა­ტონ­მა ისე­თი საქ­მის გარ­ჩე­ვა დაგ­ვიწყო, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. ფა­ტა უცხო­ეთ­ში ცალ­კე ბიზ­ნე­სია, ზოგ­ჯერ მი­სი ფა­სი კა­ბის ფას­საც კი აღე­მა­ტე­ბა და რა­ნა­ი­რად ვა­ჩუ­ქებ­დით? ბო­ლოს მითხ­რა, მო­დი, დავ­ს­ხ­დეთ და ეს ამ­ბა­ვი სამ­ში გა­ვარ­ჩი­ო­თო... ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? (ი­ცი­ნის). სა­დაც გინ­და, იქ მი­ჩივ­ლეო. ბედ­ნი­ე­რე­ბის დღე იყო და ასე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა ისევ მათ­თ­ვი­საა ცუ­დი, თო­რემ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­დენ რა­მეს ვკარ­გავთ და ფეხ­ზე ვდგე­ბით, ერ­თი ფა­ტის და­კარ­გ­ვას, რო­გორ­ღაც გა­და­ვი­ტან­დით...

"ფეთხუ­მი" გო­გო­ნე­ბი

- ჩვენ­თან უცხო­ე­ლე­ბიც ხში­რად მო­დი­ან - აფ­როამე­რი­კე­ლე­ბი, ჩი­ნე­ლე­ბი, ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი და ა.შ. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვე­ნი კა­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყა­ნა­შია გა­ყი­დუ­ლი. სხვა­თა შო­რის, ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ქორ­წი­ლის­თ­ვის შა­ვი კა­ბა მო­უთხო­ვი­ათ. მომ­წონს, რომ შე­მო­ვი­და კა­ბე­ბი "ო­რი ერ­თ­ში", ანუ გრძე­ლი კა­ბაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლი­ათ სიგ­რ­ძე მოხ­ს­ნან და რო­გორც მოკ­ლე სტი­ლის, ისე და­ტო­ვონ. ამას წი­ნათ, სხვა ეროვ­ნე­ბის წყვი­ლის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი და იქი­დან აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი მო­ვე­დი - ნე­ფე-დე­დო­ფალს ორი მეტ­რის რა­დი­უს­ში არა­ვინ ეკა­რე­ბო­და. ეს კარ­გი კულ­ტუ­რაა, თო­რემ რამ­დენ­ჯერ მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ სი­გა­რე­ტით დამ­წ­ვა­რი ან დას­ვ­რი­ლი კა­ბა. მი­ხა­რია, რომ ბო­ლო დროს ეს კულ­ტუ­რა მკვიდ­რ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო და­იხ­ვეწ­ნენ, თო­რემ ად­რე, შე­იძ­ლე­ბო­და კა­ბა­ზე მთე­ლი მე­ნიუ წა­გე­კითხა - ტორ­ტის ფე­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ამო­იც­ნობ­დი.

ხელ­ზე ამ­ბო­რის ტრა­დი­ცია

- ერ­თი რამ მინ­და და­ვა­მა­ტო: იმის მომ­ხ­რე ვარ, რომ ხელ­ზე ამ­ბო­რის ტრა­დი­ცია აღ­დ­გეს. ეს ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ჟეს­ტია, უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ამა­ყი ხდე­ბი ქა­ლი და ქვეც­ნო­ბი­ე­რად და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. თა­ნაც დე­დოფ­ლის ვარ­ცხ­ნი­ლო­ბას, მა­კი­აჟს უნ­და გა­უფ­რ­თხილ­დე და გა­და­სა­კოც­ნად გი­ჟი­ვით არ და­ე­ტა­კო (ი­ცი­ნის). ამას წყვი­ლებ­საც ვთხოვ ხოლ­მე და ერ­თხელ, ერ­თი მეგ­რე­ლი ბი­ჭი შე­მო­მიტ­რი­ალ­და და მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტით მითხ­რა - რა შე­ნი საქ­მეა, სად ვა­კო­ცებ ჩემს ცოლ­სო? (ი­ცი­ნის).

თეა გუნ­თა­იშ­ვი­ლი, "მა­რი­გოლ­დის" პი­არ-მე­ნე­ჯე­რი:

- სა­მი წე­ლია, თამ­რი­კოს­თან ვმუ­შა­ობ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სამ­სა­ხუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რად დამ­ღ­ლე­ლია, ამა­ვე დროს სა­სი­ა­მოვ­ნო­ცაა, რად­გან ამ­დე­ნი ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ყუ­რე­ბა გვი­ხა­რია და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით ვი­მუხ­ტე­ბით. აქე­დან სა­პა­ტარ­ძ­ლოს გაყ­ვა­ნა მთე­ლი ცე­რე­მო­ნიაა, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტია.

თამ­რი­კო:

- ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ვი­პოვეთ. რო­ცა სა­მუ­შა­ოს სიყ­ვა­რუ­ლით უდ­გე­ბი, შე­დეგ­საც შე­სა­ბა­მისს იღებ. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ენა აქვს, თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა, ამას მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით აკე­თებ თუ მთე­ლი გუ­ლით. თუ ადა­მი­ანს ცი­ვი აურა აქვს, სამ­სა­ხურ­ში ვერ ავიყ­ვან... ბუზღუ­ნა გო­გო­ნე­ბი რომ მო­დი­ან, სულ ვე­უბ­ნე­ბი, - მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი ღი­მი­ლით გა­ა­ლა­მა­ზოთ-მეთ­ქი. ზოგს ჰგო­ნია, ცხვი­რა­წე­უ­ლი თუ ივ­ლის, ამით ვინ­მეს­გან და­დე­ბით გან­წყო­ბას მო­ი­პო­ვებს. უშუ­ა­ლო­ბა და თავ­მ­დაბ­ლო­ბა ბევ­რად უფ­რო ალა­მა­ზებს ადა­მი­ანს. სხვა­თა შო­რის, ჩვენ ბევ­რი მო­დე­ლი თუ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ, კადრს მიღ­მა მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წა­მოვ­წი­ოთ წინ და არა - ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე­დაც ყველ­გან ტრი­ა­ლე­ბენ. სხვა­თა შო­რის, ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­რე, ზოგ­მა კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ი­ღო, ზო­გიც და­ო­ჯახ­და. ეტყო­ბა, ფეხ­ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ (ი­ღი­მის).

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია