საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი, რომელიც დაბადებიდან საავადმყოფოში ცხოვრობს
მამაკაცი, რომელიც დაბადებიდან საავადმყოფოში ცხოვრობს

ეს არის ბრა­ზი­ლი­ე­ლი პა­ო­ლო ენ­რი­კე მა­ჩა­დოს შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ის­ტო­რია, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა. პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის მწვა­ვე ფორ­მის გამო, და­ბა­დე­ბი­დან პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, 45 წე­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი. მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მან შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო - პა­ო­ლო მა­ჩა­დო ანი­მა­ტო­რია და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მებს ქმნის.

"სა­ვარ­ძლით დავ­დი­ო­დი დე­რეფ­ნებს შო­რის, ვიც­ნობ­დი და ვმე­გობ­რობ­დი პა­ცი­ენ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც აქ ცხოვ­რობ­დნენ - ასე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ჩემი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. რად­გან არ შე­მეძ­ლო მე­თა­მა­შა ფეხ­ბურ­თი, ან სხვა ბავ­შვუ­რი თა­მა­შე­ბი, რო­გორც ჩემს თა­ნა­ტო­ლებს, მე წარ­მო­სახ­ვას ვიშ­ვე­ლი­ებ­დი", - იხ­სე­ნებს პა­ო­ლო. სწო­რედ წარ­მო­სახ­ვამ შე­აძ­ლე­ბი­ნა მა­ჩა­დოს 3D ანი­მა­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

ამ­გვა­რი და­ა­ვა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად აღ­წევს ზრდას­რუ­ლო­ბის ასაკს. მა­ჩა­დო ეს იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა. მისი ათამ­დე მე­გობ­რი­დან, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად მკურ­ნა­ლობ­და, მხო­ლოდ ერთი - ელი­ა­ნა გა­დარ­ჩა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი 12 წლამ­დე, თით­ქმის ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით და­ი­ღუპ­ნენ.

პა­ო­ლო ამ­ბობს, რომ სულ 50-ჯერ ყო­ფი­ლა სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­რეთ, თუმ­ცა გა­რეთ გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახ­სოვს. 32 წლის ასაკ­ში, პა­ო­ლომ და ელი­ა­ნამ პირ­ვე­ლად ნა­ხეს ზღვა. ექთ­ნებ­მა მათი სა­ვარ­ძლე­ბი წყალ­ში ჩად­გეს, ნა­პირ­თან ახ­ლოს. ასე შედ­გა მე­გობ­რე­ბის პირ­ვე­ლი და და­უ­ვი­წყა­რი შეხ­ვედ­რა ზღვას­თან.

ახლა პა­ო­ლო მა­ჩა­დო ანი­მა­ცი­ურ სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­შიც თა­ვი­სი და ელი­ა­ნას, ასე­ვე მათ მსგავ­სად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოყ­ვე­ბა. "ეს იმის­თვის, რომ დი­დებ­მა, ბავ­შვებ­მა, და­ი­ნა­ხონ - შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არა­ფერს ზღუ­დავს! პი­რი­ქით, ეს ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს, იყოს ძლი­ე­რი და მომთმე­ნი", - ამ­ბობს პა­ო­ლო.

იხი­ლეთ ვი­დეო: შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ის­ტო­რია კაც­ზე, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ცხოვ­რობს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

მამაკაცი, რომელიც დაბადებიდან საავადმყოფოში ცხოვრობს

მამაკაცი, რომელიც დაბადებიდან საავადმყოფოში ცხოვრობს

ეს არის ბრაზილიელი პაოლო ენრიკე მაჩადოს შთამაგონებელი ისტორია, რომელმაც მთელი ცხოვრება საავადმყოფოში გაატარა. პოლიომიელიტის მწვავე ფორმის გამო, დაბადებიდან პარალიზებული მამაკაცი, 45 წელია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მაგრამ ამის მიუხედავად, მან შეუძლებელი შეძლო - პაოლო მაჩადო ანიმატორია და სატელევიზიო ფილმებს ქმნის.

"სავარძლით დავდიოდი დერეფნებს შორის, ვიცნობდი და ვმეგობრობდი პაციენტებთან, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ - ასე აღმოვაჩინე, ჩემი, განსხვავებული სამყარო. რადგან არ შემეძლო მეთამაშა ფეხბურთი, ან სხვა ბავშვური თამაშები, როგორც ჩემს თანატოლებს, მე წარმოსახვას ვიშველიებდი", - იხსენებს პაოლო. სწორედ წარმოსახვამ შეაძლებინა მაჩადოს 3D ანიმაციაში წარმატებული კარიერა გაეკეთებინა.

ამგვარი დაავადებით, ადამიანი იშვიათად აღწევს ზრდასრულობის ასაკს. მაჩადო ეს იშვიათი შემთხვევაა. მისი ათამდე მეგობრიდან, რომელიც მასთან ერთად მკურნალობდა, მხოლოდ ერთი - ელიანა გადარჩა. დანარჩენები 12 წლამდე, თითქმის ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ.

პაოლო ამბობს, რომ სულ 50-ჯერ ყოფილა საავადმყოფოს გარეთ, თუმცა გარეთ გატარებული ყოველი დღე, განსაკუთრებულად ახსოვს. 32 წლის ასაკში, პაოლომ და ელიანამ პირველად ნახეს ზღვა. ექთნებმა მათი სავარძლები წყალში ჩადგეს, ნაპირთან ახლოს. ასე შედგა მეგობრების პირველი და დაუვიწყარი შეხვედრა ზღვასთან.

ახლა პაოლო მაჩადო ანიმაციურ სერიალზე მუშაობს, რომელშიც თავისი და ელიანას, ასევე მათ მსგავსად დაავადებული ადამიანების შესახებ მოყვება. "ეს იმისთვის, რომ დიდებმა, ბავშვებმა, დაინახონ - შეზღუდული შესაძლებლობები არაფერს ზღუდავს! პირიქით, ეს ეხმარება ადამიანს, იყოს ძლიერი და მომთმენი", - ამბობს პაოლო.

იხილეთ ვიდეო: შთამაგონებელი ისტორია კაცზე, რომელიც დაბადებიდან საავადმყოფოში ცხოვრობს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს