კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიტერ ლინდბერგი - აღარასოდეს დადგება სუპერმოდელების ერა
პიტერ ლინდბერგი - აღარასოდეს დადგება სუპერმოდელების ერა

ფო­ტოგ­რა­ფი პი­ტერ ლინ­დბერ­გი, რო­მე­ლიც სუ­პერ­მო­დე­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით არის ცნო­ბი­ლი, აცხა­დებს, რომ სუ­პერ­მო­დე­ლე­ბის ერა აღა­რა­სო­დეს დად­გე­ბა.

ლინდგბერგს ეკუთ­ვნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფუ­რი ფოტო სინ­დი კრო­უ­ფორ­დის, ნა­ო­მი კემ­პბე­ლის, კრის­ტი ტარ­ლინგტო­ნის, ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცი­სა და ლინ­და ევან­გე­ლის­ტას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ფო­ტოგ­რა­ფი აცხა­დებს, რომ მათი მას­შტა­ბის მო­დე­ლებს მსოფ­ლიო ვე­ღა­რა­სო­დეს იხი­ლავს. "ამ მო­დე­ლებ­მაც კი და­კარ­გეს ის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ჰქონ­დათ", - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

"და­სა­წყის­ში ამ ქა­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს რე­ვო­ლუ­ცია. ისი­ნი იყ­ვნენ შე­უ­და­რე­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბის, ატა­რებ­დნენ მოკ­ლე თმას, იყ­ვნენ ჭკვი­ა­ნე­ბი და არ იყე­ნებ­დნენ მა­კი­აჟს. მო­დის სამ­ყა­როს 10 სახე მარ­თავ­და, მაგ­რამ მათი სა­ხე­ე­ბი სა­მო­დე­ლო ინ­დუსტრი­ამ გა­ა­უ­ფა­სუ­რა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათ და­კარ­გეს თა­ვი­ან­თი სი­ნა­ტი­ფე და გახ­დნენ ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბის ნახ­ვა­საც ჟურ­ნა­ლებ­ში მი­ვეჩ­ვი­ეთ",- ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

"დღეს შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთ ოთახ­ში 5 წუთ­ში შევ­კრი­ბოთ, მა­გა­ლი­თად, ლარა სტო­უ­ნი და ჟი­ზე­ლი, მაგ­რამ მათ გა­რეგ­ნო­ბა­ში არა­ფე­რი ახა­ლი არ არის. თუკი სა­მო­დე­ლო ინ­დუსტრი­ას მო­ბეზ­რდე­ბა არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი და ის აღ­მო­ა­ჩენს 5 ახალ, წარ­მო­უდ­გენ­ლად რო­მან­ტი­ულ სა­ხეს და სი­ლა­მა­ზის აღ­ქმა შე­იც­ვლე­ბა, მა­შინ შე­საძ­ლოა, ვი­მე­ო­რებ შე­საძ­ლოა, დად­გეს კი­დეც სუ­პერ­მო­დე­ლე­ბის ახა­ლი ერა",- ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია fashionweek.kiev.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

პიტერ ლინდბერგი - აღარასოდეს დადგება სუპერმოდელების ერა

პიტერ ლინდბერგი - აღარასოდეს დადგება სუპერმოდელების ერა

ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი, რომელიც სუპერმოდელებთან თანამშრომლობით არის ცნობილი, აცხადებს, რომ სუპერმოდელების ერა აღარასოდეს დადგება.

ლინდგბერგს ეკუთვნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფური ფოტო სინდი კროუფორდის, ნაომი კემპბელის, კრისტი ტარლინგტონის, ტატიანა პატიცისა და ლინდა ევანგელისტას მონაწილეობით. ფოტოგრაფი აცხადებს, რომ მათი მასშტაბის მოდელებს მსოფლიო ვეღარასოდეს იხილავს. "ამ მოდელებმაც კი დაკარგეს ის  მიმზიდველობა, რომელიც თავიდან ჰქონდათ", - ამბობს ფოტოგრაფი.

"დასაწყისში ამ ქალებმა მოახდინეს რევოლუცია. ისინი იყვნენ შეუდარებელი გარეგნობის, ატარებდნენ მოკლე თმას, იყვნენ  ჭკვიანები და არ იყენებდნენ მაკიაჟს. მოდის სამყაროს 10 სახე მართავდა, მაგრამ მათი სახეები სამოდელო ინდუსტრიამ გააუფასურა. დროთა განმავლობაში მათ დაკარგეს თავიანთი სინატიფე და გახდნენ ისეთები, როგორების ნახვასაც ჟურნალებში მივეჩვიეთ",- ამბობს ფოტოგრაფი.

"დღეს შესაძლებელია ერთ ოთახში 5 წუთში შევკრიბოთ, მაგალითად, ლარა სტოუნი და ჟიზელი, მაგრამ მათ გარეგნობაში  არაფერი ახალი არ არის. თუკი სამოდელო ინდუსტრიას მობეზრდება არსებული მოდელები და ის  აღმოაჩენს 5 ახალ, წარმოუდგენლად რომანტიულ სახეს და სილამაზის აღქმა შეიცვლება, მაშინ შესაძლოა, ვიმეორებ შესაძლოა, დადგეს კიდეც სუპერმოდელების ახალი ერა",- ამბობს ფოტოგრაფი.

მომზადებულია fashionweek.kiev.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება