სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასულიერო პირების პროცესს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს"
"სასულიერო პირების პროცესს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს"

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"სამ­ღვდე­ლო პირ­თა პრო­ცე­სის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს გა­და­ი­დო: ფაქ­ტია, რომ 1983 წლის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ცკ კომ­პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი მდივ­ნის, ე. შე­ვარ­დნა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თა თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის საქ­მის გამო და სხებ­თან ერ­თად მამა თე­ო­დო­რე ჩიხ­ლა­ძე გან­სას­ჯელ საკმზე აღ­მოჩ­ნდა, სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლა. ასეთ რა­მეს თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვერ აღ­მო­ვა­ჩენთ, ოღონდ არც ე. შე­ვარნ­და­ძის მმარ­თვე­ლო­ბი­სას (რო­გორც არ უნდა შე­ვა­ფა­სოთ ეს პე­რი­ო­დი) და არც მ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ზე­ო­ბის 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ში. (ფაქ­ტია, მა­თაც ვერ გა­ბე­დეს) ეს, რა­საც დღეს ვხე­დავთ, აშ­კა­რად საჩ­ვე­ნე­ბე­ლი პრო­ცე­სია, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი დაჰ­კრავს.

აქ შე­საძ­ლოა იკი­თხონ: სა­სუ­ლი­ე­რო პირი შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს კა­ნონ­ზე მაღ­ლა? არამც და არამც - იქ­ნე­ბა ჩემი პა­სუ­ხი. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სამ­ღვდე­ლო პირ­თა ად­ვო­კა­ტე­ბი მო­ი­თხო­ვენ საქ­მის და­ხურ­ვას და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცვე­ლო­ბის ქმე­დე­ბე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო. ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სა­დღაც წყევ­ლა-გი­ნე­ბით გარ­ბი­ან უზარ­მა­ზარ, რა­მო­დე­ნი­მე ათა­სი­ან მა­სას­თან ერ­თად, არას­გზით არაა საკ­მა­რი­სი მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბის და­სად­გე­ნად. სას­ტი­კად არ მომ­წონს, რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო პირი ილან­ძღე­ბა, უშ­ვე­რე­ბა რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ცოდ­ვაა, თუმ­ცა ეს ქმე­დე­ბა კა­ნო­ნით დას­ჯა­დი არ არის. იქ­მნე­ბა სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ან ყვე­ლაა დამ­ნა­შა­ვე, ან არა­ვინ.

სხვა მო­მენ­ტია, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა 17 მა­ისს და­უშ­ვეს შეც­დო­მა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი მასა და­იძ­რა მე­ო­რე, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მათ ეს ხალ­ხი არ შე­ა­ჩე­რეს. ცხა­დია, რომ ორი ასე­თი აქ­ცი­ის კე­რა­თა და­ახ­ლო­ე­ბას მოჰ­ყვე­ბა ძა­ლა­დო­ბა, რაც ქრის­ტი­ა­ნო­ბის მე­თო­დე­ბის არ­სე­ნა­ლის­თვის მო­ყო­ლე­ბუ­ლი ძვე­ლი რო­მი­დან დღემ­დე უცხოა და მი­უ­ღე­ბე­ლი. ქრის­ტი­ა­ნო­ბა, და­წყე­ბუ­ლი მო­ცი­ქულ­თა ეპო­ქი­დან მოქ­მე­დე­ბის ორ ლე­გი­ტი­მურ ია­რაღს ცნობ­და: ქა­და­გე­ბას და გა­დარ­წმუ­ნე­ბას. ყვე­ლას უნდა და­ე­ნა­ხა, რომ ქრის­ტი­ა­ნებ­თან საქ­მე და სი­ტყვა ერ­თია და ეს მათ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და. მე­ო­რეა, რომ სხვაგ­ვა­რა­დაც მომ­ხდა­რა ის­ტო­რი­ა­ში, ძა­ლა­დო­ბა სა­უ­ბე­დუ­როდ სიყ­ვა­რუ­ლის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღმერ­თის, ქრის­ტეს სა­ხე­ლი­თაც ჩა­დე­ნი­ლა და ეს კა­ცობ­რი­ო­ბის უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა. 17 მა­ისს უაღ­რე­სად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია და ჩვე­ნე­ბა იმი­სა, რომ ჩვენ ვი­ცავთ და სა­უ­კუ­ნოდ ვიდ­გე­ბით უბი­წო­ბის და ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის გზა­ზე, რომ სხვაგ­ვა­რად საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა ჩვენს ზო­გა­და­და­მი­ა­ნურ და ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბას, ჩვენს კულ­ტუ­რას.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე კი დავ­სძენ: ვფიქ­რობს, სა­დაო არაა, რომ რო­გორც ევან­გე­ლუ­რი, ისე კრე­ბე­ბის­დრო­ინ­დე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ა­ნო­ბაც თა­ვის მე­ინ­სტრიმ­ში შე­საძ­ლოა აღი­ა­რებ­დეს რო­გორც უბი­წო­ბას, ისე ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ას. სხვა ყვე­ლა ორი­ენ­ტა­ცია მის ფარ­გლებს ცდე­ბა. ამა­დაც აქ­ცია ტრა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის და­სა­ცა­ვად და სხვა, არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­უ­ღებ­ლო­ბა სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია. ოღონდ მშვი­დად, მტკი­ცედ, მა­ღა­ლი კულ­ტუ­რით, ძა­ლა­დო­ბის ელე­მენ­ტე­ბის გა­რე­შე", - წერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

10 აგ­ვის­ტოს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის უკვე ორ­ჯერ გა­და­ვა­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა. თა­მაზ ბი­ჩი­ნაშ­ვილს (მამა ან­თი­მო­ზი), ირაკ­ლი ბა­სი­ლა­ი­ას (მამა იო­თა­მი), ტი­ტან დავ­რი­ში­ანს, ბექა სა­ლუქ­ვა­ძე­სა და გი­ორ­გი ბა­სი­აშ­ვილს ბრა­ლი სიხ­ლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 161-ე მუხ­ლით აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­წყო­ბის, ანდა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლას - ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ეს მუხ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ერთ წლამ­დე, ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"სასულიერო პირების პროცესს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს"

"სასულიერო პირების პროცესს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სასულიერო პირების სასამართლო პროცესს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

"სამღვდელო პირთა პროცესის თაობაზე, რომელიც ახლახანს გადაიდო: ფაქტია, რომ 1983 წლის საჩვენებელი პროცესის შემდეგ, რომელიც ცკ კომპარტიის პირველი მდივნის, ე. შევარდნაძის საქართველოში გაიმართა თვითმფრინავის გატაცების საქმის გამო და სხებთან ერთად მამა თეოდორე ჩიხლაძე განსასჯელ საკმზე აღმოჩნდა, სასულიერო პირი არ გასამართლებულა. ასეთ რამეს თავისთავად ცხადია, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ვერ აღმოვაჩენთ, ოღონდ არც ე. შევარნდაძის მმართველობისას (როგორც არ უნდა შევაფასოთ ეს პერიოდი) და არც მ. სააკაშვილის ზეობის 9-წლიან პერიოდში. (ფაქტია, მათაც ვერ გაბედეს) ეს, რასაც დღეს ვხედავთ, აშკარად საჩვენებელი პროცესია, რომელსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.

აქ შესაძლოა იკითხონ: სასულიერო პირი შეიძლება იდგეს კანონზე მაღლა? არამც და არამც - იქნება ჩემი პასუხი. მაგრამ ფაქტია, რომ სამღვდელო პირთა ადვოკატები მოითხოვენ საქმის დახურვას დანაშაულის შემცველობის ქმედებების და მტკიცებულების არარსებობის გამო. ის გარემოება, რომ ხსენებული სასულიერო პირები სადღაც წყევლა-გინებით გარბიან უზარმაზარ, რამოდენიმე ათასიან მასასთან ერთად, არასგზით არაა საკმარისი მათი ბრალეულობის დასადგენად. სასტიკად არ მომწონს, როდესაც სასულიერო პირი ილანძღება, უშვერება რელიგიური თვალსაზრისით ცოდვაა, თუმცა ეს ქმედება კანონით დასჯადი არ არის. იქმნება სიტუაცია, როდესაც ან ყველაა დამნაშავე, ან არავინ.

სხვა მომენტია, რომ სასულიერო პირებმა 17 მაისს დაუშვეს შეცდომა, როდესაც ადამიანების დიდი მასა დაიძრა მეორე, მცირერიცხოვანი აქციის მიმართულებით და მათ ეს ხალხი არ შეაჩერეს. ცხადია, რომ ორი ასეთი აქციის კერათა დაახლოებას მოჰყვება ძალადობა, რაც ქრისტიანობის მეთოდების არსენალისთვის მოყოლებული ძველი რომიდან დღემდე უცხოა და მიუღებელი. ქრისტიანობა, დაწყებული მოციქულთა ეპოქიდან მოქმედების ორ ლეგიტიმურ იარაღს ცნობდა: ქადაგებას და გადარწმუნებას. ყველას უნდა დაენახა, რომ ქრისტიანებთან საქმე და სიტყვა ერთია და ეს მათ დამაჯერებლობას განაპირობებდა. მეორეა, რომ სხვაგვარადაც მომხდარა ისტორიაში, ძალადობა საუბედუროდ სიყვარულის და თავისუფლების ღმერთის, ქრისტეს სახელითაც ჩადენილა და ეს კაცობრიობის უდიდესი ტრაგედიაა. 17 მაისს უაღრესად ეფექტური იქნებოდა სრულიად მშვიდობიანი დემონსტრაცია და ჩვენება იმისა, რომ ჩვენ ვიცავთ და საუკუნოდ ვიდგებით უბიწობის და ჰეტეროსექსუალურობის გზაზე, რომ სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ჩვენს ზოგადადამიანურ და ეროვნულ იდენტობას, ჩვენს კულტურას.

სექსუალური ორიენტაციის თაობაზე კი დავსძენ: ვფიქრობს, სადაო არაა, რომ როგორც ევანგელური, ისე კრებებისდროინდელი და თანამედროვე ქრისტიანობაც თავის მეინსტრიმში შესაძლოა აღიარებდეს როგორც უბიწობას, ისე ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციას. სხვა ყველა ორიენტაცია მის ფარგლებს ცდება. ამადაც აქცია ტრადიციული ორიენტაციის დასაცავად და სხვა, არატრადიციული ორიენტაციის მიუღებლობა სრულიად გასაგებია. ოღონდ მშვიდად, მტკიცედ, მაღალი კულტურით, ძალადობის ელემენტების გარეშე", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

10 აგვისტოს, სასულიერო პირების უკვე ორჯერ გადავადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტან დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს