პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძველი ეკონომიკური პროექტების ხარვეზები და ქვეყნის აყვავების ახალი გეგმები
ძველი ეკონომიკური პროექტების ხარვეზები და ქვეყნის აყვავების ახალი გეგმები

"ეს ის არ არის, რა­საც ხალ­ხი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ელო­და, დღეს ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი, სრუ­ლი კო­ლაფ­სია" - რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ეს გან­ცხა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ა­კე­თა. 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ნო­დარ ხა­დურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და­ახ­ლო­ე­ბით 6% იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხურ­მა 2013 წლის მა­ის­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლის პროგ­ნო­ზი 0%-ით გან­სა­ზღვრა. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს 0%-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ზე­ზი და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა, ამის გარ­კვე­ვას, ექ­სპერტთან ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში, ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ი­ას­თან სა­უბ­რი­სას შე­ვე­ცა­დეთ.

- ბა­ტო­ნო ემ­ზარ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვარ­წმუ­ნებს, რომ ბიზ­ნე­სი ზე­წო­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ამას თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. მა­შინ რით არის გან­პი­რე­ბუ­ლი 0%-იანი შე­დე­გი, რა­ტომ ვერ შე­ას­რუ­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ნა­პი­რე­ბი?

- იმ ფაქტს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დღეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლი 0%-ია, ხუთი მი­ზე­ზი აქვს. პირ­ვე­ლი გახ­ლავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ო­ბა. დღეს მთელ ევ­რო­პა­ში კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ასე­ვე კრი­ზი­სია აზი­ის ბაზ­რებ­ზე. აზი­აც და ევ­რო­პაც ჩვე­ნი პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბი არი­ან. მე­ო­რე მი­ზე­ზი გახ­ლავთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა ანუ კო­ა­ბი­ტა­ცია. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ინ­ვეს­ტო­რე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბამ­დე ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ. მე­სა­მე მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბი ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის დო­ნე­ზეა. მე­ო­თხე მი­ზე­ზი არჩვე­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბა გახ­ლავთ, მე­ხუ­თე კი - თა­ვად ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ბიზ­ნე­სი რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­არ­თვეს, ახლა ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დე­ბი­ან, ხოლო ისი­ნი, ვი­საც ახლა აქვს ბიზ­ნე­სი, ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვის მო­ლო­დინ­ში არი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­დუ­რის და­ნა­პი­რებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლა ეგო­ნა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 6% შე­ად­გენ­და, მაგ­რამ ეს ასე არ მოხ­და. რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პროგ­ნო­ზი არ გა­მარ­თლდა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად მოგ­ვა­ტყუ­ეს. ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბა, ციფ­რე­ბის გა­და­ხედ­ვა ეკო­ნო­მი­კა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია.

- იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას რამ შე­უ­შა­ლა ხელი, რო­მელ­თა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად თან­ხე­ბი უკვე გა­და­რი­ცხუ­ლი იყო?

- მე თუ მკი­თხავთ, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით არც ერთი პრო­ექ­ტი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ისევ გრძელ­დე­ბა ბა­თუ­მის შე­მოვ­ლი­თი გზი­სა და ხა­შუ­რის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს წყალ­ტუ­ბოს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ანაკ­ლი­ა­ში გზის მშე­ნებ­ლო­ბა სრუ­ლი დატ­ვირ­თვით. გზის მშე­ნებ­ლო­ბა მი­დის სვა­ნეთ­სა და კობი-გუ­და­უ­რის გზა­ზე, ახა­ლი სა­ბა­ჟო­ე­ბი კეთ­დე­ბა სტე­ფან­წმინ­და­სა და ლა­გო­დეხ­ში. რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ირი­გა­ცი­ა­სა და მორ­წყვით ნა­წილ­ში. 5 წლის წინ ირი­გა­ცი­ის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად და­ინ­გრა და ქვე­ყა­ნა სარ­წყა­ვი წყლის გა­რე­შე დარ­ჩა. არა­და, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. საკ­მა­ოდ დიდი თან­ხე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მცი­რე და სა­შუ­ა­ლო კრე­დი­ტე­ბი გას­ცეს... ასე რომ, არა­თუ შე­ჩერ­და, პი­რი­ქით - ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო...

- მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლია თე­ლა­ვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის უკვე გა­და­რი­ცხუ­ლი და და­ხარ­ჯუ­ლია 12 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.

- ზო­გან მარ­თლაც შე­იქ­მნა ტექ­ნი­კუ­რი და მმარ­თვე­ლო­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი. ძველ პრო­ექ­ტებს ბევ­რი ხარ­ვე­ზი ჰქონ­და. ამი­ე­რი­დან თან­ხე­ბის გან­კარ­გვა სწო­რად და გა­მიზ­ნუ­ლად მოხ­დე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ცე­მულ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო კრე­დი­ტებს, ექ­სპერტთა ერთი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თან­ხე­ბის არას­წო­რად გან­კარ­გვა ხდე­ბა, გლე­ხებს არ მი­ე­ცათ მი­თი­თე­ბა, თუ რა სა­ხის პრო­დუქ­ტი უნდა მო­ეყ­ვა­ნათ, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ შეჰ­ქმნო­დათ. თქვენ რას იტყვით ამის შე­სა­ხებ?

- ეს აბ­სურ­დია. თუ ჩვენ გლეხს ვუ­კარ­ნა­ხებთ, რა პრო­დუქ­ტი მო­იყ­ვა­ნოს, თა­ვის ბა­ღჩა­ში კიტ­რი დარ­გოს, პო­მი­დო­რი თუ ვაშ­ლი, მა­შინ სო­ცი­ა­ლიზ­მში გა­და­ვალთ. ამის მთქმე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან.

- კა­ხე­ლი გლე­ხე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წელს ატ­მის დიდი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და და მათ უკვე შე­ექ­მნათ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა. ხომ არ ფიქ­რობთ, რომ მსგავ­სი ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი შე­საძ­ლოა მალე სხვა რა­ი­ო­ნებ­შიც გაჩ­ნდეს?

- არა მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქტს გა­სა­ღე­ბის ბა­ზა­რი არა აქვს ან მო­მა­ვალ­ში არ ექ­ნე­ბა. ჩვენ­თან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტი, იქ­ნე­ბა ეს ბოსტნე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი თუ ხილი, ჯერ კი­დევ დე­ფი­ცი­ტუ­რია.

- მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ვად პრე­მი­ე­რი შეჰ­პირ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში 100 ქარ­ხა­ნას, მათ შო­რის - ხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მოს აა­შე­ნებ­და, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა...

- ქარ­ხნე­ბის აშე­ნე­ბა ახ­ლა­ხან გა­ცე­მუ­ლი პი­რო­ბაა. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ფონ­დია შექ­მნი­ლი და პრო­ექ­ტე­ბი მზად­დე­ბა. ამას დრო სჭირ­დე­ბა. ორ ან სამ თვე­ში ქარ­ხნის აშე­ნე­ბა და ამუ­შა­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამის­თვის ორი, სამი წელი მა­ინც არის სა­ჭი­რო...

- რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­სუ­ლი წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და?

- ამ მო­საზ­რე­ბას სა­ერ­თოდ არ ვე­თან­ხმე­ბი. დღეს ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრაქ­ტით სულ 620.000 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან თით­ქმის არა­ვინ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ.

- ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ?

- შე­საძ­ლოა, 10 თუ 15% მარ­თლაც იყოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ მათ ად­გილ­ზე სხვე­ბი მი­ი­ღეს. თა­ნაც, ეს 10 და 15% არა­ფერს ცვლის. რე­ა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა­ში ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი არ არის. თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად გვაქვს. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა "სა­მარ ჯო­ბე­ბით" და სხვა სა­მას­ხრო პროგ­რა­მე­ბით არ მოგ­ვარ­დე­ბა. ამას სჭირ­დე­ბა ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის აღორ­ძი­ნე­ბა. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რის ამოქ­მე­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­მა შე­ა­ჩე­რეს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ელექტრო­სად­გუ­რი­სა და ენ­გურ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა. აი, ეს არის ჩვე­ნი სატ­კი­ვა­რი.

- ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დო­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" კაშხლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ და ქვეყ­ნის ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ასე­ვე იქ­ცე­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც", ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე. ამ თე­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის ერთ-ერთი ხერ­ხია თუ კაშხლე­ბის აშე­ნე­ბით ქვე­ყა­ნას მარ­თლა ვა­ყე­ნებთ სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კე­ბის წი­ნა­შე?

- ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ცვა­ლე­ბა­დია. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ და­დე­ბით თვი­სე­ბა­დაც კი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ. შე­საძ­ლოა, ისი­ნი მარ­თლაც აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ კაშ­ხა­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც საქ­მე­ში ღრმად ჩა­ი­ხე­დეს, დარ­წმუნ­დნენ, რომ მცდარ გზას ად­გნენ. ასე­თი საქ­მის კე­თე­ბა ემო­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით არ შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მკაც­რი და პრაგ­მა­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც უნდა მი­ვი­ღოთ. შე­საძ­ლოა, ეს რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბი იყოს, მაგ­რამ არა უშავს, მთა­ვა­რია, რომ ხალ­ხი არ მო­ვა­ტყუ­ოთ... ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ხუ­დო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის. იქ მარ­თლაც არის პრობ­ლე­მე­ბი, კაშხლის აშე­ნე­ბის გამო ვი­ღა­ცის წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვი იტ­ბო­რე­ბა, ვი­ღა­ცის სა­ლო­ცა­ვი და ვი­ღა­ცის კარ-მი­და­მო. თუმ­ცა, ჩვენ უნდა ავირ­ჩი­ოთ: ან სენ­ტი­მენ­ტა­ლურ გან­წყო­ბებ­ზე ვთქვათ უარი, ან ქვე­ყა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა შევ­წყვი­ტოთ. სხვა­თა შო­რის, "ხუ­დო­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში და­ი­გეგ­მა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით შე­ა­ჩე­რა. რა მო­ვი­გეთ? ჩვენ ისიც გვინ­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბუ­ნე­ბა ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყოს და ისიც, რომ "გუ­გლი­სა" და "ეიფ­ლის" ქვე­ყა­ნა ვი­ყოთ. ასე არ გა­მო­ვა. იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა და­ი­წყოს, მი­ლი­ო­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლი მა­ინც უნდა შე­იქ­მნას, ამას კი საკ­მა­ოდ დიდი ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა სჭირ­დე­ბა.

- ეკო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი მცი­რე ჰე­სე­ბია...

- ის, ვინც ამას ამ­ბობს, ენერ­გე­ტი­კის გა­გე­ბა­ში არ არის. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რო­გორ შეც­ვლის "ენ­გურ­ჰესს" (რო­მე­ლიც შვიდ მი­ლი­ონ მე­გა­ვატს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს) რამ­დე­ნი­მე მცი­რე ჰესი? მცი­რე ჰესი სა­შუ­ა­ლოდ 30, 40, ყვე­ლა­ზე დიდი - 100 მე­გა­ვატს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. სხვა­თა შო­რის, ყაზ­ბეგ­ში 120 მე­გა­ვა­ტი სიმ­ძლავ­რის ჰესი შენ­დე­ბა და მა­გა­ზეც ვამ­ბობ, რომ შე­ღა­ვათს ვერ მოგ­ვცემს. ისე, ეკო­ლო­გებ­სა და "მწვა­ნე­ებს" ასე თუ ანაღ­ვლებთ ბუ­ნე­ბა, ჩვენ კი ნუ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ აპო­კა­ლიპ­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, თა­ვი­ან­თი საქ­მე შე­ას­რუ­ლონ პირ­ნათ­ლად.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- მე არ მი­ნა­ხავს, რომ "მწვა­ნე­ებს" სად­მე ტყე გა­ე­შე­ნე­ბი­ნოთ, ან რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა აღედ­გი­ნოთ. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არ გა­აპ­რო­ტეს­ტეს და რა­ტომ არ გა­და­კე­ტეს გზა, რო­დე­საც ვი­ღაც იდი­ო­ტი კო­ჯრის ტყეს ჩეხ­და ან წავ­კის­ში უნი­კა­ლუ­რი ხე­ო­ბა რომ გა­ა­ნად­გუ­რეს? კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას თავს და­ვა­ნე­ბებთ და საქ­მეს რე­ა­ლუ­რად მივ­ხე­დავთ. ასეთ პი­რო­ბებ­ში ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­საც დავძლევთ და ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მა­საც...

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ძველი ეკონომიკური პროექტების ხარვეზები და ქვეყნის აყვავების ახალი გეგმები

ძველი ეკონომიკური პროექტების ხარვეზები და ქვეყნის აყვავების ახალი გეგმები

"ეს ის არ არის, რასაც ხალხი ახალი ხელისუფლებისგან ელოდა, დღეს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზი, სრული კოლაფსია" - რამდენიმე ხნის წინ ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა. 2013 წლის თებერვალში ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2013 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 6% იქნებოდა. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა 2013 წლის მაისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი 0%-ით განსაზღვრა. რა შეიძლება იყოს 0%-პროცენტიანი ეკონომიკური მაჩვენებლის მიზეზი და რამდენად შესაძლებელია არსებული კრიზისის დაძლევა, ამის გარკვევას, ექსპერტთან ეკონომიკურ საკითხებში, ემზარ ჯგერენაიასთან საუბრისას შევეცადეთ.

- ბატონო ემზარ, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ბიზნესი ზეწოლისგან გათავისუფლდა, ამას თავად ბიზნესმენებიც ადასტურებენ. მაშინ რით არის განპირებული 0%-იანი შედეგი, რატომ ვერ შეასრულა ხელისუფლებამ დანაპირები?

- იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში დღეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი 0%-ია, ხუთი მიზეზი აქვს. პირველი გახლავთ საერთაშორისო მდგომარეობა. დღეს მთელ ევროპაში კრიზისული სიტუაციაა. ასევე კრიზისია აზიის ბაზრებზე. აზიაც და ევროპაც ჩვენი პირდაპირი ინვესტორები არიან. მეორე მიზეზი გახლავთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ორხელისუფლებიანობა ანუ კოაბიტაცია. ბუნებრივია, რომ ინვესტორები სიტუაციის დალაგებამდე ინვესტიციის ჩადებისგან თავს იკავებენ. მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ დაგეგმილი რეფორმები ჯერ კიდევ განხილვის დონეზეა. მეოთხე მიზეზი არჩვენების მოახლოება გახლავთ, მეხუთე კი - თავად ბიზნესში არსებული გაურკვევლობა. ის ადამიანები, რომლებსაც ბიზნესი რამდენიმე წლის წინ წაართვეს, ახლა ქონების დაბრუნებას ელოდებიან, ხოლო ისინი, ვისაც ახლა აქვს ბიზნესი, ქონების წართმევის მოლოდინში არიან. რაც შეეხება ხადურის დანაპირებს, ხელისუფლებას მართლა ეგონა, რომ ეკონომიკური ზრდა 6% შეადგენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რადგან ხელისუფლების პროგნოზი არ გამართლდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგნებულად მოგვატყუეს. ასეთი რამ ხშირად ხდება, ციფრების გადახედვა ეკონომიკაში ჩვეულებრივი მომენტია.

- იმ ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას რამ შეუშალა ხელი, რომელთა განსახორციელებლად თანხები უკვე გადარიცხული იყო?

- მე თუ მკითხავთ, რეგიონული განვითარების კუთხით არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა. ისევ გრძელდება ბათუმის შემოვლითი გზისა და ხაშურის ავტომაგისტრალის მშენებლობა. ასევე მიმდინარეობს წყალტუბოს წყალმომარაგების პროექტის განხორციელება და ანაკლიაში გზის მშენებლობა სრული დატვირთვით. გზის მშენებლობა მიდის სვანეთსა და კობი-გუდაურის გზაზე, ახალი საბაჟოები კეთდება სტეფანწმინდასა და ლაგოდეხში. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოს ირიგაციასა და მორწყვით ნაწილში. 5 წლის წინ ირიგაციის სისტემა მთლიანად დაინგრა და ქვეყანა სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ დიდი თანხებია ჩადებული აგრარულ სექტორში, სოფლის მეურნეობის დასახმარებლად მცირე და საშუალო კრედიტები გასცეს... ასე რომ, არათუ შეჩერდა, პირიქით - ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყო...

- მაგალითისთვის გეტყვით, რომ შეჩერებულია თელავის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომლის განხორციელებისთვის უკვე გადარიცხული და დახარჯულია 12 მილიონი დოლარი.

- ზოგან მართლაც შეიქმნა ტექნიკური და მმართველობითი პრობლემები. ძველ პროექტებს ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ამიერიდან თანხების განკარგვა სწორად და გამიზნულად მოხდება.

- რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დასახმარებლად გაცემულ მცირე და საშუალო კრედიტებს, ექსპერტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით თანხების არასწორად განკარგვა ხდება, გლეხებს არ მიეცათ მითითება, თუ რა სახის პროდუქტი უნდა მოეყვანათ, რომ შემოდგომაზე რეალიზაციის პრობლემა არ შეჰქმნოდათ. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

- ეს აბსურდია. თუ ჩვენ გლეხს ვუკარნახებთ, რა პროდუქტი მოიყვანოს, თავის ბაღჩაში კიტრი დარგოს, პომიდორი თუ ვაშლი, მაშინ სოციალიზმში გადავალთ. ამის მთქმელი ექსპერტები სოციალისტები არიან.

- კახელი გლეხები ამბობენ, რომ წელს ატმის დიდი მოსავალი მოვიდა და მათ უკვე შეექმნათ რეალიზაციის პრობლემა. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები შესაძლოა მალე სხვა რაიონებშიც გაჩნდეს?

- არა მგონია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტს გასაღების ბაზარი არა აქვს ან მომავალში არ ექნება. ჩვენთან სოფლის მეურნეობის პროდუქტი, იქნება ეს ბოსტნეული, მარცვლეული თუ ხილი, ჯერ კიდევ დეფიციტურია.

- მოსახლეობას თავად პრემიერი შეჰპირდა, რომ ქვეყანაში 100 ქარხანას, მათ შორის - ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებდა, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ არაფერი გაკეთებულა...

- ქარხნების აშენება ახლახან გაცემული პირობაა. ამ პროექტის განხორციელებისთვის ფონდია შექმნილი და პროექტები მზადდება. ამას დრო სჭირდება. ორ ან სამ თვეში ქარხნის აშენება და ამუშავება წარმოუდგენელია. ამისთვის ორი, სამი წელი მაინც არის საჭირო...

- რამდენად ეთანხმებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გასული წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდა?

- ამ მოსაზრებას საერთოდ არ ვეთანხმები. დღეს ქვეყანაში კონტრაქტით სულ 620.000 ადამიანია დასაქმებული. სახელმწიფო სამსახურიდან თითქმის არავინ გაუთავისუფლებიათ.

- ამაში დარწმუნებული ხართ?

- შესაძლოა, 10 თუ 15% მართლაც იყოს გათავისუფლებული, მაგრამ მათ ადგილზე სხვები მიიღეს. თანაც, ეს 10 და 15% არაფერს ცვლის. რეალურად ქვეყანაში ვაკანტური ადგილები არ არის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უმუშევრობის პრობლემა ნამდვილად გვაქვს. ამ პრობლემის მოგვარება "სამარ ჯობებით" და სხვა სამასხრო პროგრამებით არ მოგვარდება. ამას სჭირდება ბინათმშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და ქიმიური მრეწველობის აღორძინება. ასევე აუცილებელია ენერგეტიკული სექტორის ამოქმედება. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო კომპანიებმა შეაჩერეს სამცხე-ჯავახეთის ელექტროსადგურისა და ენგურჰესის მშენებლობა. აი, ეს არის ჩვენი სატკივარი.

- ვიდრე "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდოდა, "ნაციონალებს" კაშხლების მშენებლობის გამო აკრიტიკებდნენ და ქვეყნის ფლორისა და ფაუნის განადგურებაში ადანაშაულებდნენ. სხვათა შორის, ასევე იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობაც", ხელისუფლებაში მოსვლამდე. ამ თემით მანიპულირება მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ხერხია თუ კაშხლების აშენებით ქვეყანას მართლა ვაყენებთ სერიოზული რისკების წინაშე?

- ძალიან მომწონს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა შეხედულებები ცვალებადია. ეს ხელისუფლების ერთ-ერთ დადებით თვისებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. შესაძლოა, ისინი მართლაც აპროტესტებდნენ კაშხალების მშენებლობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმეში ღრმად ჩაიხედეს, დარწმუნდნენ, რომ მცდარ გზას ადგნენ. ასეთი საქმის კეთება ემოციებზე დაყრდნობით არ შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი და პრაგმატული გადაწყვეტილებებიც უნდა მივიღოთ. შესაძლოა, ეს რიგითი ადამიანებისთვის ნაკლებად გასაგები იყოს, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ ხალხი არ მოვატყუოთ... ძალიან კარგად მესმის ხუდონის მოსახლეობის. იქ მართლაც არის პრობლემები, კაშხლის აშენების გამო ვიღაცის წინაპრების საფლავი იტბორება, ვიღაცის სალოცავი და ვიღაცის კარ-მიდამო. თუმცა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ: ან სენტიმენტალურ განწყობებზე ვთქვათ უარი, ან ქვეყანის განვითარება შევწყვიტოთ. სხვათა შორის, "ხუდონჰესის" მშენებლობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიგეგმა, მაგრამ საზოგადოებამ საპროტესტო აქციებით შეაჩერა. რა მოვიგეთ? ჩვენ ისიც გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნება ხელუხლებელი იყოს და ისიც, რომ "გუგლისა" და "ეიფლის" ქვეყანა ვიყოთ. ასე არ გამოვა. იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა დაიწყოს, მილიონი სამუშაო ადგილი მაინც უნდა შეიქმნას, ამას კი საკმაოდ დიდი ენერგომომარაგება სჭირდება.

- ეკოლოგები ამბობენ, რომ გამოსავალი მცირე ჰესებია...

- ის, ვინც ამას ამბობს, ენერგეტიკის გაგებაში არ არის. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შეცვლის "ენგურჰესს" (რომელიც შვიდ მილიონ მეგავატს გამოიმუშავებს) რამდენიმე მცირე ჰესი? მცირე ჰესი საშუალოდ 30, 40, ყველაზე დიდი - 100 მეგავატს გამოიმუშავებს. სხვათა შორის, ყაზბეგში 120 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შენდება და მაგაზეც ვამბობ, რომ შეღავათს ვერ მოგვცემს. ისე, ეკოლოგებსა და "მწვანეებს" ასე თუ ანაღვლებთ ბუნება, ჩვენ კი ნუ შეგვაშინებენ აპოკალიპტური განცხადებებით, თავიანთი საქმე შეასრულონ პირნათლად.

- რას გულისხმობთ?

- მე არ მინახავს, რომ "მწვანეებს" სადმე ტყე გაეშენებინოთ, ან რეკრეაციული ზონა აღედგინოთ. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ გააპროტესტეს და რატომ არ გადაკეტეს გზა, როდესაც ვიღაც იდიოტი კოჯრის ტყეს ჩეხდა ან წავკისში უნიკალური ხეობა რომ გაანადგურეს? კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი პოპულისტური განცხადებების გაკეთებას თავს დავანებებთ და საქმეს რეალურად მივხედავთ. ასეთ პირობებში ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ და ყველა სხვა პრობლემასაც...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ