ვინ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი

 ვინ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსის, ლაშა აბაშიძის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, 2010-2012 წლებში ლაშა აბაშიძე ლონდონის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტში მუშაობდა. ფინანსური ინსტიტუტის პროფილი საკრედიტო და საინვესტიციო მომსახურების გაწევაა. ლაშა აბაშიძე იყო ბიზნესის განვითარების უფროსი/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ზედამხედველობას უწევდა კომპანიის ძირითად საფინანსო-საოპერაციო საქმიანობას; ზედამხედველობდა კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებს, იურიდიულ, საკადრო, რისკებისა და ფინანსურ დეპარტამენტებს, ანგარიშების შესრულებას, ახორციელებდა ბიუჯეტირებას და უზრუნველყოფდა მისი პარამეტრების შესრულებას.

2007-2010 წლებში ლაშა აბაშიძე იყო "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის და შესყიდვების სააგენტოს უფროსი.

რაც შეეხება განათლებას, ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, 2004-2005 წლებში ლაშა აბაშიძე სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და მიიღო სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი; 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის იურისტის სპეციალობით, ხოლო 2011 წელს დიდ ბრიტანეთში გაიარა ფინანსური მართვისა და აღრიცხვის სპეციალიზებული პროგრამა.

იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ფონდის მმართველი, მარგველაშვილის წარმომადგენელი ცესკოში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა