კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და როგორ გეგმავს ივანიშვილზე ტერაქტის მოწყობას?
ვინ და როგორ გეგმავს ივანიშვილზე ტერაქტის მოწყობას?

ყო­ველ­დღი­უ­რად იძა­ბე­ბა სი­ტუ­ა­ცია კონ­ფლიქ­ტურ ზო­ნებ­ში. სულ უფრო გახ­შირ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა" და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის თუ ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან მო­წო­დე­ბე­ბი, რომ პრე­მი­ე­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ვი­დეს დვან­ში და იქა­უ­რებს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს. რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ვე­ლი, ლალი მო­როშ­კი­ნა აცხა­დებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის ნა­წი­ლია...

"ალია" ლალი მო­როშ­კი­ნას ესა­უბ­რა:

- ლალი, შენ ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ გით­ქვამს, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია უამ­რა­ვი პრო­ვო­კა­ცია. ასე­ვე ისიც გით­ქვამს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მალე წამმ­ზომს ჩარ­თავს და და­ი­წყებს თა­ვი­სი "ზონ­დერჯგუ­ფე­ბის" ამოქ­მე­დე­ბას. რო­გორ ფიქ­რობ, ხომ არ დად­გა ეს დრო?

- მე სა­ჯა­როდ ვა­ცხა­დებ, რომ დიც­სა და დვან­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი, მავ­თულხლარ­თე­ბი იქ გა­კეთ­და 2009 წელს, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის უკუღ­მარ­თი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი იყო. რა­ტომ­ღაც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არ ლა­პა­რა­კო­ბენ 116 და­კარ­გულ სო­ფელ­ზე, ისიც სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ თე­მა­ზე მათ­თან პო­ლე­მი­კა­ში არა­ვინ შე­დის, მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან სარ­წმუ­ნო წყა­რო­ე­ბი­დან, რომ ამ სოფ­ლებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რად მი­დის ეს­კა­ლა­ცია, რათა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჩა­იყ­ვა­ნონ იმ ად­გი­ლას და მო­უ­წყონ ტე­რაქ­ტი. ამ შემ­თხვე­ვა­ში პი­რა­დად ივა­ნიშ­ვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი და ის ტე­ლე­სი­უ­ჟე­ტე­ბიც, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ზა­დე­ბენ კონ­ფლიქ­ტუ­რი ზო­ნი­დან, სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა. და­უკ­ვირ­დით, ყვე­ლა ერ­თხმად გა­ი­ძა­ხის – ჩა­მო­ვი­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიო. მე ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს არ ვა­პი­რებ­დი, რომ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი გან­მუ­ხუ­რი­დან. მე მინ­დო­და ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ რაკი პრე­ზი­დენ­ტი უკვე მი­ად­გა გან­მუ­ხურს, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ცოტა ვიჩ­ქა­რო. ეს ადა­მი­ა­ნი ნელ-ნელა მი­დის ომის­კენ და ყო­ველ­დღი­უ­რად უპი­რის­პირ­დე­ბა სა­კუ­თარ ხალ­ხს. სა­ა­კაშ­ვი­ლი მოგ­ვი­წო­დებს, ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბი აღვმარ­თოთ რო­გორც ახალ­გორ­თან, ისე გან­მუ­ხუ­რის მი­სად­გო­მებ­თან. ასეთ რა­მეს ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი არ იტყვის, რო­მე­ლი ბე­ტო­ნის კედ­ლით შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის­გან თავ­დაც­ვა? და მე­ო­რე, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­აფ­თრე­ბუ­ლი ცდი­ლობს, ახალ ომში ჩა­ით­რი­ოს სა­ქარ­თვე­ლო და რო­გორ­მე ბოლო მო­უ­ღოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვილს. მე პი­რა­დად მო­ვუ­წო­დებ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სა­ნამ არ ჩამ­თავ­რდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, არ­სად გა­ვი­დეს, არ­სე­ბობს გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­დე­ბა მისი ლიკ­ვი­და­ცია, შემ­დეგ იტყვი­ან, - რა ვქნათ, კონ­ფლიქ­ტუ­რი ზო­ნაა, ბრმა ტყვია სა­ი­დან გა­მოფ­რინ­და, არ ვი­ცი­თო...

- ლალი, აქ და­ვა­კონ­კრე­ტოთ, რათა მკი­თხველს არ გა­უჩ­ნდეს უკ­მა­რი­სო­ბის გრძნო­ბა. დე­ტა­ლუ­რად ამიხ­სე­ნი, რა ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზეა ლა­პა­რა­კი?

- მა ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის გან­მუ­ხუ­რი. რო­დე­საც იქ ბა­ნა­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, მე ვი­ღებ­დი ერთ-ერთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, იქ რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვე­დი. რო­დე­საც მო­სა­ღა­მოვ­დე­ბო­და ხოლ­მე, უკონ­ტრო­ლო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან რუ­სე­ბი რე­კავ­დნენ და იძ­ლე­ოდ­ნენ ბრძა­ნე­ბას, - მანდ შუ­ქე­ბი ჩა­აქ­რეთ, ძა­ლი­ან გვა­ღი­ზი­ა­ნებ­სო!.. ალ­ბათ, გახ­სოვს, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ერთ-ერთ რე­ა­ლი­თი შო­უ­ში და როცა ერთხელ უზარ­მა­ზა­რი ბუშ­ტის გაშ­ვე­ბა გვინ­დო­და, უცებ და­რე­კეს და თქვეს, შე­ჩერ­დით, თო­რემ ცე­ცხლს გა­გიხ­სნი­თო. ამით იმის თქმა მინ­და, რომ იგი­ვე ანაკ­ლია და მთე­ლი ზღვის­პი­რა ზოლი, კონ­ტროლ­დე­ბა რუ­სე­ბის მიერ. აქ არ ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ას, მათ მიერ ასე­ვე კონ­ტროლ­დე­ბა შუქი, ხმა­უ­რი და რა­ღაც ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბე­ბიც კი. შე­სა­ბა­მი­სად, იმის მო­წო­დე­ბა, რომ ჩვენ იქ ბე­ტო­ნის კე­დე­ლი უნდა აღვმარ­თოთ, რათა რუ­სებ­მა ვერ შეძ­ლონ მარ­ტი­ვად აქეთ მხა­რეს შე­მოს­ვლა, ეს არის არა მხო­ლოდ პო­პუ­ლიზ­მი, არა­მედ ქვეყ­ნის ჩათ­რე­ვა მო­რიგ ავან­ტი­უ­რა­ში.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი გეგ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?

- და­უკ­ვირ­დი, ამის შემ­დეგ, მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან­დრო ბარ­ნო­ვი ჩა­ვი­და შიდა ქარ­თლში, შე­ვი­და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და იქ ინ­ცი­დენ­ტსაც ჰქონ­და ად­გი­ლი, სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა რე­გი­ონ­სა თუ რა­ი­ონ­ში გაგ­ზავ­ნა თა­ვი­სი ხალ­ხი, ამ ეტაპ­ზე მისი მზაკ­ვრუ­ლი მან­ქა­ნა ამოქ­მე­დე­ბუ­ლია. ჩემი აზ­რით, მთავ­რო­ბა უკვე უნდა გა­და­ვი­დეს სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში. დღეს ქვე­ყა­ნას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხელ­მძღვა­ნე­ლობს ვნე­ბა­აშ­ლი­ლი, ჭკუ­ი­დან გა­და­სუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი. 27 ოქ­ტომ­ბე­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის არის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თა­რი­ღი, ის მშვი­დად იქ­ნე­ბა, თუ ომში ჩაგ­ვით­რევს და ამით გა­ი­ხან­გრძლი­ვებს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დას. ალაბთ, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ 27 ოქ­ტომ­ბრამ­დე, სა­დღაც 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­მო­ცხად­დეს ერ­თგვა­რი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ა­კაშ­ვილს უნდა აეკ­რძა­ლოს ამ 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მოს­ვლა და მო­წო­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი იძა­ხის, ხალ­ხო, დრო­ზე მოგ­როვ­დით, რუ­სებს პა­სუ­ხი გავ­ცე­თო, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მე­ო­რე მხრი­და­ნაც ჰქონ­დეს პრო­ვო­კა­ცი­ას ად­გი­ლი.

- რას მე­ტყვი, ცი­ხი­დან გა­მო­სულ რე­ცი­დი­ვის­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც შენი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ, ასე­ვე ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი ცი­ხე­ე­ბი­დან?

- ცი­ხე­ებ­ში არის საკ­მა­რი­სი კონ­ტრო­ლი იმი­სათ­ვის, რომ არა­ფე­რი მოხ­დეს, მაგ­რამ ისიც ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ციხე არის სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო­ში და ამი­ტომ, წი­ნას­წარ არაფ­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე ვიცი და ვამ­ტკი­ცებ, რომ ამ მხრივ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე სა­შიშ­ნი ცი­ხის გა­რეთ მყო­ფი რე­ცი­დი­ვის­ტე­ბი და მკვლე­ლე­ბი არი­ან. იმე­დი მაქვს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კვლავ გა­ამ­კაც­რებს კრი­მი­ნა­ლებ­თან ბრძო­ლას, ჩვენც გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ექ­ნე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც, დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს დი­დძა­ლი ია­რა­ღი ტრი­ა­ლებს, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ასა­რე­ვად. ეს მოხ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის წინ. ასე­ვე მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, პა­ნი­კა­ში ნუ­რა­ვინ ჩა­ვარ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ახლა გვმარ­თებს, ყვე­ლამ გა­ვა­კე­თოთ საქ­მე გო­ნივ­რუ­ლად, რათა სა­ა­კაშ­ვილს არ მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვის ავან­ტი­უ­რა­ში ხალ­ხიც გა­მო­ი­ყე­ნოს. მე კარ­გახ­ნით ადრე ვი­ცო­დი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ თე­მებს წა­მოს­წევ­და და და­ი­წყებ­და სირ­ბილს, - არი­ქა, გვიშ­ვე­ლე­თო!.. არა­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღეს ხდე­ბა, ივა­ნიშ­ვილს არ და­უ­წყია, ეს და­ი­წყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­ვდეს ტრი­ბუ­ნალ­ზე. ეს ადა­მი­ა­ნი მთელ ქვე­ყა­ნას გა­წი­რავს, ოღონდ სა­კუ­თა­რი სკა­მი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­შა­ლოს. რო­დე­საც დღეს გა­მუდ­მე­ბით იძა­ხი­ან, გინ­და თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჩა­მო­ვი­დე­სო, ყვე­ლამ იცო­დეს, მას ჰყავს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ისი­ნი ჩა­დი­ან ყველ­გან. ჩვენ რო­გორ­მე 27 ოქ­ტომ­ბრამ­დე უნდა მი­ვი­დეთ...

- ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თით­ქოს თავს იკა­ვებს კონ­ფლიქ­ტურ ზო­ნებ­ში ჩას­ვლის­გან, ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მა­თაც ეში­ნი­ათ, არ მოხ­დეს რა­ი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი ან ეს­კა­ლა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბა?

- დიახ, დღეს ყვე­ლამ იცის, ყვე­ლას აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოს­ლა­ოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. ალ­ბათ, გახ­სოვს, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გე­უბ­ნე­ბო­დი, თუ სა­ა­კაშ­ვილს დას­ჭირ­დე­ბა, სი­ტუ­ა­ცი­ას აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­ძა­ბავს და ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც-მეთ­ქი... აი, დად­გა ეს პე­რი­ო­დიც, ეს ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდა, რომ და­სა­კარ­გი უკვე აღა­რა­ფე­რი აქვს.

- მე არ მიკ­ვირს სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­საც აკე­თებს, მაგ­რამ რუ­სე­ბი რა­ტომ ას­ხა­მენ მის წის­ქვილ­ზე წყალს, რომ არა მათი მზაკ­ვრუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი, სა­ა­კაშ­ვილს ხომ არ მი­ე­ცე­მო­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი მო­ე­წყო?

- სა­ა­კაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რუ­სე­ბი რა­საც აკე­თე­ბენ. ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ წარ­თმე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ოლიმ­პი­ა­და კარს არის მომ­დგა­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს იცა­ვენ. ამას ძა­ლი­ან კარ­გად იყე­ნებს სა­ა­კაშ­ვი­ლი...

- რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მავ­თულხლარ­თე­ბი, მიშა მა­ინც მო­ი­გო­ნებ­და რა­მეს?

- რა თქმა უნდა, სად არის ანაკ­ლი­ა­ში მავ­თულხლარ­თე­ბი, ან გან­მუ­ხურ­ში, ხომ იყე­ნებს ყვე­ლა­ფერს სა­თა­ვი­სოდ? იყო ერთი ცხე­ლი წერ­ტი­ლი და გაჩ­ნდა ორი. ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლეა ახლა სა­იჭ­რო, რათა ამ ადა­მი­ან­მა არ მი­აღ­წი­ოს თა­ვის მი­ზანს.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

იხი­ლეთ ვი­დეო: "სა­ა­კაშ­ვილ­მა იცის, რომ წას­ვლის შემ­დეგ პუ­რის სა­ყიდ­ლა­დაც ვერ ჩავა" - ლალი მო­როშ­კი­ნა

იხი­ლეთ ასე­ვე: "ამე­რი­კუ­ლი დაც­ვის აყ­ვა­ნა ივა­ნიშ­ვილს აშშ-დან ურ­ჩი­ეს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ვინ და როგორ გეგმავს ივანიშვილზე ტერაქტის მოწყობას?

ვინ და როგორ გეგმავს ივანიშვილზე ტერაქტის მოწყობას?

ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია კონფლიქტურ ზონებში. სულ უფრო გახშირდა "ნაცმოძრაობისა" და მის მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოების თუ ექსპერტების მხრიდან მოწოდებები, რომ პრემიერი აუცილებლად უნდა ჩავიდეს დვანში და იქაურებს ყურადღება მიაქციოს. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, ლალი მოროშკინა აცხადებს, ეს ყველაფერი წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია...

"ალია" ლალი მოროშკინას ესაუბრა:

- ლალი, შენ ჩემთან ინტერვიუებში არაერთხელ გითქვამს, რომ არჩევნებამდე მოსალოდნელია უამრავი პროვოკაცია. ასევე ისიც გითქვამს, რომ სააკაშვილი მალე წამმზომს ჩართავს და დაიწყებს თავისი "ზონდერჯგუფების" ამოქმედებას. როგორ ფიქრობ, ხომ არ დადგა ეს დრო?

- მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ დიცსა და დვანში შექმნილი სიტუაცია არის ხელოვნურად შექმნილი, მავთულხლართები იქ გაკეთდა 2009 წელს, რაც სააკაშვილის უკუღმართი პოლიტიკის შედეგი იყო. რატომღაც "ნაციონალები" არ ლაპარაკობენ 116 დაკარგულ სოფელზე, ისიც სამწუხაროა, რომ ამ თემაზე მათთან პოლემიკაში არავინ შედის, მე მაქვს ინფორმაცია ძალიან სარწმუნო წყაროებიდან, რომ ამ სოფლებში ხელოვნურად მიდის ესკალაცია, რათა პრემიერ-მინისტრი ჩაიყვანონ იმ ადგილას და მოუწყონ ტერაქტი. ამ შემთხვევაში პირადად ივანიშვილის უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი და ის ტელესიუჟეტებიც, რომელსაც ჟურნალისტები ამზადებენ კონფლიქტური ზონიდან, სწორედ ამას ემსახურება. დაუკვირდით, ყველა ერთხმად გაიძახის – ჩამოვიდეს პრემიერ-მინისტრიო. მე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი, რომ არა სააკაშვილის განცხადებები განმუხურიდან. მე მინდოდა ყველა ინფორმაცია გადამემოწმებინა, მაგრამ რაკი პრეზიდენტი უკვე მიადგა განმუხურს, იძულებული ვარ, ცოტა ვიჩქარო. ეს ადამიანი ნელ-ნელა მიდის ომისკენ და ყოველდღიურად უპირისპირდება საკუთარ ხალხს. სააკაშვილი მოგვიწოდებს, ბეტონის კედლები აღვმართოთ როგორც ახალგორთან, ისე განმუხურის მისადგომებთან. ასეთ რამეს ნორმალური ადამიანი არ იტყვის, რომელი ბეტონის კედლით შეიძლება რუსეთისგან თავდაცვა? და მეორე, სააკაშვილი გააფთრებული ცდილობს, ახალ ომში ჩაითრიოს საქართველო და როგორმე ბოლო მოუღოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს. მე პირადად მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, სანამ არ ჩამთავრდება არჩევნები, არსად გავიდეს, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება მისი ლიკვიდაცია, შემდეგ იტყვიან, - რა ვქნათ, კონფლიქტური ზონაა, ბრმა ტყვია საიდან გამოფრინდა, არ ვიცითო...

- ლალი, აქ დავაკონკრეტოთ, რათა მკითხველს არ გაუჩნდეს უკმარისობის გრძნობა. დეტალურად ამიხსენი, რა ტერორისტულ აქტზეა ლაპარაკი?

- მა ვარ ის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის განმუხური. როდესაც იქ ბანაკის მშენებლობა დაიწყო, მე ვიღებდი ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობას, იქ რამდენჯერმე ჩავედი. როდესაც მოსაღამოვდებოდა ხოლმე, უკონტროლო ტერიტორიებიდან რუსები რეკავდნენ და იძლეოდნენ ბრძანებას, - მანდ შუქები ჩააქრეთ, ძალიან გვაღიზიანებსო!.. ალბათ, გახსოვს, ვმონაწილეობდი ერთ-ერთ რეალითი შოუში და როცა ერთხელ უზარმაზარი ბუშტის გაშვება გვინდოდა, უცებ დარეკეს და თქვეს, შეჩერდით, თორემ ცეცხლს გაგიხსნითო. ამით იმის თქმა მინდა, რომ იგივე ანაკლია და მთელი ზღვისპირა ზოლი, კონტროლდება რუსების მიერ. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ტერიტორიას, მათ მიერ ასევე კონტროლდება შუქი, ხმაური და რაღაც ზედმეტი მოძრაობებიც კი. შესაბამისად, იმის მოწოდება, რომ ჩვენ იქ ბეტონის კედელი უნდა აღვმართოთ, რათა რუსებმა ვერ შეძლონ მარტივად აქეთ მხარეს შემოსვლა, ეს არის არა მხოლოდ პოპულიზმი, არამედ ქვეყნის ჩათრევა მორიგ ავანტიურაში.

- რამდენად შესაძლებელია, სააკაშვილმა თავისი გეგმა განახორციელოს?

- დაუკვირდი, ამის შემდეგ, მისი წარმომადგენელი ანდრო ბარნოვი ჩავიდა შიდა ქართლში, შევიდა მოსახლეობაში და იქ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, სააკაშვილმა ყველა რეგიონსა თუ რაიონში გაგზავნა თავისი ხალხი, ამ ეტაპზე მისი მზაკვრული მანქანა ამოქმედებულია. ჩემი აზრით, მთავრობა უკვე უნდა გადავიდეს საგანგებო რეჟიმში. დღეს ქვეყანას, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობს ვნებააშლილი, ჭკუიდან გადასული პრეზიდენტი. 27 ოქტომბერი სააკაშვილისთვის არის გამანადგურებელი თარიღი, ის მშვიდად იქნება, თუ ომში ჩაგვითრევს და ამით გაიხანგრძლივებს საპრეზიდენტო ვადას. ალაბთ, ყველა დამეთანხმება, რომ 27 ოქტომბრამდე, სადღაც 20 დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს ერთგვარი საგანგებო მდგომარეობა, სააკაშვილს უნდა აეკრძალოს ამ 20 დღის განმავლობაში საერთოდ ტელევიზიით გამოსვლა და მოწოდებების გაკეთება. როდესაც პრეზიდენტი იძახის, ხალხო, დროზე მოგროვდით, რუსებს პასუხი გავცეთო, არ არის გამორიცხული, მეორე მხრიდანაც ჰქონდეს პროვოკაციას ადგილი.

- რას მეტყვი, ციხიდან გამოსულ რეციდივისტებზე, რომლებიც შენი თქმით, სააკაშვილის დავალებებს ასრულებენ, ასევე ხომ არ არის მოსალოდნელი რაიმე გართულებები ციხეებიდან?

- ციხეებში არის საკმარისი კონტროლი იმისათვის, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ციხე არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ამიტომ, წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში მე ვიცი და ვამტკიცებ, რომ ამ მხრივ, უსაფრთხოების ზომები მიღებულია, ამ შემთხვევაში, ყველაზე საშიშნი ციხის გარეთ მყოფი რეციდივისტები და მკვლელები არიან. იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გაამკაცრებს კრიმინალებთან ბრძოლას, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ბუნებრივია, ეს ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, დედაქალაქში დღეს დიდძალი იარაღი ტრიალებს, რომელიც გამოყენებული იქნება ქვეყანაში სიტუაციის ასარევად. ეს მოხდება არჩევნების წინ. ასევე მოვუწოდებ მოსახლეობას, პანიკაში ნურავინ ჩავარდება, უბრალოდ, ახლა გვმართებს, ყველამ გავაკეთოთ საქმე გონივრულად, რათა სააკაშვილს არ მივცეთ საშუალება თავის ავანტიურაში ხალხიც გამოიყენოს. მე კარგახნით ადრე ვიცოდი, რომ სააკაშვილი ამ თემებს წამოსწევდა და დაიწყებდა სირბილს, - არიქა, გვიშველეთო!.. არადა, ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ივანიშვილს არ დაუწყია, ეს დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს ტრიბუნალზე. ეს ადამიანი მთელ ქვეყანას გაწირავს, ოღონდ საკუთარი სკამი შეინარჩუნოს და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაშალოს. როდესაც დღეს გამუდმებით იძახიან, გინდა თუ არა პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდესო, ყველამ იცოდეს, მას ჰყავს თავისი წარმომადგენლები და ისინი ჩადიან ყველგან. ჩვენ როგორმე 27 ოქტომბრამდე უნდა მივიდეთ...

- ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხელისუფლება თითქოს თავს იკავებს კონფლიქტურ ზონებში ჩასვლისგან, ეს იმიტომ ხდება, რომ მათაც ეშინიათ, არ მოხდეს რაიმე ტერორისტული აქტი ან ესკალაციის გაღრმავება?

- დიახ, დღეს ყველამ იცის, ყველას აქვს ინფორმაცია, რომ მოსლაოდნელია პროვოკაციები. ალბათ, გახსოვს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გეუბნებოდი, თუ სააკაშვილს დასჭირდება, სიტუაციას აფხაზეთის მიმართულებითაც დაძაბავს და ცხინვალის მიმართულებითაც-მეთქი... აი, დადგა ეს პერიოდიც, ეს ადამიანი მიხვდა, რომ დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვს.

- მე არ მიკვირს სააკაშვილი რასაც აკეთებს, მაგრამ რუსები რატომ ასხამენ მის წისქვილზე წყალს, რომ არა მათი მზაკვრული მცდელობები, სააკაშვილს ხომ არ მიეცემოდა საშუალება, რომ პროვოკაციები მოეწყო?

- სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რუსები რასაც აკეთებენ. ისინი მოქმედებენ წართმეულ ტერიტორიებზე, ოლიმპიადა კარს არის მომდგარი და უსაფრთხოების ზომებს იცავენ. ამას ძალიან კარგად იყენებს სააკაშვილი...

- რომ არ ყოფილიყო მავთულხლართები, მიშა მაინც მოიგონებდა რამეს?

- რა თქმა უნდა, სად არის ანაკლიაში მავთულხლართები, ან განმუხურში, ხომ იყენებს ყველაფერს სათავისოდ? იყო ერთი ცხელი წერტილი და გაჩნდა ორი. ძალიან დიდი სიფრთხილეა ახლა საიჭრო, რათა ამ ადამიანმა არ მიაღწიოს თავის მიზანს.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

იხილეთ ვიდეო: "სააკაშვილმა იცის, რომ წასვლის შემდეგ პურის საყიდლადაც ვერ ჩავა" - ლალი მოროშკინა

იხილეთ ასევე: "ამერიკული დაცვის აყვანა ივანიშვილს აშშ-დან ურჩიეს"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა