მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დვანში ანდრო ბარნოვმა და დავით სერგეენკომ იკამათეს
დვანში ანდრო ბარნოვმა და დავით სერგეენკომ იკამათეს

სო­ფელ დვან­ში და­ვით სერ­გე­ენ­კო­სა და სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ან­დრო ბარ­ნო­ვი ჩა­ვი­და.

ბარ­ნო­ვის დვან­ში ჩას­ვლა 13:30 სა­ა­თის­თვის იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და 12:30-სა­ათ­ზე, სწო­რედ სერ­გე­ენ­კოს ვი­ზიტს და­ამ­თხვია სო­ფელ­ში ჩას­ვლა. ან­დრო ბარ­ნო­ვი იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც რუსი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დგა­ნან და გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი დვან­ში ხალ­ხთან შე­სახ­ვედ­რად არ ჩა­დი­ან, რად­გან რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ეში­ნი­ათ.

ან­დრო ბარ­ნოვ­მა მთავ­რო­ბა იმის გა­მოც გა­აკ­რი­ტი­კა, რომ შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ფოზე, წყა­ლიც კი არ მი­ა­წო­დეს ად­გი­ლობ­რი­ვებს. მისი თქმით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან, ანუ პი­რა­დი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­ი­ღეს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი და რა­ღაც პრო­დუქ­ტე­ბი ჩა­უ­ტა­ნეს ად­გი­ლობ­რი­ვებს.

მთავ­რო­ბის კრი­ტი­კის შემ­დეგ, ბარ­ნო­ვი იმ ად­გი­ლას გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სერ­გე­ენ­კო იმ­ყო­ფე­ბო­და და ექი­მე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვებს უტა­რებ­დნენ. ბარ­ნოვ­მა ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ნის­ტრი იმის გამო გა­აკ­რი­ტი­კა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყდა. თუმ­ცა, სერ­გე­ენ­კო აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ჯერ კი­დევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას იყო მი­ღე­ბუ­ლი, რომ 2013 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ეს დახ­მა­რე­ბე­ბი უნდა შე­წყვე­ტი­ლი­ყო. სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს ამ პრო­ცე­სის და­რე­გუ­ლი­რე­ბას და იმას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს.

სერ­გე­ენ­კომ ბარ­ნოვს მო­უ­წო­და, რომ მსგავ­სი სპექ­ტაკ­ლე­ბის გა­მარ­თვის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა და ნუ უშ­ლი­და ხელს თბი­ლი­სი­დან ჩა­სულ ექი­მებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უფა­სო გა­სინ­ჯვა­ში. ბარ­ნოვს კა­მა­თი მო­უხ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ ჯგუფ­თა­ნაც.

დვა­ნე­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოა დღეს ამ­გვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. დვა­ნე­ლე­ბი იმა­საც აცხა­დე­ბენ, რომ მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა, რა­ზეც დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აკე­თებს აქ­ცენტს, დღეს არ და­წყე­ბუ­ლა და 2009 წელ­ში და­ი­წყო.

ან­დრო ბარ­ნოვს, დვა­ნე­ლებ­მა დე­მა­გო­გი უწო­დეს.

" შენ ხარ დე­მა­გო­გი, ჩა­მოხ­ვე­დი აქ და დე­მა­გო­გი­ას ეწე­ვი. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2008 წლის შემ­დეგ არ გაგ­ხსე­ნე­ბი­ვართ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, ახლა გინ­დათ, რომ მოქ­მედ მთავ­რო­ბას ხელი შე­უ­შა­ლოთ, არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და გინ­დათ ჩვენს ხარ­ჯზე პი­ა­რი გა­ი­კე­თოთ"- მი­მარ­თეს დვა­ნე­ლებ­მა ბარ­ნოვს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დვანში ანდრო ბარნოვმა და დავით სერგეენკომ იკამათეს

დვანში ანდრო ბარნოვმა და დავით სერგეენკომ იკამათეს

სოფელ დვანში დავით სერგეენკოსა და სხვადასხვა პროფილის ექიმების პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ჩავიდა.

ბარნოვის დვანში ჩასვლა 13:30 საათისთვის იყო დაანონსებული, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება შეცვალა და 12:30-საათზე, სწორედ სერგეენკოს ვიზიტს დაამთხვია სოფელში ჩასვლა. ანდრო ბარნოვი იმ ადგილას მივიდა, სადაც რუსი საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები დგანან და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის პირველი პირები დვანში ხალხთან შესახვედრად არ ჩადიან, რადგან რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლების ეშინიათ.

ანდრო ბარნოვმა მთავრობა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ შექმნილი მდგომარეობის ფოზე, წყალიც კი არ მიაწოდეს ადგილობრივებს. მისი თქმით, ადმინისტრაციის წევრებთან ერთად საკუთარი ბიუჯეტიდან, ანუ პირადი ბიუჯეტიდან გაიღეს გარკვეული თანხა და საყოფაცხოვრებო ნივთები და რაღაც პროდუქტები ჩაუტანეს ადგილობრივებს.

მთავრობის კრიტიკის შემდეგ, ბარნოვი იმ ადგილას გაემგზავრა, სადაც სერგეენკო იმყოფებოდა და ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევებს უტარებდნენ. ბარნოვმა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა. თუმცა, სერგეენკო აცხადებს, რომ აღნიშნული დადგენილება ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას იყო მიღებული, რომ 2013 წლის ზაფხულიდან ეს დახმარებები უნდა შეწყვეტილიყო. სერგეენკოს განცხადებით, ამჟამინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს ამ პროცესის დარეგულირებას და იმას, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუნარჩუნდეს.

სერგეენკომ ბარნოვს მოუწოდა, რომ მსგავსი სპექტაკლების გამართვისგან თავი შეეკავებინა და ნუ უშლიდა ხელს თბილისიდან ჩასულ ექიმებს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო გასინჯვაში. ბარნოვს კამათი მოუხდა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ ჯგუფთანაც.

დვანელების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაშვებული შეცდომების გამოა დღეს ამგვარი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დვანელები იმასაც აცხადებენ, რომ მავთულხლართების გაბმა, რაზეც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს აქცენტს, დღეს არ დაწყებულა და 2009 წელში დაიწყო.

ანდრო ბარნოვს, დვანელებმა დემაგოგი უწოდეს.

" შენ ხარ დემაგოგი, ჩამოხვედი აქ და დემაგოგიას ეწევი. ამდენი წლის განმავლობაში 2008 წლის შემდეგ არ გაგხსენებივართ "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლებს, ახლა გინდათ, რომ მოქმედ მთავრობას ხელი შეუშალოთ, არჩევნები მოდის და გინდათ ჩვენს ხარჯზე პიარი გაიკეთოთ"- მიმართეს დვანელებმა ბარნოვს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?