მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ჩაანაცვლებს სოზარ სუბარს და სად წავა მინისტრი
ვინ ჩაანაცვლებს სოზარ სუბარს და სად წავა მინისტრი

მთავ­რო­ბა­მაც გა­და­წყვი­ტა და არც სო­ზა­რია წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ ცი­ხე­ებს ახა­ლი მი­ნის­ტრი ჰყავ­დეს. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სუ­ბარს "შიგ­ნი­დან" ჩა­ა­ნაც­ვლე­ბე­ნო, ამ­ბო­ბენ. შიგ­ნი­დან, ანუ სა­მი­ნის­ტრო­დან!

სა­მი­ნის­ტრო­ში ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­ნის­ტრი გახ­დეს, ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი და ამ­ჟა­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მი­ხე­ილ ღურწკა­ი­აა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სად-ში მან მაია ხა­სია შეც­ვა­ლა.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღურწკა­ია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლის - ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ნიშ­ნეს. ნაც­ვლიშ­ვი­ლი კი, მთავ­რო­ბა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად ით­ვლე­ბა (პრე­მი­ე­რის თვალ­ში).

ღურწკა­ი­ამ ცი­ხე­ებ­ში ბევ­რი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მათ შო­რის ცი­ხის დი­რექ­ტო­რე­ბი შეც­ვა­ლა.

ასე­ვე კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, რომ ხში­რად არ ემ­თხვე­ვა სო­ზარ სუ­ბა­რის და მიშა ღურწკა­ი­ას აზ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს. ამ­ბო­ბენ, რომ მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, სუ­ბა­რი სუსტ მი­ნის­ტრად მი­აჩ­ნია, ამავდრო­უ­ლად კი, გა­ნათ­ლე­ბულ და პა­ტი­ო­სან ადა­მი­ა­ნად.

ის, რომ სო­ზა­რი წავა და მიშა მოვა, კი­დევ ერთი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მყარ­დე­ბა, - სო­ზარ სუ­ბა­რი მაქ­სი­მა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს (სიმ­კაც­რეს) იმი­ტო­მაც არ იყე­ნებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, რომ თვი­თო­ნაც არ ხიბ­ლავს სის­ტე­მა. ამ­ბო­ბენ, რომ სუ­ბა­რი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა პრე­მი­ე­რის შეც­ვლას და არ­ჩევ­ნე­ბის ჩამ­თავ­რე­ბას და რო­გორც ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ყვე­ლა­ზე კარ­გად ხვდე­ბა, რა ნა­ბი­ჯი არ მო­ე­წო­ნე­ბათ სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან პა­ტიმ­რებს, ამი­ტომ ის შე­საძ­ლოა ერი­დე­ბა გი­სო­სებს მიღ­მა მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ნის­ტრის სიმ­კაც­რეს მოჰ­ყვეს.

პა­ტიმ­რე­ბის პრო­ტეს­ტი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი კი ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს რა შე­დე­გებს იწ­ვევს.

მთავ­რო­ბის­თვის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი აღ­მოჩ­ნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მას­შტა­ბუ­რი ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ, ცი­ხე­ებ­ში ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბა მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას მეტი სიმ­კაც­რე სჭირ­დე­ბა, თა­ნაც იმ ფონ­ზე, რო­დე­საც აგო­რე­ბუ­ლია ასე­თი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი თემა, სუ­ბა­რი კი - რე­ა­გი­რე­ბას ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ ახ­დენს.

თა­ვი­დან სუ­ბა­რი მა­ყუ­რებ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­საც არ აღი­ა­რებ­და, სად-ის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ამ კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე თქვა, რომ ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბი მარ­თლაც გაძ­ლი­ერ­დნენ და და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა, ან ინ­სტი­ტუ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

ის, რომ სუ­ბა­რი წავა, იმი­თაც უნდა და­ვი­ჯე­როთ, რომ მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მისი პრე­მი­ე­რო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებს არც ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა არც გა­მო­რი­ცხავს.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ მე­დი­ის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ვი­თა­რე­ბას რე­ა­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად "ასა­ხავს" სო­ზარს დაც­ვა სჭირ­დე­ბა, "სა­წყალს ნერ­ვი­უ­ლო­ბით ღა­მე­ე­ბი არ სძი­ნავს, ისე ასა­ხავთ ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­სო", ამ კონ­ტექ­სტში ივა­ნიშ­ვილ­მა სხვა მი­ნის­ტრე­ბიც ახ­სე­ნა, თუმ­ცა სუ­ბა­რი -გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად.

პრე­მი­ერ­მა ისიც არ უარ­ყო, რომ რო­დე­საც იგი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი აღარ იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა ერთი-ორი მი­ნის­ტრი გა­და­ად­გილ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მიშა ღურწკა­ი­ას, ის "ამ­ბე­ბი.გე"-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში უარ­ყოფს სუ­ბა­რის შე­საძ­ლო გა­დად­გო­მა­საც და მის შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნა­ზე არ­სე­ბულ კუ­ლუ­ა­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც.

-ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, უბა­რი და­ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას და მას თქვენ ჩა­ა­ნაც­ვლებთ, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს?

-სა­ერ­თოდ არ არის ახ­ლოს სი­მარ­თლეს­თან.

-ხომ არ გქო­ნი­ათ რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, ან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი?

-არც შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მქო­ნია, არც სურ­ვი­ლი და სა­ერ­თოდ არ არის სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს.

-თუ კი შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ დას­თან­ხმდე­ბით?

-რა თქმა უნდა, არა.

-რა­ტომ?

-სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია ამ თე­მა­ზე. ეს სა­ერ­თოდ არ არის გან­ხილ­ვის თემა, არც არა­ვინ მო­ი­აზ­რებს ამას. სო­ზარ სუ­ბა­რი არ­სად არ მი­დის. არის ძა­ლი­ან კარ­გი მი­ნის­ტრი და ერ­თად გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი გეგ­მა.

ღურწკა­ი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბით, სუ­ბა­რი არ უარ­ყოფს, რომ დიდი ხნით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში თა­ვის თავს ვერ ხე­დავს. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია - რო­დის, თუმ­ცა 3 ივ­ნისს "პა­ლიტ­რის" ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში, "ემას შო­უ­ში" თქვა, რომ წას­ვლას აპი­რებს. სუ­ბარს არც ის და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, სად ხე­დავს სა­კუ­თარ თავს.

"ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი თუ მიმ­დი­ნა­რე პროგ­რა­მებს და­ვას­რუ­ლებ. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი დრო და არ მგო­ნია, ამ­დე­ნი ხნით ვიყო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი. წას­ვლას ვა­პი­რებ, მინ­და რომ ყვე­ლა პროგ­რა­მა დას­რულ­დეს, რად­გან გული შემ­ტკი­ვა ყვე­ლა პრობ­ლე­მა­ზე, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნია. ამ­დე­ნი ხანი მე ჩემს თავს ვერ ვხე­დავ ამ სის­ტე­მა­ში", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა გა­და­ცე­მა­ში.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თუკი კუ­ლუ­ა­რუ­ლი ამ­ბე­ბი სი­მარ­თლეა და სუ­ბა­რი მარ­თლა გა­დად­გა, მან, რო­გორც გა­მოც­დილ­მა "ენ­ჯე­ოშ­ნიკ­მა" არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლოს.

თა­მაზ გი­ორ­გა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

ვინ ჩაანაცვლებს სოზარ სუბარს და სად წავა მინისტრი

ვინ ჩაანაცვლებს სოზარ სუბარს და სად წავა მინისტრი

მთავრობამაც გადაწყვიტა და არც სოზარია წინააღმდეგი, რომ ციხეებს ახალი მინისტრი ჰყავდეს. არჩევნების შემდეგ სუბარს "შიგნიდან" ჩაანაცვლებენო, ამბობენ. შიგნიდან, ანუ სამინისტროდან!

სამინისტროში ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელიც შეიძლება მინისტრი გახდეს, ყოფილი პროკურორი და ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ღურწკაიაა. რამდენიმე თვის წინ, სად-ში მან მაია ხასია შეცვალა.

კულუარული ინფორმაციით, ღურწკაია სასჯელაღსრულების სამინისტროში მთავარი პროკურორის მოადგილის - ლაშა ნაცვლიშვილის რეკომენდაციით დანიშნეს. ნაცვლიშვილი კი, მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება (პრემიერის თვალში).

ღურწკაიამ ციხეებში ბევრი საკადრო ცვლილება განახორციელა, მათ შორის ციხის დირექტორები შეცვალა.

ასევე კულუარული ინფორმაცია ვრცელდება, რომ ხშირად არ ემთხვევა სოზარ სუბარის და მიშა ღურწკაიას აზრები ერთმანეთს. ამბობენ, რომ მთავრობის ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილს, სუბარი სუსტ მინისტრად მიაჩნია, ამავდროულად კი, განათლებულ და პატიოსან ადამიანად.

ის, რომ სოზარი წავა და მიშა მოვა, კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით მყარდება, - სოზარ სუბარი მაქსიმალურ შესაძლებლობებს (სიმკაცრეს) იმიტომაც არ იყენებს სასჯელაღსრულების სამინისტროში, რომ თვითონაც არ ხიბლავს სისტემა. ამბობენ, რომ სუბარი მოუთმენლად ელოდება პრემიერის შეცვლას და არჩევნების ჩამთავრებას და როგორც ყოფილი სახალხო დამცველი ყველაზე კარგად ხვდება, რა ნაბიჯი არ მოეწონებათ სამინისტროს მხრიდან პატიმრებს, ამიტომ ის შესაძლოა ერიდება გისოსებს მიღმა მყოფი საზოგადოების უკმაყოფილებას, რაც შეიძლება მინისტრის სიმკაცრეს მოჰყვეს.

პატიმრების პროტესტი და მათთან დაკავშირებული თემები კი ყველას კარგად გვახსოვს რა შედეგებს იწვევს.

მთავრობისთვის არაპოპულარული აღმოჩნდა გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ მასშტაბური ამნისტიის შემდეგ, ციხეებში ე.წ. მაყურებლები გააქტიურდნენ.

კულუარული ინფორმაციით, მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ ციხეებში არსებულ სიტუაციას მეტი სიმკაცრე სჭირდება, თანაც იმ ფონზე, როდესაც აგორებულია ასეთი არაპოპულარული თემა, სუბარი კი - რეაგირებას ფაქტობრივად ვერ ახდენს.

თავიდან სუბარი მაყურებლების გაძლიერებასაც არ აღიარებდა, სად-ის თავმჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ კი ჟურნალისტებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. მაყურებლები მართლაც გაძლიერდნენ და დაწყებულია მუშაობა, ან ინსტიტუტის წინააღმდეგ.

ის, რომ სუბარი წავა, იმითაც უნდა დავიჯეროთ, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი მისი პრემიერობიდან წასვლის შემდეგ სამთავრობო ცვლილებებს არც ადასტურებს, თუმცა არც გამორიცხავს.

ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ მედიის წყალობით, რომელიც ვითარებას რეალობისგან განსხვავებულად "ასახავს" სოზარს დაცვა სჭირდება, "საწყალს ნერვიულობით ღამეები არ სძინავს, ისე ასახავთ ციხეებში არსებულ მდგომარეობასო", ამ კონტექსტში ივანიშვილმა სხვა მინისტრებიც ახსენა, თუმცა სუბარი -განსაკუთრებულად.

პრემიერმა ისიც არ უარყო, რომ როდესაც იგი მთავრობის მეთაური აღარ იქნება, შესაძლოა ერთი-ორი მინისტრი გადაადგილდეს.

რაც შეეხება მიშა ღურწკაიას, ის "ამბები.გე"-სთან ინტერვიუში უარყოფს სუბარის შესაძლო გადადგომასაც და მის შესაძლო დანიშვნაზე არსებულ კულუარულ ინფორმაციასაც.

-ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, უბარი დატოვებს თანამდებობას და მას თქვენ ჩაანაცვლებთ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

-საერთოდ არ არის ახლოს სიმართლესთან.

-ხომ არ გქონიათ რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ან კონსულტაციები?

-არც შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონია, არც სურვილი და საერთოდ არ არის სიმართლესთან ახლოს.

-თუ კი შემოგთავაზებენ დასთანხმდებით?

-რა თქმა უნდა, არა.

-რატომ?

-საერთოდ არ მიფიქრია ამ თემაზე. ეს საერთოდ არ არის განხილვის თემა, არც არავინ მოიაზრებს ამას. სოზარ სუბარი არსად არ მიდის. არის ძალიან კარგი მინისტრი და ერთად გვაქვს ძალიან ბევრი კარგი გეგმა.

ღურწკაიასგან განსხვავებით, სუბარი არ უარყოფს, რომ დიდი ხნით სასჯელაღსრულების სისტემაში თავის თავს ვერ ხედავს. მას არ დაუკონკრეტებია - როდის, თუმცა 3 ივნისს "პალიტრის" ერთ-ერთ გადაცემაში, "ემას შოუში" თქვა, რომ წასვლას აპირებს. სუბარს არც ის დაუკონკრეტებია, სად ხედავს საკუთარ თავს.

"ბედნიერი ვიქნები თუ მიმდინარე პროგრამებს დავასრულებ. თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი დრო და არ მგონია, ამდენი ხნით ვიყო სასჯელაღსრულების მინისტრი. წასვლას ვაპირებ, მინდა რომ ყველა პროგრამა დასრულდეს, რადგან გული შემტკივა ყველა პრობლემაზე, მაგრამ ეს ძალიან გრძელვადიანია. ამდენი ხანი მე ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ სისტემაში", - განაცხადა სუბარმა გადაცემაში.

არ არის გამორიცხული, თუკი კულუარული ამბები სიმართლეა და სუბარი მართლა გადადგა, მან, როგორც გამოცდილმა "ენჯეოშნიკმა" არასამთავრობო სექტორში საქმიანობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად გააგრძელოს.

თამაზ გიორგაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"