ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ყოფილი შეყვარებული, მისი ბენდის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. მომღერალი ჰონგ სონგ ვოლი პორნოგრაფიულ ფილმში მონაწილეობისთვის დასაჯეს. ამის შესახებ ბრიტანული The Independent წერს.
გოგონა და მისი მუსიკალური კოლექტივი პორნოგრაფიული ფილმის გადაღებასა და გავრცელებაში დაადანაშაულეს. ჩხრეკისას ზოგიერთ მუსიკოსს ბიბლიაც აღმოაჩნდა, რის გამოც მათ დისიდენტობაც დააბრალეს. ამ ორი ბრალდებით მუსიკოსებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
"კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის კანონების თანახმად, დასჯილების ოჯახის წევრები დააკავეს და ბანაკებში გაუშვეს",- წერს გაზეთი.
მომზაებულია Independent-ის მიხედვით.