სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა ოცნება აიხდინეს
კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა ოცნება აიხდინეს

განო მე­ლი­თა­უ­რი ეს­თე­ტი­კუ­რი კლი­ნი­კის მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის მე­ნე­ჯე­რი გახ­ლავთ. მისი აზ­რით, ქალ­მა თავი სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნად რომ იგ­რძნოს, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე უნდა აკე­თოს; საქ­მე­ში რე­ა­ლი­ზე­ბა ქა­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია! მე­უღ­ლის­გან - მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას­გან დიდ მხარ­და­ჭე­რას გრძნობს. რის­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ. სა­მუ­შაო სფე­რო­ში მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­სა­ხებ კო­ლე­გებ­მა იცი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ერთი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­სულს ყო­ველ­თვის რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! აქვს ხოლ­მე.

- მუ­შა­ო­ბა 12 წლი­სამ, "პირ­ველ არხზე", სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა­ში - "აბ­და­უბ­და" და­ვი­წყე. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი თაკო სა­ხუ­რა­ვებ­ზე დავ­ძვრე­ბო­დით და გა­და­ცე­მას "ვა­კე­თებ­დით". თუმ­ცა, იქ ხელ­ფასს არა­ვინ გვაძ­ლევ­და. შემ­დეგ "მე­ო­რე არხზე", კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე და "საყ­მაწ­ვი­ლო და­ი­ჯეს­ტის" წამ­ყვა­ნი გავ­ხდი. ნორ­მა­ლუ­რი სტუ­დი­აც არ გვქონ­და - "პლე­ხა­ნოვ­ზე" მო­წყო­ბილ პა­ვი­ლი­ონ­ში ვმუ­შა­ობ­დით. მახ­სოვს, 21 ლარს და 50 თეთ­რს მიხ­დიდ­ნენ.

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რაში და­ხარ­ჯე?

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ორ­ნა­მენ­ტე­ბი­ა­ნი ბლუ­ზა ვი­ყი­დე (იცი­ნის). ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა არას­დროს მინ­დო­და, მაგ­რამ მსურ­და, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და. ზო­გა­დად, ტე­ლე­ვი­ზია მა­ინ­ტე­რე­სებ­და და გა­დავ­წყვი­ტე, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი გავმხდა­რი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, 13 წლი­დან სცე­ნა­რებს ვწერ­დი. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი სცე­ნა­რი 15 წლი­სამ დავ­წე­რე და ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­თან - ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­თან ერ­თად, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და­ფი­ნან­სე­ბა ვთხო­ვე. დაგ­ვა­ფი­ნან­სა. თბი­ლი­სის მე­რი­აც (კერ­ძოდ - ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ბრე­გა­ძე) დაგ­ვეხ­მა­რა. არ მსურ­და, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო თან­ხა მშობ­ლე­ბის­თვის გა­მო­მერ­თმია. დედ-მამა ყო­ველ­თვის და ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ სცე­ნარ­თან, გა­და­ღე­ბის და­გეგ­მვას­თან, მონ­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ღებ­დი... ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა - იმ ფილ­მით ბევრ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი.

- ფილ­მს რა ჰქვია ან რის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს?

- ლა­პა­რა­კია მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმზე - "ტან­კა", რო­მე­ლიც ფო­ტოგ­რა­ფის ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს. ფო­ტოგ­რა­ფი სა­კუ­თარ თავს ეძებს, მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელ­ში მი­დის და ფო­ტო­ებს იღებს. როცა ფირს გა­ამ­ჟღავ­ნებს, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე სა­კუ­თარ თავს პო­უ­ლობს და დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას იწყებს... ფილ­მის მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ზე ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა. გარ­და იმი­სა, რომ ნიკა გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კო­სია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნიც გახ­ლავთ. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე და­ვი­წყე ფიქ­რი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზე­ში", გახ­მო­ვა­ნე­ბებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. ყვე­ლა მე­გო­ბა­რი მხარ­ში ამო­მიდ­გა, რის­თვი­საც მათ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. 25-კა­ცი­ა­ნი ექ­სპე­დი­ცი­ით წყლუ­ლეთ­ში წა­ვე­დით, რომ­ლის ბო­ლო­შიც მი­ტო­ვე­ბუ­ლი სო­ფე­ლი იყო. იმ­ხე­ლა თოვ­ლი იდო, რომ სოფ­ლამ­დე მან­ქა­ნე­ბით ას­ვლა ძლივს მო­ვა­ხერ­ხეთ. სხვა­თა შო­რის, მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ჩე­მი­ვე მე­გობ­რე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. ნინი ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლდათ. გა­დავ­წყვი­ტეთ, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად გაგ­ვე­ფორ­მე­ბი­ნა. მა­შინ გიგი სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჯერ არ სწავ­ლობ­და და მე და ნი­ნიმ გა­ვა­წა­მეთ - რა­ღაც სა­სა­ცი­ლო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ვა­ვა­ლებ­დით. გიგი ახ­ლაც იხ­სე­ნებს: როცა სურ­დათ, დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მომხსნიდ­ნენ, როცა სურ­დათ, ისევ მა­ფორ­მებ­დნე­ნო (იცი­ნის).

- ფილ­მის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს ხელ­ფასს თუ უხ­დი­დით?

- არა, რად­გან მო­პო­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა საქ­მეს მო­ვახ­მა­რეთ. ფილ­მი ჯერ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზის" ეთერ­ში უჩ­ვე­ნეს, შემ­დეგ - კი­ნო­თე­ატ­რში ("ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რე­ბის კვი­რე­ულ­ზე"). მა­შინ რეზო ჩხე­ი­ძეს­თან ვსწავ­ლობ­დი. გა­მოც­დის დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ჩემი ფილ­მი ანა­პა­ში - "კი­ნო­შოკ­ზე" უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ. სა­ქარ­თვე­ლო­დან სულ 3 ნა­მუ­შე­ვა­რი იყო წარ­დგე­ნი­ლი: "გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში", "თბი­ლი­სი თბი­ლი­სი" და ჩემი ფილ­მი. სა­ზღვარ­გა­რეთ ფეს­ტი­ვალ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად პირ­ვე­ლად წა­ვე­დი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე. ჩემი ფილ­მი არა­სა­კონ­კურ­სო ჩვე­ნე­ბა­ში იყო. ჩვე­ნე­ბის მერე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იმარ­თე­ბო­და ხოლ­მე. მახ­სოვს, კედი, ჯინ­სის მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო მეც­ვა და ამის გამო, მსა­ხი­ობ­მა ბა­ა­დურ წუ­ლა­ძემ პეპი და­მარ­ქვა... ჩემს ნა­მუ­შე­ვარს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორ­მა მი­თხრა: გი­ლო­ცავ, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი და ერთ-ერთი ნი­ჭი­ე­რი მო­ნა­წი­ლე ხარ, დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვო! ემო­ცი­უ­რი დღე მქონ­და... სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა "ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი ქა­ლა­ქი" გა­და­ვი­ღე, რომ­ლი­თაც სა­კურ­სო უნდა და­მეც­ვა. ფილმმა "ბერ­ლი­ნა­ლეს" სე­ლექ­ცია გა­ი­ა­რა, მაგ­რამ ტიტრზე ტომ ვე­იტ­სის მუ­სი­კა "მედო", რა­ზეც ლი­ცენ­ზია მომ­თხო­ვეს. გა­დავ­წყვი­ტე, ტომ ვე­იტ­სის აგენ­ტის­თვის მი­მე­წე­რა და მის­თვის მუ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე თან­ხმო­ბა მე­თხო­ვა. მა­შინ ამ საქ­მის­თვის სულ რა­ღაც, 500 დო­ლა­რი მქონ­და. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, ამ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, ნე­ბარ­თვას მი­ვი­ღებ­დი. რა თქმა უნდა, ასე არ მოხ­და, მე კი გავ­ბრაზ­დი და ვთქვი: ტომ ვე­იტ­სის მუ­სი­კას მა­ინც არ შევ­ცვლი-მეთ­ქი. ჰოდა, ამის გამო "ბერ­ლი­ნა­ლე­ზე" ვერ წა­ვე­დი... შემ­დეგ მე და სან­დრო გა­ბი­ლა­ი­ამ სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სცე­ნა­რი შევ­ქმე­ნით. ცნო­ბი­ლი "კი­ნოშ­ნი­კე­ბის­გან" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი "შევ­კა­რით", სა­ჭი­რო თან­ხის ნა­წი­ლიც ვი­შო­ვეთ, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ჩერ­და... მა­შინ უკვე გა­თხო­ვი­ლი, თა­ნაც - ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც პრაგ­მა­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­მე­ღო: კი­ნოს დრო­ე­ბით და­ვემ­შვი­დო­ბე და ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

- პრო­ფე­სი­ით რე­ჟი­სო­რი არ ხარ?

- რე­ჟი­სო­რი ვარ, მაგ­რამ ჩემი მე­ო­რე პრო­ფე­სია მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის მე­ნე­ჯე­რო­ბაა. საკ­მა­ოდ ბევრ, თა­ნაც - "მსხვილ" პრო­ექ­ტში წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ზო­გა­დად, მარ­კე­ტინ­გი და პი­ა­რი რე­ჟი­სუ­რას­თან ახ­ლოს არის: კი­ნო­რე­ჟი­სო­რის­თვის სა­ჭი­რო პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­დან ბევ­რი რამ მარ­კე­ტინ­გის და პი­ა­რის მე­ნე­ჯერ­საც უნდა ახა­სი­ა­თებ­დეს. მა­გა­ლი­თად, პრობ­ლე­მის სწო­რად აღ­ქმა, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, დას­კვნის გა­მო­ტა­ნა უნდა შე­გეძ­ლოს და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი იყო... ვფიქ­რობ, გა­მი­მარ­თლა: ჩემი ცხოვ­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად წა­რი­მარ­თა, გან­სა­კუთ­რე­ბით - "შე­გირდში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ. ისე კი, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე, ჯერ კი­დევ 15 წლი­სა, გახ­მო­ვა­ნე­ბის სტუ­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი: ბევ­რი ფილ­მი, სე­რი­ა­ლი და რეკ­ლა­მა, რო­მელ­საც უყუ­რებთ, ჩემი გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლია. მოკ­ლედ, შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის მქონ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლამ­დე, პა­ტარ-პა­ტა­რა პრო­ექ­ტებ­ზეც ვმუ­შა­ობ­დი, ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­წყობ­დი. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც და­ვას­კვე­ნი, რომ ძა­ლი­ან კარ­გია, როცა ქალი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია. თავ­და­პირ­ვე­ლად, ოც­ნე­ბის კოშ­კე­ბი არ უნდა ააგო და ბევ­რის მო­ლო­დი­ნი არ უნდა გქონ­დეს. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­კუ­თა­რი შრო­მი­სა და თავ­და­დე­ბის ფა­სად მი­ვაღ­წიე.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას თა­ვად იფი­ნან­სებ­დი?

- რე­ჟი­სუ­რა­ზე უფა­სოდ ვსწავ­ლობ­დი, ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი ფაქ­ტობ­რი­ვად, სწავ­ლას თა­ვად ვა­ფი­ნან­სებ­დი. ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სტუ­დენ­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. შრო­მა სირ­ცხვი­ლი არ არის. ყვე­ლა შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნო, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა მოგ­ცემს. და კი­დევ, უნდა გახ­სოვ­დეს, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბა ყვე­ლაფ­რის და­სას­რულს არ ნიშ­ნავს.

- პრო­ექ­ტში - "შე­გირ­დი" რა მიზ­ნით ჩა­ერ­თე?

- ბევრ რა­მე­ზე დამ­წყვე­ტია გული, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლიც გან­მიც­დია, წარ­მა­ტე­ბაც მქო­ნია და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც. საქ­მე­ში მთელ გულს კი ვდებ, მაგ­რამ ხში­რად, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლიც ვრჩე­ბი. ბევრ კომ­პა­ნი­ა­ში მი­მუ­შა­ვია და მერ­წმუ­ნეთ, სან­დო პარტნი­ო­რის პოვ­ნა რთუ­ლია - ბევ­რი დი­ლე­ტან­ტია, რო­მელ­მაც საქ­მე არ იცის და რა­ტომ­ღაც, მა­ინც კონ­კრე­ტულ სფე­რო­ში მუ­შა­ობს, ეს კი სა­ერ­თო საქ­მეს აფუ­ჭებს. დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ადა­მი­ა­ნის შრო­მის და­უ­ფა­სებ­ლო­ბის პრობ­ლე­მაც არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა მა­ინც შე­იძ­ლე­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ამას მი­ვაღ­წიე კი­დეც. რაც შე­ე­ხე­ბა "შე­გირდს" - ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან შე­ვი­ტყვე. მა­შინ "უძ­რა­ო­ბის ხანა" მქონ­და, თან - ავად ვი­ყა­ვი... ცხა­დია, მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენტზე არ ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში მოხ­ვედ­რი­სა და თა­ვად ბა­ტო­ნი კახა ბენ­დუ­ქი­ძის გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი მქონ­და. ვფიქ­რობ, სა­კუ­თარ თავს რაც უფრო მეტ გა­მოც­დას მო­უ­წყობ, პი­როვ­ნუ­ლად უფრო გა­იზ­რდე­ბი. "შე­გირ­დი" ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იყო. "სივი" უბ­რა­ლოდ, გავ­გზავ­ნე, რის შე­სა­ხე­ბაც კო­ტეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვუ­თხა­რი. მე­უღ­ლე გვერ­დში და­მიდ­გა. მი­თხრა: თუკი ეს მო­რა­ლუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და პრო­ფე­სი­უ­ლად გჭირ­დე­ბა, შენი იმე­დი მაქვს, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი გენ­დო­ბი, გი­გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო! პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ბევ­რი საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე. "შე­გირდმა" ის მოვ­ლე­ნე­ბი და­აჩ­ქა­რა, რაც შე­იძ­ლე­ბა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცოტა უფრო გვი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო.

- თქვე­ნი ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტს ვინ გა­ნა­გებს?

- მე და კოტე. ისე, ბოლო დროს, ჩემს მე­უღ­ლე­ზე, რო­გორც მსა­ხი­ობ­ზე მო­თხოვ­ნა დი­დია, ამი­ტომ მას უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს... ფი­ნან­სებს სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ განვკარ­გავთ. ჩვენ მე­ოც­ნე­ბე, მფლან­გვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. 6 წე­ლია, სა­კუ­თა­რი სახ­ლის შე­სა­ძე­ნად ვიღ­ვწით და რო­გორც იქნა, დიდი "ომის" შემ­დეგ, ბან­კმა სეს­ხი დაგ­ვიმ­ტკი­ცა და ჩემს მშობ­ლი­ურ უბანს და­ვუბ­რუნ­დი - ვა­კე­ში სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის მსურ­ველ ადა­მი­ანს რას ურ­ჩევ? გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მყოფ­მა, დამ­საქ­მე­ბე­ლი რო­გორ უნდა და­ა­ინ­ტე­რე­სოს?

- იმ კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას აპი­რებთ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია უნდა გქონ­დეთ. დამ­საქ­მე­ბელს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ უნდა დარ­ჩეს, რომ თქვენ­თვის ის კომ­პა­ნია "სუ­ლერ­თია". მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, გა­სა­უბ­რე­ბა თა­ვად წარ­მარ­თოთ, მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი არ და­კარ­გოთ. კახა ბენ­დუ­ქი­ძემ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მას­წავ­ლა: დას­მულ შე­კი­თხვა­ზე ყო­ველ­თვის კონ­კრე­ტუ­ლად უნდა უპა­სუ­ხო, თა­ნაც - ისე, რომ დამ­საქ­მებ­ლის შემ­დე­გი სა­ვა­რა­უ­დო შე­კი­თხვა გათ­ვა­ლო.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა ოცნება აიხდინეს

კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა ოცნება აიხდინეს

განო მელითაური ესთეტიკური კლინიკის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი გახლავთ. მისი აზრით, ქალმა თავი სრულფასოვან ადამიანად რომ იგრძნოს, საყვარელი საქმე უნდა აკეთოს; საქმეში რეალიზება ქალის ბედნიერებისთვის აუცილებელია! მეუღლისგან - მსახიობ კოტე თოლორდავასგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. რისკიანი ადამიანი გახლავთ. სამუშაო სფეროში მისი პროფესიონალიზმის შესახებ კოლეგებმა იციან. შესაბამისად, ერთი სამსახურიდან წამოსულს ყოველთვის რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! აქვს ხოლმე.

- მუშაობა 12 წლისამ, "პირველ არხზე", საბავშვო გადაცემაში - "აბდაუბდა" დავიწყე. მე და ჩემი მეგობარი თაკო სახურავებზე დავძვრებოდით და გადაცემას "ვაკეთებდით". თუმცა, იქ ხელფასს არავინ გვაძლევდა. შემდეგ "მეორე არხზე", კონკურსში გავიმარჯვე და "საყმაწვილო დაიჯესტის" წამყვანი გავხდი. ნორმალური სტუდიაც არ გვქონდა - "პლეხანოვზე" მოწყობილ პავილიონში ვმუშაობდით. მახსოვს, 21 ლარს და 50 თეთრს მიხდიდნენ.

- პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

- ძალიან ლამაზი, ორნამენტებიანი ბლუზა ვიყიდე (იცინის). ჟურნალისტობა არასდროს მინდოდა, მაგრამ მსურდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა. ზოგადად, ტელევიზია მაინტერესებდა და გადავწყვიტე, კინორეჟისორი გავმხდარიყავი. სხვათა შორის, 13 წლიდან სცენარებს ვწერდი. პირველი სერიოზული სცენარი 15 წლისამ დავწერე და ბავშვობის მეგობართან - ნინი დედალამაზიშვილთან ერთად, მამუკა ხაზარაძეს დაფინანსება ვთხოვე. დაგვაფინანსა. თბილისის მერიაც (კერძოდ - ბატონი ბიძინა ბრეგაძე) დაგვეხმარა. არ მსურდა, ფილმის გადასაღებად საჭირო თანხა მშობლებისთვის გამომერთმია. დედ-მამა ყოველთვის და ყველაფერში მეხმარებოდნენ, მაგრამ სცენართან, გადაღების დაგეგმვასთან, მონტაჟთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებდი... ეს იყო ჩემი პირველი ექსპერიმენტი, რომელიც წარმატებული გამოდგა - იმ ფილმით ბევრ კინოფესტივალზე ვიყავი.

- ფილმს რა ჰქვია ან რის შესახებ მოგვითხრობს?

- ლაპარაკია მოკლემეტრაჟიან ფილმზე - "ტანკა", რომელიც ფოტოგრაფის ამბავს მოგვითხრობს. ფოტოგრაფი საკუთარ თავს ეძებს, მიტოვებულ სოფელში მიდის და ფოტოებს იღებს. როცა ფირს გაამჟღავნებს, აღმოჩნდება, რომ მიტოვებულ სოფელში ადამიანები ცხოვრობენ. ერთ-ერთ ფოტოზე საკუთარ თავს პოულობს და დროში მოგზაურობას იწყებს... ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ნიკა მემანიშვილმა იმუშავა. გარდა იმისა, რომ ნიკა გენიალური მუსიკოსია, არაჩვეულებრივი ადამიანიც გახლავთ. იმ პერიოდში, როცა ამ ფილმის გადაღებაზე დავიწყე ფიქრი, ტელეკომპანია "მზეში", გახმოვანებებზე ვმუშაობდი. ყველა მეგობარი მხარში ამომიდგა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. 25-კაციანი ექსპედიციით წყლულეთში წავედით, რომლის ბოლოშიც მიტოვებული სოფელი იყო. იმხელა თოვლი იდო, რომ სოფლამდე მანქანებით ასვლა ძლივს მოვახერხეთ. სხვათა შორის, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ჩემივე მეგობრებისგან შედგებოდა. ნინი ფილმის პროდიუსერი გახლდათ. გადავწყვიტეთ, გიგი დედალამაზიშვილი აღმასრულებელ დირექტორად გაგვეფორმებინა. მაშინ გიგი სამსახიობო ფაკულტეტზე ჯერ არ სწავლობდა და მე და ნინიმ გავაწამეთ - რაღაც სასაცილო საქმეების მოგვარებას ვავალებდით. გიგი ახლაც იხსენებს: როცა სურდათ, დირექტორის თანამდებობიდან მომხსნიდნენ, როცა სურდათ, ისევ მაფორმებდნენო (იცინის).

- ფილმის აღმასრულებელ დირექტორს ხელფასს თუ უხდიდით?

- არა, რადგან მოპოვებული დაფინანსება საქმეს მოვახმარეთ. ფილმი ჯერ ტელეკომპანია "მზის" ეთერში უჩვენეს, შემდეგ - კინოთეატრში ("ახალგაზრდა რეჟისორების კვირეულზე"). მაშინ რეზო ჩხეიძესთან ვსწავლობდი. გამოცდის დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ფილმი ანაპაში - "კინოშოკზე" უნდა ეჩვენებინათ. საქართველოდან სულ 3 ნამუშევარი იყო წარდგენილი: "გასეირნება ყარაბაღში", "თბილისი თბილისი" და ჩემი ფილმი. საზღვარგარეთ ფესტივალზე დამოუკიდებლად პირველად წავედი და დიდი გამოცდილებაც მივიღე. ჩემი ფილმი არასაკონკურსო ჩვენებაში იყო. ჩვენების მერე პრესკონფერენცია იმართებოდა ხოლმე. მახსოვს, კედი, ჯინსის მოკლე ქვედაბოლო მეცვა და ამის გამო, მსახიობმა ბაადურ წულაძემ პეპი დამარქვა... ჩემს ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფესტივალის დირექტორმა მითხრა: გილოცავ, ყველაზე უმცროსი და ერთ-ერთი ნიჭიერი მონაწილე ხარ, დიდ წარმატებას მიაღწევო! ემოციური დღე მქონდა... საქართველოში დაბრუნებულმა "ჯერ კიდევ უცნობი ქალაქი" გადავიღე, რომლითაც საკურსო უნდა დამეცვა. ფილმმა "ბერლინალეს" სელექცია გაიარა, მაგრამ ტიტრზე ტომ ვეიტსის მუსიკა "მედო", რაზეც ლიცენზია მომთხოვეს. გადავწყვიტე, ტომ ვეიტსის აგენტისთვის მიმეწერა და მისთვის მუსიკის გამოყენებაზე თანხმობა მეთხოვა. მაშინ ამ საქმისთვის სულ რაღაც, 500 დოლარი მქონდა. რატომღაც მეგონა, ამ თანხის სანაცვლოდ, ნებართვას მივიღებდი. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა, მე კი გავბრაზდი და ვთქვი: ტომ ვეიტსის მუსიკას მაინც არ შევცვლი-მეთქი. ჰოდა, ამის გამო "ბერლინალეზე" ვერ წავედი... შემდეგ მე და სანდრო გაბილაიამ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ძალიან სერიოზული სცენარი შევქმენით. ცნობილი "კინოშნიკებისგან" შემოქმედებითი გუნდი "შევკარით", საჭირო თანხის ნაწილიც ვიშოვეთ, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო, დაწყებული პროექტი გაჩერდა... მაშინ უკვე გათხოვილი, თანაც - ორსულად ვიყავი და მივხვდი, რომ ცხოვრებაში რაღაც პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო: კინოს დროებით დავემშვიდობე და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- პროფესიით რეჟისორი არ ხარ?

- რეჟისორი ვარ, მაგრამ ჩემი მეორე პროფესია მარკეტინგისა და პიარის მენეჯერობაა. საკმაოდ ბევრ, თანაც - "მსხვილ" პროექტში წარმატებულად ვმონაწილეობდი. ზოგადად, მარკეტინგი და პიარი რეჟისურასთან ახლოს არის: კინორეჟისორისთვის საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარებიდან ბევრი რამ მარკეტინგის და პიარის მენეჯერსაც უნდა ახასიათებდეს. მაგალითად, პრობლემის სწორად აღქმა, გაანალიზება, დასკვნის გამოტანა უნდა შეგეძლოს და კომუნიკაბელური იყო... ვფიქრობ, გამიმართლა: ჩემი ცხოვრება წარმატებულად წარიმართა, განსაკუთრებით - "შეგირდში" მონაწილეობის შემდეგ. ისე კი, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ჯერ კიდევ 15 წლისა, გახმოვანების სტუდიაში ვმუშაობდი: ბევრი ფილმი, სერიალი და რეკლამა, რომელსაც უყურებთ, ჩემი გახმოვანებულია. მოკლედ, შემოსავალი ყოველთვის მქონდა. უნივერსიტეტში სწავლამდე, პატარ-პატარა პროექტებზეც ვმუშაობდი, ღონისძიებებს ვაწყობდი. იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რომელთა დახმარებითაც დავასკვენი, რომ ძალიან კარგია, როცა ქალი რეალიზებულია. თავდაპირველად, ოცნების კოშკები არ უნდა ააგო და ბევრის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად, საკუთარი შრომისა და თავდადების ფასად მივაღწიე.

- უნივერსიტეტში სწავლას თავად იფინანსებდი?

- რეჟისურაზე უფასოდ ვსწავლობდი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კი ფაქტობრივად, სწავლას თავად ვაფინანსებდი. ჩემი აზრით, აუცილებელია, სტუდენტები მუშაობდნენ. შრომა სირცხვილი არ არის. ყველა შანსი უნდა გამოიყენო, რომელსაც ცხოვრება მოგცემს. და კიდევ, უნდა გახსოვდეს, რომ იმედგაცრუება ყველაფრის დასასრულს არ ნიშნავს.

- პროექტში - "შეგირდი" რა მიზნით ჩაერთე?

- ბევრ რამეზე დამწყვეტია გული, ბევრი სიხარულიც განმიცდია, წარმატებაც მქონია და წარუმატებლობაც. საქმეში მთელ გულს კი ვდებ, მაგრამ ხშირად, იმედგაცრუებულიც ვრჩები. ბევრ კომპანიაში მიმუშავია და მერწმუნეთ, სანდო პარტნიორის პოვნა რთულია - ბევრი დილეტანტია, რომელმაც საქმე არ იცის და რატომღაც, მაინც კონკრეტულ სფეროში მუშაობს, ეს კი საერთო საქმეს აფუჭებს. დროის მენეჯმენტისა და ადამიანის შრომის დაუფასებლობის პრობლემაც არსებობს. მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა მაინც შეიძლება და მიმაჩნია, რომ ამას მივაღწიე კიდეც. რაც შეეხება "შეგირდს" - ამ პროექტის შესახებ ტელევიზიიდან შევიტყვე. მაშინ "უძრაობის ხანა" მქონდა, თან - ავად ვიყავი... ცხადია, მშენებლობის მენეჯმენტზე არ ვოცნებობდი, მაგრამ ამ სფეროში მოხვედრისა და თავად ბატონი კახა ბენდუქიძის გაცნობის სურვილი მქონდა. ვფიქრობ, საკუთარ თავს რაც უფრო მეტ გამოცდას მოუწყობ, პიროვნულად უფრო გაიზრდები. "შეგირდი" ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო. "სივი" უბრალოდ, გავგზავნე, რის შესახებაც კოტეს მოგვიანებით ვუთხარი. მეუღლე გვერდში დამიდგა. მითხრა: თუკი ეს მორალურად, ფსიქოლოგიურად და პროფესიულად გჭირდება, შენი იმედი მაქვს, თვალდახუჭული გენდობი, გიგულშემატკივრებო! პროექტის დატოვების შემდეგ ბევრი საქმიანი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე. "შეგირდმა" ის მოვლენები დააჩქარა, რაც შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში ცოტა უფრო გვიან განვითარებულიყო.

- თქვენი ოჯახის ბიუჯეტს ვინ განაგებს?

- მე და კოტე. ისე, ბოლო დროს, ჩემს მეუღლეზე, როგორც მსახიობზე მოთხოვნა დიდია, ამიტომ მას უფრო მეტი შემოსავალი აქვს... ფინანსებს საჭიროებისამებრ განვკარგავთ. ჩვენ მეოცნებე, მფლანგველი ადამიანები ვართ. 6 წელია, საკუთარი სახლის შესაძენად ვიღვწით და როგორც იქნა, დიდი "ომის" შემდეგ, ბანკმა სესხი დაგვიმტკიცა და ჩემს მშობლიურ უბანს დავუბრუნდი - ვაკეში სახლი შევიძინეთ.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, სამსახურის შოვნის მსურველ ადამიანს რას ურჩევ? გასაუბრებაზე მყოფმა, დამსაქმებელი როგორ უნდა დააინტერესოს?

- იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც მუშაობის დაწყებას აპირებთ, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია უნდა გქონდეთ. დამსაქმებელს შთაბეჭდილება არ უნდა დარჩეს, რომ თქვენთვის ის კომპანია "სულერთია". მომზადებულები და თავდაჯერებულები იყავით. მაქსიმალურად ეცადეთ, გასაუბრება თავად წარმართოთ, მართვის სადავეები არ დაკარგოთ. კახა ბენდუქიძემ მნიშვნელოვანი რამ მასწავლა: დასმულ შეკითხვაზე ყოველთვის კონკრეტულად უნდა უპასუხო, თანაც - ისე, რომ დამსაქმებლის შემდეგი სავარაუდო შეკითხვა გათვალო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება