სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიკილიქსი: აშშ თბილისში მოსმენებს ახორციელებდა
ვიკილიქსი: აშშ თბილისში მოსმენებს ახორციელებდა

თბი­ლი­სი იმ ქა­ლა­ქებს შო­რის არის, სა­ი­და­ნაც აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო ტექ­ნი­კუ­რი სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოს­მე­ნებს ახორ­ცი­ე­ლებ­და, - ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალ­მა "ვი­კი­ლიქსმა" "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

ამას­თან, "ვი­კი­ლიქსმა" გა­ავ­რცე­ლა მსოფ­ლიო ქა­ლა­ქე­ბის რუკა, სა­დაც აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მოს­მე­ნე­ბის პუნ­ქტე­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რუ­კა­ზე ხუთი ფე­რით – წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე, თეთ­რი და ნაც­რის­ფე­რი – აღ­ნიშ­ნუ­ლია ამე­რი­კე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ქმე­დე­ბა. რუ­კა­ზე თბი­ლი­სი, 73 ქა­ლაქთან ერ­თად, თეთ­რი ფე­რით არის და­ტა­ნე­ბუ­ლი, რაც ლო­კა­ცი­ის აღმნიშ­ვნე­ლი ფე­რია.

წი­თე­ლი ფერი იმ ქა­ლა­ქე­ბის აღმნიშ­ვნე­ლია, სა­დაც აქ­ტი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, მწვე­ნე – ტექ­ნი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით გა­მორ­ჩე­ულ ქა­ლა­ქებს, ნაც­რის­ფე­რი – პო­ტენ­ცი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის ქა­ლა­ქებს, ყვი­თე­ლი კი იმ ქა­ლა­ქებს აღ­ნიშ­ნავს, სა­დაც ნაკ­ლე­ბად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მოს­მე­ნე­ბი.

თბი­ლი­სის გარ­და, "ვი­კი­ლიქ­სის" მიერ შედ­გე­ნილ რუ­კა­ზე, და­ტა­ნი­ლია ბაქო, მოს­კო­ვი, რომი, პა­რი­ზი, ვენა და სხვა ქა­ლა­ქე­ბი.

გა­სულ კვი­რას ევ­რო­პულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო ევ­რო­პის 35 ლი­დე­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს ის­მენ­და, მათ შო­რის იყო გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი. ამას­თან, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა საფ­რან­გეთ­ში 70 მი­ლი­ონ­ზე მეტი, იტა­ლი­ა­ში – 60-ზე, ეს­პა­ნეთ­ში კი 45 მი­ლი­ონ­ზე მეტი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ვიკილიქსი: აშშ თბილისში მოსმენებს ახორციელებდა

ვიკილიქსი: აშშ თბილისში მოსმენებს ახორციელებდა

თბილისი იმ ქალაქებს შორის არის, საიდანაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ტექნიკური სისტემების გამოყენებით მოსმენებს ახორციელებდა, - ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტპორტალმა "ვიკილიქსმა" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ამასთან, "ვიკილიქსმა" გაავრცელა მსოფლიო ქალაქების რუკა, სადაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ მოსმენების პუნქტებია აღნიშნული.

რუკაზე ხუთი ფერით – წითელი, ყვითელი, მწვანე, თეთრი და ნაცრისფერი – აღნიშნულია ამერიკელი სპეცსამსახურების ქმედება. რუკაზე თბილისი, 73 ქალაქთან ერთად, თეთრი ფერით არის დატანებული, რაც ლოკაციის აღმნიშვნელი ფერია.

წითელი ფერი იმ ქალაქების აღმნიშვნელია, სადაც აქტიური დაკვირვებები ხორციელდებოდა, მწვენე – ტექნიკური აქტივობით გამორჩეულ ქალაქებს, ნაცრისფერი – პოტენციური დაკვირვების ქალაქებს, ყვითელი კი იმ ქალაქებს აღნიშნავს, სადაც ნაკლებად ხორციელდებოდა მოსმენები.

თბილისის გარდა, "ვიკილიქსის" მიერ შედგენილ რუკაზე, დატანილია ბაქო, მოსკოვი, რომი, პარიზი, ვენა და სხვა ქალაქები.

გასულ კვირას ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ევროპის 35 ლიდერის სატელეფონო საუბრებს ისმენდა, მათ შორის იყო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ამასთან, ერთი თვის განმავლობაში აშშ-ის სპეცსამსახურებმა საფრანგეთში 70 მილიონზე მეტი, იტალიაში – 60-ზე, ესპანეთში კი 45 მილიონზე მეტი სატელეფონო საუბარი მოისმინეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა