საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში მზის ენერგიაზე მომუშავე "ყორანი" შექმნეს
აშშ-ში მზის ენერგიაზე მომუშავე "ყორანი" შექმნეს

აშშ-ში მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ჟინ­რებ­მა მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ახა­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი Raven III (ქარ­თუ­ლად "ყო­რა­ნი") შექ­მნეს. უც­ნა­უ­რი იე­რის უპი­ლო­ტოს თხე­ლი აპ­კის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფრთე­ბი აქვს, რომ­ლებ­საც ის ჰა­ერ­ში ფრე­ნი­სას ფრინ­ვე­ლი­ვით იქ­ნევს.

გა­მოც­დის პირ­ვე­ლი ეტა­პი უპი­ლო­ტომ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა, თუმ­ცა კონ­სტრუქ­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი სრულ­ყო­ფა სჭირ­დე­ბა. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მზის­გან მი­ღე­ბუ­ლი და ელექტრო­ე­ნერ­გი­ად გარ­დაქ­მნი­ლი ენერ­გი­ის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდაა სა­ჭი­რო. ამ ეტაპ­ზე ფრთებ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი მზის ელე­მენ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა მხო­ლოდ 6%-ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­ვე­წას­თან ერ­თად, "ყო­რა­ნის" ავ­ტო­რე­ბი ამ მა­ჩე­ნებ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გეგ­მა­ვენ.

ფრინ­ვე­ლე­ბის ფრე­ნის პრინ­ციპ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შექ­მნა­ზე მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი 2007 წლი­დან მუ­შა­ო­ბენ. "ყო­რა­ნის" პირ­ვე­ლი პრო­ტო­ტი­პი ავ­ტო­რებ­მა 2013 წლის გა­ზა­ფხულ­ზე წა­რად­გი­ნეს.

მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი ბოლო დროს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. პი­ლო­ტი­რე­ბად ნი­მუ­შებ­თან ერ­თად, ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Titan Aerospace მხო­ლოდ მზის ელე­მენ­ტე­ბის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის ხარ­ჯზე მოქ­მედ უპი­ლო­ტო­ზე მუ­შა­ობს. მათი პირ­ვე­ლი აფ­რე­ნა 2014 წელს იგეგ­მე­ბა. მზის ენერ­გი­ის წყა­ლო­ბით ასე­თი აპა­რა­ტის ფრე­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა რამ­დე­ნი­მე თვით ან წე­ლი­წა­დით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

აშშ-ში მზის ენერგიაზე მომუშავე "ყორანი" შექმნეს

აშშ-ში მზის ენერგიაზე მომუშავე "ყორანი" შექმნეს

აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი უპილოტო საფრენი აპარატი Raven III (ქართულად "ყორანი") შექმნეს. უცნაური იერის უპილოტოს თხელი აპკისგან დამზადებული ფრთები აქვს, რომლებსაც ის ჰაერში ფრენისას ფრინველივით იქნევს.

გამოცდის პირველი ეტაპი უპილოტომ წარმატებით გაიარა, თუმცა კონსტრუქციას გარკვეული სრულყოფა სჭირდება. პირველ ყოვლისა, მზისგან მიღებული და ელექტროენერგიად გარდაქმნილი ენერგიის მოცულობის გაზრდაა საჭირო. ამ ეტაპზე ფრთებზე დამაგრებული მზის ელემენტების ეფექტურობა მხოლოდ 6%-ით განისაზღვრება. ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, "ყორანის" ავტორები ამ მაჩენებლის გაუმჯობესებას გეგმავენ.

ფრინველების ფრენის პრინციპზე დაფუძნებული უპილოტო საფრენი აპარატების შექმნაზე მერილენდის უნივერსიტეტის სპეციალისტები 2007 წლიდან მუშაობენ. "ყორანის" პირველი პროტოტიპი ავტორებმა 2013 წლის გაზაფხულზე წარადგინეს.

მზის ენერგიაზე მომუშავე საფრენი აპარატები ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. პილოტირებად ნიმუშებთან ერთად, ამერიკული კომპანია Titan Aerospace მხოლოდ მზის ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგიის ხარჯზე მოქმედ უპილოტოზე მუშაობს. მათი პირველი აფრენა 2014 წელს იგეგმება. მზის ენერგიის წყალობით ასეთი აპარატის ფრენის ხანგრძლივობა რამდენიმე თვით ან წელიწადით განისაზღვრება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა