მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უმკლავდება სექსუალურ იულიას ოთო ფოლადაშვილი
როგორ უმკლავდება სექსუალურ იულიას ოთო ფოლადაშვილი

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" შარ­შან­დე­ლი სე­ზო­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა და ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­მა მო­ი­გეს. წელს ოთოს უკ­რა­ი­ნე­ლი ლა­მაზ­მა­ნი, მა­მით ქარ­თვე­ლი, იუ­ლია ქავ­თა­რა­ძე მი­უ­წყვი­ლეს. იუ­ლი­ას უკ­რა­ი­ნულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში თა­მა­მი, გა­მომ­წვე­ვი სა­მო­სი­თა და პი­კან­ტუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბით იც­ნო­ბენ. იმის გამო, რომ მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან 6 წლის ასაკ­ში წა­ვი­და, ქარ­თუ­ლის სწავ­ლა ხე­ლახ­ლა უწევს. რო­გორ ურ­თი­ერ­თობს წყვი­ლი, რა გეგ­მე­ბი აქვს მომ­ღე­რალს პრო­ექ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და რა შემ­თხვე­ვა­ში დარ­ჩე­ბა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, იუ­ლია თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- იუ­ლია, შენი ბავ­შვო­ბი­დან მინ­და და­ვი­წყოთ, სად გა­იც­ნეს შენ­მა მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი?

- ჩემი მშობ­ლე­ბი კი­ევ­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. დედა უკ­რა­ი­ნე­ლი იყო. მამა სწავ­ლობ­და იქ, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ, ცხრა­მე­ტი წლი­სა­ნი. უკ­რა­ი­ნა­ში­ვე და­ო­ჯახ­დნენ და ორი წლის თავ­ზე გავჩნდი მე. 6 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, ბა­თუმ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, ზღა­პა­რი­ვით იყო ეს წლე­ბი ჩემ­თვის. დღემ­დე მაქვს ბავ­შვო­ბის ნოს­ტალ­გია.

- რო­დის წა­ვი­და მამა თქვენ­გან?

- როცა 16 წლის ვი­ყა­ვი. ცხოვ­რე­ბამ აი­ძუ­ლა, წა­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. წა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

- რო­დის ჰკი­თხე დე­დას, სად იყო მამა?

- არას­დროს მი­კი­თხავს. ვი­ცო­დი, რომ მამა მა­ინც ჩვენ­თან იყო და იქ­ნე­ბა სულ. დე­დას­გან მა­მა­ზე არას­დროს მსმე­ნია რა­ი­მე ცუდი. არას­დროს უთ­ქვამს, წა­ვი­და, მიგ­ვა­ტო­ვა, გაქ­რა და მსგავ­სი ფრა­ზე­ბი. უბ­რა­ლოდ, ასე მოხ­და, ასე მო­ი­ტა­ნა ცხოვ­რე­ბამ. არას­დროს მქო­ნია იმის გან­ცდა, რომ დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი ვი­ყა­ვი, ეს დიდ­წი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- გი­რე­კავ­დათ მამა, გქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- პირ­ვე­ლი სამი წელი რე­კავ­და, გვკი­თხუ­ლობ­და. შემ­დეგ მა­მამ ბინა შე­იც­ვა­ლა. ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში ჩვენ­თა­ნაც სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­დის პირ­ვე­ლი ციფ­რი შე­იც­ვა­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ტაქ­ტი დავ­კარ­გეთ. დღეს ამ ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა იო­ლია, არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­აც გა­ად­ვილ­და. მა­შინ რთუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა. 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით. მა­მაც გვე­ძებ­და და ჩვენც - უშე­დე­გოდ.

- რთუ­ლი არ იყო უმა­მო­ბა?

- უმა­მოდ არ გავზრდილ­ვარ. ის ყო­ველ­თვის იყო ჩემ­თან, მა­ში­ნაც, როცა ფი­ზი­კუ­რად არ იყო. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რს მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ყვე­ლა­ფერ­ზე. არას­დროს მიყ­ვი­როდ­ნენ, არას­დროს მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ და არას­დროს მსჯიდ­ნენ მშობ­ლე­ბი. თუ რამე ისე არ იყო, მამა ყო­ველ­თვის მიხ­სნი­და, რა და რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ისეთ თე­მებ­ზეც კი მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, რაც მა­შინ ჩემ­თვის ჯერ ადრე იყო. ცხოვ­რე­ბა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. როცა რამე არ მეს­მო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, არა უშავს, გა­იზ­რდე­ბი და გა­ი­გე­ბო. ერთ ფრა­ზას მი­მე­ო­რებ­და გა­მუდ­მე­ბით, - ყვე­ლა­ფე­რი შე­ნით გა­ა­კე­თეო.

- რო­დის გა­ი­გე, რომ მა­მას ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ქალი, მე­ო­რე ოჯა­ხი გაჩ­ნდა?

- დედა მიყ­ვე­ბო­და, რომ მე მყავ­და ნა­ხე­ვარძმა მა­მის მხრი­დან. ამის გამო არა­ნა­ი­რი პრო­ტეს­ტი არ გამ­ჩე­ნია. პი­რი­ქით, მი­ხა­რო­და, რომ ჩემი უმ­ცრო­სი ძმა სა­დღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.

- ახლა შენი ძმა რამ­დე­ნი წლის არის?

- 20-ის. ძა­ლი­ან მინ­დო­და მისი პოვ­ნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მა­საც დე­და­მი­სი ჩემ შე­სა­ხებ უამ­ბობ­და და ისიც მე­ძებ­და. ელო­დე­ბო­და, რო­დის გახ­დე­ბო­და ზრდას­რუ­ლი, რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო უკ­რა­ი­ნა­ში და ვე­პო­ვე. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნდა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კი" . ამ სა­ი­ტის დახ­მა­რე­ბით ვი­პო­ვე ჩემი ძმა, ბონ­დო. ჩავ­წე­რე გვა­რი ქავ­თა­რა­ძე და ჩემს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა ინ­ტერ­ნეტ­ში ამ­დე­ნი ქავ­თა­რა­ძე ვნა­ხე. კი­ევ­ში ერთი ვი­ყა­ვი ამ გვა­რის (იცი­ნის). კარ­გად მახ­სოვს ის ღამე, ვი­ჯე­ქი და ვე­ძებ­დი, ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ყვე­ლა მათ­განს. მე­თორ­მე­ტე გვერ­დზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მისი ფოტო რომ და­ვი­ნა­ხე, რა­ღაც­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა მქონ­და, რომ ეს ის იყო. ძა­ლი­ან ჰგავს მა­მას. დე­დას და­ვუ­ძა­ხე, მგო­ნი, ვი­პო­ვე-მეთ­ქი. ერ­თად და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ. რომ დავ­რწმუნ­დით, ის იყო, წე­რი­ლი მივ­წე­რე, რომ მე მისი და ვარ, უკ­რა­ი­ნა­ში ვცხოვ­რობ და მინ­და მისი გაც­ნო­ბა. პა­სუ­ხი მალე მი­ვი­ღე. მწერ­და, რომ იცო­და ჩემ შე­სა­ხებ, რომ დე­და­მი­სი უყ­ვე­ბო­და და ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩემი გაც­ნო­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში ვმუ­შა­ობ­დი ჯგუფ­ში "ნი­კი­ტა" . ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მქონ­და, გას­ტრო­ლე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­ემ­თხვა ზა­ფხუ­ლი, ორ­კვი­რი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა და გა­მოვფრინ­დი ბა­თუმ­ში. აე­რო­პორ­ტში დამ­ხვდა ყვე­ლა: მამა, ბიძა, დე­ი­და, ბონ­დო დე­დას­თან, ქე­თის­თან ერ­თად. ეს ორი კვი­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

- დე­დაც შენ­თან ერ­თად ჩა­მოფ­რინ­და?

- დედა მე­ო­რე ჩა­მოს­ვლა­ზე გა­მომ­ყვა. პირ­ვე­ლად მარ­ტო ჩა­მოვფრინ­დი. მამა ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ იტი­რა. პირ­ვე­ლად ვნა­ხე მა­შინ მა­მა­ჩე­მი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

როგორ უმკლავდება სექსუალურ იულიას ოთო ფოლადაშვილი

როგორ უმკლავდება სექსუალურ იულიას ოთო ფოლადაშვილი

"ცეკვავენ ვარსკვლავების" შარშანდელი სეზონი რუსკა მაყაშვილმა და ოთო ფოლადაშვილმა მოიგეს. წელს ოთოს უკრაინელი ლამაზმანი, მამით ქართველი, იულია ქავთარაძე მიუწყვილეს. იულიას უკრაინულ შოუბიზნესში თამამი, გამომწვევი სამოსითა და პიკანტური მუსიკალური კლიპებით იცნობენ. იმის გამო, რომ მომღერალი საქართველოდან 6 წლის ასაკში წავიდა, ქართულის სწავლა ხელახლა უწევს. როგორ ურთიერთობს წყვილი, რა გეგმები აქვს მომღერალს პროექტის დამთავრების შემდეგ და რა შემთხვევაში დარჩება ის საქართველოში, იულია თავად გიამბობთ.

- იულია, შენი ბავშვობიდან მინდა დავიწყოთ, სად გაიცნეს შენმა მშობლებმა ერთმანეთი?

- ჩემი მშობლები კიევში შეხვდნენ ერთმანეთს. დედა უკრაინელი იყო. მამა სწავლობდა იქ, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ცხრამეტი წლისანი. უკრაინაშივე დაოჯახდნენ და ორი წლის თავზე გავჩნდი მე. 6 წლამდე საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ვიზრდებოდი, ზღაპარივით იყო ეს წლები ჩემთვის. დღემდე მაქვს ბავშვობის ნოსტალგია.

- როდის წავიდა მამა თქვენგან?

- როცა 16 წლის ვიყავი. ცხოვრებამ აიძულა, წასულიყო საქართველოში. წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

- როდის ჰკითხე დედას, სად იყო მამა?

- არასდროს მიკითხავს. ვიცოდი, რომ მამა მაინც ჩვენთან იყო და იქნება სულ. დედასგან მამაზე არასდროს მსმენია რაიმე ცუდი. არასდროს უთქვამს, წავიდა, მიგვატოვა, გაქრა და მსგავსი ფრაზები. უბრალოდ, ასე მოხდა, ასე მოიტანა ცხოვრებამ. არასდროს მქონია იმის განცდა, რომ დანგრეული ოჯახის შვილი ვიყავი, ეს დიდწილად ჩემი მშობლების დამსახურებაა.

- გირეკავდათ მამა, გქონდათ ურთიერთობა?

- პირველი სამი წელი რეკავდა, გვკითხულობდა. შემდეგ მამამ ბინა შეიცვალა. ზუსტად იმ პერიოდში ჩვენთანაც სატელეფონო კოდის პირველი ციფრი შეიცვალა და შესაბამისად, კონტაქტი დავკარგეთ. დღეს ამ ყველაფრის გაგება იოლია, არსებობს სოციალური ქსელები და კომუნიკაციაც გაადვილდა. მაშინ რთული იყო ადამიანის პოვნა. 7 წლის განმავლობაში ერთმანეთს ვეღარ ვეკონტაქტებოდით. მამაც გვეძებდა და ჩვენც - უშედეგოდ.

- რთული არ იყო უმამობა?

- უმამოდ არ გავზრდილვარ. ის ყოველთვის იყო ჩემთან, მაშინაც, როცა ფიზიკურად არ იყო. ბავშვობაში ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა ყველაფერზე. არასდროს მიყვიროდნენ, არასდროს მეჩხუბებოდნენ და არასდროს მსჯიდნენ მშობლები. თუ რამე ისე არ იყო, მამა ყოველთვის მიხსნიდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ისეთ თემებზეც კი მელაპარაკებოდა, რაც მაშინ ჩემთვის ჯერ ადრე იყო. ცხოვრებაზე მელაპარაკებოდა. როცა რამე არ მესმოდა, მეუბნებოდა, არა უშავს, გაიზრდები და გაიგებო. ერთ ფრაზას მიმეორებდა გამუდმებით, - ყველაფერი შენით გააკეთეო.

- როდის გაიგე, რომ მამას ცხოვრებაში სხვა ქალი, მეორე ოჯახი გაჩნდა?

- დედა მიყვებოდა, რომ მე მყავდა ნახევარძმა მამის მხრიდან. ამის გამო არანაირი პროტესტი არ გამჩენია. პირიქით, მიხაროდა, რომ ჩემი უმცროსი ძმა სადღაც საქართველოში ცხოვრობდა.

- ახლა შენი ძმა რამდენი წლის არის?

- 20-ის. ძალიან მინდოდა მისი პოვნა. როგორც აღმოჩნდა, მასაც დედამისი ჩემ შესახებ უამბობდა და ისიც მეძებდა. ელოდებოდა, როდის გახდებოდა ზრდასრული, რომ ჩამოსულიყო უკრაინაში და ვეპოვე. სწორედ ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სოციალური ქსელი "ოდნოკლასნიკი" . ამ საიტის დახმარებით ვიპოვე ჩემი ძმა, ბონდო. ჩავწერე გვარი ქავთარაძე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ინტერნეტში ამდენი ქავთარაძე ვნახე. კიევში ერთი ვიყავი ამ გვარის (იცინის). კარგად მახსოვს ის ღამე, ვიჯექი და ვეძებდი, ვათვალიერებდი ყველა მათგანს. მეთორმეტე გვერდზე აღმოვაჩინე. მისი ფოტო რომ დავინახე, რაღაცნაირი წინათგრძნობა მქონდა, რომ ეს ის იყო. ძალიან ჰგავს მამას. დედას დავუძახე, მგონი, ვიპოვე-მეთქი. ერთად დავათვალიერეთ. რომ დავრწმუნდით, ის იყო, წერილი მივწერე, რომ მე მისი და ვარ, უკრაინაში ვცხოვრობ და მინდა მისი გაცნობა. პასუხი მალე მივიღე. მწერდა, რომ იცოდა ჩემ შესახებ, რომ დედამისი უყვებოდა და ძალიან უნდოდა ჩემი გაცნობა. იმ პერიოდში ვმუშაობდი ჯგუფში "ნიკიტა" . ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, გასტროლები, რეპეტიციები. საბედნიეროდ, დაემთხვა ზაფხული, ორკვირიანი შვებულება და გამოვფრინდი ბათუმში. აეროპორტში დამხვდა ყველა: მამა, ბიძა, დეიდა, ბონდო დედასთან, ქეთისთან ერთად. ეს ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ჩემს ცხოვრებაში.

- დედაც შენთან ერთად ჩამოფრინდა?

- დედა მეორე ჩამოსვლაზე გამომყვა. პირველად მარტო ჩამოვფრინდი. მამა ისეთი ბედნიერი იყო, რომ იტირა. პირველად ვნახე მაშინ მამაჩემი ამ მდგომარეობაში. ეს სიხარულის ცრემლები იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება