პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქნებ ვიღაცამ მოიტაცა, მაგრამ როდემდე უნდა დამალოს?!"
 "იქნებ ვიღაცამ მოიტაცა, მაგრამ როდემდე უნდა დამალოს?!"

ბოლო დროს აჭა­რა­ში რამ­დე­ნი­მე მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ბა­თუ­მე­ლე­ბი შფო­თა­ვენ, კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა გარ­თულ­დაო. თუმ­ცა ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ავ­თან­დილ კი­ლა­ძე. მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე წელს მხო­ლოდ 5 გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

გა­სულ კვი­რას ბა­თუმ­ში, ფარ­ნა­ვაზ მე­ფი­სა და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე 43 წლის მა­მა­კაც­მა, ირაკ­ლი სუ­ლა­ძემ 21 წლის კოკა კე­კე­ლი­ას და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მერე სის­ხლი­ა­ნი დანა და­კე­ცა, შარ­ვლის ქა­მარ­ში ჩა­ი­დო და გზა გა­აგ­რძე­ლა.

სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა მკვლე­ლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში "შე­რა­ტო­ნის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვა. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბა­ზე არა­ფე­რი იცოდ­ნენ, უბ­რა­ლოდ, მა­მა­კა­ცის ქცე­ვა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მო­ეჩ­ვე­ნათ და ამი­ტომ ქუ­ჩა­ში მი­მა­ვა­ლი შე­ა­ჩე­რეს. ეჭვს ისიც იწ­ვევ­და, რომ კე­დებ­სა და შარ­ვალ­ზე სის­ხლის ლა­ქე­ბი აჩ­ნდა.

კოკა კე­კე­ლია ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი, მას არ­ტე­რია და­უ­ზი­ან­და და სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, კოკა უცხო­ელ გო­გო­ნას ესა­უბ­რე­ბო­და. უცებ ირაკ­ლი სუ­ლა­ძე მი­უ­ახ­ლოვ­და და ისე, რომ არა­ფე­რი უთ­ქვამს, ფეხ­ში დაჭ­რა. თავ­და­პირ­ვე­ლად, საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია შეც­ვა­ლა და მომ­ხდა­რი შე­ფას­და რო­გორც ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნაგ­რძნო­ბით ჩა­დე­ნი­ლი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა. რაც 8-დან 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. "რად­გან და­ზი­ა­ნე­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ფეხ­ზე, ამი­ტომ შე­იც­ვა­ლა საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია, ეს არ იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. თუმ­ცა დად­გე­ნი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლი ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნაგ­რძნო­ბით, ყო­ველ­გვა­რი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე მოხ­და და ამან სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია", - აცხა­დებს აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ავ­თან­დილ კი­ლა­ძე.

კო­კამ და ირაკ­ლიმ ბა­თუმ­ში ჩა­მო­სუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ტუ­რის­ტი გო­გო­ნა ქუ­ჩა­ში გა­იც­ნეს და მას­თან კავ­ში­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი­ვეს ჰქონ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ კო­კამ ტუ­რისტს ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კა. როცა კო­კამ ტუ­რის­ტთან და­რე­კა, ამ დროს ის გოგო ირაკ­ლი სუ­ლა­ძეს­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში იჯდა. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ დამ­ნა­შა­ვე მთვრა­ლი იყო. კო­კას ზარ­ზე ტუ­რის­ტი მას­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ვი­და, რო­გორც ჩანს, სუ­ლა­ძე გაჰ­ყვა და კე­კე­ლია დაჭ­რა.

"კოკა დე­დი­სერ­თა, სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი იყო, გულ­ღია, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი. ჩემს ძმას და რძალს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ, სი­ცო­ცხლე აღარ მინ­და. შვილს მო­ნატ­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ, სა­ბერ­ძნეთ­ში მუ­შა­ობ­დნენ და იქ შე­ი­ტყვეს თავს დამ­ტყდა­რი უბე­დუ­რე­ბა. არ ვი­ცით, რა­ტომ მოგ­ვიკ­ლეს, მი­ზეზს არ გვე­უბ­ნე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე სუფ­რა გავ­შა­ლეთ, იმ დღეს კო­კამ ძა­ლი­ან მო­ილ­ხი­ნა, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღარ მე­ყო­ლე­ბო­და," - მი­თხრა გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­დამ.

ჩვენ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ გუ­რამ ნა­კა­ში­ძე­საც შევ­ხვდით.

"ირაკ­ლი სუ­ლა­ძე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მის­ცემს ჩვე­ნე­ბას გა­მო­ძი­ე­ბას და მო­ტი­ვიც გა­ირ­კვე­ვა. სა­მარ­თლი­ა­ნად მო­იქ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა, როცა თა­ვი­დან აღ­ძრუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა სხვა მუხ­ლზე გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის შემ­დეგ უფრო შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბა ბრა­ლი სუ­ლა­ძეს.

ირაკ­ლი თბი­ლი­სე­ლია, ბა­თუმ­ში ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მენ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­დნენ და რა­ღაც ბიზ­ნე­სი უნდა და­ე­წყოთ.

იმ დღეს ტუ­რისტ გო­გოს­თან ერ­თად კაფე-ბარ­ში სვამ­დნენ, როცა იმ გო­გოს ბიჭ­მა და­უ­რე­კა და შეხ­ვედ­რა სთხო­ვა. მერე რა მოხ­და, არ ვი­ცით, ეს მხო­ლოდ ბრალ­დე­ბულ­მა იცის და ვფიქ­რობ, ის ამ ჩვე­ნე­ბას მის­ცემს გა­მო­ძი­ე­ბას. ირაკ­ლის ჩემ­თა­ნაც არ უსა­უბ­რია მო­ტივ­ზე, წუხს მომ­ხდა­რის გამო და ძა­ლი­ან ნა­ნობს ჩა­დე­ნილს. ირაკ­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი არ არის. მას მოკ­ლუ­ლის ტოლი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ვფიქ­რობ, მისი ჩვე­ნე­ბა ყვე­ლა­ფერს ფარ­დას ახ­დის".

ავ­თან­დილ კი­ლა­ძე: - ამ­ბო­ბენ, აჭა­რა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა გარ­თულ­დაო, არას­წო­რია, უბ­რა­ლოდ ზა­ფხულ­ში ბევ­რი ხალ­ხია ჩა­მო­სუ­ლი და და­ნა­შა­უ­ლიც მა­ტუ­ლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა კოკა კე­კე­ლი­ას საქ­მეს, დავ­კი­თხეთ ტუ­რის­ტი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ კე­კე­ლი­ას თა­ვი­სი სურ­ვი­ლით შეხ­ვდა და ვერ ხსნის, რა­ტომ მოკ­ლა სუ­ლა­ძემ. ამის მი­ზე­ზი არც გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა იცის, რო­მე­ლიც შო­რი­ახ­ლოს იდგა და ელო­დე­ბო­და, რო­დის მორ­ჩე­ბო­და მისი მე­გო­ბა­რი სა­უ­ბარს გო­გო­ნას­თან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"იქნებ ვიღაცამ მოიტაცა, მაგრამ როდემდე უნდა დამალოს?!"

 "იქნებ ვიღაცამ მოიტაცა, მაგრამ როდემდე უნდა დამალოს?!"

ბოლო დროს აჭარაში რამდენიმე მკვლელობა მოხდა. ბათუმელები შფოთავენ, კრიმინოგენული ვითარება გართულდაო. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი ავთანდილ კილაძე. მისი თქმით, მიმდინარე წელს მხოლოდ 5 განზრახ მკვლელობა მოხდა.

გასულ კვირას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე 43 წლის მამაკაცმა, ირაკლი სულაძემ 21 წლის კოკა კეკელიას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მერე სისხლიანი დანა დაკეცა, შარვლის ქამარში ჩაიდო და გზა გააგრძელა.

საპატრულო ეკიპაჟმა მკვლელი რამდენიმე წუთში "შერატონის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. პოლიციელებმა მკვლელობაზე არაფერი იცოდნენ, უბრალოდ, მამაკაცის ქცევა არაადეკვატურად მოეჩვენათ და ამიტომ ქუჩაში მიმავალი შეაჩერეს. ეჭვს ისიც იწვევდა, რომ კედებსა და შარვალზე სისხლის ლაქები აჩნდა.

კოკა კეკელია ფეხში იყო დაჭრილი, მას არტერია დაუზიანდა და სისხლისგან დაიცალა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თვითმხილველების თქმით, კოკა უცხოელ გოგონას ესაუბრებოდა. უცებ ირაკლი სულაძე მიუახლოვდა და ისე, რომ არაფერი უთქვამს, ფეხში დაჭრა. თავდაპირველად, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მაგრამ მოგვიანებით პროკურატურამ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა და მომხდარი შეფასდა როგორც ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი სხეულის დაზიანება. რაც 8-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. "რადგან დაზიანება მიყენებული აქვს ფეხზე, ამიტომ შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. თუმცა დადგენილია, რომ დანაშაული ხულიგნური ქვენაგრძნობით, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოხდა და ამან სიკვდილი გამოიწვია", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი ავთანდილ კილაძე.

კოკამ და ირაკლიმ ბათუმში ჩამოსული აზერბაიჯანელი ტურისტი გოგონა ქუჩაში გაიცნეს და მასთან კავშირი, სავარაუდოდ, ორივეს ჰქონდა. სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ კოკამ ტურისტს ტელეფონზე დაურეკა. როცა კოკამ ტურისტთან დარეკა, ამ დროს ის გოგო ირაკლი სულაძესთან ერთად რესტორანში იჯდა. დადასტურებულია, რომ დამნაშავე მთვრალი იყო. კოკას ზარზე ტურისტი მასთან შესახვედრად გავიდა, როგორც ჩანს, სულაძე გაჰყვა და კეკელია დაჭრა.

"კოკა დედისერთა, სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, გულღია, კომუნიკაბელური. ჩემს ძმას და რძალს განადგურებულებს რომ ვუყურებ, სიცოცხლე აღარ მინდა. შვილს მონატრებული იყვნენ, საბერძნეთში მუშაობდნენ და იქ შეიტყვეს თავს დამტყდარი უბედურება. არ ვიცით, რატომ მოგვიკლეს, მიზეზს არ გვეუბნებიან. რამდენიმე დღით ადრე ჩემი შვილის დაბადების დღეზე სუფრა გავშალეთ, იმ დღეს კოკამ ძალიან მოილხინა, რას წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე დღეში აღარ მეყოლებოდა," - მითხრა გარდაცვლილის მამიდამ.

ჩვენ ბრალდებულის ადვოკატ გურამ ნაკაშიძესაც შევხვდით.

"ირაკლი სულაძე დუმილის უფლებას იყენებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მისცემს ჩვენებას გამოძიებას და მოტივიც გაირკვევა. სამართლიანად მოიქცა პროკურატურა, როცა თავიდან აღძრული განზრახ მკვლელობა სხვა მუხლზე გადააკვალიფიცირა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენების მიცემის შემდეგ უფრო შეუმსუბუქდება ბრალი სულაძეს.

ირაკლი თბილისელია, ბათუმში ამერიკელ ბიზნესმენთან ერთად ჩამოვიდა, სასტუმროში ცხოვრობდნენ და რაღაც ბიზნესი უნდა დაეწყოთ.

იმ დღეს ტურისტ გოგოსთან ერთად კაფე-ბარში სვამდნენ, როცა იმ გოგოს ბიჭმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მერე რა მოხდა, არ ვიცით, ეს მხოლოდ ბრალდებულმა იცის და ვფიქრობ, ის ამ ჩვენებას მისცემს გამოძიებას. ირაკლის ჩემთანაც არ უსაუბრია მოტივზე, წუხს მომხდარის გამო და ძალიან ნანობს ჩადენილს. ირაკლი ნასამართლევი არ არის. მას მოკლულის ტოლი ქალიშვილი ჰყავს. ვფიქრობ, მისი ჩვენება ყველაფერს ფარდას ახდის".

ავთანდილ კილაძე: - ამბობენ, აჭარაში კრიმინოგენული ვითარება გართულდაო, არასწორია, უბრალოდ ზაფხულში ბევრი ხალხია ჩამოსული და დანაშაულიც მატულობს.

რაც შეეხება კოკა კეკელიას საქმეს, დავკითხეთ ტურისტი გოგონა, რომელიც ამბობს, რომ კეკელიას თავისი სურვილით შეხვდა და ვერ ხსნის, რატომ მოკლა სულაძემ. ამის მიზეზი არც გარდაცვლილის მეგობარმა იცის, რომელიც შორიახლოს იდგა და ელოდებოდა, როდის მორჩებოდა მისი მეგობარი საუბარს გოგონასთან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ