საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ
ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

ქსნის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 7 პა­ტი­მა­რი შიმ­ში­ლობს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა აც­ნო­ბა. მისი თქმით, მო­შიმ­ში­ლე­თა­გან ერთ-ერთს, პირი აქვს ამო­კე­რი­ლი.

"ამ პა­ტი­მარ­მა პირი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამო­ი­კე­რა. მისი და სხვა მო­შიმ­ში­ლე­ე­ბის მო­თხოვ­ნაა, რომ პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ამ ხე­ლახ­ლა გა­და­ხე­დოს მათ საქ­მე­ებს და მო­იხ­სნას შეკ­რე­ბი­თო­ბა. ეს სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნე­ბია, რად­გან მათი საქ­მე­ე­ბი სუფ­თაა, ხოლო შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის მოხ­სნა კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა იმ პა­ტი­მარს, რო­მელ­საც პირი აქვს ამო­კე­რი­ლი, ის ასე­ვე მო­ი­თხოვს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. მას ეპი­ლეფ­სია აქვს და მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, შიმ­ში­ლო­ბას უფრო მა­სობ­რი­ვი სახე მი­ე­ცე­მა", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პი­რა­მო­კე­რი­ლი პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო და უფრო უა­რეს­დე­ბა.

"თუ მის მო­თხოვ­ნას დღეს­ვე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, ის აპი­რებს, რომ უარი თქვას ყვე­ლა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე, რაც ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს", - აცხა­დე­ბენ მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

ქსნის მე-15 დაწესებულებაში 7 პატიმარი შიმშილობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული დაწესებულებიდან ერთ-ერთმა პატიმარმა აცნობა. მისი თქმით, მოშიმშილეთაგან ერთ-ერთს, პირი აქვს ამოკერილი.

"ამ პატიმარმა პირი რამდენიმე დღის წინ ამოიკერა. მისი და სხვა მოშიმშილეების მოთხოვნაა, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ ხელახლა გადახედოს მათ საქმეებს და მოიხსნას შეკრებითობა. ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნებია, რადგან მათი საქმეები სუფთაა, ხოლო შეკრებითობის პრინციპის მოხსნა კანონში შესული ცვლილებებით აუცილებლად უნდა მოხდეს. რაც შეეხება იმ პატიმარს, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი, ის ასევე მოითხოვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მას ეპილეფსია აქვს და მისი ციხეში ყოფნა არ შეიძლება. თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, შიმშილობას უფრო მასობრივი სახე მიეცემა", - განაცხადა ერთ-ერთმა პატიმარმა.

მისივე თქმით, პირამოკერილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება.

"თუ მის მოთხოვნას დღესვე არ დააკმაყოფილებენ, ის აპირებს, რომ უარი თქვას ყველანაირ სამედიცინო დახმარებაზე, რაც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს", - აცხადებენ მე-15 დაწესებულების პატიმრები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ