მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიწერა ახალი სიმღერა მიხეილ სააკაშვილზე
როგორ დაიწერა ახალი სიმღერა მიხეილ სააკაშვილზე

მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან ჩი­ჩუ­ას, ანუ თი­ელს, ქარ­თველ ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბო­და და ლონ­დონ­ში წა­ვი­დო­და ვო­კა­ლის სას­წავ­ლებ­ლად. დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სა­კუ­თა­რი სტუ­დია გახ­სნა, სკან­და­ლიც აა­გო­რა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე, რო­მელ­ზეც თიკო სა­დუ­ნიშ­ვილს აკო­ცა, შემ­დეგ კი ამის გამო თი­კოს­თან და­პი­რის­პი­რე­ბაც მო­უხ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა, მან "ბა­თუ­მი ლა­ი­ვის­თვის" სიმ­ღე­რა ჩა­წე­რა. ლე­ვანს შო­უ­ბიზ­ნე­სის სკო­ლის გახ­სნა სურ­და, მაგ­რამ ეს იდეა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. შე­მოქ­მე­დე­ბი­თა­დაც დრო­ე­ბით და­ის­ვე­ნა, თუმ­ცა მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, იდე­ი­თა და პრო­დი­უ­სე­რო­ბით 26 ოქ­ტომ­ბერს "იუ­თუბ­ზე" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­სა­ცი­ლე­ბე­ლი სიმ­ღე­რა მო­ვის­მი­ნეთ, რო­მე­ლიც რე­პერ სმა­ილ­თან ერ­თად ჩა­წე­რა. სიმ­ღე­რის სა­ხელ­წო­დე­ბაა "მი­შას რაა... ბი­ძი­ნა" , რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. სიმ­ღე­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს მი­მარ­თა­ვენ, რომ დროა, "კუ­პალ­ნი­კი" მო­ირ­გოს და ანაკ­ლი­ის­კენ გა­ე­შუ­როს. ლე­ვანს ამ სიმ­ღე­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბის გა­მო­სარ­კვე­ვად შე­ვეხ­მი­ა­ნეთ.

- შენი როლი რო­გო­რი იყო ამ სიმ­ღე­რის შექ­მნა­ში?

- იდეა, მუ­სი­კა და მი­სამ­ღე­რის ტექ­სტი, ანუ "მი­შას რა, ბი­ძი­ნა!.." მე მე­კუთ­ვნის. რაც შე­ე­ხე­ბა სმა­ილს, მას რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი აქვს, მათ შო­რის ემსი სმა­ი­ლი. ის "ჯი­დი­ეს­ზე" მუ­შა­ობს. დიდი ხა­ნია, ასე­თი სიმ­ღე­რის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, როცა ვნა­ხეთ, რო­გორ აწა­მებ­დნენ პა­ტიმ­რებს. ვი­ნა­ი­დან ეს იყო ელექტრო­ჰა­უ­სი, ბევ­რმა რე­პერ­მა უარი თქვა ჩა­წე­რა­ზე, მე კი ვერ გავ­რე­პავ­დი, რად­გან მომ­ღე­რა­ლი ვარ და ვცა­დე ტექ­სტის და­წე­რა, მაგ­რამ უფრო რე­პერს უნდა და­ე­წე­რა. როცა სმა­ილს მო­ვას­მე­ნი­ნე, მო­ე­წო­ნა, რად­გან ყვე­ლა ჟანრს უს­მენს, მოს­წონს, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია. და­წე­რა ტექ­სტი და ერთ დღე­ში ჩავ­წე­რეთ, 26 ოქ­ტომ­ბერს კი "იუ­თუბ­ზე" გან­ვა­თავ­სეთ მარ­ტი­ვი ვი­დე­ო­თი.

მინ­დო­და, პრე­ზი­დენ­ტის­თვის გა­ცი­ლე­ბა მო­მე­წყო. ამ სიმ­ღე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის რომ მნდო­მე­ბო­და, კლიპს გა­და­ვი­ღებ­დი და უფრო ადრე გა­ვავ­რცე­ლებ­დი, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ, არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღე­ებ­ში პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­ცი­ლებ­ლად გა­ვავ­რცე­ლე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

როგორ დაიწერა ახალი სიმღერა მიხეილ სააკაშვილზე

როგორ დაიწერა ახალი სიმღერა მიხეილ სააკაშვილზე

მომღერალი ლევან ჩიჩუას, ანუ თიელს, ქართველ ჯასტინ ტიმბერლეიკადაც მოიხსენიებდნენ, სანამ საქართველოდან გაუჩინარდებოდა და ლონდონში წავიდოდა ვოკალის სასწავლებლად. დაბრუნებულმა საკუთარი სტუდია გახსნა, სკანდალიც ააგორა საახალწლო კონცერტზე, რომელზეც თიკო სადუნიშვილს აკოცა, შემდეგ კი ამის გამო თიკოსთან დაპირისპირებაც მოუხდა, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა, მან ''ბათუმი ლაივისთვის'' სიმღერა ჩაწერა. ლევანს შოუბიზნესის სკოლის გახსნა სურდა, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა. შემოქმედებითადაც დროებით დაისვენა, თუმცა მისი მონაწილეობით, იდეითა და პროდიუსერობით 26 ოქტომბერს ''იუთუბზე'' მიხეილ სააკაშვილის გასაცილებელი სიმღერა მოვისმინეთ, რომელიც რეპერ სმაილთან ერთად ჩაწერა. სიმღერის სახელწოდებაა ''მიშას რაა... ბიძინა'' , რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სიმღერაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართავენ, რომ დროა, ''კუპალნიკი'' მოირგოს და ანაკლიისკენ გაეშუროს. ლევანს ამ სიმღერის შესახებ დეტალების გამოსარკვევად შევეხმიანეთ.

- შენი როლი როგორი იყო ამ სიმღერის შექმნაში?

- იდეა, მუსიკა და მისამღერის ტექსტი, ანუ ''მიშას რა, ბიძინა!..'' მე მეკუთვნის. რაც შეეხება სმაილს, მას რამდენიმე სახელი აქვს, მათ შორის ემსი სმაილი. ის ''ჯიდიესზე'' მუშაობს. დიდი ხანია, ასეთი სიმღერის გაკეთება მინდოდა, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, როცა ვნახეთ, როგორ აწამებდნენ პატიმრებს. ვინაიდან ეს იყო ელექტროჰაუსი, ბევრმა რეპერმა უარი თქვა ჩაწერაზე, მე კი ვერ გავრეპავდი, რადგან მომღერალი ვარ და ვცადე ტექსტის დაწერა, მაგრამ უფრო რეპერს უნდა დაეწერა. როცა სმაილს მოვასმენინე, მოეწონა, რადგან ყველა ჟანრს უსმენს, მოსწონს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. დაწერა ტექსტი და ერთ დღეში ჩავწერეთ, 26 ოქტომბერს კი ''იუთუბზე'' განვათავსეთ მარტივი ვიდეოთი.

მინდოდა, პრეზიდენტისთვის გაცილება მომეწყო. ამ სიმღერის გამოყენება პირადი მიზნებისთვის რომ მნდომებოდა, კლიპს გადავიღებდი და უფრო ადრე გავავრცელებდი, მაგრამ უბრალოდ, არჩევნების წინა დღეებში პრეზიდენტის გასაცილებლად გავავრცელე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება