კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგანტი მოტოციკლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
გიგანტი მოტოციკლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

2012 წელს მო­ტო­ციკ­ლე­ბის ერთ-ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე იტა­ლი­ე­ლი ფა­ბიო რე­გ­ჰი­ა­ნის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გი­გან­ტუ­რი Regio Design XXL Chopper, გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დე­ბის წიგ­ნის კო­მი­სი­ამ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ მოქ­მედ მო­ტო­ციკ­ლად აღი­ა­რა. მსოფ­ლიო რე­კორდსმენ­თა შო­რის სა­პა­ტიო ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა ფა­ბიო რე­გ­ჰი­ა­ნის ქმნი­ლე­ბამ და­მო­უ­კი­დებ­ლად 150 მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ შეს­ძლო.

რვა კა­ცის­გან შემ­დგა­რი იტა­ლი­ე­ლი ხელ­მარ­ჯვე ოს­ტა­ტე­ბის გუნ­დი გი­გან­ტუ­რი მო­ტო­ციკ­ლის შექ­მნა­ზე თით­ქმის 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. მათი ქმნი­ლე­ბის სიგ­რძემ 9 მეტ­რი და 75 სან­ტი­მეტ­რი, სი­მაღ­ლემ კი - 4 მეტ­რი და 90 სან­ტი­მეტ­რი შე­ად­გინ­და. ორ­თვა­ლა გი­გან­ტი 5,5 ტო­ნას იწო­ნის და მის გა­და­ად­გი­ლე­ბას 280 ცხ.ძ-ის სიმ­ძლავ­რის ძრა­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს. თა­ვი­სი გა­ბა­რი­ტე­ბი­სა და შთამ­ბეჭ­და­ვი იე­რის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა გა­მო­ფე­ნა­ზე Regio Design XXL Chopper დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და მას­თან სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოს გა­და­ღე­ბის­თვის გრძე­ლი რი­გე­ბი ეწყო­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, გი­გან­ტუ­რი ზომა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც მო­ტო­ციკ­ლი გი­ნე­სის წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე მოხ­ვდა, მისი მთა­ვა­რი ნაკ­ლია. წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რო­გორც მოძ­რა­ო­ბი­სას, ასე­ვე გა­ჩე­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც სა­ბავ­შვო ვე­ლოს­პე­დის მსგავ­სად, მას ორი მცი­რე ზო­მის და­მა­ტე­ბი­თი ბორ­ბა­ლი აქვს.

გი­ნე­სის წიგნ­ში სა­პა­ტიო ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, იტა­ლი­ე­ლე­ბის ქმნი­ლე­ბამ, ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტო­ციკ­ლე­ტის ტი­ტუ­ლის წინა მფლო­ბე­ლი, ამე­რი­კე­ლი გრე­გორ დე­ნ­ჰე­მის მიერ შექ­მნი­ლი Dream Big-ი დაჩ­რდი­ლა. კა­ლი­ფორ­ნი­ე­ლი ოს­ტა­ტის პირ­მ­შოს სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 3 მეტრს, სიგ­რძე კი 6 მეტრსა და 20 სან­ტი­მეტრს შე­ად­გენ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ dailytechinfo.org-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

გიგანტი მოტოციკლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გიგანტი მოტოციკლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

2012 წელს მოტოციკლების ერთ-ერთ გამოფენაზე იტალიელი ფაბიო რეგჰიანის მიერ წარმოდგენილი გიგანტური Regio Design XXL Chopper, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის კომისიამ მსოფლიოში ყველაზე დიდ მოქმედ მოტოციკლად აღიარა. მსოფლიო რეკორდსმენთა შორის საპატიო ადგილის დაკავება ფაბიო რეგჰიანის ქმნილებამ დამოუკიდებლად 150 მეტრის გავლის შემდეგ შესძლო.

რვა კაცისგან შემდგარი იტალიელი ხელმარჯვე ოსტატების გუნდი გიგანტური მოტოციკლის შექმნაზე თითქმის 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. მათი ქმნილების სიგრძემ 9 მეტრი და 75 სანტიმეტრი, სიმაღლემ კი - 4 მეტრი და 90 სანტიმეტრი შეადგინდა. ორთვალა გიგანტი 5,5 ტონას იწონის და მის გადაადგილებას 280 ცხ.ძ-ის სიმძლავრის ძრავა უზრუნველყოფს. თავისი გაბარიტებისა და შთამბეჭდავი იერის წყალობით, ყველა გამოფენაზე Regio Design XXL Chopper დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებისთვის გრძელი რიგები ეწყობა.

სამწუხაროდ, გიგანტური ზომა, რომლის წყალობითაც მოტოციკლი გინესის წიგნის ფურცლებზე მოხვდა, მისი მთავარი ნაკლია. წონასწორობის შენარჩუნება როგორც მოძრაობისას, ასევე გაჩერებულ მდგომარეობაში შეუძლებელია. ამიტომაც საბავშვო ველოსპედის მსგავსად, მას ორი მცირე ზომის დამატებითი ბორბალი აქვს.

გინესის წიგნში საპატიო ადგილის დაკავების შემდეგ, იტალიელების ქმნილებამ, ყველაზე დიდი მოტოციკლეტის ტიტულის წინა მფლობელი, ამერიკელი გრეგორ დენჰემის მიერ შექმნილი Dream Big-ი დაჩრდილა. კალიფორნიელი ოსტატის პირმშოს სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრს, სიგრძე კი 6 მეტრსა და 20 სანტიმეტრს შეადგენდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს