მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმედა კახიანი - "არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა"
იმედა კახიანი - "არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა"

მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის ხმა­უ­რი­ა­ნი და­შო­რე­ბის შემ­დეგ, კა­ხი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია. ამ­ჯე­რად დავა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ზეა. ოჯახ­სა და მო­ქა­ლა­ქე ნა­ტა­ლი ჭე­იშ­ვილს შო­რის დავა ჯერ კი­დევ 2004 წელს და­ი­წყო. სწო­რედ ამ დროს კა­ხი­ა­ნე­ბი ჭე­იშ­ვი­ლის ბი­ნა­ში კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლის თხოვ­ნით შე­სახ­ლდნენ. რო­გორც ნა­ტა­ლი ჭე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, ბინა კა­ხი­ა­ნებს უფა­სო რე­მონ­ტის სა­ნაც­ვლოდ დრო­ე­ბით და­უთ­მო. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბინა სა­და­ვო გახ­და და საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და.

ხმა­უ­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ კა­ხი­ა­ნე­ბის ოჯახს ბინა 15 ივ­ლისს უნდა და­ე­ცა­ლა, თუმ­ცა რო­გორც ჭე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, იმე­და კა­ხი­ან­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და სა­აღ­სრუ­ლებ­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­სა და ად­ვო­კატს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც სა­აღ­სრუ­ლებ­ლო სამ­სა­ხურ­მა ბი­ნის დაც­ლის ბოლო ვა­დად 30 ივ­ლი­სი და­ა­სა­ხე­ლა.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" კო­მენ­ტა­რის­თვის იმე­და კა­ხი­ანს და­უ­კავ­შირ­და:

- ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ­ხა­ნა­გო­ბას­თან 2000 წელს გა­ვა­ფორ­მე, რო­მე­ლიც გუ­და­უ­რის ქუ­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე კორ­პუსს აშე­ნებ­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში წე­რია, რომ მი­ვი­ღებ­დი ბი­ნას, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სი თან­ხაც მექ­ნე­ბო­და გა­დახ­დი­ლი. 2000 წელს ბი­ნის გა­და­სა­ხა­დი მთლი­ა­ნად დავ­ფა­რე, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მე­ო­თხე სარ­თუ­ლი მქონ­და ჩა­წე­რი­ლი. როცა მშე­ნებ­ლო­ბა დამ­თავ­რდა და ბი­ნე­ბი გა­ნა­წილ­და, ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ბინა მაჩ­ვე­ნა, მაგ­რამ ისე­თი არ აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რიც მსურ­და. მი­თხრა, და­მე­მა­ტე­ბი­ნა თან­ხა, გვერ­დით ერ­თსა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა ჰქონ­დათ და­წყე­ბუ­ლი და ისეთ ბი­ნას მომ­ცემ­დნენ, რო­გორ­ზეც შევ­თან­ხმდე­ბო­დით. ამ­დე­ნად, გა­დახ­დილ 20 000 დო­ლარს კი­დევ და­ვა­მა­ტე 10 000 დო­ლა­რი. თავ­მჯდო­მა­რემ მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­მომ­თა­ვა­ზა, მერ­ვე სარ­თულ­ზე ცა­რი­ე­ლი ფარ­თი გვაქვს, გა­ვა­რე­მონ­ტებთ და იცხოვ­რე, მა­ნამ არ დამ­თავ­რდე­ბა შენი კუთ­ვნი­ლი ბი­ნაო. 2004 წელს შე­ვე­დი ამ ბი­ნა­ში და მას შემ­დეგ ვცხოვ­რობ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მო­ვი­და ქვარ­ცხა­ვა და მისი მე­უღ­ლე, გვა­რად ჭე­იშ­ვი­ლი. გა­მო­მი­ცხა­დეს, თქვენ რომ ამ ბი­ნი­დან გა­დახ­ვალთ, შემ­დეგ ჩვენ გვე­კუთ­ვნი­სო. მეც ვუ­თხა­რი, რომ ამ­ხა­ნა­გო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით დრო­ე­ბით ვცხოვ­რობ­დი ბი­ნა­ში და როცა დამ­თავ­რდე­ბა ჩემი ბინა, გა­და­ვალ-მეთ­ქი (ჩემი ბინა ახ­ლაც მშე­ნე­ბა­რეა და არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა). ქვარ­ცხა­ვა­სა და ჭე­იშ­ვილ­თან არა­ვი­თა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ მქო­ნია, არც ვიც­ნობ­დი. რა უფ­ლე­ბა მქონ­და, მეთ­ქვა, თქვე­ნი იყოს, ან არ იყოს-მეთ­ქი. ფარ­თი ამ­ხა­ნა­გო­ბის იყო და რო­დე­საც ჩემს ბი­ნას მი­ვი­ღებ­დი, ეს ბინა ისევ ამ­ხა­ნა­გო­ბის­თვის უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მერე ჭე­იშ­ვილს მის­ცემ­დნენ თუ ეშ­მა­კუ­რაშ­ვილს, რას ვჩი­ო­დი?!

- სა­სა­მარ­თლოს გზით საქ­მის გა­და­წყვე­ტა რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

- ამ ოჯახ­მა 2010 წელს შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი, იმე­და კა­ხი­ა­ნი გა­მო­ა­სახ­ლე­თო. ჭე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­კუთ­რე­ბა მქონ­დაო, ვუ­თხა­რი, სა­ბუ­თი მაჩ­ვე­ნეთ-მეთ­ქი. მო­ი­ტა­ნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 1999 წლით თა­რიღ­დე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ ჭე­იშ­ვილს ეკუთ­ვნის გუ­და­უ­რის სამ ნო­მერ­ში, მერ­ვე სარ­თულ­ზე, ბინა #29. რა სი­სუ­ლე­ლეა, 1999 წელს ვინ იცო­და ბი­ნის ნო­მე­რი? ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­მაც გა­ნა­ცხა­და, რო­გორ შე­მეძ­ლო 1999 წელს ეს სა­ბუ­თი გა­მე­ცა, ნე­ბარ­თვა გვქონ­და შვიდ­სარ­თუ­ლი­ა­ნის აშე­ნე­ბა­ზე და რო­გორ დავ­წერ­დი მე-8 სარ­თულ­სო? სა­სა­მარ­თლო­ზე გან­ვა­ცხა­დეთ, რომ სა­ბუ­თი ყალ­ბია და შე­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბა. მათ­მა დამ­ცველ­მა ქეთი ქვარ­ცხა­ვამ თქვა, რომ სა­ბუთს სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ჩვენს და­ვას­თან, ეს ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რის და­ნა­შა­უ­ლი­აო. თუმ­ცა სა­ბუთს ხელს ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რეც აწერს და ჭე­იშ­ვი­ლიც. სა­სა­მარ­თლო­ზე მე­ო­რე სა­ბუ­თიც წარ­მო­ად­გი­ნეს, თით­ქოს 2009 წელს შედ­გა ამ­ხა­ნა­გო­ბის კრე­ბა, რო­მელ­მაც და­ად­გი­ნა, რომ ბინა ჭე­იშ­ვილს ეკუთ­ვნო­და და კრე­ბის ოქმი არ­სე­ბობ­და. ოქ­მში წე­რია, რომ 2009 წლის ამა და ამ რი­ცხვში შედ­გა ამ­ხა­ნა­გო­ბის კრე­ბა. თუ რა იმ­სჯე­ლა კრე­ბამ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, ვინ თან­ხმო­ბა თქვა და ვინ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა, არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. აი, ასე­თი "სრულ­ფა­სო­ვა­ნი" ოქ­მია. ვამ­ბობ, რომ არა ვარ ამ ბი­ნის მე­სა­კუთ­რე და არ მინ­და, იმი­ტომ, რომ მინ­და ის ბინა, რო­მე­ლიც უნდა მო­ე­ცათ 2011 წელს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

იმედა კახიანი - "არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა"

იმედა კახიანი - "არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა"

მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და მისი მეუღლის, ირაკლი კუტალაძის ხმაურიანი დაშორების შემდეგ, კახიანების ოჯახი მორიგ სკანდალში გაეხვია. ამჯერად დავა კერძო საკუთრებაზეა. ოჯახსა და მოქალაქე ნატალი ჭეიშვილს შორის დავა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. სწორედ ამ დროს კახიანები ჭეიშვილის ბინაში კორპუსის მშენებლის თხოვნით შესახლდნენ. როგორც ნატალი ჭეიშვილი ამბობს, ბინა კახიანებს უფასო რემონტის სანაცვლოდ დროებით დაუთმო. თუმცა მოგვიანებით ბინა სადავო გახდა და საქმე სასამართლომდე მივიდა.

ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ კახიანების ოჯახს ბინა 15 ივლისს უნდა დაეცალა, თუმცა როგორც ჭეიშვილი აცხადებს, იმედა კახიანმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და სააღსრულებლო სამსახურის წარმომადგენელსა და ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სააღსრულებლო სამსახურმა ბინის დაცლის ბოლო ვადად 30 ივლისი დაასახელა.

"კვირის პალიტრა" კომენტარისთვის იმედა კახიანს დაუკავშირდა:

- ხელშეკრულება ამხანაგობასთან 2000 წელს გავაფორმე, რომელიც გუდაურის ქუჩაზე რამდენიმე კორპუსს აშენებდა. ხელშეკრულებაში წერია, რომ მივიღებდი ბინას, რომლის შესაბამისი თანხაც მექნებოდა გადახდილი. 2000 წელს ბინის გადასახადი მთლიანად დავფარე, ხელშეკრულებაში მეოთხე სართული მქონდა ჩაწერილი. როცა მშენებლობა დამთავრდა და ბინები განაწილდა, ამხანაგობის თავმჯდომარემ ბინა მაჩვენა, მაგრამ ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მსურდა. მითხრა, დამემატებინა თანხა, გვერდით ერთსადარბაზოიანი კორპუსის მშენებლობა ჰქონდათ დაწყებული და ისეთ ბინას მომცემდნენ, როგორზეც შევთანხმდებოდით. ამდენად, გადახდილ 20 000 დოლარს კიდევ დავამატე 10 000 დოლარი. თავმჯდომარემ მშენებლობის დასრულებამდე შემომთავაზა, მერვე სართულზე ცარიელი ფართი გვაქვს, გავარემონტებთ და იცხოვრე, მანამ არ დამთავრდება შენი კუთვნილი ბინაო. 2004 წელს შევედი ამ ბინაში და მას შემდეგ ვცხოვრობ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვიდა ქვარცხავა და მისი მეუღლე, გვარად ჭეიშვილი. გამომიცხადეს, თქვენ რომ ამ ბინიდან გადახვალთ, შემდეგ ჩვენ გვეკუთვნისო. მეც ვუთხარი, რომ ამხანაგობასთან შეთანხმებით დროებით ვცხოვრობდი ბინაში და როცა დამთავრდება ჩემი ბინა, გადავალ-მეთქი (ჩემი ბინა ახლაც მშენებარეა და არ დამთავრებულა). ქვარცხავასა და ჭეიშვილთან არავითარი მოლაპარაკება არ მქონია, არც ვიცნობდი. რა უფლება მქონდა, მეთქვა, თქვენი იყოს, ან არ იყოს-მეთქი. ფართი ამხანაგობის იყო და როდესაც ჩემს ბინას მივიღებდი, ეს ბინა ისევ ამხანაგობისთვის უნდა ჩამებარებინა. მერე ჭეიშვილს მისცემდნენ თუ ეშმაკურაშვილს, რას ვჩიოდი?!

- სასამართლოს გზით საქმის გადაწყვეტა რატომ გახდა აუცილებელი?

- ამ ოჯახმა 2010 წელს შეიტანა საჩივარი, იმედა კახიანი გამოასახლეთო. ჭეიშვილი ამბობს, საკუთრება მქონდაო, ვუთხარი, საბუთი მაჩვენეთ-მეთქი. მოიტანა ხელშეკრულება, რომელიც 1999 წლით თარიღდება, სადაც წერია, რომ ჭეიშვილს ეკუთვნის გუდაურის სამ ნომერში, მერვე სართულზე, ბინა #29. რა სისულელეა, 1999 წელს ვინ იცოდა ბინის ნომერი? ამხანაგობის თავმჯდომარემაც განაცხადა, როგორ შემეძლო 1999 წელს ეს საბუთი გამეცა, ნებართვა გვქონდა შვიდსართულიანის აშენებაზე და როგორ დავწერდი მე-8 სართულსო? სასამართლოზე განვაცხადეთ, რომ საბუთი ყალბია და შემოწმება სჭირდება. მათმა დამცველმა ქეთი ქვარცხავამ თქვა, რომ საბუთს საერთო არაფერი აქვს ჩვენს დავასთან, ეს ამხანაგობის თავმჯდომარის დანაშაულიაო. თუმცა საბუთს ხელს ამხანაგობის თავმჯდომარეც აწერს და ჭეიშვილიც. სასამართლოზე მეორე საბუთიც წარმოადგინეს, თითქოს 2009 წელს შედგა ამხანაგობის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ბინა ჭეიშვილს ეკუთვნოდა და კრების ოქმი არსებობდა. ოქმში წერია, რომ 2009 წლის ამა და ამ რიცხვში შედგა ამხანაგობის კრება. თუ რა იმსჯელა კრებამ, რამდენი ადამიანი ესწრებოდა, ვინ თანხმობა თქვა და ვინ შეეწინააღმდეგა, არაფერია ნათქვამი. აი, ასეთი "სრულფასოვანი" ოქმია. ვამბობ, რომ არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა, იმიტომ, რომ მინდა ის ბინა, რომელიც უნდა მოეცათ 2011 წელს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია