სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეიტინგების ომი, მეორე ადგილი და შესაძლო მეორე ტური
რეიტინგების ომი, მეორე ადგილი და შესაძლო მეორე ტური

ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე პირ­ველ ად­გილს "ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, მე­ო­რეს კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რჩე­უ­ლი იკა­ვებს. სკეპ­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­ვით ბაქ­რა­ძე, კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით, უკვე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე სა­უბ­რობს.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბას ეჭვქვეშ აყე­ნებს. მა­თი­ვე ვა­რა­უ­დით, ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მთა­ვა­რი ბრძო­ლა მე­ო­რე ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, პირ­ველ­ზე კი არა­ვინ და­ვობს.

ბოლო სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დაკ­ვე­თით ამე­რი­კულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "გრინგბერგ ქუ­ინ­დანდ როს­ნერ რი­სერჩმა" (pkuutiukp RStdftv kwTuk kuTufksru) ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მხარს გა­მო­კი­თხულ­თა 43% უჭერს, და­ვით ბაქ­რა­ძეს - კი 22%. შემ­დეგ პო­ზი­ცი­ა­ზეა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე 8 პრო­ცენ­ტით. კვლე­ვა 1204 რეს­პონ­დენ­ტის პირ­და­პირ გა­მო­კი­თხვას ეყ­რდნო­ბა.

სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს და პო­ლი­ტო­ლო­გებს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ კვლე­ვის და­ფი­ნან­სე­ბა კი­თხვებს უჩენს. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი კი ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე სა­უბ­რობს.

"მე არ მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ კვლე­ვის შე­დე­გებ­ში ეჭვი შე­ვი­ტა­ნო, მით უმე­ტეს, რომ ის საკ­მა­ოდ ახ­ლოს დგას ტვშ-ის კვლე­ვის მო­ნა­ცე­მებ­თან. უბ­რა­ლოდ, დრო­ში გან­სხვა­ვე­ბის გამო გა­მო­იკ­ვე­თა დი­ნა­მი­კა, რომ­ლი­თაც მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ და ეს დი­ნა­მი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ჩემი მხარ­და­ჭე­რა იზ­რდე­ბა და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ტურს უნდა ვე­ლო­დოთ", - აცხა­დებს ბაქ­რა­ძე.

ბაქ­რა­ძის მე­ო­რე ად­გი­ლის არ სჯე­რა პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს, ის კვლე­ვებს სკეპ­ტი­კუ­რად აფა­სებს.

"და­თან­ხმე­ბა, რომ რე­ი­ტინ­გში ბაქ­რა­ძე ბურ­ჯა­ნა­ძეს უს­წრებს, არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და და­ვით ბაქ­რა­ძე ორი­ვე პი­როვ­ნუ­ლად სიმ­პა­თი­უ­რია, მაგ­რამ ნა­თე­სა­ვად ხომ არ ვირ­ჩევთ, პრე­ზი­დენ­ტო­ბა სურთ. მათ უკან დგას გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სი. იმ ში­ნა­არსზე კი, რაც ბაქ­რა­ძის უკან დგას, უარი მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე უკვე თქვა. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის უკან ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რო­ბა არ არის.

"ამ ფონ­ზე ტვშ-ის შე­დე­გებ­ზე და­თან­ხმე­ბა, რომ რე­ი­ტინ­გში ბაქ­რა­ძე ბურ­ჯა­ნა­ძეს უს­წრებს, არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. მათი შე­დე­გე­ბი ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. გა­იხ­სე­ნეთ, რა პროგ­ნო­ზი ჰქონ­დათ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ და რე­ა­ლუ­რად რა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. პა­ტი­ო­სა­ნი მკვლე­ვა­რე­ბი ამ­გვა­რი ფი­ას­კოს შემ­დეგ ჰო­რი­ზონტზე სა­ერ­თოდ არ გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ტვშ ჯი­უ­ტია და ჩა­ნან. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ უნდა ვენ­დოთ", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

"სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი კახი კა­ხიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ რე­ი­ტინ­გე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვაა და ამ ფაქ­ტით კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს.

"კომ­პა­ნია "გრინგბერგ ქუ­ინ­ლადნ როს­ნერ რი­სერ­ჩი" თით­ქმის ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის დროს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაკ­ვე­თით ას­რუ­ლებ­და "კვლე­ვას" და ყო­ველ­თვის მათ­თვის სა­სურ­ველ შე­დეგს დებ­და. ახლა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დაკ­ვე­თით შე­უს­რუ­ლე­ბია, პა­რა­ლე­ლი აშ­კა­რაა

"ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რის სა­ფუძ­ველ­ზე და რა მიზ­ნე­ბით და­უკ­ვე­თა კვლე­ვა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, რა­ტომ ხარ­ჯავს პარ­ტი­ულ აქ­ტი­ვო­ბა­ზე ბი­უ­ჯე­ტის ფულს? ამ მოქ­მე­დე­ბა­ში პირ­და­პირ იკ­ვე­თე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფონ­დის გვერ­დის ავ­ლით, სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბით სა­არ­ჩევ­ნო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლით კი და­ირ­ღვა კა­ნო­ნი "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ" და "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" მო­თხოვ­ნე­ბი. წე­სით, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტამ მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლა უნდა და­ი­წყოს", - აცხა­დებს კახი კა­ხიშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მი­ზე­ზად 27 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რესს ასა­ხე­ლებს.

თსუ-ს პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პორო­ფე­სო­რი კორ­ნე­ლი კა­კა­ჩი­აც ფიქ­რობს, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­კვე­ულ უნ­დობ­ლო­ბას იწ­ვევს.

"რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი უკ­ვე­თავს კვლე­ვას და რა­ღაც­ნა­ი­რად სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცი­ებს ითავ­სებს, ეს აშ­კა­რად უც­ნა­უ­რია. ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც" შე­უკ­ვე­თა სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კვლე­ვა. თუმ­ცა, აქ გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ პრე­ზი­დენ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­კი­თხვა და­ის­ვას - რამ­დე­ნად აქვს მას უფ­ლე­ბა, კვლე­ვის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სახ­სრე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს?

"ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ი­ქი­რა­ვა, კერ­ძოა, გან­სხვა­ვე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან", რო­მელ­მაც კვლე­ვა სა­კუ­თარ მომ­ხრეს შე­უკ­ვე­თა, ვგუ­ლის­ხმობ ზუ­რაბ ბიგ­ვა­ვას რე­ი­ტინ­გებს. ეს ცოტა არ იყოს არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, სან­დო­ო­ბას ხა­რისხს კარ­გავს. პრე­ზი­დენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, თუმ­ცა ზო­გა­დად მა­ინც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა და უფრო ჯო­ბია, ასე­თი სო­ცი­ლო­გო­ი­უ­რი გა­მო­კი­თხვე­ბი ისეთ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ა­კე­თოს, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ზე. ან უნდა იყოს ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც რე­ი­ტინ­გუ­ლია, თუმ­ცა ასე­თი ჯერ არ ჩანს. ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით უნ­დობ­ლო­ბა და სკეპ­ტი­ციზ­მი იქ­ნე­ბა ასე­თი გა­მოკ­ვე­ლე­ვე­ბი­სად­მი", - უთხრა კა­კა­ჩი­ამ "რე­ზო­ნანსს".

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კან­დი­და­ტე­ბის შან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსჯე­ლო­ბი­სას პირ­ველ ად­გილ­ზე თით­ქმის არა­ვინ და­ვობს, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ოპო­ნენ­ტებს მე­ო­რე ად­გილ­ზე აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი.

"ჩვენ დიდი ხა­ნია უკვე ვი­ცით, რომ რე­ა­ლუ­რად პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი კარ­გა ხა­ნია ცნო­ბი­ლია. აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია მე­ო­რე ად­გილ­ზე, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ იძ­ლე­ვა ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, თუ ვინ იქ­ნე­ბა მე­ო­რე წარმ­მარ­თვე­ლი ძალა ქვე­ყა­ნა­ში მო­მა­ვა­ლი 4-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამი­ტო­მაც არის, რომ მე­ო­რე ად­გილ­ზე ასე­თი მწვა­ვე ბრძო­ლაა რე­ი­ტინ­გე­ბით თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

"თუმ­ცა, თუ გა­სუ­ლი კვი­რის რე­ი­ტინ­გებს გა­დავ­ხევ­დავთ, ვნა­ხავთ, რომ ძა­ლი­ან დიდი პრო­ცენ­ტუ­ლი სხვა­ო­ბა არ არის მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლებს შო­რის", - ამ­ბობს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და და­ვით ბაქ­რა­ძე უფრო მეტ რე­სურ­სებს ფლო­ბენ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში შე­დე­გებს მი­აღ­წი­ონ, ამი­ტომ რე­ი­ტინ­გე­ბის მკვეთრ ცვლი­ლე­ბას არ ელო­დე­ბა.

"ამ ორი კან­დი­და­ტი­დან ერთი პრე­ზი­დენ­ტის, მე­ო­რე კი პრე­მი­ე­რის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. არ მგო­ნია, რე­ი­ტინ­გებ­ში რამე შე­იც­ვა­ლოს, თუ ისე­თი რამ არ მოხ­და, რო­გო­რიც ცი­ხის სკან­და­ლი იყო", - დას­ძენს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია.

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

რეიტინგების ომი, მეორე ადგილი და შესაძლო მეორე ტური

რეიტინგების ომი, მეორე ადგილი და შესაძლო მეორე ტური

ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველ ადგილს "ოცნების" კანდიდატი, მეორეს კი "ნაციონალური მოძრაობის" რჩეული იკავებს. სკეპტიკოსების განცხადებების მიუხედავად, დავით ბაქრაძე, კვლევებზე დაყრდნობით, უკვე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს.

პოლიტოლოგების ნაწილი სოციოლოგიური კვლევების რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს. მათივე ვარაუდით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი ბრძოლა მეორე ადგილის მოსაპოვებლად მიმდინარეობს, პირველზე კი არავინ დავობს.

ბოლო სოციოლოგიური კვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა ორგანიზაცია "გრინგბერგ ქუინდანდ როსნერ რისერჩმა" (pkuutiukp RStdftv kwTuk kuTufksru) ჩაატარა. კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს მხარს გამოკითხულთა 43% უჭერს, დავით ბაქრაძეს - კი 22%. შემდეგ პოზიციაზეა ნინო ბურჯანაძე 8 პროცენტით. კვლევა 1204 რესპონდენტის პირდაპირ გამოკითხვას ეყრდნობა.

საარჩევნო საკითხების სპეციალისტებს და პოლიტოლოგებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კვლევის დაფინანსება კითხვებს უჩენს. "ნაცმოძრაობის" კანდიდატი კი ამერიკული ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს.

"მე არ მაქვს საფუძველი, რომ კვლევის შედეგებში ეჭვი შევიტანო, მით უმეტეს, რომ ის საკმაოდ ახლოს დგას ტვშ-ის კვლევის მონაცემებთან. უბრალოდ, დროში განსხვავების გამო გამოიკვეთა დინამიკა, რომლითაც მე კმაყოფილი ვარ და ეს დინამიკა აჩვენებს, რომ ჩემი მხარდაჭერა იზრდება და ძალიან მაღალი ალბათობით, არჩევნებში მეორე ტურს უნდა ველოდოთ", - აცხადებს ბაქრაძე.

ბაქრაძის მეორე ადგილის არ სჯერა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, ის კვლევებს სკეპტიკურად აფასებს.

"დათანხმება, რომ რეიტინგში ბაქრაძე ბურჯანაძეს უსწრებს, არადამაჯერებელია. ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე ორივე პიროვნულად სიმპათიურია, მაგრამ ნათესავად ხომ არ ვირჩევთ, პრეზიდენტობა სურთ. მათ უკან დგას გარკვეული პოლიტიკური შინაარსი. იმ შინაარსზე კი, რაც ბაქრაძის უკან დგას, უარი მოსახლეობის 90%-მა საპარლამენტო არჩევნებზე უკვე თქვა. ნინო ბურჯანაძის უკან ასეთი ნეგატიურობა არ არის.

"ამ ფონზე ტვშ-ის შედეგებზე დათანხმება, რომ რეიტინგში ბაქრაძე ბურჯანაძეს უსწრებს, არადამაჯერებელია. მათი შედეგები ტენდენციურობით ხასიათდება. გაიხსენეთ, რა პროგნოზი ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების წინ და რეალურად რა შედეგი მივიღეთ. პატიოსანი მკვლევარები ამგვარი ფიასკოს შემდეგ ჰორიზონტზე საერთოდ არ გამოჩნდებოდნენ, მაგრამ ტვშ ჯიუტია და ჩანან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვენდოთ", - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

"საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ რეიტინგების დაფინანსება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და ამ ფაქტით კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს.

"კომპანია "გრინგბერგ ქუინლადნ როსნერ რისერჩი" თითქმის ყველა არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით ასრულებდა "კვლევას" და ყოველთვის მათთვის სასურველ შედეგს დებდა. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით შეუსრულებია, პარალელი აშკარაა

"ისე, საინტერესოა, რის საფუძველზე და რა მიზნებით დაუკვეთა კვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რატომ ხარჯავს პარტიულ აქტივობაზე ბიუჯეტის ფულს? ამ მოქმედებაში პირდაპირ იკვეთება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინტერესები, რაც გამოიხატება საარჩევნო კამპანიის ფონდის გვერდის ავლით, საბიუჯეტო თანხებით საარჩევნო აქტივობების დაფინანსებაში, აღნიშნულით კი დაირღვა კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" და "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნები. წესით, კონტროლის პალატამ მასალების შესწავლა უნდა დაიწყოს", - აცხადებს კახი კახიშვილი "რეზონანსთან" საუბარში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციოლოგიური კვლევის დაფინანსების მიზეზად 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებს.

თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პოროფესორი კორნელი კაკაჩიაც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული კვლევები, ორგანიზაციის ავტორიტეტის მიუხედავად, გარკვეულ უნდობლობას იწვევს.

"როდესაც პრეზიდენტი უკვეთავს კვლევას და რაღაცნაირად სოციოლოგიური სამსახურის ფუნქციებს ითავსებს, ეს აშკარად უცნაურია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამდენიმე ხნის წინ "ქართულმა ოცნებამაც" შეუკვეთა საკუთარი ორგანიზაციებს კვლევა. თუმცა, აქ განსხვავება ის არის, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში შეიძლება შეკითხვა დაისვას - რამდენად აქვს მას უფლება, კვლევისთვის საზოგადოებრივი სახსრები გამოიყენოს?

"ორგანიზაცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიქირავა, კერძოა, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელმაც კვლევა საკუთარ მომხრეს შეუკვეთა, ვგულისხმობ ზურაბ ბიგვავას რეიტინგებს. ეს ცოტა არ იყოს არადამაჯერებელია, სანდოობას ხარისხს კარგავს. პრეზიდენტის შემთხვევაში საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციაა, თუმცა ზოგადად მაინც არასასიამოვნოა და უფრო ჯობია, ასეთი სოცილოგოიური გამოკითხვები ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთოს, რომელიც ფინანსურად დამოკიდებული არ იქნება არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე. ან უნდა იყოს ქართული ორგანიზაცია, რომელიც რეიტინგულია, თუმცა ასეთი ჯერ არ ჩანს. ამიტომ ჯერჯერობით უნდობლობა და სკეპტიციზმი იქნება ასეთი გამოკველევებისადმი", - უთხრა კაკაჩიამ "რეზონანსს".

მისივე განმარტებით, კანდიდატების შანსებთან დაკავშირებით მსჯელობისას პირველ ადგილზე თითქმის არავინ დავობს, მთავარი აქცენტი ოპონენტებს მეორე ადგილზე აქვთ გადატანილი.

"ჩვენ დიდი ხანია უკვე ვიცით, რომ რეალურად პირველი ადგილის მფლობელი კარგა ხანია ცნობილია. აქცენტი გადატანილია მეორე ადგილზე, იქიდან გამომდინარე, რომ იძლევა ლეგიტიმაციას, თუ ვინ იქნება მეორე წარმმართველი ძალა ქვეყანაში მომავალი 4-5 წლის განმავლობაში. ამიტომაც არის, რომ მეორე ადგილზე ასეთი მწვავე ბრძოლაა რეიტინგებით თუ სხვა საშუალებებით.

"თუმცა, თუ გასული კვირის რეიტინგებს გადავხევდავთ, ვნახავთ, რომ ძალიან დიდი პროცენტული სხვაობა არ არის მეორე და მესამე ადგილებს შორის", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის თქმით, გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე უფრო მეტ რესურსებს ფლობენ, რომ არჩევნებში შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ რეიტინგების მკვეთრ ცვლილებას არ ელოდება.

"ამ ორი კანდიდატიდან ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერის მხარდაჭერით სარგებლობს. არ მგონია, რეიტინგებში რამე შეიცვალოს, თუ ისეთი რამ არ მოხდა, როგორიც ციხის სკანდალი იყო", - დასძენს კორნელი კაკაჩია.

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა