საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხს რიგითი "ავტოხულიგანი" ეგონა, ის კი ფენომენი იყო"
"ხალხს რიგითი "ავტოხულიგანი" ეგონა, ის კი ფენომენი იყო"

გი­ორ­გი თევ­ზა­ძე 23 ივ­ნისს ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. ბე­დის ირო­ნი­ით, ცნო­ბი­ლი ექ­სტრე­მა­ლი და დრიფ­ტე­რი მა­შინ და­ი­ღუ­პა, როცა მისი BMW M5-ის სა­ჭეს­თან გი­ორ­გის მე­გო­ბა­რი იჯდა - ავ­ტო­მან­ქა­ნამ მარ­თვა და­კარ­გა და ხეს შე­ე­ჯა­ხა... ეს სწო­რედ ის M5-ია, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გი­ჟუ­რი რბო­ლის კად­რე­ბით youtube რომ და­ი­პყრო... ინ­ტერ­ნეტ­ში ატ­ვირ­თუ­ლი კად­რე­ბი სამ მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნახა, თუმ­ცა, გი­ორ­გის, მეტ­სა­ხე­ლად "თევზს" არც კრი­ტი­კო­სე­ბი მოჰ­კლე­ბია... "დრიფ­ტის მეფე", გი­ორ­გი თევ­ზა­ძე მხო­ლოდ "ავ­ტო­ხუ­ლი­გა­ნი" ან სტრიტ­რე­ი­სე­რი არ ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, თბი­ლი ბიჭი იყო, ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი მე­უღ­ლე და უამ­რა­ვი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გეგ­მა და­ტო­ვა... გი­ორ­გი თევ­ზა­ძის გახ­სე­ნე­ბა მის მე­გობ­რებს ვთხო­ვეთ.

გოგა თო­ლო­რა­ია: - გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი დღით ადრე, გი­ორ­გი მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოს­კო­ველ სტუმ­რებს დახ­ვდა ბა­თუმ­ში, სა­ი­და­ნაც მერე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უნდა შე­მო­ევ­ლოთ... გი­ორ­გი თა­მა­და იყო და ღა­მით, რეს­ტორ­ნი­დან რომ წა­მო­ვე­დით, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მა მე­გო­ბარს სთხო­ვა...

ვინც არ იც­ნობ­და, მხო­ლოდ სტრიტ­რე­ი­სე­რი ან "ქუ­ჩის ავ­ტო­ხუ­ლი­გა­ნი" ეგო­ნა. არა­და, ნამ­დვი­ლი ფე­ნო­მე­ნი იყო. სა­ჭეს ხომ არა­ბუ­ნებ­რი­ვად სრულ­ყო­ფი­ლად ფლობ­და და ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­სა­ხებ თე­ო­რი­უ­ლა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ერ­თგუ­ლი, ღვთის­მო­ში­ში ბიჭი იყო. მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე არას­დროს ლა­პა­რა­კობ­და - Needfordrive-ში ისე­თი ბი­ჭე­ბი მყავს, რა­საც მე ვა­კე­თებ, მა­თაც შე­უძ­ლი­ა­თო... არა­და, თა­ვად ისე­თი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, ვე­რა­ვინ გა­ი­მე­ო­რებს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ო­ჯახ­და, მისი მე­უღ­ლე თიკა ოქ­ტომ­ბერ­ში გო­გო­ნას ელო­დე­ბა...

და­ვით მი­ქა­ია: - თა­ვად არას­დროს და­უმტვრე­ვია ავ­ტო­მან­ქა­ნა. ჩემს BMW-ს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია, ოღონდ ერთი ნაკ­ლი აქვს, მცი­რე შეც­დო­მა­საც კი არ გა­პა­ტი­ებ­სო... სწო­რედ ეს მოს­წონ­და - არ მიყ­ვარს, ჩემი და ავ­ტო­მო­ბი­ლის "ურ­თი­ერ­თო­ბა­ში" დამ­ცა­ვი სის­ტე­მე­ბი რომ ერე­ვაო... რის­კავ­და, მაგ­რამ ისე, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, არა­ფე­რი შე­ეშ­ლე­ბო­და. ყვე­ლა დე­ტა­ლი წი­ნას­წარ ჰქონ­და გათ­ვლი­ლი, მარ­თვი­სას ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებ­და, ისე იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, შე­იძ­ლე­ბა, არც კი ეპა­სუ­ხა...

ბევ­რი გვაკ­რი­ტი­კებ­და... თა­ვა­დაც ვი­ცით, ქა­ლაქ­ში ასე სი­ა­რუ­ლი რომ არ შე­იძ­ლე­ბა და სულ ასე არც ვმოძ­რა­ობ­დით. ის ორი ვი­დე­ო­ფი­რი იმი­ტომ გა­და­ვი­ღეთ, ყუ­რა­დღე­ბა რომ მიგ­ვექ­ცია, Needfordrive.com-ი პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო, სპონ­სო­რე­ბი დაგ­ვე­ინ­ტე­რე­სე­ბი­ნა... სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­საც კი ვთხო­ვეთ, დაგ­ვხმა­რე­ბო­და, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ლე­გა­ლუ­რი სახე რომ მიგ­ვე­ცა. გი­ორ­გის ბევ­რი გეგ­მა ჰქონ­და, დრიფ­ტი­სა და ექ­სტრე­მა­ლუ­რი მარ­თვის სკო­ლის გახ­სნას აპი­რებ­და. გა­და­ცე­მის გა­და­ღე­ბაც და­ვი­წყეთ, სა­პი­ლო­ტე გა­და­ცე­მა ჩავ­წე­რეთ კი­დეც. საკ­მა­ოდ რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ზღვარ­გა­რე­თუ­ლი არ­ხე­ბი იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან ახა­რებ­და. გა­და­ცე­მის და­სა­ხე­ლე­ბა - "ჯი დრა­ი­ვიც" თა­ვად მო­ი­ფიქ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ერთი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა მო­ვას­წა­რით. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"ხალხს რიგითი "ავტოხულიგანი" ეგონა, ის კი ფენომენი იყო"

"ხალხს რიგითი "ავტოხულიგანი" ეგონა, ის კი ფენომენი იყო"

გიორგი თევზაძე 23 ივნისს ბათუმში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ბედის ირონიით, ცნობილი ექსტრემალი და დრიფტერი მაშინ დაიღუპა, როცა მისი BMW M5-ის საჭესთან გიორგის მეგობარი იჯდა - ავტომანქანამ მართვა დაკარგა და ხეს შეეჯახა... ეს სწორედ ის M5-ია, თბილისის ქუჩებში გიჟური რბოლის კადრებით youtube რომ დაიპყრო... ინტერნეტში ატვირთული კადრები სამ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა, თუმცა, გიორგის, მეტსახელად "თევზს" არც კრიტიკოსები მოჰკლებია... "დრიფტის მეფე", გიორგი თევზაძე მხოლოდ "ავტოხულიგანი" ან სტრიტრეისერი არ ყოფილა. ძალიან მორწმუნე, განათლებული, თბილი ბიჭი იყო, ახალმოყვანილი მეუღლე და უამრავი განუხორციელებელი გეგმა დატოვა... გიორგი თევზაძის გახსენება მის მეგობრებს ვთხოვეთ.

გოგა თოლორაია: - გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, გიორგი მეგობრებთან ერთად მოსკოველ სტუმრებს დახვდა ბათუმში, საიდანაც მერე მთელი საქართველო უნდა შემოევლოთ... გიორგი თამადა იყო და ღამით, რესტორნიდან რომ წამოვედით, საკუთარი ავტომანქანის საჭესთან დაჯდომა მეგობარს სთხოვა...

ვინც არ იცნობდა, მხოლოდ სტრიტრეისერი ან "ქუჩის ავტოხულიგანი" ეგონა. არადა, ნამდვილი ფენომენი იყო. საჭეს ხომ არაბუნებრივად სრულყოფილად ფლობდა და ავტომანქანის შესახებ თეორიულადაც ყველაფერი იცოდა. ძალიან განათლებული, ერთგული, ღვთისმოშიში ბიჭი იყო. მხოლოდ საკუთარ თავზე არასდროს ლაპარაკობდა - Needfordrive-ში ისეთი ბიჭები მყავს, რასაც მე ვაკეთებ, მათაც შეუძლიათო... არადა, თავად ისეთი რაღაცების გაკეთება შეეძლო, ვერავინ გაიმეორებს. რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა, მისი მეუღლე თიკა ოქტომბერში გოგონას ელოდება...

დავით მიქაია: - თავად არასდროს დაუმტვრევია ავტომანქანა. ჩემს BMW-ს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ოღონდ ერთი ნაკლი აქვს, მცირე შეცდომასაც კი არ გაპატიებსო... სწორედ ეს მოსწონდა - არ მიყვარს, ჩემი და ავტომობილის "ურთიერთობაში" დამცავი სისტემები რომ ერევაო... რისკავდა, მაგრამ ისე, რომ დარწმუნებული იყო, არაფერი შეეშლებოდა. ყველა დეტალი წინასწარ ჰქონდა გათვლილი, მართვისას ყველაფერს აკონტროლებდა, ისე იყო მობილიზებული, რომ გამოლაპარაკებოდი, შეიძლება, არც კი ეპასუხა...

ბევრი გვაკრიტიკებდა... თავადაც ვიცით, ქალაქში ასე სიარული რომ არ შეიძლება და სულ ასე არც ვმოძრაობდით. ის ორი ვიდეოფირი იმიტომ გადავიღეთ, ყურადღება რომ მიგვექცია, Needfordrive.com-ი პოპულარული გამხდარიყო, სპონსორები დაგვეინტერესებინა... საპატრულო პოლიციასაც კი ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა, ამ ყველაფრისთვის ლეგალური სახე რომ მიგვეცა. გიორგის ბევრი გეგმა ჰქონდა, დრიფტისა და ექსტრემალური მართვის სკოლის გახსნას აპირებდა. გადაცემის გადაღებაც დავიწყეთ, საპილოტე გადაცემა ჩავწერეთ კიდეც. საკმაოდ რეიტინგული საზღვარგარეთული არხები იყვნენ დაინტერესებული, რაც ძალიან ახარებდა. გადაცემის დასახელება - "ჯი დრაივიც" თავად მოიფიქრა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გადაცემის ჩაწერა მოვასწარით. აუცილებლად გავაგრძელებთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია