მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი საფრანგეთში: მედდამ ექვსი პენსიონერი მოწამლა
სკანდალი საფრანგეთში: მედდამ ექვსი პენსიონერი მოწამლა

საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ შამ­ბერ­ში ერთ-ერთი მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­საფ­რის მედ­დამ ექ­ვსი პენ­სი­ო­ნე­რის მო­წამ­ვლა აღი­ა­რა. ქალს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. თა­ვად მედ­და კი თვლის, რომ მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია.

შამ­ბარ­ში ბოლო ორი თვის მან­ძილ­ზე ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო სიკ­ვდი­ლი და­რე­გის­ტრირ­და. რო­დე­საც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა წა­მო­ი­წყო, 30 წლის მედ­დამ, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ო­ზე 2012 წელს აიყ­ვა­ნეს, თა­ვად­ვე აღი­ა­რა, რომ რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენტს ძლი­ერ­მოქ­მე­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­გან სა­სიკ­ვდი­ლო კოქ­ტე­ი­ლი გა­უ­კე­თა.

"მან გა­ნა­ცხა­და, რომ ჰუ­მა­ნუ­რი მო­ტი­ვე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რათა მხცო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ტან­ჯვის­თვის წერ­ტი­ლი და­ეს­ვა",- გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­ამ­დგენ­ლებ­მა. მაგ­რამ ძი­ე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, გარ­დაც­ვლილ­თა ჯამ­რთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო.

"მათი სა­შუ­ა­ლო ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით 80 წელი იყო, მარ­თა­ლია მო­ხუ­ცებს მარ­თლაც აწუ­ხებ­დათ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ მათ­თვის მო­მაკ­ვდა­ვის დარ­ქმე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა",- გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ შემ­ბე­რი დი­ეტ­ლინდ ბო­დუ­ენ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მოხ­და. სამი პა­ცი­ენ­ტი გა­და­ჩა მას შემ­დეგ, რაც მედ­დამ მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­რე­ვის და­ლე­ვა აი­ძუ­ლა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ევ­თა­ნა­ზია საფ­რან­გეთ­ში აკ­რძა­ლუ­ლია. კა­ნონპ­რო­ექ­ტი საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტში 2011 წელს გა­ნი­ხი­ლეს, მაგ­რამ არ და­ამ­ტკი­ცეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

სკანდალი საფრანგეთში: მედდამ ექვსი პენსიონერი მოწამლა

სკანდალი საფრანგეთში: მედდამ ექვსი პენსიონერი მოწამლა

საფრანგეთში, ქალაქ შამბერში ერთ-ერთი მოხუცებულთა თავშესაფრის მედდამ ექვსი პენსიონერის მოწამვლა აღიარა. ქალს განზრახ მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. თავად მედდა კი თვლის, რომ მოხუცებულებს სამსახური გაუწია.

შამბარში ბოლო ორი თვის მანძილზე ერთდროულად რამდენიმე საეჭვო სიკვდილი დარეგისტრირდა. როდესაც დაწესებულების ხელმძღვანელობამ გამოძიება წამოიწყო, 30 წლის მედდამ, რომელიც სამუშაოზე 2012 წელს აიყვანეს, თავადვე აღიარა, რომ რამდენიმე პაციენტს ძლიერმოქმედი მედიკამენტებისგან სასიკვდილო კოქტეილი გაუკეთა.

"მან განაცხადა, რომ ჰუმანური მოტივებით ხელმძღვანელობდა, რათა მხცოვანი ადამიანების ტანჯვისთვის წერტილი დაესვა",- განაცხადეს პროკურატურის წარმოამდგენლებმა. მაგრამ ძიებამ აჩვენა, რომ მიუხედავად ასაკისა, გარდაცვლილთა ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

"მათი საშუალო ასაკი დაახლოებით 80 წელი იყო, მართალია მოხუცებს მართლაც აწუხებდათ სხვადასხვა დაავადებები, მაგრამ მათთვის მომაკვდავის დარქმევა არ შეიძლება",- განაცხადა პროკურორის მოადგილემ შემბერი დიეტლინდ ბოდუენმა.

აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი რაოდენობის მსხვერპლის თავიდან აცილება სასწაულებრივად მოხდა. სამი პაციენტი გადაჩა მას შემდეგ, რაც მედდამ მის მიერ მომზადებული ნარევის დალევა აიძულა.

ოფიციალურად, ევთანაზია საფრანგეთში აკრძალულია. კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტში 2011 წელს განიხილეს, მაგრამ არ დაამტკიცეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა