სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშა ანდღულაძეს გიტარაზე დაკვრა კილერმა ასწავლა
მიშა ანდღულაძეს გიტარაზე დაკვრა კილერმა ასწავლა

ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის იმის შე­სა­ხებ, რომ შო­უ­მე­ნი მიშა ან­დღუ­ლა­ძე ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის წევ­რია და ხში­რად, ისი­ნი სხვა­დას­ხვა კლუბ­ში კონ­ცერტსაც მარ­თა­ვენ. ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მი­სულს შო­უ­მენ­მა გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ "კო­მე­დი შოუ" მა­ყუ­რე­ბელს ფილ­მის სა­ხით, სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს.

- პირ­ვე­ლად რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით მუ­სი­კით და რო­დის გა­და­წყვი­ტეთ, ბენ­დი შე­გექ­მნათ?

- მუ­სი­კით სე­რი­ო­ზუ­ლად მა­შინ და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­დე­საც გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა და­ვი­წყე. თა­ვი­დან ძმას ვთხო­ვე, - დაკ­ვრა მას­წავ­ლე-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­პა­სუ­ხა, - ვერ ის­წავ­ლიო. მე მა­ინც და­ვი­ჟი­ნე და რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის დაკ­ვრა ვის­წავ­ლე. მერე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი შე­მემ­თხვა: მა­მა­ჩემ­თან ხში­რად მო­დი­ო­და მისი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა როკ-ენ-რო­ლის დაკ­ვრა და­მა­წყე­ბი­ნა. ამ კაცს ძა­ლი­ან და­ვუ­ახ­ლოვ­დი და და­ვუ­მე­გობ­რდი კი­დეც. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ და­ი­ჭი­რეს. როცა მისი და­ჭე­რის მი­ზე­ზი ვი­კი­თხე, პა­სუხ­მა გა­მა­ო­ცა: თურ­მე, კი­ლერ­მა მას­წავ­ლა გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა (იცი­ნის). ვფიქ­რობ, ის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და დღემ­დე არ მჯე­რა, რომ კი­ლე­რი გახ­ლდათ... წლე­ბის შემ­დეგ თემო გაფ­რინ­დაშ­ვილ­თან ერ­თად ჯგუ­ფი შევ­ქმე­ნი, მაგ­რამ ის მა­ლე­ვე წა­ვი­და. მერე გა­ვი­ცა­ნი ზურა ყა­რა­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რუს­თა­ვის "როკ ელი­ტას" და­მა­კავ­ში­რა.

- რო­გორც ვიცი, კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­დით "მაგ­თი კლუბ­ში", "ბითლზ კლუბ­ში"...

- დიახ, მაგ­რამ ჩემი, რო­გორც მუ­სი­კო­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა რუს­თავ­ში მოხ­და. იქ საქ­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მქონ­და. რუს­თავ­ში ყო­ველ კვი­რას იმარ­თე­ბო­და კონ­ცერ­ტე­ბი იმა­გი­ნე ჩლუბ-ში. იქ ჩას­ვლა მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, ყო­ველ წელს ჯიმი ჰენ­დრიქ­სის ქა­ვე­რებს ვუკ­რავ და მის და­ბა­დე­ბის დღეს ასე აღ­ვნიშ­ნავ. მახ­სოვს, პირ­ველ კონ­ცერ­ტზე ბი­ლე­თე­ბი არ გაგ­ვი­ყი­დია და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და; მე­ო­რედ ბი­ლე­თისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გა­ყიდ­ვა გან­ვიზ­რახ­ვეთ და მხო­ლოდ ორ­მო­ცი ლარი მოგ­როვ­და; მე­სა­მე კონ­ცერ­ტზე კი ისევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვეს­ტუმ­რა, დარ­ბა­ზი გა­ივ­სო და ამ­ჯე­რად, ორ­მო­ცი ლარი მთელ ჯგუფს კი არა, უკვე ბენ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს შეხ­ვდა (იცი­ნის).

- წელ­საც აპი­რებთ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას?

- დიახ, აუ­ცი­ლებ­ლად! სა­სა­ცი­ლო ის არის, რომ რამ­დენ­ჯე­რაც მე­გობ­რებს ბი­ლე­თე­ბი მი­ვე­ცი და დავ­პა­ტი­ჟე, არ მო­ვიდ­ნენ, ხოლო როცა არა­ვინ მო­ვიწ­ვიე, სწო­რედ მა­შინ და­ინ­ტე­რეს­დნენ კონ­ცერ­ტით. ქარ­თვე­ლე­ბი ცოტა არ იყოს, უც­ნა­უ­რე­ბი ვართ... ვცდი­ლობ, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად შე­ვა­ფა­სო: მე არც მა­გა­რი ვო­კა­ლის­ტი და არც გე­ნი­ა­ლუ­რი გი­ტა­რის­ტი არ ვარ, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი და "ძვე­ლი რო­კე­რე­ბი" მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს საქ­მე კარ­გად გა­მომ­დის დაEეს მაკ­მა­ყო­ფი­ლებს.

- კონ­ცერ­ტის სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბა არ გიც­დი­ათ?

- იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! თურ­ქე­თი­დან, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დით. ერ­თდრო­უ­ლად იუ­მო­რის­ტო­ბა და მუ­სი­კო­სო­ბა კარ­გია, მაგ­რამ იუ­მორს ბევ­რი დრო მი­აქვს.

- ზა­ფხულ­ში სად და­ის­ვე­ნეთ?

- ეს­პა­ნეთ­ში, ბარ­სე­ლო­ნა­ში ვი­ყა­ვი უკვე მე­ო­რედ. ჰოდა, რომ დავ­თვა­ლე, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნი მუ­ზე­უ­მი არ მაქვს ნა­ნა­ხი, რამ­დე­ნიც იქ ვნა­ხე. გა­დავ­წყვი­ტე, ეს შეც­დო­მა გა­მო­ვას­წო­რო და ქარ­თუ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბიც მო­ვი­ნა­ხუ­ლო... ახლა "კო­მე­დი შოუ" ფილ­მს იღებს, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი გმი­რი ჩემი პერ­სო­ნა­ჟი იქ­ნე­ბა.

- ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის კი­დევ, რა სი­ახ­ლე­ე­ბი გაქვთ?

- რაც უკვე და­ვა­მა­ტეთ, ეს არის - "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე". ეს გა­და­ცე­მა სა­ინ­ტე­რე­სოა და კარ­გია იმ მხრი­ვაც, რომ შეგ­ვიძ­ლია, ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი იუ­მო­რის­ტე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. აბა, მე რო­დემ­დე ვიხ­ტუ­ნაო ხა­ლა­თი­თა და კი­კი­ნე­ბით?! ხომ შე­იძ­ლე­ბა, ჩემი შემ­ცვლე­ლი მო­ვი­დეს და მი­თხრას: "და­ის­ვე­ნე, ახლა მე ვიხ­ტუ­ნებ" (იცი­ნის)! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ­ზე ბევ­რად მა­გა­რი იუ­მო­რის­ტე­ბი არი­ან და მათ ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბათ.

- "კო­მე­დი შოუს" ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უკვე ჰყავს. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რო­გორ მი­ი­ღო?

- ის ხალ­ხი, ვინც ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, "ვარ­სკვლა­ვე­ბი" გახ­დნენ. აი, მა­გა­ლი­თად, კო­ხო­რა გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. ხომ სა­სა­ცი­ლოა (იცი­ნის)?!

- "ღა­მის შოუს სტუ­დია" ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი არ­ხის გახ­სნას აპი­რებს. იცო­დით ამის შე­სა­ხებ?

- არა, ეს შენ­გან გა­ვი­გე. მი­ხა­რია, რომ ამ მხრივ პირ­ვე­ლე­ბი ჩვენ ვი­ყა­ვით. კონ­კუ­რენ­ცია კარ­გია იმის­თვის, რომ შენი პრო­დუქ­ცია ზუს­ტად შე­ა­ფა­სო. უბ­რა­ლოდ, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მა­სა­ლის გაშ­ვე­ბას აპი­რე­ბენ? ალ­ბათ მიჩს ექ­ნე­ბა რა­ღა­ცე­ბი. მიჩი ვინ არის? - ეს არის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მა­ინც, "შუა ქა­ლა­ქის" კონ­სულ­ტან­ტი იყო. ჩვენ რომ დავ­წე­როთ: "კო­მე­დი შოუს" კონ­სულ­ტან­ტია ვინ­მე დე­ვიდ გილ­მო­რიო (იცი­ნის), და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე იქ­ნე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ინც არა­ვინ გა­და­ა­მოწ­მებს.

ნა­თია მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მიშა ანდღულაძეს გიტარაზე დაკვრა კილერმა ასწავლა

მიშა ანდღულაძეს გიტარაზე დაკვრა კილერმა ასწავლა

ალბათ ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ შოუმენი მიშა ანდღულაძე ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის წევრია და ხშირად, ისინი სხვადასხვა კლუბში კონცერტსაც მართავენ. ამ თემაზე სასაუბროდ მისულს შოუმენმა გაგვიმხილა, რომ "კომედი შოუ" მაყურებელს ფილმის სახით, სიურპრიზს უმზადებს.

-  პირველად როდის დაინტერესდით მუსიკით და როდის გადაწყვიტეთ, ბენდი შეგექმნათ?

-  მუსიკით სერიოზულად მაშინ დავინტერესდი, როდესაც გიტარაზე დაკვრა დავიწყე. თავიდან ძმას ვთხოვე, - დაკვრა მასწავლე-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, - ვერ ისწავლიო. მე მაინც დავიჟინე და რამდენიმე ქართული სიმღერის დაკვრა ვისწავლე. მერე საინტერესო ამბავი შემემთხვა: მამაჩემთან ხშირად მოდიოდა მისი მეგობარი, რომელიც გიტარაზე უკრავდა. დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა როკ-ენ-როლის დაკვრა დამაწყებინა. ამ კაცს ძალიან დავუახლოვდი და დავუმეგობრდი კიდეც. შემდეგ გავიგე, რომ დაიჭირეს. როცა მისი დაჭერის მიზეზი ვიკითხე, პასუხმა გამაოცა: თურმე, კილერმა მასწავლა გიტარაზე დაკვრა (იცინის). ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და დღემდე არ მჯერა, რომ კილერი გახლდათ... წლების შემდეგ თემო გაფრინდაშვილთან ერთად ჯგუფი შევქმენი, მაგრამ ის მალევე წავიდა. მერე გავიცანი ზურა ყარალაშვილი, რომელმაც რუსთავის "როკ ელიტას" დამაკავშირა.

-  როგორც ვიცი, კონცერტებს მართავდით "მაგთი კლუბში", "ბითლზ კლუბში"...

-  დიახ, მაგრამ ჩემი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბება რუსთავში მოხდა. იქ საქმე პროფესიონალებთან მქონდა. რუსთავში ყოველ კვირას იმართებოდა კონცერტები იმაგინე ჩლუბ-ში. იქ ჩასვლა მენატრება ხოლმე. სხვათა შორის, ყოველ წელს ჯიმი ჰენდრიქსის ქავერებს ვუკრავ და მის დაბადების დღეს ასე აღვნიშნავ. მახსოვს, პირველ კონცერტზე ბილეთები არ გაგვიყიდია და ალბათ ამიტომაც, ბევრი ხალხი მოვიდა; მეორედ ბილეთისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაყიდვა განვიზრახვეთ და მხოლოდ ორმოცი ლარი მოგროვდა; მესამე კონცერტზე კი ისევ უამრავი ადამიანი გვესტუმრა, დარბაზი გაივსო და ამჯერად, ორმოცი ლარი მთელ ჯგუფს კი არა, უკვე ბენდის თითოეულ წევრს შეხვდა (იცინის).

-  წელსაც აპირებთ კონცერტის გამართვას?

-  დიახ, აუცილებლად! სასაცილო ის არის, რომ რამდენჯერაც მეგობრებს ბილეთები მივეცი და დავპატიჟე, არ მოვიდნენ, ხოლო როცა არავინ მოვიწვიე, სწორედ მაშინ დაინტერესდნენ კონცერტით. ქართველები ცოტა არ იყოს, უცნაურები ვართ... ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები რეალურად შევაფასო: მე არც მაგარი ვოკალისტი და არც გენიალური გიტარისტი არ ვარ, მაგრამ მეგობრები და "ძველი როკერები" მეუბნებიან, რომ ეს საქმე კარგად გამომდის დაEეს მაკმაყოფილებს.

-  კონცერტის საზღვარგარეთ ჩატარება არ გიცდიათ?

-  იყო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თურქეთიდან, მაგრამ ვერ წავედით. ერთდროულად იუმორისტობა და მუსიკოსობა კარგია, მაგრამ იუმორს ბევრი დრო მიაქვს.

-  ზაფხულში სად დაისვენეთ?

-  ესპანეთში, ბარსელონაში ვიყავი უკვე მეორედ. ჰოდა, რომ დავთვალე, საქართველოში იმდენი მუზეუმი არ მაქვს ნანახი, რამდენიც იქ ვნახე. გადავწყვიტე, ეს შეცდომა გამოვასწორო და ქართული მუზეუმებიც მოვინახულო... ახლა "კომედი შოუ" ფილმს იღებს, რომელშიც მთავარი გმირი ჩემი პერსონაჟი იქნება.

-  ახალი სეზონისთვის კიდევ, რა სიახლეები გაქვთ?

-  რაც უკვე დავამატეთ, ეს არის - "გააცინე და მოიგე". ეს გადაცემა საინტერესოა და კარგია იმ მხრივაც, რომ შეგვიძლია, ახალგაზრდა, ნიჭიერი იუმორისტები აღმოვაჩინოთ. აბა, მე როდემდე ვიხტუნაო ხალათითა და კიკინებით?! ხომ შეიძლება, ჩემი შემცვლელი მოვიდეს და მითხრას: "დაისვენე, ახლა მე ვიხტუნებ" (იცინის)! დარწმუნებული ვარ, საქართველოში ჩემზე ბევრად მაგარი იუმორისტები არიან და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ.

-  "კომედი შოუს" ახალი თანამშრომლები უკვე ჰყავს. ისინი საზოგადოებამ როგორ მიიღო?

-  ის ხალხი, ვინც ჩვენ აღმოვაჩინეთ, "ვარსკვლავები" გახდნენ. აი, მაგალითად, კოხორა გახდა პოპულარული. ხომ სასაცილოა (იცინის)?!

-  "ღამის შოუს სტუდია" ახალი იუმორისტული არხის გახსნას აპირებს. იცოდით ამის შესახებ?

-  არა, ეს შენგან გავიგე. მიხარია, რომ ამ მხრივ პირველები ჩვენ ვიყავით. კონკურენცია კარგია იმისთვის, რომ შენი პროდუქცია ზუსტად შეაფასო. უბრალოდ, მაინტერესებს, რა მასალის გაშვებას აპირებენ? ალბათ მიჩს ექნება რაღაცები. მიჩი ვინ არის? - ეს არის პიროვნება, რომელიც არ არსებობს, მაგრამ მაინც, "შუა ქალაქის" კონსულტანტი იყო. ჩვენ რომ დავწეროთ: "კომედი შოუს" კონსულტანტია ვინმე დევიდ გილმორიო (იცინის), დაახლოებით იგივე იქნება, მით უმეტეს, რომ ამ ინფორმაციას მაინც არავინ გადაამოწმებს.

ნათია მაისურაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება