იანვარ-ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა შარშანდელთან შედარებით 387 მილიონი ლარით, ანუ 15,5%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 498 მილიონ ლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.7%-ით განისაზღვრა, მაშინ როდესაც შარშან ეს მაჩვენებელი 2,6% იყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნულ ვალუტით ვადაგადაცილებული სესხები 2012-2013 წლებში 1 მილიარდ 197 მილიონი ლარიდან 752 მილიონ ლარამდე თითქმის 60%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, 4%-ით გაიზარდა უცხოურ ვალუტაში და 1 მილიარდ 358 მილიონ ლარს გადააჭარბა.
BPN.GE