საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს" ეკა ამირეჯიბი
დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს" ეკა ამირეჯიბი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკა ამი­რე­ჯი­ბი გარ­კვე­უ­ლი დრო­ით პრე­სის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი გახ­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად დუ­მი­ლი "რე­ი­ტინგთან" და­არ­ღვია. ეკა სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" კა­ტოს დის, ლი­კუ­ნას როლს თა­მა­შობს, ჰყავს მუ­სი­კო­სი და იმავდრო­უ­ლად ცოტა უც­ნა­უ­რი ქმა­რი - ირაკ­ლი ხურ­ცი­ლა­ვა და შვი­ლი ლუკა-ამა­დე­უ­სი. რო­გორც ჩანს, სცე­ნა­რის­ტებს წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სა­ხის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა სურთ და ამის გამო ლი­კუ­ნას ამე­რი­კა­ში უშ­ვე­ბენ, თუმ­ცა და­ტო­ვებს თუ არა ეკა სე­რი­ალს, ამას თა­ვად გე­ტყვით.

- ეკა, მგო­ნი ახა­ლი სე­ზო­ნი შენი მი­რის­თვის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოდ და­ი­წყო. ამე­რი­კა­ში ლი­კუ­ნას გაშ­ვე­ბა ხომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ სე­რი­ალს ტო­ვებ და შენი გმი­რი გაქ­რე­ბა?

- ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სცე­ნა­რის­ტებს ძა­ლი­ან ცოტა შე­კი­თხვას ვუს­ვამ, ამი­ტომ ბევ­რი მეც არა­ფე­რი ვიცი. თუმ­ცა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ლი­კუ­ნა სე­რი­ა­ლი­დან არ გაქ­რე­ბა, ამე­რი­კა­ში კი წავა, მაგ­რამ ბავ­შვსა და ქმარს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ვებს და ალ­ბათ, დაბ­რუნ­დე­ბა.... მეტი მეც არა­ფე­რი ვიცი ამის შე­სა­ხებ... ჩემი აზ­რით, ლი­კუ­ნა­სა და ხურ­ცი­ლა­ვას ხაზი ცოტა გა­უ­ფე­რულ­და, ჩვენ გარ­შე­მო ბევ­რი წყვი­ლია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი­ვით ცხოვ­რობს, ვერ ეგუ­ე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, კა­მა­თო­ბენ, მაგ­რამ ერ­თად არი­ან. პი­რა­დად მე ძა­ლი­ან მინ­დო­და, რა­ღაც სი­ახ­ლე ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ირ­გვლი­ვაც მომ­ხდა­რი­ყო, ეს წას­ვლა თუ რამე ახ­ლის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, არა­ფე­რი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ მაქვს.

- რო­გორც ვიცი, მსა­ხი­ო­ბო­ბა ყო­ველ­თვის გინ­დო­და, "ჭამა და სექ­სი" კი იყო შენი დე­ბი­უ­ტი ამ მხრივ... ახლა რო­გორ გრძნობ თავს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

- რო­დე­საც და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, "ჭამა და სექსში" ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბიო, გა­ვოც­დი და ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ღირ­და თუ არა ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბა. მაგ­რამ დღეს უკვე ვიცი, რომ "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" არ გა­და­ი­ღებს ისეთს არა­ფერს, რა­შიც მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­მე­რი­დე­ბა ან შემ­რცხვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ხა­რია, რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მსა­ხი­ო­ბო­ბა სე­რი­ალ­შიც გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც საქ­მე სე­რი­ალს ეხე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად სა­გუ­ლის­ხმოა გრა­ფი­კი. ხში­რად წინა ღა­მით ვი­გებთ, რომ მე­ო­რე დი­ლით გა­და­ღე­ბა გვაქვს, სცე­ნა­რი იწე­რე­ბა გზა­დაგ­ზა, ნელ-ნელა ვი­გებთ ჩვე­ნი გმი­რე­ბის ბედს და ა.შ. ამ ტემპს ფეხს თუ ვერ აუ­წყობ, ამის ნა­წი­ლი ვერ გახ­დე­ბი. მარ­თა­ლია, სე­რი­ალ­ზე მთე­ლი გუნ­დი მუ­შა­ობს, მაგ­რამ როცა ერთი სცე­ნის გა­და­ღე­ბა ორ სხვა­დას­ხვა დღეს ხდე­ბა, შენც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო და იზ­რუ­ნო იმა­ზე, რომ ყვე­ლა დე­ტა­ლი, თუნ­დაც თმა, ვარ­ცხნი­ლო­ბა, ჩან­თა, სამ­კა­უ­ლი ისე გქონ­დეს მე­ო­რე სცე­ნა­ში, რო­გორც გქონ­და წი­ნა­ში, თუმ­ცა ნელ-ნელა ამ ყვე­ლა­ფერს ეგუ­ე­ბი, უწყობ ფეხს და ეჩ­ვე­ვი.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს" ეკა ამირეჯიბი

დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს" ეკა ამირეჯიბი

ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი გარკვეული დროით პრესისთვის მიუწვდომელი გახდა, თუმცა ამჯერად დუმილი "რეიტინგთან" დაარღვია. ეკა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს დის, ლიკუნას როლს თამაშობს, ჰყავს მუსიკოსი და იმავდროულად ცოტა უცნაური ქმარი - ირაკლი ხურცილავა და შვილი ლუკა-ამადეუსი. როგორც ჩანს, სცენარისტებს წყვილის ცხოვრებაში გარკვეული სახის დაბრკოლებების შეტანა სურთ და ამის გამო ლიკუნას ამერიკაში უშვებენ, თუმცა დატოვებს თუ არა ეკა სერიალს, ამას თავად გეტყვით.

-  ეკა, მგონი ახალი სეზონი შენი მირისთვის არასახარბიელოდ დაიწყო. ამერიკაში ლიკუნას გაშვება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სერიალს ტოვებ და შენი გმირი გაქრება?

-  ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სცენარისტებს ძალიან ცოტა შეკითხვას ვუსვამ, ამიტომ ბევრი მეც არაფერი ვიცი. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ლიკუნა სერიალიდან არ გაქრება, ამერიკაში კი წავა, მაგრამ ბავშვსა და ქმარს საქართველოში ტოვებს და ალბათ, დაბრუნდება.... მეტი მეც არაფერი ვიცი ამის შესახებ... ჩემი აზრით, ლიკუნასა და ხურცილავას ხაზი ცოტა გაუფერულდა, ჩვენ გარშემო ბევრი წყვილია, რომელიც ჩვენი სერიალის გმირებივით ცხოვრობს, ვერ ეგუებიან ერთმანეთს, კამათობენ, მაგრამ ერთად არიან. პირადად მე ძალიან მინდოდა, რაღაც სიახლე ჩვენი პერსონაჟების ირგვლივაც მომხდარიყო, ეს წასვლა თუ რამე ახლის დასაწყისი იქნება, მოხარული ვიქნები, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს.

-  როგორც ვიცი, მსახიობობა ყოველთვის გინდოდა, "ჭამა და სექსი" კი იყო შენი დებიუტი ამ მხრივ... ახლა როგორ გრძნობ თავს გადასაღებ მოედანზე?

-  როდესაც დამირეკეს და მითხრეს, "ჭამა და სექსში" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებიო, გავოცდი და ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ წინადადებაზე დათანხმება. მაგრამ დღეს უკვე ვიცი, რომ "ფორმულა კრეატივი" არ გადაიღებს ისეთს არაფერს, რაშიც მე მონაწილეობა მომერიდება ან შემრცხვება. შესაბამისად, მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მსახიობობა სერიალშიც გამეგრძელებინა. საერთოდ, როდესაც საქმე სერიალს ეხება, უპირველესად საგულისხმოა გრაფიკი. ხშირად წინა ღამით ვიგებთ, რომ მეორე დილით გადაღება გვაქვს, სცენარი იწერება გზადაგზა, ნელ-ნელა ვიგებთ ჩვენი გმირების ბედს და ა.შ. ამ ტემპს ფეხს თუ ვერ აუწყობ, ამის ნაწილი ვერ გახდები. მართალია, სერიალზე მთელი გუნდი მუშაობს, მაგრამ როცა ერთი სცენის გადაღება ორ სხვადასხვა დღეს ხდება, შენც უნდა გაითვალისწინო და იზრუნო იმაზე, რომ ყველა დეტალი, თუნდაც თმა, ვარცხნილობა, ჩანთა, სამკაული ისე გქონდეს მეორე სცენაში, როგორც გქონდა წინაში, თუმცა ნელ-ნელა ამ ყველაფერს ეგუები, უწყობ ფეხს და ეჩვევი.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება