მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რატომ იბრალებს არჩილ კბილაშვილის შვილობას
ვინ და რატომ იბრალებს არჩილ კბილაშვილის შვილობას

ამ ზა­ფხულს თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი ქო­ბუ­ლეთ­ში ის­ვე­ნებ­და. მო­რიგ სა­ღა­მოს მე­გობ­რებ­მა ერთ-ერთ ბარ­ში შეს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. ბარ­ში ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე და ტატო გო­დერ­ძიშ­ვი­ლი მღე­როდ­ნენ.

ცოტა ხან­ში მიკრო­ფონ­თან ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე მი­ვი­და და დამ­სვე­ნებ­ლებს გვა­უ­წყა, ჩვენ­თან ბარ­ში პა­ტივ­სა­ცე­მი სტუ­მა­რი გვყავს, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის ვაჟი, და ახლა მისი თხოვ­ნით შე­ვას­რუ­ლებ სიმ­ღე­რა­სო.

კბი­ლაშ­ვი­ლის ვაჟი ფეხ­ზე წა­მოდ­გა და თა­ვის დაკ­ვრით მოგ­ვე­სალ­მა. მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო. მალე ეს "ვაჟი" ისე გა­თა­მამ­და, მიმ­ღერ­ლებ­თან მი­დი­ო­და და უფა­სოდ აძ­ლევ­და სიმ­ღე­რე­ბის შეკ­ვე­თებს. ბო­ლოს თვი­თო­ნაც ჩა­იგ­დო მიკრო­ფო­ნი ხელ­ში და კვლავ "მა­მა­მი­სის" სა­ხელს ამო­ე­ფა­რა.

ჩვენს მა­გი­დას­თა­ნაც მო­ა­ხერ­ხა მოს­ვლა, ჩემს მე­გო­ბარს ელა­პა­რა­კე­ბო­და, "კო­მე­დი შო­უ­ში" ვმუ­შა­ობ­დი სცე­ნა­რის­ტად, ყვე­ლას ვიც­ნობ მან­დო. ჩვენ­მა ჟურ­ნალ­მა ეს სა­ინ­ტე­რე­სო თე­მად მი­იჩ­ნია და გა­და­წყვი­ტა, კბი­ლაშ­ვი­ლის თავ­მომ­წო­ნე ბიჭი თქვენ­თვის გა­ეც­ნო.

ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი გვი­თხრა, ვე­რი­დე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ებს, არ მინ­და ხალ­ხში გა­მო­ჩე­ნაო. მა­ში­ნაც, იმ ბარ­ში, და ახ­ლაც, ამ უა­რის შემ­დე­გაც, ეჭვი გაგ­ვიძ­ლი­ერ­და, რომ ეს ბიჭი იტყუ­ე­ბო­და და და­ვი­წყეთ გა­მო­ძი­ე­ბა.

ჯერ ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილს გა­ვუგ­ზავ­ნეთ მისი ფოტო და ვკი­თხეთ, რო­დის მუ­შა­ობ­და კოკი ჭა­ჭა­ნი­ძე მას­თან სცე­ნა­რის­ტად, მერე - გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურს.

ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი:

- ეს ბიჭი ჩემ­თან არ ყო­ფი­ლა, ალ­ბათ, ძა­ლი­ან უნ­დო­და (იცი­ნის). იქ­ნებ, აფ­ცი­ა­ურ­თან იყო, ცალ­კე როცა გა­ვუშ­ვით, მა­შინ.

გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი:

- ჩვენ­თან მსუ­ქა­ნი არა­ვინ მუ­შა­ობ­და. ვი­ღაც გა­ტყუ­ებს.

ჩვენ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხურს და­ვუ­კავ­შირ­დით და მათ­თა­ნაც გა­და­ვა­მოწ­მეთ ეს ამ­ბა­ვი.

- ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი კარგ გან­წყო­ბა­ზე დად­გა, ბევ­რი იცი­ნა, ცოლ­თან ხომ არ გა­და­ვა­მოწ­მო­თო, - გვი­თხრა კბი­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძემ და თან დას­ძი­ნა, არ­ჩილს არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი ჰყავ­სო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

ვინ და რატომ იბრალებს არჩილ კბილაშვილის შვილობას

ვინ და რატომ იბრალებს არჩილ კბილაშვილის შვილობას

ამ ზაფხულს თქვენი მონა-მორჩილი ქობულეთში ისვენებდა. მორიგ საღამოს მეგობრებმა ერთ-ერთ ბარში შესვლა გადავწყვიტეთ. ბარში ნუგზარ ერგემლიძე და ტატო გოდერძიშვილი მღეროდნენ.

ცოტა ხანში მიკროფონთან ნუგზარ ერგემლიძე მივიდა და დამსვენებლებს გვაუწყა, ჩვენთან ბარში პატივსაცემი სტუმარი გვყავს, არჩილ კბილაშვილის ვაჟი, და ახლა მისი თხოვნით შევასრულებ სიმღერასო.

კბილაშვილის ვაჟი ფეხზე წამოდგა და თავის დაკვრით მოგვესალმა. მეგობრებთან ერთად იყო. მალე ეს ''ვაჟი'' ისე გათამამდა, მიმღერლებთან მიდიოდა და უფასოდ აძლევდა სიმღერების შეკვეთებს. ბოლოს თვითონაც ჩაიგდო მიკროფონი ხელში და კვლავ ''მამამისის'' სახელს ამოეფარა.

ჩვენს მაგიდასთანაც მოახერხა მოსვლა, ჩემს მეგობარს ელაპარაკებოდა, ''კომედი შოუში'' ვმუშაობდი სცენარისტად, ყველას ვიცნობ მანდო. ჩვენმა ჟურნალმა ეს საინტერესო თემად მიიჩნია და გადაწყვიტა, კბილაშვილის თავმომწონე ბიჭი თქვენთვის გაეცნო.

ინტერვიუზე უარი გვითხრა, ვერიდები ინტერვიუებს, არ მინდა ხალხში გამოჩენაო. მაშინაც, იმ ბარში, და ახლაც, ამ უარის შემდეგაც, ეჭვი გაგვიძლიერდა, რომ ეს ბიჭი იტყუებოდა და დავიწყეთ გამოძიება.

ჯერ ალეკო მალხაზიშვილს გავუგზავნეთ მისი ფოტო და ვკითხეთ, როდის მუშაობდა კოკი ჭაჭანიძე მასთან სცენარისტად, მერე - გიორგი აფციაურს.

ალეკო მალხაზიშვილი:

- ეს ბიჭი ჩემთან არ ყოფილა, ალბათ, ძალიან უნდოდა (იცინის). იქნებ, აფციაურთან იყო, ცალკე როცა გავუშვით, მაშინ.

გიორგი აფციაური:

- ჩვენთან მსუქანი არავინ მუშაობდა. ვიღაც გატყუებს.

ჩვენ არჩილ კბილაშვილის პრესსამსახურს დავუკავშირდით და მათთანაც გადავამოწმეთ ეს ამბავი.

- ბატონი არჩილი კარგ განწყობაზე დადგა, ბევრი იცინა, ცოლთან ხომ არ გადავამოწმოთო, - გვითხრა კბილაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ და თან დასძინა, არჩილს არასრულწლოვანი შვილები ჰყავსო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია